გადასახლება ციმბირში - საბჭოთა რეჟიმის განაჩენი გლეხის მრავალშვილიან ოჯახს [ვიდეო]
ნარაზენში მცხოვრები ნინა სანიკიძე ცრემლის გარეშე ვერ იხსენებს
წინაპრებს.
ისტორია, რომელიც ბება-ბაბუის ოჯახს გადახდა, მომდევნო თაობასაც ასე
შეაშფოთებს ალბათ. ნინა საბჭოთა რეჟიმის მიერ რეპრესირებული ოჯახის
შთამომავალია. დღემდე არ იცის რა გახდა უბრალო გლეხი კაცის ასე
სასტიკად დასჯის მიზეზი. ოფიციალურად ბაბუის მიხელ ჯოჯუას, ცოლის
ბაბილინა თევზაძის და 5 შვილის გადასახლების მიზეზად „სამშობლოს
ღალატი“ დასახელდა.

ქვედა რიგში მარცხნიდან მეორე მერი ჯოჯუა
7 წევრიანი ოჯახიდან სიკვდილს მხოლოდ სამი გადაურჩა. ერთ-ერთი მათგანი ჩვენი რესპონდენტის, ნინა სანიკიძის დედაა, მერი ჯოჯუა.
ნინას ბაბუის ოჯახი სამტრედიის ერთ-ერთ სოფელში ცხოვრობდა და არაფრით განსხვავდებოდა სხვა გლეხების ოჯახებისგან. ამიტომაც ყველასთვის მოულოდნელი იყო როცა 1941 წელს „სამეულის“ დასმენის საფუძველზე მათ გადასახლება მიესაჯა. ჯოჯუების მსგავსად მაშინ კიდევ სამი გლეხის ოჯახს გამოუტანეს იგივე განაჩენი.
ნინა ამბობს, რომ ბებია 33 წლის იყო როცა 5 შვილთან ერთად ციმბირში გაამწესეს. რა ბედი ეწია ბაბუას - დახვრიტეს თუ გადასახლებაში გარდაიცვალა, დღემდე არ იცის.
„რეპრესირებულები გავიდნენ სამტრედიის სადგურიდან ბაქოს გავლით. ისინი მიდიოდნენ სატვირთო ვაგონებით. ბაქოში რომ ჩავიდნენ, იქ სამი თვე დააყოვნეს. ერთად შეკრებილ ხალხს გაუჩნდა ტილები. დეიდა, ანუ ბებიის უფროსი შვილი იყო 17 წლის და თავი დაიბანა, ტილების გამო თავი არ გადამპარსონო. გაცივდა და ამის გამო გარდაიცვალა იქ. დედას მიცვალებული სამი დღე კალთაში ჰყავდა, როგორც ცოცხალი. სამხედროები რომ დადიოდნენ და ნახეს ბავშვი უმოძრაოდ იყო, გადაგდებას უპირებდნენ. ბებიას უთქვამს, გადაგდება არაო, მის სამშობლოში მაინც გავუშვებო... ბებიაჩემის ოჯახთან ერთად მიდიოდნენ მაშინ ჩვენი თემიდან თავაძეები და იმის შვილები უფრო დიდები იყვნენ. თურმე მათ გაუთხარეს საფლავი და დაასაფლავეს. დაასაფლავეს ბაქოში“, - იხსენებს დედის მოყოლილს ნინა საიკიძე.

