დადიანების ეზოში დახვრეტილი კონდრატე შამათავა [ვიდეო]
ზუგდიდელი სოციალ-დემოკრატი კონდრატე შამათავა,
საბჭოთა ოკუპანტების წინააღმდეგ აჯანყებაში მონაწილეობისთვის
ბოლშევიკებმა დადიანისეული სასახლის ეზოში დახვრიტეს.
მისი შთამომავალი დავით შამათავა გვიყვება, რომ ბაბუა შეძლებული ვაჭარი ყოფილა. სავაჭრო ფართი ჰქონია ახალგაზრდობის სასახლის მოპირდაპირედ, რომელიც ბოლშევიკებს ჩამოურთმევიათ.
ოჯახში წინაპრის მხოლოდ ერთი ფოტოა შემორჩენილი. დაწვრილებითი ცნობები, თუ როგორ მოხვდა კონდრატე შამათავა ქაქუცა ჩოლოყაშვილის რაზმში შთამომავლებს არ აქვთ.

„ცნობილია, რომ ის მონაწილეობდა შეტაკებებში, რომელიც მოხდა ზუგდიდის დღევანდელი ციხის და ნიკოსეული სასახლის ტერიტორიაზე. მას შემდეგ რაც აჯანყება დამარცხდა, ამბოხებულები დაამწყვდიეს ნიკოსეული სასახლის სარდაფში. 6 სექტემბერს 40-მდე ადამიანი დახვრიტეს დადიანების სასახლის მიმდებარედ, სადაც შემდეგ კომუნისტებმა საზოგადოებრივი ტუალეტი დადგეს“, - გვიყვება დავით შამათავა.
აჯანყებულის დახვრეტის დროს მისი ცოლი მეხუთე შვილზე ორსულად იყო.
„კონდრატე 35 წლის ყოფილა, როცა დაუხვრეტიათ. მისი ცოლი, ანუ დიდი ბებია ანა სორდია ორსულად ყოფილა. დახვრეტიდან ერთ თვეში პატარა გაჩნდა და ასე დარჩა ხუთი შვილის ამარა. მან ღრმა მოხუცობამდე იცოცხლა. ის ქმარზე ამბობდა, რომ დიდი ვაჟკაცი იყო, რომელიც ვერ ეგუებოდა საბჭოთა რეჟიმს“.
დავით შამათავა და სხვა ამბოხებულების შთამომავლები ყოველი წლის 6 სექტემბერს იკრიბებიან აჯანყებულთა მემორიალთან და შემდეგ მებრძოლების სავარაუდო საფლავთან, სადაც ოკუპანტების წინააღმდეგ აჯანყებულებს იგონებენ და მათი სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს იხდიან.