რეპრესირებული ნათესავები - გადასახლების სამი ისტორია [ვიდეო]
ოთხი წლის იყო, მამა რომ გადაუსახლეს.
25 წელი ელოდა. მთელი ამ ხნის მანძილზე მხოლოდ დედის მონათხრობიდან
იცნობდა და უყვარდა. ახლაც, მშობელზე საუბრისას ხმას ვერ იმორჩილებს
და პატარა ბავშვივით იწყებს ტირილს, იმ ბავშვით, მამის კალთას რომ
ააგლიჯეს.
1937 წელი იდგა, რეპრესიების წელი. ახალგაზრდა ილია ჯიქია საბავშვო ბაღებს პროდუქტებით ამარაგებდა. ერთ დღესაც შავი პურის დარიგება დაევალა. ის დაარიგა, რაც მიაწოდეს, მერე კი უთხრეს, ეს რატომ გააკეთე, სახელმწიფოსთვის საშიში ხარო. მაშინ მიზეზი არ სჭირდებოდათ, არ მოეწონებოდი და საბაბს ვინღა დაგიდევდა, - ამბობს შვილი, 87 წლის ციალა ჯიქია.
მთელი ბავშვობა და ახალგაზრდობა მამის სახელს იფიცებდა, რომელიც მეხსიერებას არ შემორჩენოდა. უცნობი კაცის მიმართ სიყვარულიც დედამ ჩაუნერგა. დედა უგზავნიდა ყაზახეთში გადასახლებულ ქმარს საკვებს, რომ მძიმე პირობებში როგორმე თავი გაეტანა. მერე თავისუფალ გადასახლებაში აღმოჩნდა. ჩემთან წამოდითო, შემოუთვლია ცოლისთვის, რაზეც უარი მიიღო - ჩვენმა შვილებმა, ციალამ და მერიმ ქართული სკოლა დაამთავრეს, იქ რა უნდა აკეთონ, გზა-კვალი აერევათო.
მერე ილია ჯიქიას გერმანელი ქალისგან შვილი, პატარა ვოვა ეყოლა. ამის მიუხედავად, დედაჩემს მამის დახმარება არ შეუწყვეტიაო, იხსენებს ჩვენი რესპოდენტი. ქმრის გარეშე ორი ბავშვით დარჩენილის ყოველდღიურობაც არ იყო იოლი.
87 წლის ქალს დღეს ბევრი არაფერი ახსოვს. დროდადრო სიტყვას შვილი, ლია რომანაშვილი შეაწევს, ფოთელი მასწავლებელი. მისი მონათხრობის მიხედვით, ხობში დარჩენილ ცოლ-შვილს ფოთელი ბაბუა ეხმარებოდა. ყოველ შაბათს ჩამოჰქონდა შვილიშვილებთან ორი დატვირთული კალათი. ისინიც დანიშნულ დღეს, სულმოუთქმელად გასცქეროდნენ გზას. ასე გრძელდებოდა მანამ, სანამ ერთ დღესაც მოლოდინი უსაშველოდ არ გაიწელა. ბაბუა აღარ გამოჩენილა. ისევ 1937 წელია და კიდევ ერთი გადასახლება. ამჯერად უმისამართოდ, გაურკვეველი მიზეზით. აღმოჩნდა, რომ ისიც სახელმწიფოსთვის "საშიში კაცია".
"ბაბუას რომ მოაკითხეს და წაიყვანეს, დაუბარებია, მაროს არ უთხარათ, ინერვიულებს. მე რა მაქვსო დანაშაული, ეტყობა რაღაც შეეშალათ და გამომიშვებენო. გადასახლებაში დაიღუპა. მისი საფლავიც არ ვიცით", - გვიყვება ლია რომანაშვილი.
მოგვიანებით ბებია კოლმეურნობის ბოსტანში იწყებს მუშაობას და ასე გააქვთ თავი. მართალია სასმელ-საჭმელი ჰქონდათ, თუმცა ყოველდღიურობას თან სდევდა შიში - ხშირად ახსენებდნენ, რომ "სახელმწიფოსთვის საშიში კაცის" ოჯახის წევრები იყვნენ.

