სამართალი
თემურ ქარჩავას კომპანიისგან ეკონომიკის სამინისტრო 100 მლნ დოლარის გადახდას მოითხოვს
17:55 / 28.09.2012
თემურ ქარჩავას კომპანიისგან ეკონომიკის სამინისტრო 100 მლნ დოლარის გადახდას მოითხოვს

ზუგდიდის რაიონულ სასამრთლოში დღეს, 28 სექტემბერს შპს „ანაკლია პორტის“ საქმეზე სასამართლო პროცესი გაიმართა. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო შპს–ისგან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობისთვის 100 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ჯარიმის დაკისრებას მოითხოვს.

 

შპს „ანაკლია პორტის“ წარმომადგენელმა მარიამ ფრიდონაშვილმა სასამრთლოს სხდომის გადადების და მორიგების შუამდგომლობით მიმართა.

 

მან სასამრთლოს განუცხადა, რომ „ანაკლია პორტს“ ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ხელშეკრულებები აქვს დადებული მსხვილ, უცხოურ კომპანიებთან და აქედან გამომდინარე მშენებლობის გაგრძელების თანხმობა სჭირდება. მისივე თქმით, ასევე ვერ მოასწრეს უცხოურ კომპანიებთან დადებული ხელშეკრულებების თარგმნა ქართულ ენაზე, რომელიც სასამრთლოსთვის უნდა წარედგინათ.

 

მარიამ ფრიდონაშვილმა სასამრთლო სხდომაზე აღნიშნა, რომ 100 მილიონი აშშ დოლარის ჯარიმა არის უპრეცედენტო შემთხვევა.

 

„რატომღაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ნაჩქარევად შეუწყვიტა ხელშეკრულება შპს „ანაკლია პორტს“, – განაცხადა სასამართლო სხდომაზე შპს–ის წარმომადგენელმა.

 

მან სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ „ლაივპრესს“ ინტერვიუზე უარი განუცხადა.

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენელმა ლელა ჭანტურიამ მოსამართლეს განუცხადა, რომ ის არ ეთანხმება შუამდგომლობას მორიგების შესახებ და თანხის დაკისრებას ითხოვს. მან სხდომის გაგრძელება მოითხოვა, რაც მოსამრთლე ირაკლი აბშილავამ არ დააკმაყოფილა და სხდომა 26 ოქტომბერს ჩანიშნა.

 

ანაკლიის საკურორტო ზონაში სატრანსპორტო კვანძის მშენებლობის ნებართვა შპს „ანაკლია პორტმა“ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის 2009 წლის 20 ოქტომბრის № 732 განკარგულების საფუძველზე მოიპოვა.

 

ხელშეკრულების თანახმად, მშენებლობა 20013 წელს უნდა დასრულებულიყო და მასში 5–6 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტიცია უნდა ჩადებულიყო.

 

მშენებლობა საზღვაო ნავსადგურის, სარკინიგზო და სავტომობილო გზების, სარკინიგზო და საავტომობილო გადაზიდვების ინფრასტრუქტურის, ენერგეტიკული და საინჟინრო მომსახურეობის მშენებლობას მოიცავდა.

 

შპს „ანაკლია პორტის“ 100% წილის მესაკუთრე რუსეთში მცხოვრები მილიონერი თემურ ქარჩავაა.

რა თანხას ხარჯავდა მთავრობა პენიტენციური სისტემის რეფორმისთვის
18:45 / 24.09.2012
რა თანხას ხარჯავდა მთავრობა პენიტენციური სისტემის რეფორმისთვის

ნეტგაზეთი

 

საქართველოში პენიტენციური სისტემის რეფორმისთვის, სადაც პატიმრების წამებასა და არადამიანურ მოპყრობას ამ ფაქტების გასაჯაროებამდე ჰქონდა ადგილი, 200 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა: 220 მილიონი ლარი 2006-10 წლებშია დახარჯული, 30 მილიონი კი - 2010-13 წლებისთვის გამოიყო.

მეგის ქარდავა პროკურატურას ამ დრომდე არ დაუკითხავს
13:04 / 23.09.2012
მეგის ქარდავა პროკურატურას ამ დრომდე არ დაუკითხავს

 

სტატია მომზადებულია ნეტგაზეთის მიხედვით

 

გლდანის ციხის ყოფილმა თანამშრომელმა, ვლადიმერ ბედუკაძემ, რომელმაც რამდენიმე დღის წინ სასჯელაღსრულების დაწესებულების პატიმართა წამების ამსახველი ვიდეოკადრები გაავრცელა, მეგის ქარდავა პატიმარ სერგო თეთრაძის წამებაში დაადანაშაულა.

 

მის მიმართ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას სახალხო დამცველი 2008 წელს მოითხოვდა, ადამიანების არაერთგზის წამებისთვის.

 

მიუხედავად ამისა, მეგის ქარდავა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში დღემდე მუშაობს. მას თითქმის ყველა იმ უწყებაში უმუშავია, რომელსაც შს ყოფილი მინისტრი, ბაჩო ახალაია ხელმძღვანელობდა.

 

მეგის ქარდავას 2006 წელს, მაშინ როცა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსი ბაჩო ახალაია იყო,  #7 საპყრობილის დირექტორის თანამდებობა ეკავა. 2007–2009 წლებში როლანდ ახალაიას სამეგრელოს საოლქო პროკურორობისას მუშაობდა შსს–ს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო სამმართველოს უფროსის მოადგილედ. ამ დროს უწყების კუდის უფროსის თანამდებობაზე ბაჩო ახალაიას ძმა - დათა ახალაია იმყოფებოდა. მეგის ქარდავა ასევე სამხედრო პოლიციის უფროსი იყო მაშინ, როცა თავდაცვის სამინისტროს ბაჩო ახალაია ხელმძღვანელობდა. ქარდავა შინაგან საქმეთა სამინისტროში კი მას შემდეგ გადავიდა, როცა 2012 წელს ახალაია შს მინისტრად დაინიშნა, თუმცა რა თანამდებობაზე, უცნობია.

