სამართალი
განსასჯელი: სერგო თეთრაძე მეგის ქარდავამ მოკლა [Video]
15:08 / 16.11.2012
განსასჯელი: სერგო თეთრაძე მეგის ქარდავამ მოკლა [Video]

ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში დღეს, 16 ნოემბერს, შოთა სადუნიშვილის და თამაზ აბრალავას საქმეზე სასამართლო სხდომა გაიმართა. სადუნიშვილს ბრალი თაღლითობაში ედება, ხოლო თამაზ აბრალავას დანაშაულის შეუტყობინებლობაში.

 

არჩილ კბილაშვილმა მაღალჩინოსნების დაკავების საფუძვლებზე ბრიფინგზე ისაუბრა
13:21 / 16.11.2012
არჩილ კბილაშვილმა მაღალჩინოსნების დაკავების საფუძვლებზე ბრიფინგზე ისაუბრა

საქართველოს მთავარ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე მთავარმა პროკურორმა, არჩილ კბილაშვილმა გუშინ დაკავებული 10 მაღალჩინოსნის დაკავების საფუძვლებზე ისაუბრა. კბილაშვილის განცხადებით, შეიქმნა კომპიუტერული ვირუსული პროგრამა, რომლითაც შესაძლებელი გახდა ინტერნეტმომხმარებლის კომპიუტერში შეღწევა, მასში დაცული ინფორმაციის მოპოვება და იმ  ოთახებში, სადაც კომპიუტერები იყო განთავსებული, აუდიო და ვიდეო თვალთვალის განხორციელება. არჩილ კბილაშვილის თქმით, შექმნილი პროგრამის მეშვეობით, კუდი–ს ხელმღძვანელობა სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის და რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენელთა კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შედიოდა და მიმდინარეობდა არასანქცირებული მოსმენები. 

 

„მაგალითად, მსგავსი უკანონო შეღწევა სხვადასხვა დროს მოხდა ირაკლი ოქრუაშვილის პირად კომპიუტერში, საქართველოს საზღვრებს გარეთ, ნინო ბურჯანაძის, ასევე პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ოფისში განთავსებულ კომპიუტერებში. ამ გზით, კუდის თანამშრომლებს უკანონოდ მოპოვებული მრავალი საუბრის ჩანაწერი დაუგროვდათ“, – აცხადებს მთავარი პროკურორი.

 

მისი თქმით, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე „Youtube-ზე” გამოქვეყნებული კოალიციის წევრთა სატელეფონო საუბრების გავრცელება შინაგან საქმეთა სამინისტროს მაშინდელი მოადგილის, შოთა ხიზანიშვილის დავალებით შსს ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ბექა კვარაცხელიამ განახორციელა. მიზეზი კბილაშვილის განმარტებით, კოალიციის ლიდერებისადმი ხალხში უნდობლობის გამოწვევა იყო.

 

„ფარულად და არასანქცირებულად მოპოვებული რამდენიმე პოლიტიკური პირის საუბარი, ბექა კვარაცხელიას „Youtube–ს“ ვიდეოპორტალზე იმგვარად უნდა განეთავსებინა, თითქოს ეს ინფორმაცია ბიძინა ივანიშვილის დაცვის წევრმა, ბესარიონ სურმავამ გაავრცელა. კუდი–ს თანამშრომლებმა მომხმარებლად დაარეგისტრირეს სურმავა, რის შემდეგაც მოხდა ხიზანიშვილის მიერ წინასწარ შერჩეული მასალების ატვირთვა. ბესარიონ სურმავას გამოყენებას წინ უსწრებდა მის მიმართ კუდის თანამშრომელთა დანაშაულებრივი ქმედება. როცა მათ უკანონოდ მოიპოვეს სურმავას პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერი და შანტაჟის იარაღად გამოიყენეს“, – განაცხადა ბრიფინგზე არჩილ კბილაშვილმა.

 

მთავარი პროკურორის თქმით, მასალის გამოქვეყნების შიშით ბესარიონ სურმავა დათანხმდა კუდის თანამშრომლებს, უკანონოდ მოპოვებული სატელეფონო საუბრები თავისი სახელით გაესაღებინა. წახალისების მიზნით კი მოდულის შენობაში გადაყვანილ ივანიშვილის დაცვის წევრს გასამრჯელოს სახით 150 000 ევრო გადაუხადეს. სურმავას გადაეცა წინასწარ მომზადებული ტექსტი. ამის შემდეგ იგი აჭარაში გადაიყვანეს, სადაც მას რამდენიმე დღით თავისუფლება აღუკვეთეს.

