საბჭოთა რეპრესიები
დახვრეტა თუ გადასახლება - კახათელი ილია ჩახაიას უცნობი განაჩენი [ვიდეო]
FaceBook Twitter
E-mail Print
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათის მკვიდრი ილია ჩახაია ერთ-ერთია იმ ასეულ ადამიანს შორის, ვინც საბჭოთა რეჟიმმა სასტიკად დასაჯა. ოჯახისთვის დღემდე უცნობია რა მოხდა ზუსტად - დახვრიტეს თუ გადაასახლეს.

ილია ჩახაიას შვილიშვილი, გია ჩახაია გვიყვება, რომ თავდაპირველი ცნობით, საბჭოთა რეჟიმმა 1937 წელს, კახათის მცხოვრებს დახვრეტა მიუსაჯა, თუმცა შემდეგ რუსეთის ოლქში, სახალინში სამუდამო გადასახლებით შეუცვალა, საიდანაც მიმოწერის უფლება არ ჰონდა. შვილიშვილი ვარაუდობს, რომ შესაძლოა ეს მეორე ცნობა უფრო სარწმუნო იყოს, თუმცა დამადასტურებელი და ხელჩასაჭიდი არაფერი აქვს.

როგორც გია ჩახაია ამბობს, ოჯახისთვის ეს თემა დღემდე მტკივნეულია და ახსენდება ბავშვობის წლები, როცა ბაბუის შესახებ საუბარიც კი ტაბუ დადებული იყო.

ილია ჩახაია 42 წლის იყო, როცა ყველასთვის მოულოდნელად სასტიკი განაჩენი გამოუტანეს. იმ დროისთვის ზუგდიდში, ბურღლეულის ქარხანაში მუშაობდა დირექტორად. იყო ვერსია, რომ მისი დასჯის მიზეზი 2 კილოგრამი ხორბლის დაკარგვა გახდა. რეალურად კი, როგორც ოჯახი თვლის, საბჭოთა რეჟიმი მას პირველი მსოფლიო ომის ოფიცრობას ვერ პატიობდა.

ვინ იყო ილია ჩახაია?

ილია ჩახაია არაფრით გამოირჩეოდა სოფლის სხვა მცხოვრებლებისგან. პოლიტიკასთან კავშირი არც მას და არც მის წინაპრებს არ ჰქონიათ. ოჯახი ძირითადად განათლებაზე იყო ორიენტირებული. ილიას მამა, ალექსი ჩახაია სოფელში ცნობილი ხელოსანი იყო. მან ცოლად თავადის ქალიშვილი შეირთო, რომელსაც ძმა ბაქოში ნავთობიზნესის მეწილე ჰყავდა. ილიას ოჯახიც წლების განმავლობაში ბაქოში ცხოვრობდა. მისმა ოთხმა ვაჟიშვილმა და ორმა ქალიშვილმა განათლება ბაქოში მიიღო. მათ შორის ილია ჩახაიამაც.

„შემდეგ მათ პირველმა მსოფლიო ომმა მოუწიათ და იქ მონაწილეობდნენ. საომარ ვითარებაში დაიღუპა ილიას 2 ძმა. დარჩა ილია და მისი კიდევ ერთი ძმა, პართენი. მგონია ილიას შემდეგში ვერ პატიობდნენ იმას, რომ მეფის ოფიცერი იყო“, - ამბობს ილია ჩახაიას შვილიშვილი.

მისი განმარტებით, საკუთარ სოფელში დაბრუნებულმა ახალგაზრდა ოფიცერმა მუშაობა ზუგდიდში, მარცვლეულის ქარხანაში დაიწყო. იქვე, ბუღალტრად მუშაობდა მისი ცოლი, პოლონელი ეროვნების სტანისლავა იანგვიცი.

მას შემდეგ რაც საბჭოთა რეჟიმმა ილია ჩახაიას სავარაუდოდ სამუდამო გადასახლება მიუსაჯა, ცოლ-შვილს, როგორც „მოღალატის ოჯახს“ წნეხის ქვეშ უწევდა ყოფა. ახალგაზრდა ქალი სამ შვილთან ერთად იძულებული გახდა სოჭში, ნათესავებთან წასულიყო.

„ბებიაც საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა სოჭში... ის გარდაიცვალა უეცრად გაურკვეველ ვითარებაში. ქალს არაფერი სჭირდა . ეჭვობდნენ, რომ საკუთარი სიკვდილით არ იყო გარდაცვლილი“, - იხსენებს ნათესავების მოყოლილს გია ჩახაია.

დედის გარდაცვალების შემდეგ ილიას ორი ქალიშვილიდან ერთი, სოჭში დარჩა, მეორე კი ძმასთან ერთად კახათში დაბრუნდა. მათზე ბიძა ზრუნავდა.

როგორც გია ჩახაია ამბობს, წლების შემდეგაც კი მძიმე სატარებელი აღმოჩნდა რეპრესირებულის შთამომავლის სტატუსი. 60-70 იან წლებშიც ხდებოდა ამ ფაქტის შეხსენება და პროფესიულ წინსვლაში ხელისშემშლელიც იყო.

„შეიძლებოდა ეს ფაქტი შეეხსენებინათ არადა ჩემი დიდი ბაბუა, ილიას მამა, ალექსი ხელოსანი კაცი იყო და სოფელში ეკლესია ჰქონდა აშენებული. მაშინ იქვე გაუხსნიათ გლეხებისთვის საკვირაო სკოლა. განათლებული ხალხი იყო. ილიას დები ვარშავაში ცხოვრობდნენ, იქ ჰქონდათ განათლება მიღებული და ამ სკოლაში ასწავლიდნენ ბავშვებს. წერა-კითხვის გამავრცელებლები იყვნენ“, - სიამაყით იხსენებს წინაპრებს გია ჩახაია, რომელიც სოფელ კახათში სწორედ დიდი ბაბუის დანატოვარ ეზოში ცხოვრობს.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ნარაზენში მცხოვრები ნინა სანიკიძე ცრემლის გარეშე ვერ იხსენებს
წინაპრებს.
11:42 / 29.08.2020
ნარაზენში მცხოვრები ნინა სანიკიძე ცრემლის გარეშე ვერ იხსენებს წინაპრებს.
სიძველისგან გაყვითლებული ფურცლები, ალაგ-ალაგ დახეული, თუმცა
საგულდაგულოდ შენახული ჩანაწერები,
13:17 / 30.07.2020
სიძველისგან გაყვითლებული ფურცლები, ალაგ-ალაგ დახეული, თუმცა საგულდაგულოდ შენახული ჩანაწერები,
კორონავირუსი

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.