საბჭოთა რეპრესიები
საბჭოთა ოკუპაციის წინააღმდეგ აჯანყება ზუგდიდში - აქამდე უცნობი ისტორია
FaceBook Twitter
E-mail Print
ზუგდიდის მაცხოვრის კარის ეკლესია, 1924 წელს საბჭოთა ოკუპაციის წინააღმდეგ მებრძოლთა შტაბი იყო. ამის შესახებ ისტორიკოსი აბესალომ ტუღუში წერს კვლევაში, რომლის გამოქვეყნება მკვლევარმა ვერ მოასწრო. ნაშრომი მისმა შვილმა, გიორგი ტუღუშმა გადმოგვცა.

„ბოლშევიკურმა ხელმძღვანელობამ, რომელმაც წინასწარ გაიგო აჯანყების დაწყების დროის შესახებ, თადარიგი დაიჭირა. მათი შტაბი განთავსდა ჩიქოვანისთვის ჩამორთმეულ სახლში, სადაც იმჟამად ფოსტა-ტელეგრაფი იყო განთავსებული. აჯანყებულთა შტაბი კი, თუ დავუჯერებთ ბოლშევიკ ისაკ ჟვანიას ცნობას, მანცხვარკარის გორაზე მდგარ ეკლესიაში ყოფილა.

ამ ამბების თვითმხილველის და უშუალო მონაწილის, იმ ხანად ზუგდიდის მილიციის უფროსის, ი. ჯანაშიას ზუგდიდის მუზეუმში დაცული მოგონებიდან ირკვევა, რომ აჯანყება ზუგდიდში 28 აგვისტოს, ღამის 12 საათზე დაიწყო. ამ დროისათვის ბოლშევიკებმა დაატყვევეს ორი აჯანყებული, მიხა სიჭინავა და ბეგი მესხია. ამ უკანასკნელებისგან ჩეკისტებმა ვერაფერი გაიგეს. მიხა სიჭინავამ მათ განუცხადა, რომ მე თბილისში მივდივარ და ამიტომ ავდექიო ადრე, მაგრამ მისგან გაიგეს, რომ ლენინის ქუჩით ქალაქის შუაგულისკენ რამდენიმე კაცი მოდიოდა ალექსანდრე ქავთარაძის მეთეურობით.

აჯანყებულებთან პირველი შეტაკება მოხდა ციხის მიდამოებში, სადაც ბოლშევიკთაგან ერთი კაცი (გვარად სარია) დაიჭრა. აჯანყებულთა დიდი რაზმი ქალაქის შუაგულისკენ მანცხვარკარის ქუჩით მოემართებოდა. ოთხკლასიანი სკოლის შენობასთან ჩასაფრებულებმა ბოლშევიკებმა სცადეს ისინი უფრო ახლოს მოეხელთებინათ. აჯანყებულებმა ბოლშევიკები თავიანთ მომხრეებად ჩათვალეს, სიხარულით დაიწყეს ქუდების სროლა და შეძახილები: „ძირს საბჭოთა ხელისუფლება“, „გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს“. ამის გაგონებისთანავე ბოლშევიკებმა მათ ცეცხლი გაუხსნეს“, - წერს ისტორიკოსი.

აჯანყების დამარცხების შემდეგ დაიწყო რეპრესიები.

„ზუგდიდის არქივში ჩვენს მიერ მიკვლეულ ერთ დოკუმენტს ჰქვია „შეიარაღებულ აჯანყებაში მონაწილე დახვრეტილთა სია #2 და მასში ჩაწერილია 40 კაცი, მაგრამ ამათგან ორი, აკაკი ფონია და ჭიჭიკო ჯიქია გადარჩნენ, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ეს დახვრეტილების კი არა, დასახვრეტების სიაა. თუ არსებობდა სია #2, ცხადია არსებობდა #1 სია, რომელშიც იქნებოდნენ დასახვრეტები ჩაწერილები. ამ ამბების ერთი თვითმხილველის მოგონების მიხედვით, აჯანყების მეორე თუ მესამე დღეს 17-18 კაცი დაუხვრეტიათ, ერთ-ერთი დახვრეტილის შვილის - დოროთე ცხაკაიას ცნობით, 1924 წელს ზუგდიდში დახვრეტილთა საძმო საფლავში განისვენებს 63 კაცი, მაგრამ ასეთი საძმო საფლავი რამდენიმე იყო ზუგდიდში“, - ამბობს ისტორიკოსი.