 

არჩილ კბილაშვილის თქმით, გუშინ დაკავებულ პირთა ჩვენებებიდან გამოვლინდა სხვა დანაშაულის ფაქტიც. კერძოდ, კონსტიტუციური უსარფთხოების დეპარტამენტის პირველი სამმართველოს უფროსის, გიორგი ყავლაშვილის ჩვენებიდან ირკვევა, რომ საბაჟო დეპარტამენტის ხელმძღვანელობას მიღებული ჰქონდა დავალება, ივანიშვილთან და „ქართუ“ ჯგუფთან დაკავშირებული ყველა ფირმის მიერ შემოტანილი ტვირთის შესახებ ეცნობებინა კუდი–ს ხელმძღვანელობისთვის. რის შემდეგაც კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მუშაკები უშუალოდ აჩერებდნენ  საქართველოს საბაჟო საზღვარზე გარკვეულ ტვირთებს, ასევე მწყობრიდან გამოჰყავდათ ელექტროტექნიკა, რათა მათი შემდგომი გამოყენება შეუძლებელი ყოფილიყო.

 

მთავარი პროკურორის განცხადებით, მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე 15 ნოემბერს დააკავეს - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორი ლევან ქარდავა (სსკ 143-ე - თავისუფლების უკანონო აღკვეთა და 333-ე მუხლები - თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტება), კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის პირველი მთავარი სამმართველოს უფროსი გიორგი ყავლაშვილი (სსკ 187-ე - სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება და 333-ე მუხლები), კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ვახტანგ ბოჭორიშვილი (სსკ 143-ე, 157-ე პირადი  ან ოჯახური საიდუმლოს ხელყოფა და 333-ე მუხლები),  კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მოადგილე ზაალ მაისურაძე (სსკ 143-ე, 157-ე და 333-ე მუხლები), კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მე-4 სამმართველოს უფროსი ერმალოზ ებანოიძე (სსკ 158-ე - კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევა, 284-ე - კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა, 285-ე - კომპიუტერული მონაცემის და კომპიუტერული სისტემის უკანონოდ გამოყენება და 333-ე მუხლებით), შს მინისტრის ყოფილი მოადგილე შოთ ხიზანიშვილი (სსკ 333-ე მუხლი), კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ვაჟა ლელუაშვილი (სსკ 159-ემუხლი-პირადი მიმოწერისტელეფონით საუბრის ან სხვაგვარი ხერხით შეტყობინების საიდუმლოების დარღვევა).

 

ასევე, დაკავებულები არიან: კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მე-4 სამმართველოს უფროსის მოადგილე ვასილ ჯამალაშვილი (158-ე მუხლი), კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მე-4 სამმართველოს უფროსის მოადგილე ავთანდილ სოლომნიშვილი (158-ე, 284-ე, 285-ე და 333-ე მუხლები), შსს ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ბექა კვარაცხელია (158-ე, 284-ე, 285-ე და 333-ე მუხლები), კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მე-3 სამმართველოს უფროსის მოადგილე გიორგი ჯავახაძე (158-ე, 284-ე, 285-ე და 333-ე მუხლები), კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მე-3 სამმართველოს უფროსის მოადგილე ალექსანდრე ბორცვაძე (158-ე, 284-ე, 285-ე და 333-ე მუხლები).

 

პროკურატურა დაკავებულებს  ბრალს დღეს წაუყენებს, ამის შემდეგ კი სასამართლოს მიმართავს მათთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე. კბილაშვილის თქმით, ყველა მათგანის მიმართ არ მოითხოვენ პატიმრობის სანქციას აღკვეთის ღონისძიების სახით.

 

მანვე აღნიშნა, რომ საქმის გამოძიება გრძელდება და ამის შემდეგ გამოიკვეთება სხვა პირთა პასუხისმგებლობის საკითხი.

