საბჭოთა რეპრესიები
დაბრუნება 25 წლიანი გადასახლებიდან [ვიდეო]
FaceBook Twitter
E-mail Print
ეს მამაჩემია, ვანო ბაბილუა - ფოთელი რეპრესირებულის შვილი ძველ, გახუნებულ ფოტოზე, ბევრ, რევოლუციური ჟინით შეპყრობილ ახალგაზრდებს შორის ჯერ კიდევ უწვერულ ბიჭზე მიმითითებს. ისიც მათი თანამოაზრეა, საერთო იდეოლოგიით, მიზნებით, ხუთი მუხლით რომ გაასამართლეს და ჯერ 15, მერე კი ათი წლით, შორეული გადასახლებისთვის გაწირეს. ხან ტროცკისტს ეძახდნენო ხუმრობით, იხსენებს ირინა ბაბილუა, დღესაც რომ არ იცის, სინამდვილეში ვისი პრინციპების მიმდევარი იყო მამა. მშობლის სიტყვაძვირობის გამო, მხოლოდ ცოტა რამ სმენია მაგადანში გატარებულ წლებზე, რომელსაც რეპრესირებულმა ტაბუ დაადო და შვილისთვისაც კი არ მოინდომა პერსონალურად თავს გადახდენილის განდობა.

ერთ-ერთი მუხლი, რითაც ვანო ბაბილუა გაასამართლეს, სამშობლოს ღალატია. ახალგაზრდა მამაკაცი თავიდანვე აქტიურად ჩაერთო საპროტესტო გამოსვლებში, რაც საბჭოთა რეჟიმმა არ აპატია. თავად ბოლშევიკური პარტიის წევრი დაასმინეს და 1929 წელს გადაასახლეს. იქ 15 წელი ელოდა, თუმცა ეს არ აკმარეს და სასჯელი კიდევ ათი წლით გაუხანგრძლივეს. სახეში შუქებს მიანათებდნენო, ბრალი რომ ეღიარებინა და რეჟიმისთვის სასარგებლო ჩვენებისთვის ხელი მოეწერა თურმე, მაგრამ არ მოაწერა.

შვილის თქმით, მამა ოქროს საბადოში მუშაობდა. იშვიათ საუბრებში იხსენებდა, რომ მოგვიანებით ფოთის ოდენა ობიექტიც ჩააბარეს. ახალი ბრალის წარდგენისთვის თავის არიდების მიზნით, ოქროს ზოგჯერ საკუთარი გამომუშავებული ფულით ყიდულობდა და სამუშაო გეგმასაც ამ გზით ასრულებდა. ირინას, ბებიისთვის მიწერილი წერილებიც უნახავს, სადაც ევედრებოდა, ვიღაც პიროვნებასთან მისულიყო და მისთვის სამშობლოში დაბრუნების უფლება ეთხოვა. თუმცა სტალინის გარდაცვალებამ, ვანო ბაბილუას და ყველა მსგავსი პატიმრის ყოველდღიურობა შეცვალა - 54 წლის ასაკში გაათავისუფლეს. დაოჯახდა ხელმეორედ და ირინაც გაჩნდა.

"ერთხელ ვცადე დამედო მამისთვის რვეული. ვთხოვე, დაეწერა ამბები, რაც გადასახლებაში ყოფნისას გადახდა. ტაბუდადებული იყო ეს თემა. ამაზე არ საუბრობდნენ. არც დღეს საუბრობენ გახსნილად. აიღო და გადააგდო. მე თეთრ დათვებთან ერთხელ ვიჯექი და მეორეჯერ არ წავალო. იგულისხმა ალბათ ის, რაც უნდა ეთქვა, და რისი თქმაც არ უნდოდა", - ამბობს ირინა ბაბილუა.

სამაგიეროდ, შვილი იხსენებს, რომ მამა ბიძაშვილთან ხშირად განიხილავდა ამბებს რუსულ ენაზე. მაშინ თავად პატარა იყო და ენის ბარიერის გამო, ბევრი რამ არ ესმოდა. კამათისას ნათესავი სტალინს ემხრობოდა, ვანო ბაბილუა კი პირიქით. ადამიანების ასე ხელაღებით დაპატიმრება იყო ის, რასაც ვერ შეეგუა და თავის დროზე რევოლუციური სურვილებით განაწყო მაშინდელი ხელისუფლების წინააღმდეგ.

"სიცოცხლის ბოლო წლებში მამამ სტალინი მაინც აღიარა, როგორც ძლიერი პოლიტიკოსი. სამღვდელოების, ეკლესიის წინააღმდეგ გამოდიოდა თავის დროზე. ოპიუმიაო რელიგია. მაგრამ ბოლოს ესეც აღიარა. ჩემი მოხუცი დედა წელმოხრილი გაიმართებოდა და სანთელს ანთებდაო. რწმენას კი არ უარყოფდა..მაშინ იცით, ეკლესიის წინააღმდეგ რატომაც გამოდიოდნენ", - გვიყვება რეპრესირებულის შვილი.

გადასახლებიდან დაბრუნებულმა ვანო ბაბილუამ, რომელიც თავის დროზე ბოლშევიკური პარტიის წევრი იყო, პარტიულ ბილეთზე უარი თქვა. ისევე, როგორც მაშინდელი ხელისუფლების საქმიან წინადადებაზე და დარჩენილი ცხოვრება პენსიით გაატარა. მთელი ცხოვრება დაუმახინჯესო მამას და კიდევ ბევრ ადამიანს, ამბობს ირინა ვინც საკუთარ იდეას უერთგულაო.

ბიძაშვილები აღმასკომში მუშაობდნენ და არც მათთვის ერიდებოდა ხუმრობით ეთქვა, იმ პარტიას რა ვუთხარი, ქვეყანას თქვენ რომ განაგებთო.

ვანო ბაბილუა 83 წლის გარდაიცვალა. რეპრესირებული რეაბილიტირებულია და ოჯახმა კომპენსაცია, 1400 ლარის ოდენობით, რამდენიმე წლის წინ მიიღო.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათის მკვიდრი ილია ჩახაია
18:28 / 07.10.2020
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათის მკვიდრი ილია ჩახაია
ნარაზენში მცხოვრები ნინა სანიკიძე ცრემლის გარეშე ვერ იხსენებს
წინაპრებს.
11:42 / 29.08.2020
ნარაზენში მცხოვრები ნინა სანიკიძე ცრემლის გარეშე ვერ იხსენებს წინაპრებს.
კორონავირუსი

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.