საბრძოლო მოქმედებების დაწყებამდე რომ აჯანყებულები მაცხოვრის კარის ეკლესიაში იყვნენ, აჯანყების ერთ-ერთი მონაწილის, ტიხონ კეიდიას შთამომავალმა მაია კეიდიამაც გვითხრა.

„საბრძოლო მოქმედებების დაწყებამდე, თბილისის ქუჩიდან ავიდნენ მეგობრები მაცხოვრის კარის ეკლესიაში, სადაც ჰიმნი შეასრულეს“, - განმარტა მან. 

მაცხოვრის კარის ეკლესიაში, რომ ოკუპანტების წინააღმდეგ მებრძოლთა შტაბი იყო, ამაზე საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ სტატიაშიც არის საუბარი.

„29 აგვისტოს, ღამის პირველ საათზე ზუგდიდის მილიციის ხელმძვანელმა იოსებ ჯანაშიამ მიიღო ცნობა, რომ სენაკის მაზრაში უკვე დაიწყო გამოსვლები. აჯანყებულებმა ზუგდიდზე იერიში 29 აგვისტოს დილის ოთხ საათისათვის მიიტანეს. ზუგდიდის მილიციის ხელმძღვანელობა თავად ჩიქოვანის ყოფილ სასახლეში იყო გამაგრებული (ეს იყო ინფორმპუნქტისა და ადგილობრივი ფოსტის შენობა), აჯანყებულთა შტაბი კი - მაცხოვრის კარის გორაზე მდებარე ეკლესიაში“, - წერს არჩილ თოდუა კვლევის ლაბორატორიის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ბლოგში.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათის მკვიდრი ილია ჩახაია
18:28 / 07.10.2020
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათის მკვიდრი ილია ჩახაია
ნარაზენში მცხოვრები ნინა სანიკიძე ცრემლის გარეშე ვერ იხსენებს
წინაპრებს.
11:42 / 29.08.2020
ნარაზენში მცხოვრები ნინა სანიკიძე ცრემლის გარეშე ვერ იხსენებს წინაპრებს.
ვიდეო
უნდა იბრძოლო სიცოცხლისთვის - 97 წლის ვეტერანმა კორონავირუსი დაამარცხა [ვიდეო]
შიშმა არ უნდა ჩაგითრიოს. უნდა ებრძოლო. შენ უნდა იბრძოლო
საახალწლო სათამაშოები პირბადით  [ვიდეო]
18 წლის დათო მიქავა ბავშვობიდან ხატავს.
ჩიჩილაკების იმედად პანდემიაში [ვიდეო]
ახალი წელი ნაძვის ხესთან და ჩიჩილაკთან
პანდემიით დაზარალებული ბიზნესი
კორონავირუსის პანდემიამ არაერთი ბიზნესი, მათ შორის
ფოტო
დათოვლილი მესტია და ჰეშკილი [ფოტო]
სვანეთი განსაკუთრებით ლამაზია ზამთარში, როცა მთები
საშობაო „ალილო“ მრევლის გარეშე [ფოტო]
პანდემიის გამო, ტრადიციული საშობაო „ალილოს" მსვლელობა
სვანეთი შემოდგომის ფერებში [ფოტოამბავი]
სვანეთი წელიწადის ნებისმიერ დროს გამოირჩევა
ჭურია [ფოტორეპორტაჟი]
ფოტოები გადაღებულია მდინარე ჭურიის ხეობაში.
როგორ ხედავენ ბავშვები კორონავირუსს [ფოტოამბავი]
კოვიდ-19 მხოლოდ უფროსებს არ ეხებათ და მასზე ბავშვებმაც
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია, რომლის მთავარი ინგრედიენტი
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.