 

მთავარი პროკურორის ინფომაციით, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას მიმართ ახალი ეპიზოდი გამოვლინდა, რომლის შესახებაც ცნობილი დღის განმავლობაში, ან ხვალ დილით გახდება ცნობილი.

 

დღევანდელ ბრიფინგზე არჩილ კბილაშვილმა დაადასტურა, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი დავით ჭაკუა საქართველოში არ იმყოფება. 

 

მისი თქმით, ჭაკუას მიმართ მიმდინარეობს გამოძიება და დეტალები საზოგადოებისთვის მომავალში გახდება ცნობილი. 

სერგო ჩაჩიბაია მისი დაკავების საქმეზე ხელახალ გამოძიებას ითხოვს [Video]
18:17 / 13.11.2012
სერგო ჩაჩიბაია მისი დაკავების საქმეზე ხელახალ გამოძიებას ითხოვს [Video]

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს დარბაზიდან გუშინ გათავისუფლებული სერგო ჩაჩიბაია ამბობს, რომ ის პოლიტიკური პატიმარი იყო და მისი დაკავების საქმეზე ხელახალ გამოძიებას თხოვს.

 

„უახლოეს დღეებში მე მივმართავ პროკურატურას განცხადებით, რომ დაიწყოს ჩემს საქმეზე გამოძიება თავიდან“, – აცხადებს სერგო ჩაჩიბაია.

 

„ქართული ოცნების“ წევრი ამბობს, რომ მისი დაკავება პოლიტიკურ საქმიანობას და სამეგრელოში არსებულ უკანონო შეიარაღებულ დაჯგუფებებზე ინფორმაციის გავრცელებას უკავშირდება. სერგო ჩაჩიბაიას თქმით, ქუთაისის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მან თითქმის 8 თვე გაატარა, აქედან 5 თვის განმავლობაში სამარტოო საკანში იჯდა.

 

სერგო ჩაჩიბაია სამართალდამცავებმა 25 მარტს, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ბრალდებით დააკავეს, მოგვიანებით კი, პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის და ცივი იარაღის ტარებისთვის წაუყენეს ბრალი. ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სერგო ჩაჩიბაიას 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 

 

ჩაჩიბაია შევარდნაძის მმართველობის პერიოდში სამეგრელო–ზემო სვანეთის სამხარეო სამმართველოს უფროსის მოადგილე იყო.

 

ბაჩო ახალაია: რამდენ კონტექსტში მახსენეს უარყოფითად! სად არის მტკიცებულებები?
14:27 / 11.11.2012
ბაჩო ახალაია: რამდენ კონტექსტში მახსენეს უარყოფითად! სად არის მტკიცებულებები?

საქართველოს ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ბაჩო ახალაია ბრალდების ჩვენებებზე, სასამართლო პროცესზე, ციხის კადრებზე, ბუნტზე, კანონიერ ქურდებთან ბრძოლასა და ლაფანყურის ოპერაციაზე „ლიბერალთან“ საუბრობს. ახალაიას თქმით, მისი დაკავება წმინდა პოლიტიკური მოტივითაა ნაკარნახევი. ამბობს, რომ იმ ბრალდებების გარდა, რის საფუძველზეც დააკავეს, სხვა დანარჩენზე კონკრეტული პასუხი აქვს.

 

„რამდენ კონტექსტში მახსენეს უარყოფითად! ალასანიამ უშიშროების საბჭოს გადასცა სიები, - თითქოს უკანონო ბანდფორმირებების. ეს ერთ-ერთი უმსხვილესი ბრალდება იყო. სად არის ახლა ის სიები? იქ კონკრეტული გვარები იყო ჩამოთვლილი. გეხსომებათ ბრალდება, რომ ბინებში გატანილი გვაქვს იარაღი და სისხლისღვრას ვაპირებდით. სად არის ის ბინები? სად არის სისხლისღვრა? სად არის მტკიცებულებები?“, – აცხადებს ბაჩო ახალაია.

 

ყოფილი მინისტრი მიესალმება სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც გიორგი კალანდაძე და ზურაბ შამათავა გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს, თუმცა არ ეთანხმება ქმედებას, რომელიც მის მიმართ განახორციელეს.

