საბჭოთა რეჟიმის მიერ შუა აზიაში გადასახლებული ოჯახი ნაბაკევიდან [ვიდეო]
1951 წლის დეკემბერში, აფხაზეთის სოფელ ნაბაკევში
მცხოვრებ ეხვაიების ოჯახს უთხრეს, რომ საბჭოთა ხელისუფლების
გადაწყვეტილებით შუა აზიაში გადაასახლებდნენ. მიზეზი "სამშობლოს
ღალატი" იყო, რომელიც ოჯახის უფროსს დაბრალდა. ყინვასა და სიცივეში
შალვა ეხვაია ცოლთან და ოთხ შვილთან ერთად, ბინძური ვაგონით გაუყენეს
შორ გზას.
ამ ამბების გახსენებაზე ციალა ეხვაია-შალამბერიძე ტირილს ვერ იკავებს. 85 წლის მოხუცი დაკოჟრილი ხელებით იწმენდს ცრემლებს და აკანკალებული ხმით აგრძელებს თხრობას. ეს ადვილი სულაც არ არის. რეპრესირებული ქალისთვის მძიმე მოსაგონარია და-ძმებთან და მშობლებთან ერთად უცხო ქვეყანაში გატარებული წლები.
იოლი არც ისტორიის დასაწყისია. ჯერ იყო და მამა, რომელიც სოფელში ბუღალტრად მუშაობდა, დარღვევებისთვის დაიჭირეს და სამწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. შემდეგ მეორე მსოფლიო ომში პირდაპირ ციხიდან წაიყვანეს. ომში რამდენიმე წელი გერმანელების ტყვეობაში გაატარა. მოგვიანებით კი ოჯახმა ჯარისკაცის გარდაცვალების ცნობა მიიღო. რაღას იზამდნენ. შალვა ეხვაია გამოიგლოვეს და ცხოვრება განაგრძეს.
1949 წელს, მოულოდნელად სახლის კარი გაიღო და გამოტირებული მამაც დაბრუნდა.

"გავგიჟდი, რას ქვია მამაჩემი მოვიდა. მამა გამოვიგლოვეთ და.. მოსულა მთლად გამხმარი კაცი, ძვალი და ტყავი. ერთ წელიწადში პატარა და შეგვეძინა. 1951 წლის დეკემბერში, ღამის 3 საათზე საბჭოს თავმჯდომარემ დააკაკუნა. ჟანდარმერია მოვიდა და გვითხრეს, რომ მამა სამშობლოს მოღალატედ ცნეს და გადასახლებული ხართო. დედამ მორთო კივილი. მეც ვიკივლე", - იხსენებს რეპრესირებული.
პატარა და აკვნიდან ამოიყვანეს და 47 ოჯახთან ერთად ერთ, პირუტყვის გადასაყვან ვაგონში მოათავსეს. თავად 13 წლის იყო. ერთი ძმა 12-ის, მეორე კი 16 წლის.
სახელმწიფომ მათი ქონება ჩაიბარა. ბაღ-ვენახი გადაუწვეს და გადამწვარზე კოლმეურნეობამ ჩაი დათესა. დაუნგრიეს სახლიც.
გაუსაძლისი ყინვა, ვაგონშივე გარდაცვლილი რამდენიმე ბავშვი, ქალების ქმრებთან კინკლაობა, რომ მათ გამო უხდებოდათ ამ ყველაფრის გადატანა და კაცების თავის მართლება, ანტისანიტარია და საკვები დღეგამოშვებით, პატარების ტირილი, შეშინებული ადამიანების კივილი და გნიასი, უმცროსი და, რომელმაც მგზავრობისას ყივანახველა აიკიდა - ასე დაამახსოვრდა ციალა შალამბერიძეს 15 დღე შორეულ შუა აზიამდე.
სამხრეთ ყაზახსტანში ჩასულები ახლადშექმნილ კოლმეურნეობაში მიიყვანეს. საცხოვრებლად ყველას მიწური მიუჩინეს. ეს მიწურიც ყველასთვის სამყოფი არ აღმოჩნდა. ამიტომ, თხებისგან სადგომის გამოთავისუფლება მოუხდათ. აქ ეხვაიების ოჯახმა ხუთი დღე დაჰყო, შემდეგ კი ბამბის მეურნეობაში გადაიყვანეს, სადაც პაპანაქებაში უწევდათ მუშაობა.

რეპრესირებულის თქმით, საქართველოში დარჩენილი ნათესავები მათ საკვებ პროდუქტებს უგზავნიდნენ, რომელსაც დედა შიმშილისგან, გაუსაძლისი სიცხისგან და უწყლობისგან მომაკვდავ ადამიანებს უნაწილებდა. კლიმატთან შეგუება ბევრს გაუჭირდა. უჭირდათ მათ მშობლებს, და-ძმებს. ამიტომ, ძირითადად თავად უწევდა მუშაობა. ორი კილომეტრის სიშორიდან მხარზე გადადებული ჯოხით მატლიან წყალს ეზიდებოდა, კრეფდა ბამბას.
ციალა შალამბერიძე რუსულ სკოლაში მიიყვანეს, და კი ბაგა-ბაღში. იმ დღეებში, როცა საკვები არ ჰქონდათ, პატარას სახლში საგანგებოდ ტოვებდნენ, ბაღიდან რომ მისი ულუფა გამოეგზავნათ და სხვებისთვისაც გაენაწილებინათ.
გადასახლებაში ოჯახმა 2 წელი გაატარა. ნანატრი თავისუფლება სტალინის გარდაცვალების შემდეგ დადგა. 9 მაისს გამოუცხადეს, რომ უდანაშაულოები იყვნენ და სახლში დაბრუნება შეეძლოთ.
"მე არ მეგონა, თუ სტალინის შემდეგ ცხოვრება იქნებოდა. არ ვიყავი განვითარებული და იმიტომ", - გვითხრა რეპრესირებულმა.
ციალა შალამბერიძემ, როგორც რეპრესირებულმა, რამდენიმე წლის წინ კომპენსაციის სახით 1200 ლარი მიიღო. ცოცხალია მისი უმცროსი და, დანარჩენები გარდაიცვალნენ.
აფხაზეთი ომის შემდეგ დატოვა. დღეს რეპრესირებულთან ერთად დევნილის სტატუსიც აქვს. უკვე თითქმის სამი ათეული წელია ინგირში, ერთ-ერთი საბავშვო ბაღის შენობაში ცხოვრობს, ახალი ბინის მოლოდინში.