ნაშრომისთვის რეპრესირებული მეცნიერი
"ასე ჩემო დუდა, გენაცვალე, ვიცი ძალიან მძიმე პირობებში ხარ შენც,
მეც,
ამდენი ხანი მარტოდ დაგტოვე, დაღლილი იქნები ცხოვრებასთან ბრძოლაში",
- წერს 1929 წელს ბერლინიდან ქართველი მეცნიერი ანდრო ხუბუტია ცოლს
დუდა წერეთელს.
მაშინ ქართველი მეცნიერი, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა კვალიფიკაციის ასამაღლებლად გერმანიაში გაუშვა, ვერ წარმოიდგენდა, რომ კიდევ ბევრი ტანჯვა ელოდა მას და მის ოჯახს საბჭოთა საქართველოში დაბრუნების შემდეგ.
ანდრო ხუბუტია დაიბადა 1891 წელს ჯვარში, 1922 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრონომიული ფაკულტეტი, იმავე წელს დარჩა კათედრაზე. 1925 წელს კი უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭოს შუამდგომლობით მიავლინეს ბერლინში კვალიფიკაციის ასამაღლებლად, სადაც 4 წელი დაჰყო.
1930 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია "საქართველოს სოფლის მეურნეობის ინტენსივობის ზონები", რისთვისაც მას ბერლინის სასოფლო-სამეურნეო აკადემიამ მიანიჭა სოფლის მეურნეობის მეცნიერების დოქტორის ხარისხი. არის ასევე ავტორი რამდენიმე სხვა მეცნიერულ ნაშრომის. 1933 წელს ბერლინში ცალკე წიგნად გამოიცა მისი სადისერტაციო ნაშრომი - "საქართველოს სასოფლო-სამეურნეო წარმოების ინტენსიფიკაციის საკითხები და მიწათმოქმედების განვითარება".
მისი შვილიშვილი მაკა ხუბუტია გვიყვება, რომ სწორედ ამ ნაშრომის გამო გახდა ის საბჭოთა რეჟიმის მსხვერპლი.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური გეოგრაფიის კათედრის დამაარსებელისა და მისი პირველი გამგის გიორგი გეხტმანი მას ასე ახასიათებდა: " ანდრო ხუბუტია კათედრაზე გამოირჩეოდა მაღალი თეორიული და პრაქტიკული მომზადებით , მეცნიერეული კვლევის უნარით, პასუხისმგებლობის გამახვილებული გრძნობით, გასაოცარი შრომისმოყვარეობით", თუმცა წარმატებული მეცნიერი არ დაინდო ბოლშეიკურმა რეჟიმმა.
1936 წელს, გაზეთ კომუნისტში, დაიწერა სტატია, რომ მისი ნაშრომი გერმანიაში გამოვიდა ბურჟუაზიელი მეცნიერის რეკომენდაციით. რის შემდეგაც ის მალე დააპატიმრეს.
მოგვიანებით, მეცნიერის ასისტენტი, პროფესორი ჟღენტი იხსენებს, რომ საქართველოს შინსახკომის საკვალიფიკაციო კომისიაში იმჟამად მრჩევლად მუშობდა შალვა ნუცუბიძე, რომელსაც დასკვნისთვის გადასცეს ანდრო ხუბუტიას ნაშრომი. შესავალში მეცნიერი გამოთქვამდა თურმე სინანულს, რომ საქართველოს 1921 წლამდე დამოუკიდებელი რესპუბლიკა იყო და იმედოვნებდა, რომ დამოუკიდებლობის აღდგენის შემთხვევაში მისი ნაშრომი მარცვლეულის წარმოების პრობლემის გადაწყვეტას ხელს შეუწყობდა.
შალვა ნუცუბიძეს უთხოვია, აგრონომიული ფაკულტეტის დეკანისთვის უთხოვია დაერწმუნებინა ანდრო ხუბუტია შრომა უკან გაეტანა, თუმცა მეცნიერი უარზე ყოფილა და საბოლოოდ ამ ნაშრომმა მისი დაპატიმრება გამოიწვია.
მეცნიერის ასისტენტი წერს, რომ ისიც რამდენჯერმე დაიბარეს პარტბიუროში და უყენებდნენ ბრალდებას, თითქოს ეხმარებოდა ანდრო ხუბუტიას ანტიმარქსისტული ლექციების ჩატარებაში.
როგორც ჟღენტი წერს, ის ლავრენტი ბერიას ცოლს, ნინა გეგეჭკორს გადაურჩენია, რომელიც იმ დროს, უნივერსიტეტში ასპირანტი იყო. ნინა გეგეჭკორს კი დახმარებისთვის ანდრო ხუბუტიას ცოლმა მიმართა.
"ბებიამ, ლიუდმილა წერეთელმა, რომელსაც დუდას ეძახდნენ, დახმარება სთხოვა ლავრენტი ბერიას მეუღლეს, რომელიც ბაბუას სტუდენტი იყო უნივერსიტეტში, სწორედ მისი დახმარებით მეცნიერს პატიმრობა გადასახლებით შეუცვალეს. დაახლოებით 2 წლის შემდეგ კი შეიწყალეს და როცა შუა აზიაში მის წამოსაყვანად ძმა ჩავიდა, უთხრეს, რომ ის უკვე ერთი კვირის დასაფლავებული იყო და გულმა უღალატა", - ამბობს მაკა ხუბუტია.
წლების შემდეგ მისმა შვილიშვილმა ანდრო ხუბუტიას მიერ გამოცემული მეცნიერული ნაშრომი ბერლინში, ერთ-ერთ ბიბლიოთეკაში მოიძია. რეპრესირებული მეცნიერის ნაშრომი, წერილები და ფოტოები საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიამ გამოაქვეყნა.