 

„ რა აუცილებელი იყო პატიმრობის შეფარდება იმ პირობებში, როდესაც მე არსად გაქცევას არ ვაპირებდი? ის ერთთვიანი პერიოდი ყველა ვარიანტში უნდა გავსულიყავი, იმ მიზეზის გამო, რომ დამატებითი პროვოკაციები არ მომხდარიყო. ავრცელებდნენ ხმებს, რომ თითქოს რაღაც იარაღი გვქონდა სადღაც გადამალული და ბანდფორმირებები გვქონდა შექმნილი. და რადგან ამ ყველაფრის უკან მე მოვიაზრებოდი, მარტივად გადავწყვიტე და ქვეყნიდან გავედი. ამის შემდეგ ეს საუბრები შეწყდა და თემები შეიცვალა, რომ თითქოს ფული გავიტანე და ბრაზილიაში წავედი“, – საუბრობს ახალაია.

 

მისი განცხადებით, საქართველოში იმ მიზეზით დაბრუნდა, რომ ყველა კონკრეტულ კითხვაზე არგუმენტირებული პასუხი აქვს. ამბობს, რომ გადაწყვეტილება არა პოლიტიკურ მიზანს, არამედ „შინაგან წუხილს და საზოგადოებასთან დეტალებზე საუბრის სურვილს ეყრდნობოდა“.

 

ბაჩო ახალაიას თქმით, მისი მისამართით იმდენი ტყუილი გავრცელდა, რომ „კინაღამ თავადაც დაიჯერა“. ყოფილი მინისტრი ამბობს, რომ იმ პერიოდის განმავლობაში, როცა ქვეყანა დატოვა, თურქეთში იმყოფებოდა.

 

„ბრაზილია კი არის ჩემი ოცნების ქვეყანა, მაგრამ საერთოდ ამერიკის კონტინეტზეც არასდროს ვყოფილვარ. სტამბოლში ვიყავი“, – განაცხადა ახალაიამ.

 

მისი თქმით, როცა საქართველოში დაბრუნება გადაწყვიტა, იცოდა, რომ დაკავება გარდაუვალი იყო, თუმცა ასე „სწრაფად და უნიათოდ“ თუ მოხდებოდა ყველაფერი, ვერ იფიქრებდა.

 

„რაღაც - რაღაცებს ჭკვიანურად ალაგებენ. თუმცა, ეს ყველაფერი ჯერჯერობით მხოლოდ მოწმეების ჩვენებებს ეყრდნობა. მოწმეზე აგებული ჩვენებებით ამხელა ბრალის წაყენება ძალიან რთულია. პირდაპირ გეტყვით, ორშაბათს აღძრულ საქმეზე, რომელიც მხოლოდ მოწმეების ეყრდნობა, ორშაბათსვე ადამიანის დაკავება შეიძლება?“, – ყვება ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი.

 

ბაჩო ახალაიას თქმით, იგი ბრალის სერიოზულად დამძიმებას ელოდება, რადგან „კიდევ სხვა სისხლის სამართლებრივი საქმეები გამოჩნდება“. 

 

რაც შეეხება ციხის კადრებს, ყოფილი მინისტრი ამბობს, რომ მან იკისრა პოლიტიკური პასუხისმგებლობა და თანამდებობიდან საზოგადოების მკაცრი მოთხოვნის მიზეზით გადადგა. იმ მოსაზრების შესახებ, რომელიც მის მიერ სასჯელაღსრულების დაწესებულებების კონტროლს უკავშირდება, ამბობს, რომ ეს გამორიცხული იყო, რადგან დროს „ციხის კონტროლისთვის კი არა, საკუთარი ოჯახისთვის ეძებდა“.

 