გადასახლებაში მცხოვრებ ბაბუას რთულ პირობებში უწევდა ფიზიკური შრომა ლუკმა-პურისთვის. სამუშაო ადგილსაც პერიოდულად იცვლიდა. ერთხელ, გზაზე, რამდენიმე დღის უჭმლებს მკვდარი, მატლშესეული ცხენი უნახავთ. ყველანი, ილია ჯიქიას გარდა შესევიან. ბაბუას დიდი ნებისყოფის ფასად შეუკავებია თავი. დანარჩენები დაღუპულან, თავად კი გადარჩა.
რეპრესირებულებს ერთი პერიოდი მორიგეობით ევალებოდათ პურის დაჭრა. ეს პროცესი ყველას მოსწონდა, რადგან ყუას თავისთვის იტოვებდნენ და შეეძლოთ ხელისთვის დამატებით ერთი ნაჭერიც გაეყოლებინათ მალულად. ილია ჯიქიას ყუა მოუჭრია და საპირფარეშოში შესულა. ლუკმა დავარდნია, აუღია, გაუწმინდავს და უჭამია... იხსენებდა გადასახლებიდან დაბრუნებული.
გადასახლებაში ილია ჯიქიამ 25 წელი დაჰყო. თითქმის სამოცი წლისა ჩამოვიდა მოტეხილი, დაბერებული. მეორე შვილი, მერი ჯიქია ზუსტად იმ ასაკის დახვდა, რა ასაკისაც ცოლი დატოვა. დედა-შვილის მსგავსებაც იმდენად დიდი იყო, რომ იფიქრა, დრო გაჩერდაო.
მამის დაბრუნების შესახებ ციალა ჯიქიამ ჯერ კიდევ არაფერი იცის. თეატრში კონფერენციას ესწრება. მოულოდნელად ყველამ მე შემომხედაო. ამბავი მხოლოდ შესვენებისას ახარეს. სირბილით გაიქცა სახლისკენ. ეზოში შესულს აივანზე მჯდომარე დახვდა. ერთმანეთს გადაეხვივნენ. მიყვარდაო მე ის, - ამბობს.
"გაუცხოების მომენტიც იყო. ფაქტობრივად არც ახსოვდათ. უბრალოდ ბებიაჩემის დამსახურება იყო, რომ ჰქონდათ ძალიან დიდი სიყვარული მამის", - გვითხრა ლია რომანაშვილმა.
ილია ჯიქიამ გერმანელი ქალი და შვილი ვოვა ერთხელ საქართველოშიც ჩამოიყვანა. დროებით სენაკის სასტუმროში დააბინავა და დებს და ძმას ერთმანეთი გააცნო. რეპრესირებულის გარდაცვალების შემდეგ, მასთან ურთიერთობის შენარჩუნება ვეღარ მოხერხდა. ეძებდნენ სოციალურ ქსელებშიც, თუმცა უშედეგოდ.
გადასახლებიდან დაბრუნებულმა კიდევ ათი წელი იცოცხლა.
"მამა როცა გარდაიცვალა, დედამ ხმით იტირა. დედამისი კი ვერ იტირა ასე, იმიტომ კი არა, რომ არ უყვარდა..", - გვითხრა ლია რომანაშვილმა.
გაურკვეველი მიზეზით გადაასახლეს ლიას მეორე ბაბუაც, მამის მამა, რომელიც დასავლეთ საქართველოს რკინიგზის უფროსი იყო და სამტრედიაში ცხოვრობდა. სახლში რაც ჰქონდათ, ყველაფერი გარეთ გაუყარეს. ცოლი მცირეწლოვან შვილთან ერთად ღია ცის ქვეშ აღმოჩნდა. თავი ქუთაისში, ნათესავებს შეაფარეს. მოგვიანებით დედამთილმა რძალი და შვილიშვილი ფოთში ჩამოიყვანა და მათზე ზრუნავდა.
რატომ, ან სად გადაასახლეს, უცნობია. ოჯახმა არც ის იცის, სად არის რეპრესირებულის საფლავი.
ლია რომანაშვილის ორივე ბაბუა სტალინის გარდაცვალების შემდეგ უდანაშაულოდ ცნეს.

დაბრუნება