საბჭოთა რეპრესიები
პირველი მეცნიერი ქალი ჩხოროწყუდან, რომელმაც საბჭოთა ბანაკებში 17 წელი გაატარა [ვიდეო]
FaceBook Twitter
E-mail Print
ჩხოროწყუს სოფელ ახუთში, სიმწვანეში ჩაფლული თითქმის ორსაუკუნოვანი მეგრული ოდა დგას. სახლი დაკეტილია, მაგრამ კარ-მიდამოს მეზობლები უვლიან. ცდილობენ ყველაფერი ისე შეინარჩუნონ, როგორც ეს მისი თავდაპირველი მფლობელის ანტონ პაპასკირის დროს იყო. ოდა ახლა მის ნათესავს ეკუთვნის.

პაპასკირის ოჯახმა დიდი წვლილი შეიტანა სოფლის და ზოგადად, რეგიონში განათლების ხელმისაწვდომობაში. ანტონ პაპასკირმა სოფელში სკოლა დააარსა. მეგობრობდა იაკობ გოგებაშვილთან. 1898 წლის 3 მაისის გაზეთ ივერიაში ანტონ პაპასკირი წერს, რომ გოგებაშვილს სოფელ ახუთის სკოლისთვის 30 ცალი სახელმძღვანელო გადაუცია.

მღვდლის ქალიშვილი ლიდია იყო პირველი ქართველი ქალი, რომელსაც დოქტორის ხარისხი მიენიჭა ეკონომიკის დარგში.

ის დაიბადა 1898 წელს. სწავლობდა მამის დაარსებულ სკოლაში. ორკლასიანი სასწავლებლის დამთავრების შემდეგ გადაიყვანეს ხონში და მერე კი ქუთაისის ეპარქიალურ სასწავლებელში.

ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში მისი გახსნისთანავე ჩააბარა. სწავლობდა ეკონომიკის ფაკულტეტზე, სადაც სხვა წარჩინებულ სტუდენტებთან ერთად შეარჩიეს საზღვარგარეთ განათლების მისაღებად. 1919 წლის „საქართველოს რესპუბლიკა“ წერს, რომ დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა იმ სტუდენტების სია, რომლებიც სპეციალური უმაღლესი განათლების მისაღებად ევროპაში უნდა გაეგზავნათ. სულ წარდგენილი იყო 121 თხოვნა. შეირჩა 19 სტუდენტი. მათ შორის იყო ლიდია პაპასკირი.

მისი ცხოვრების და მოღვაწეობის შესახებ ცნობები ჩხოროწყუს მუზეუმის დირექტორმა, ნაირა ციმინტიამ მოიძია.  მუზუმში ინახება ლიდიას ავტობიოგრაფია. რომლის მიხედვით ირკვევა, რომ პირველ მეცნიერ ქალს ბოლშევიკები დევნიდნენ.

„1937 წლის 12 აგვისტოს დამაპატიმრეს ჩემს სოფელში, სადაც დასასვენებლად ვიყავი. ერთი თვე ვიმყოფებოდი რაიონის შინსახკომში. იქიდან ჩემი თხოვნით გადმომგზავნეს თბილისის შინსახკომში, საიდანაც შვიდი თვის შემდეგ გამგზავნეს ჩრდილოეთ ურალში, ათი წლით.

1947 წელს, ვადის გასვლის შემდეგ გამათავისუფლეს და და დავბრუნდი სოფელ ახუთში, საიდანაც ხუთი თვის შემდეგ გადამასახლეს ციმბირში.

1954 წლის სექტემბერში საერთო წესით გამათავისუფლეს და დავბრუნდი საქართველოში“, - წერს ლიდია პაპასკირი ავტობიოგრაფიაში 1956 წელს.

გერმანიაში მისი ცხოვრების შესახებ ავტობიოგრაფიაში არაფერი წერია, თუმცა ნაირა ციმინტია ყვება, რომ სწორედ იქ გატარებული წლები გახდა საბჭოთა ხელისუფლების მხრიდან მისი დევნის მიზეზი.

„ლიდია ახალგაზრდობიდანვე იყო დაინტერესებული სოფლის მეურნეობის განვითარების საკითხებით. გლეხების შრომის გაუმჯობესებაზე ფიქრობდა ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდა. გერმანიაში ყოფნისას მან პროფესორ ვილბრანდტის ყურადღება მიიქცია, რომლის ხელმძღვანელობით მუშაობდა ნაშრომზე. შემდეგ ის გააგზავნეს დანიაში, სადაც 1 წლის განმავლობაში სწავლობდა დანიის მეცხოველეობის დარგის წარმატებებს. ბერლინში დაბრუნებისას დაიწყო მუშობა დისერტაციაზე თემაზე - „პირველი ამხანაგობანი დანიის სოფლის მეურნეობაში“, რომელიც ბერლინის ჟურნალში დაიბეჭდა“, - გვიყვება ნაირა ციმინტია.

ლიდია პაპასკირმა საბჭოთა ბანაკებში 17 წელი გაატარა. მისი პირადი ცხოვრების შესახებ ცნობილი არ არის. ნაირა ციმინტია ამბობს, რომ მას ოჯახი არ შეუქმნია. პირველი მეცნიერი ქალი 1960 წელს თბილისში გარდაიცვალა. დაკრძალულია მშობლიურ სოფელში. მისი საფლავი, რომელიც დიდ ხანს უცნობი იყო, მუზეუმის დირექტორმა მოიძია.

„დიდხანს ვეძებდით მის საფლავს. საბოლოოდ, სოფელში ერთი მოხუცი ქალბატონი ვიპოვეთ, რომელმაც გვაჩვენა მისი საფლავი. მარმარილოს ქვა გავამზადეთ. მოვაწესრიგეთ სასაფლაო. დავდგით ქვა, სადაც ხშირად ვატარებთ სხვადასხვა ღონისძებას ახალგაზრდობისთვის, სკოლის მოსწავლეებისთვის. ის აუცილებლად იმსახურებს, რომ მთელმა სოფელმა და დანარჩენმა საქართველომ იამაყოს მისით“, - ამბობს მუზუმის დირექტორი.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათის მკვიდრი ილია ჩახაია
18:28 / 07.10.2020
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათის მკვიდრი ილია ჩახაია
ნარაზენში მცხოვრები ნინა სანიკიძე ცრემლის გარეშე ვერ იხსენებს
წინაპრებს.
11:42 / 29.08.2020
ნარაზენში მცხოვრები ნინა სანიკიძე ცრემლის გარეშე ვერ იხსენებს წინაპრებს.
კორონავირუსი

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.