„სასჯელაღსრულების სისტემიდან  თავდაცვის სამინისტროში  ძალიან რთულ დროს მივედი. ჯარი,  - არ მოვერიდები ამ სიტყვას, - მეტ-ნაკლებად დემორალიზებული იყო: რუსეთთან ნაომარი, მატერიალურ და რაც ყველაზე სამწუხაროა, ადამიანურ რესურს დაკარგული. ამ ჯარს ხელახლა ფეხზე დაყენება და მობილიზება სჭირდებოდა. თვეების განმავლობაში თავდაცვის სამინისტროში მეძინა. ასეთ პირობებში, ქუდიც რომ შეეგდოთ, ციხეში არ შევიხედავდი. მით უმეტეს ღრმად ვიყავი დარწმუნებული, რომ სისტემა უჩემოდაც გამართულად იმუშავებდა. ციხეში აღმოჩენილი კანონდარღვევების ჩემთან ასე მარტივად მოწებება ვერ გამოვა. როდესაც ჩემს მეგობრებთან ერთად ციხის კადრები ვნახე, ისეთი შოკირებული ვიყავი, ცოტა ხანი აზრზე ვერ მოვდიოდი. მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ თუ სულ ყველაფერი არა, 90% მაინც იმ კადრებში დადგმულია. ყველაფერზე თავს ვერ დავდებ, მაგრამ ეჭვი მეპარება, რომ ასეთ რაღაცებს აქ ვინმე ჭკუათმყოფელი აკეთებდა “, – აცხადებს ახალაია.

 

ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ციხის ცნობილ ბუნტთან დაკავშირებით ამბობს, რომ „შეუძლებელი ამოცანაა, ამ ყველაფრის ორგანიზატორი ყოფილიყო“, რადგან უწყებაში ორი თვის მისული იყო. ახალაიას თქმით, რაც მოხდა, მისთვისაც „შოკი იყო“. ახალაიას შეფასებით, ეს ციხეებზე კონტროლის დასაბრუნებლად ქურდების ბოლო გაბრძოლება იყო.

 

„ქურდული სამყარო არ დაგვიმარცხებია, ამის პრეტენზია ნუ გვაქვს. ჩვენ ქურდები მარსზე კი არ გადაგვისახლებია, ნაწილი აქ, საქართველოში გვიზის, ნაწილი კი მთელ მსოფლიოშია, სადაც გნებავთ. ჩვენ საქართველოში კრიმინალზე მათი გავლენა შევაჩერეთ“, – ამბობს ბაჩო ახალაია. რაც შეეხება ლაფანყურის ოპერაციას, ყოფილი მინისტრის თქმით, ამ ქმედებაზე დღესაც მხოლოდ ის იცის, რაც მინისტრობის დროს.

 

„შევამჩნიეთ შეიარაღებული ჯგუფი. როცა ეს გავიგე სენაკში ვიყავი, და სასწრაფოდ გადავფრინდი. კორდინატების მიხედვით მივხვდი, რომ ისინი რუსეთის საზღვართან ახლოს იყვნენ. რაც ალბათ, წარმოგიდგენიათ რა საფრთხის მატარებელი იყო. ჩვენ მოლაპარაკება შევთავაზეთ, მაგრამ არაფერი გამოვიდა. ის რომ თითქოს მძევლები არ აუყვანიათ, ტყუილია. ასეთი მასშტაბური ოპერაციის მიზეზი ის იყო, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში აქეთ დაგვხოცავდნენ“, – განაცხადა ახალაიამ.

 

სამხედრო ოპერაციის დროს დაღუპულ ქართველებზე საუბრისას ყოფილი მინისტრი ამბობს, რომ მათ თავდაპირველად არაფერი დაუმალავთ, რადგან იდენტიფიცირება მოგვიანებით მოხდა.

 

ბაჩო ახალაია ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო ხელისუფლება ჯერ კიდევ უცვლელია, იმედი მაინც არ აქვს, რადგან „ძალიან გაბედული მოსამართლე უნდა იყოს, ჩვეულებრივი გადაწყვეტილება რომ მიიღოს“.

 

საქართველოს ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ მისი ძირეული შეცდომა მედიასთან ნაკლები ურთიერთობის ქონა და იმ ქმედებების შესახებ, რომელსაც იგი ახორციელებდა, საზოგადოების არასაკმარისი ინფორმირებაა.

 

„თავდაცვის სფეროში რაც ხდებოდა, საზოგადოებას ყველაფერს ვერ მოვახსენებდი, ბევრ რამეს  ვერც ახლა ვიტყვი. რადგან ჩემი ქმედებები ემყარებოდა გეგმებს, თუ როგორ უნდა დაგვეცვა თავი ოკუპანტისგან. ვერც თქვენ და ვერც სხვა ჟურნალისტებს ვერ დაგიძახებდით და ვერ გეტყოდით, რომ აი, ბიჭებო, რა კარგი რამ გავაკეთეთ! რამის კეთებას რაღა აზრი ექნებოდა? - აბსურდამდე მივიდოდით. ჩემი საქმიანობის დიდი ნაწილი საიდომლო იყო. თუ არ ჩავთვლით აკადემიაში სტუმრობას, ცალკეულ საჩვენებელ წრთვნებს და სხვა საჯარო ღონისძიებებს, – განაცხადა ბაჩო ახალაიამ.