მერი ჯოჯუას შვილი, ნინა სანიკიძე
ბაბილინა სანიკიძე დარჩენილ 4 შვილთან ერთად ციმბირში, ტომსკის ოლქში ჩაიყვანეს და იქ არყის ხეების საჭრელ ბაზაზე გაამწესეს. ახალგაზრდა ქალმა, რომელსაც მძიმე შრომის პარალელურად 4 მშიერი შვილი შეჰყურებდა იმედის თვალით, ასეთ ყოფას ვერ გაუძლო და 3 თვეში გარდაიცვალა.
ამის შემდეგ სამხედრო პროკურატურამ გარდაცვლილი ქალის 4 შვილი გაასამართლა - უფროსი, 13 და 9 წლის ქალშვილები ხარატთა სკოლაში მიაბარეს, სადაც რკინის დამუშავება უწევდათ ჩარხებზე. პატარები, რომ ჩარხს მისწვდომოდნენ, ხის კუნძებზე დააყენეს. ერთ-ერთმა თითებიც დაიზიანა. ეს ტრამვა სიცოცხლის ბოლომდე დარჩა.
5 წლის მერი ჯოჯუა ბავშვთა სახლში მიაბარეს, ყველაზე უმცროსი, 2 წლის ძმა კი დიზენტერიით საავადმყოფოში გარდაიცვალა.
„ამის შემდეგ ისინი გამოეთიშნენ ერთმანეთს. ის ორი იყო ერთად. დედაჩემი ბავშვთა სახლში გაიზარდა. ომი რომ დამთავრდა და სტალინი მოკვდა, ყველას რეაბილიტირება მისცეს. მაგრამ დედ-მამის შვილები უკვე გაბნეულები იყვნენ...
7 ნოემბრის დღესასწაულზე, დეიდაჩემთან მიირბინა თურმე ვიღაც უცხო, რუსის გოგომ და უთხრა, თქვენო გოგო გგავთო ძალიანო და ამდაამ ბავშვთა სახლში არისო. ეს ამბავი როცა მოხდა დეიდაჩემი უკვე გათხოვილი იყო. მისწერა თურმე იმ ბავშვთა სახლში დედას, ვინმე თუ გახსოვსო - დედა, მამა ან დედმამისშვილები. დედას მიუწერია, არა, მე არავინ მახსოვსო. მაშინო ფეხზე გალახალი თუ გაქვსო. დედას მართლაც ჰქონდა ხალი და კიო მისწერა. დეიდამ მეც უკვე რუსეთში ვიყავი გათხოვილი და დაკარგული ვიყავი, არ მინდოდა ისიც რუსეთში დამეტოვებინაო და გადაწყვიტა დედაჩემი დაებრუნებინა საქართველოში“, - გვიყვება ნინა სანიკიძე.
მისი სიტყვებით, მერი ჯოჯუას, რომელმაც ბავშვთა სახლში 15 წელი გაატარა, მიკედლებული იყო ერთ-ერთ რუს აღმზრდელს, რომელსაც შვილი ჰყავდა გარდაცვლილი და განსაკუთრებული სითბოთი ეპყრობოდა. მერი ჯოჯუამ არც ქართული იცოდა და არც არავინ ახსოვდა წინაპრებიდან. ამიტომ საქართველოში დაბრუნება არ სურდა თუმცა, ოჯახთან ერთად მშობლიურ მხარეში ჩამოსულმა დამ ისიც თან წამოიყვანა. დის რუსი ეროვნების ქმარმა და შვილებმა საქართველოში თავი ვერ დაიმკვიდრეს, კვალვ უკან დაბრუნდნენ, მერი ჯოჯუა კი ბიცოლასთან დატოვეს:

ნინა სანიკიძის დეიდა რუს მეუღლესთან ერთად
„აქ რომ ჩამოვიდნენ, მათი ოჯახი, ოდა-სახლი კოლმეურნეობის სახლი იყო უკვე. ამათ ხომ ქონება ჩამოართვეს და კონფისკაცია გაუკეთეს. ესენი, როცა გავიდნენ, ის ფუძე გაუქმდა. აქ ჩამოსულ დედაჩემსმ დახვდა ქვრივი ბიცოლა, მამის ძმის ცოლი. იმასაც 2 ობოლი ჰყავდა და მაგან დაიტოვა. დედა ყვებოდა ხოლმე, ცოტა ყველს მოიპარავდა ფერმაშიო, მიჰქონდა ბათუმშიო, გაყიდდა და დედას პურს მოუტანდა. ხეები რომ არის გადებული მეშოკით დაკიდებდა თურმე იმაზე და დედა ამას ჭამდა კვირიდან კვირამდე, სანამ ამ მჭადს მიეჩვეოდა და აქაურ ცხოვრებას აუღებდა ალღოს. ერთი წლის შემდეგ ჩამოვიდა მეორე დეიდა. 2 წელიწადში გაათხოვა ბიცოლამ დედა, გაყვა სანიკიძეს. შემდეგ ის დეიდაც საქართველოში გათხოვდა“, - გვიყვება ნინა სანიკიძე.
მერი ჯოჯუა მშობლიურ სამტრედიაში 58 წლის ასაკში სარკომით გარდაიცვალა. ნინა იხსენებს, რომ ავადმყოფობის დადგენამდე, 6 თვით ადრე მერი ჯოჯუამ მისთვის უცნობი და საოცნებო დედა სიზმარში ნახა:
„დედამ თქვა, ქალი ვნახე, რომელიც ხეს იყო მოფარებული და მიყურებდაო. მან აღწერა ამ ქალის სახე და ის დედიდა დაეთანხმა, კიო დედა აი ასეთი იყოო. დედას არ ახსოვდა დედა. სიზმარში ნახა და მერე გახდა ავად ნიმფოსარკომით და 3 თვეში მოკვდა“, - იხსენებს ნინა სანიკიძე.
მისი თქმით, მერი ჯოჯუას სიკვდილამდე ჰქონდა დარდად დედის უნახაობა და რუსეთში გაზრდილი ისე გარდაიცვალა მშობლიურ საქართველოში, როგორც უცხო ქვეყანაში.