საბჭოთა რეპრესიები
პატიმარი, რომელმაც საბჭოთა ბანაკისკენ მიმავალ მატარებელში მომღერალთა გუნდი შექმნა [ვიდეო]
FaceBook Twitter
E-mail Print
1937 წელია, ეშელონს პატიმრები სვერდლოვსკის ოლქში, საბჭოთა ბანაკში მიჰყავს. პატიმრებს შორის არის გალის რაიონის, სოფელ გაგიდის კოლმეურნეობის მომღერალთა გუნდის ხელმძღვანელი ესტატე მებონია.

მასთან ერთად, ბოლშევიკებმა გალის რაიონიდან რამდენიმე ახალგაზრდა გადაასახლეს, რომლებიც პატიმრობიდან დაბრუნდნენ და ოჯახს უამბეს, თუ როგორ ისწავლეს ხალხური სიმღერა ბანაკში ჩასვლამდე.

„დაახლოებით, თვენახევარი იყვნენ გზაში, მათგან ავქსენტი გაბლაია, ბუბა გაბისონია, რომლებიც გადასახლების დროს პირტიტველა ბიჭები იყვნენ, პატიმრობიდან დაბრუნდნენ. ისინი მიყვებოდნენ, რომ შორეულ ურალში მიმავალი მატარებელში მყოფ პატიმრებს ესტატე ამხნევებდა და ქართულ ხალხურ სიმღერებს ასწავლიდა. თურმე მან გუნდიც კი ჩამოაყალიბა, არ ვიცი რამდენად მაღალი დონის გუნდი იყო, მაგრამ როგორც ამბობდნენ, ხმები დაულაგებია, რეპერტუარიც ჩამოაყალიბებია. უხაროდა თურმე, ქართული სული ჩავიტანეთო ციმბირში“, - ყვება რეპრესირებულის შვილიშვილი გელა მებონია.

ის ამბობს, რომ ბაბუა „ტროცკისტობის“ ბრალდებით დააპატიმრეს, მონაწილეობდა თუ არა ესტატე ანტისაბჭოთა მოძრაობაში, ოჯახისთვის უცნობია. შვილიშვილი კი ზეპირ გადმოცემებზე დაყრდნობით ყვება, რომ მისი ოჯახი მესაქონლეობას მისდევდა და მრავალრიცხოვანი ჯოგი ჰყავდა, რაც სავარაუდოდ, მისი დაპატიმრების მიზეზი გახდა.

„სოფელში ეუბნებოდნენ, ხალხს სახლი არ აქვს და ესტატეს საჯინიბოები და საძროხეები უდგასო, ხალხი მშიერია და ესტატეს რა ამღერებსო. ალბათ ბევრი ფული აქვს და ამიტომ მღერისო“.


ესტატე მებონია პირველად 1933 წელს დააპატიმრეს და მეტეხის ციხეში გადაიყვანეს, თუმცა მალევე გაათავისუფლეს. როგორც მისი შვილიშვილი ვარაუდობს, ბაბუამ წინაააღმდეგობა გაუწია ბოლშევიკებს პირუტყვის წართმევის გამო, რაც შემდეგ მისი გადასახლების მიზეზი გახდა.

ესტატე მებონია 54 წლის იყო, როცა გარდაიცვალა. საბჭოთა ბანაკებში ტიფი გავრცელებულა. რომელმაც პატიმარი იმსვერპლა. ის მეგობრებს სოფელ ეკატრინოვკაში, ყველაზე დიდი მუხის ძირას, თეთრ ზეწარში გახვეული დაუსაფლავებიათ.

ოჯახში, რეპრესირებულის მხოლოდ ერთადერთი ფოტოა შემორჩენილი, სადაც მასთან ერთად, ოჯახის წევრები და გაგიდის ფოლკლორული ანსამბლის მომღერლები არიან.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათის მკვიდრი ილია ჩახაია
18:28 / 07.10.2020
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათის მკვიდრი ილია ჩახაია
ნარაზენში მცხოვრები ნინა სანიკიძე ცრემლის გარეშე ვერ იხსენებს
წინაპრებს.
11:42 / 29.08.2020
ნარაზენში მცხოვრები ნინა სანიკიძე ცრემლის გარეშე ვერ იხსენებს წინაპრებს.
კორონავირუსი

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.