 

რაც შეეხება იზოლატორში მის მიმართ მოპყრობას, ყოფილი მინისტრი ამბობს, რომ ადმინისტრაციის მადლიერია, თავიანთ საქმეს „პროფესიონალურად აკეთებენ და ყველაფერი წესრიგშია“.

 

„რასაც ხედავთ, მეტ-ნაკლებად ეს ჩემი იზოლაციაა. ადმინისტრაცია ცდილობს ამას ხელი შეუწყოს, თუმცა ციხეში ჩემი იზოლაცია გარანტირებული ვერასოდეს იქნება“, – აღნიშნა ყოფილმა შინაგან საქმეთა მინისტრმა. 

ზაზა გოროზიას ანაკლიის საარქივო მასალების განადგურებაში ადანაშაულებენ [Video]
21:08 / 30.10.2012
ზაზა გოროზიას ანაკლიის საარქივო მასალების განადგურებაში ადანაშაულებენ [Video]

მასალას ავრცელებს არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“.

 

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ მოიპოვა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც 2009-2010 წლებში ხელისუფლების წარმომადგენლები ანაკლიაში მიწების ხელში ჩაგდების მიზნით მიწის მესაკუთრეებზე ზეწოლას ახორციელებდნენ. აღნიშნული ინფორმაცია ადრეც იყო საზოგადოებისთვის ცნობილი, თუმცა ამ შემთხვევაში დაზარალებულები უკვე ღიად საუბრობენ მათზე განხორციელებული ზეწოლის ფაქტებზე. კადრებში ჩანს, თუ როგორ ემუქრებოდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები მათი ოჯახის წევრების დაპატიმრებით, ან სამსახურიდან დათხოვნით იმ შემთხვევაში, თუ ისინი არ დათმობდნენ ქონებას.

 

წარმოგიდგენთ კადრებს, სადაც დაზარალებული საუბრობს იმაზე, თუ როგორ ჰპირდებოდა ზაზა გოროზია მესაკუთრეს, სახელმწიფოს მიერ უკვე ჩამორთმეული მიწის სანაცვლოდ კომპენსაციის გადახდას, ან ალტერნატიულ ნაკვეთს იმ ტერიტორიაზე, სადაც სასტუმრო „ანაკლია“ აშენდა. აგრეთვე წარმოვადგენთ, ზუგდიდის პროკურატურის მიერ ზეწოლის და დაშინების შედეგად თამაზ შონიას მიტოვებული მიწის ისტორიას.

 

ასევე, ვავრცელებთ სამეგრელო – ზემო სვანეთის საჯარო რეესტრის ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის, შოთა ბიგვავას განცხადებას, რომელიც საუბრობს, თუ როგორ აიძულებდა პრეზდენტის რწმუნებული ზაზა გოროზია გაენადგურებინათ (დაეწვათ) მიწის მესაკუთრეთა უფლებების დამადასტურებელი საარქივო მასალები.

 

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“იურისტები და ტერიტორიული ოფისების თანამშრომლები აქტიურად არიან ჩართულნი მსგავსი საკითხების მოძიებასა და კვლევაში. გასული კვირის განმავლობაში ჩვენი წარმომადგენლები დასავლეთ საქართველოს რამდენიმე რეგიონში შეხვდნენ არაერთ დაზარალებულს. ჩვენი ორგანიზაცია უახლოეს დღეებში გამოაქვეყნებს დამატებით ინფორმაციასა და ინტერვიუებს. ამასთანავე მიღებული ინფორმაციის საბოლოო შეჯამებისთანავე, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” დაუყოვნებლივ მიმართავს საქართველოს მთავარ პროკურატურას.

