საბჭოთა რეპრესიები
წერილი საბჭოთა ბანაკიდან, რომელიც ასანთის კოლოფით მიიღო პატიმრის ოჯახმა [ვიდეო]
FaceBook Twitter
E-mail Print
გასული საუკუნის 30 იანი წლებია, ხობის სოფელ შუა ხორგას მცხოვრები ახალგაზრდა ქალი სახლის წინ მიწას ამუშავებს, რომ 4 მცირეწლოვანი შვილი გამოკვებოს. ქმარი კომუნისტებმა შორეულ ციმბირში გადაუსახლეს.

მოულოდნელად, ხმა ჩაესმის - „ჩემსკენ არ მოიხედოო“, შემდეგ კი ვიღაც ასანთის კოლოფს ისვრის ეზოში და გარბის. კოლოფში ქმრის წერილი აღმოჩნდა ციმბირის საკონცენტრაციო ბანაკიდან.

„ყოველ ღამე გაჰყავთ საკნებიდან ათ-ათი კაცი და უკან არ აბრუნებენ, სროლის ხმებიც მესმის და მეც მომიწევს ალბათ მალე ეს რიგიო, - წერდა და ბავშვებს აბარებდა ცოლს, შენ იცი როგორ იზრუნებ მათზეო. წერილის შენახვა საშიში იყო. ის ბებიამ საგულდაგულოდ გაანადგურა“, - გვიყვება რეპრესირებულის შთამომავალი მღვდელი იაკობ სურმავა.

მისი ბაბუა გალაკტიონ სურმავა მენშევიკური მთავრობის ოფიცერი, 1924 წლის ანტისაბჭოთა აჯანყების მონაწილე იყო. ორჯერ გადაასახლეს, მეორედ, ციმბირის საბჭოთა ბანაკიდან ვერ დაბრუნდა. როგორც მისი შვილიშვილი ყვება, ის ასანთის კოლოფში ჩაკეცილი წერილი ერთადერთი ცნობა იყო, რაც ოჯახმა პატიმრისგან მიიღო.

„პირველად 1935 წელს გადაასახლეს, საიდანაც 1937 წლის დასაწყისში დაბრუნდა, შემდეგ კი ამავე წლის ბოლოს დაიჭირეს და ტიუმენში გადაასახლეს. სამწუხაროდ, რამდენი წლის იყო გადასახლებაში ყოფნისას და რამდენ ხანს იყო ცოცხალი იქ, ეს დეტალები არ ვიცი. ვიცი მხოლოდ, რომ მეორედ როცა დაიჭირეს, 3 კაცი შეკრებილა და რაღაც აბსურდული ბრალდება წაუყენებიათ, რომ თითქოს ის მთავრობაზე ძვირს ამბობდა. მერე როგორც მკვლევარ გოგიტა ჩიტაიასგან შევიტყვე 1924 წლის აჯანყების დროს, პალიასტომის ტყეში იყო დაბანაკებული თანამებრძოლებთან ერთად, რაც შემდეგ გახდა ერთ-ერთი მიზეზი მისი გადასახლების“.

მანამდე რეპრესია შეეხო მის ოჯახსაც, რადგან ის მღვდლის შვილი იყო. საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ მღვდელს დიაკვანთან ერთად საეკლესიო ნივთები სკივრში შეუნახავს და მიწაში დაუმარხავს. ის 1924 წელს გარდაცვლილა, ნივთები კი მიწაში დამარხული დარჩა.

კომუნისტებმა ოჯახი რამდენჯერმე გააკულაკეს. „ხალხის მტრებს“ არავინ ეკარებოდა სოფელში, თუმცა იყვნენ ადამიანები, ვინც გაჭირვების დროს დახმარების ხელი გაუწოდეს.

„ოჯახი სოფელში ყველასგან გარიყული ყოფილა, მაგრამ მაინც გამოჩნდებოდნენ კეთილი ადამიანები, ვინც ბავშვების ამარა დარჩენილ ქალის ეხმარებოდნენ. ერთხელ, ბებია შეშის დასამზადებლად წასულა იქვე ახლოს, იმ დროს, კი ტყეში ხის მოჭრა აკრძალული იყო, მაგრამ ტყის მცველს ხმა რომ მოესმა და ქალი დაინახა, დახმარებია შეშის გატანაში“.

მღვდელი იაკობ სურმავა წუხს, რომ წინაპრის შესახებ მწირი ცნობები აქვს და იმედოვნებს, რომ მკვლევრები კომუნისტების მიერ რეპრესირებული ადამიანების ისტორიებს მოიძიებენ, რომ მომავალი თაობა იცნობდეს ოკუპაციის წინააღმდეგ მებრძოლებს.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათის მკვიდრი ილია ჩახაია
18:28 / 07.10.2020
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათის მკვიდრი ილია ჩახაია
ნარაზენში მცხოვრები ნინა სანიკიძე ცრემლის გარეშე ვერ იხსენებს
წინაპრებს.
11:42 / 29.08.2020
ნარაზენში მცხოვრები ნინა სანიკიძე ცრემლის გარეშე ვერ იხსენებს წინაპრებს.
კორონავირუსი

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.