 

მსგავსი ფაქტების სიმრავლის გამო მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, უახლოეს პერიოდში შექმნას სპეციალური კომისია, რომელიც წლების განმავლობაში მოქალაქეების საკუთრების დარღვევის ფაქტებს გამოიძიებს. ორგანიზაცია ფლობს შესაბამის მასალებს და მტკიცებულებებს საკუთრების უფლების ხელყოფის შესახებ. მზად ვართ გადავცეთ აღნიშნული მასალები დაინტერესებულ ორგანოებს.

თეიმურაზ ქარჩავა საკუთრების ხელყოფაში პრეზიდენტს და ყოფილ მთავრობას ადანაშაულებს [Video]
18:45 / 26.10.2012
თეიმურაზ ქარჩავა საკუთრების ხელყოფაში პრეზიდენტს და ყოფილ მთავრობას ადანაშაულებს [Video]

ზუგდიდის რაიონულ სასამრთლოში დღეს, 26 ოქტომბერს შპს „ანაკლია პორტის“ საქმეზე სასამართლო პროცესი განახლდა. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო შპს–სგან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობისთვის 100 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ჯარიმის დაკისრებას მოითხოვს.

 

დღევანდელ სასამართლო სხდომას, თავად შპს „ანაკლია პორტის“ დირექტორთა საბჭოს თავჯდომარე და დამფუძნებელი თეიმურაზ ქარჩავა ესწრებოდა.

 

ანაკლიის საკურორტო ზონაში სატრანსპორტო კვანძის მშენებლობის ნებართვა შპს „ანაკლია პორტმა“ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის 2009 წლის 20 ოქტომბრის № 732 განკარგულების საფუძველზე მიიღო.

 

ხელშეკრულების თანახმად, მშენებლობა 20013 წელს უნდა დასრულებულიყო და მასში 5–6 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტიცია ჩადებულიყო.

 

მშენებლობა საზღვაო ნავსადგურის, სარკინიგზო და საავტომობილო გზების, სარკინიგზო და საავტომობილო გადაზიდვების ინფრასტრუქტურის, ენერგეტიკული და საინჟინრო მომსახურების მშენებლობას მოიცავდა.

 

ქარჩავა ამბობს, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობას ხელი ყოფილმა მთავრობამ შეუშალა. მისი თქმით, იქ, სადაც ანაკლიის პორტი უნდა აშენებულიყო, ყოფილმა მთავრობამ პატრიოტთა ბანაკი და ლაზიკის იუსტიციის სახლი ააშენა. ამის დამადასტურებელი დოკუმენტები ქარჩავამ სასამართლოს და ბრალდების მხარეს დღეს გადასცა. ახალი გარემოებებიდან გამომდინარე, მოსამართლე ირაკლი აბშილავამ ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და სასამართლო სხდომა გადადო.

 

თეიმურაზ ქარჩავა აცხადებს, რომ შპს „ანაკლია პორტის“ საკუთრებაში უკანონოდ შეჭრის შესახებ ინფორმირებულები იყვნენ პრეზიდენტი მიხეილ საკაშვილი და ყოფილი მინისტრები, ზურაბ ადეიშვილი, ნიკა გულაური და ვერა ქობალია.

გიორგი ფოჩხუას მკვლელობის საქმეზე სხდომა ბრალდებულის მოთხოვნით დაიხურა
14:33 / 23.10.2012
გიორგი ფოჩხუას მკვლელობის საქმეზე სხდომა ბრალდებულის მოთხოვნით დაიხურა

ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში დღეს, 23  ოქტომბერს, მსახიობ გიორგი ფოჩხუას მკვლელობის საქმეზე სასამართლო სხდომა გაიმართა. 

ანაკლიაში „ჩამორთმეული“ მიწის მესაკუთრეებს სამართლიანი სასამართლოს იმედი აქვთ [Video]
17:12 / 18.10.2012
ანაკლიაში „ჩამორთმეული“ მიწის მესაკუთრეებს სამართლიანი სასამართლოს იმედი აქვთ [Video]

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაკლიის მაცხოვრებლები, რომლებიც ბოლო სამი წლის მანძილზე კერძო საკუთრების ხელყოფის პრობლემებზე „ლაივპრესთან“ მხოლოდ ანონიმურობის დაცვის გარანტიით საუბრობდნენ, ახლაც მათი ნაწილი უარს ამბობს ღიად საუბარზე. 

ზუგდიდის სასამართლომ #67 ოლქში არჩევნების შედეგები ბათილად არ ცნო [Video]
23:19 / 08.10.2012
ზუგდიდის სასამართლომ #67 ოლქში არჩევნების შედეგები ბათილად არ ცნო [Video]

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა ბლოკ „ბიძინა ივანიშვილი – ქართული ოცნების“ სარჩელი ზუგდიდის #67 ოლქში არჩევნების შედეგების ბათილად ცნობის შესახებ.

პარტიული დავალებები საჯარო მოხელეებს და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტები
12:31 / 05.10.2012
პარტიული დავალებები საჯარო მოხელეებს და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტები

შორენა ღლონტი, ოზურგეთი, გურია

 

როგორ იყენებენ ადმინისტრაციულ რესურს ოზურგეთში, როგორ ავალდებულებს გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი საჯარო მოხელეებს "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერთა სიის შეგროვებას, რატომ გავიდნენ ოზურგეთელი საჯარო მოხელეები მასობრივ შვებულებაში და რატომ ამშვენებს სოფლის რწმუნებულის კაბინეტს პრეზიდენტის ფოტოები და მმართველი პარტის საარჩევნო ნომერი ხუთი.

ალასანია: "ნაციონალების" მხრიდან ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება ვერ იქონიებს გადამწყვეტ გავლენას არჩევნების შედეგებზე
10:23 / 30.09.2012
ალასანია: "ნაციონალების" მხრიდან ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება ვერ იქონიებს გადამწყვეტ გავლენას არჩევნების შედეგებზე

ზუგდიდში, წინასაარჩევნო პერიოდში მმართველი პარტიის მიერ ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების ყველაზე გავრცელებული ფაქტებია: საჯარო მოხელეების გამოყენება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და მისი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის მხარდასაჭერად, მათი მონაწილეობა მმართველი პარტიის აქციებზე მოქალაქეთა შეკრებაში, ადგილობრივი ბიუჯეტის გამოყენება „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო კამპანიის წარმოებისას.

სასამართლომ "ნაციონალების" ფოთის მაჟორიტარობის კანდიდატის რეგისტრაციიდან მოხსნა არ დააკმაყოფილა
19:07 / 29.09.2012
სასამართლომ "ნაციონალების" ფოთის მაჟორიტარობის კანდიდატის რეგისტრაციიდან მოხსნა არ დააკმაყოფილა

ფოთის საქალაქო სასამართლომ დღეს, 29 სექტემბერს პოლიტიკური კოალიცია “ქართული ოცნების” ფოთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ეკა ბესელიას სარჩელი განიხილა, რომელიც ეხებოდა მმართველი პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატის, თენგიზ სარიშვილის საარჩევნო რეგისტრაციიდან მოხსნის საკითხს, მის მიერ 2012 წლის სექტემბერში რამდენჯერმე განხორციელებული ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტების გამო.

 

ეკა ბესელიას ადვოკატმა, დიმიტრი ღონღაძემ “ლაივპრესს” განუცხადა, რომ “ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარობის კანდიდატმა უზრუნველყო ქუჩების მოხრეშვა, ასევე წყლის მილების შეკეთება, რისი უფლებამოსილებაც მას, როგორც მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს არ აქვს.

 

“სამწუხაროდ, სასამართლომ არ გაითვალისწინა ჩვენი მითითება. აბსოლუტურად უკანონოა გადაწყვეტილება. მოსამართლე რევაზ დანელიამ განაცხადა, რომ თენგიზ სარიშვილს ჰქონდა უფლება, განეხორციელებინა აღნიშნული ქმედებები, რადგან იგი ამავდროულად არის საკრებულოს წევრი", - აღნიშნა ადვოკატმა.

 

მისივე თქმით, დღეს გამართულ სასამართლო სხდომაზე ვერცერთი მტკიცებულება ვერ წარმოადგინა მოპასუხე მხარემ, რომ სარიშვილის მიერ განხორციელებული ქმედებები საკრებულოს მიერ იყოს გაწერილი და თანხებიც შესაბამისად ამ ორგანომ გამოყო, განმარტა დიმიტრი ღონღაძემ.

სხვა სტატიები
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.