 

2008 წლის ომბუდსმენის ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ამ წლის იანვარში, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციაში ექიმ გოჩა ეხვაიას წამებისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტი არ გამოძიებულა, რომელშიც სახალხო დამცველის თქმით, უშუალოდ მონაწილეობდნენ სამხარეო პოლიციის უფროსი თენგიზ გუნავა და მისი მოადგილე მეგის ქარდავა.

 

ომბუდსმენის კიდევ ერთ ანგარიშში ვკითხულობთ პატიმარ პლატონ მამარდაშვილის სიტყვებს, სადაც ის ამბობს, რომ 2006 წლის 26 მარტს იმყოფებოდა თავის საკანში მალხაზ ზედელაშვილთან და წინა დღით მოსულ ნიკოლოზ მახარაძესთან ერთად, როცა ღამით მორიგემ გაიყვანა დირექტორის კაბინეტში. მას იქ დახვდა ბაჩო ახალაია, #7 საპყრობილის დირექტორი მეგის ქარდავა და კიდევ 15 ავტომატური ცეცხსასროლი იარაღით შეაიარაღებული ადამიანი, რომელთაგან 5 იყო ნიღბიანი. მეგის ქარდავამ პლატონ მამარდაშვილს მაკრატლით ამოაჭრა ერთი ბღუჯა თმა და ჩაუდო ჯიბეში. მამარდაშვილმა მას უთხრა, გეყოფა ამდენი დამცირებაო, იქვე მდგომმა ნიღბიანმა სახის არეში დაარტყა რკინიანი ხელი, რა დროსაც მოტყდა კბილი და ცხვირ–პირიდან წამოუვიდა სისხლი. ამის შემდეგ ის დერეფანში გაიყვანეს და ხელკეტებით სცემეს.

 

მეგის ქარდავას მისამართით კიდევ ერთმა პატიმარმა, მალხაზ არქანიამ, რომელიც 2011 წლის 5 თებერვალს ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა–შენახვისათვის დააკავეს ენგურის ხიდზე განაცხადა, რომ მისგან წამების და არადაამიანური მოპყრობის სანაცვლოდ ქარდავამ მოსთხოვა აღიარებითი ჩვენება დაეწერა, რომ თითქოს ის მონაწილეობდა 2008 წლიდან 2010 წლამდე მომხდარ აფეთქებებში. მალხაზ არქანიას უარის საპასუხოდ მეგის ქარდავას ბრძანებით იგი კარანტინში ჩაიყვანეს, რა დროსაც მას სცემეს, ამასთან გაუპატურებით დაემუქრნენ.


ამ და სხვა ფაქტების მიუხედავად, მეგის ქარდავა მუშაობდა სხვადასხვა მაღალ თანამდებობებზე. სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლებს იგი ამ დრომდე არ დაუკითხავთ. 

გიორგი ფოჩხუას მკვლელობის საქმეზე სასამართლო სხდომა გაიმართა
15:59 / 20.09.2012
გიორგი ფოჩხუას მკვლელობის საქმეზე სასამართლო სხდომა გაიმართა

ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში დღეს, 20 სექტემბერს მსახიობ გიორგი ფოჩხუას მკვლელობის საქმეზე სასამართლო სხდომა გაიმართა. გიორგი ფოჩხუას მკვლელობაში ეჭვმიტანილი ბექა ცობეხიას მიმართ სისხლის სამართლის საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით (საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი) არის აღძრული, რაც 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. ცობეხიას მეგობარ ნიკოლოზ ბაძაღუას დანაშაულის შეუტყობინებლობაში ედება ბრალი, რაც ითვალისწინებს ჯარიმას, ან თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4 წლამდე.

საპროტესტო აქცია ზუგდიდის საპყრობილესთან [Video]
04:49 / 19.09.2012
საპროტესტო აქცია ზუგდიდის საპყრობილესთან [Video]

საპროტესტო აქცია, რომელიც ზუგდიდის #4 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან 19 სექტემბერს 02:32 საათზე დაიწყო, დასრულდა. მოქალაქეებმა საპყრობილეში პატიმრების გაუპატიურებისა და წამების ფაქტები გააპროტესტეს. 

 

ზუგდიდის საპყრობილესთან შეკრებილ მოქალაქეებს პოლიტიკური კოალიცია "ქართული ოცნების" მხარდამჭერები და აქტივისტებიც შეუერთდნენ. აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა ბლოკ "ბიძინა ივანიშვილი – ქართული ოცნების" ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი ალასანიამ. მან აქციის მონაწილეებს განუცხადა, რომ "სულ მალე საქართველოში აღდგება სამართლიანობა და აღარ იქნება ახალაიების კლანი, დაისჯება ყველა, ვინც კი საკუთარი ქვეყნის წინაშე დანაშაული ჩაიდინა".

 

შეგახსენებთ, სამშაბათს საღამოს გავრცელებულ ვიდეოკადრებზე აღბეჭდილია საპყრობილეში პატიმრების გაუპატიურებისა და წამების ფაქტები.

ომბუდსმენი ქუთაისის სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული  ვითარების შესახებ
11:48 / 14.09.2012
ომბუდსმენი ქუთაისის სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული ვითარების შესახებ

საქართველოს სახალხო დამცველის პრევენციულმა ჯგუფმა მონიტორინგი განახორციელა ქუთაისის #2 და გეგუთის #14 სასჯელაღსრულების დაწესებულებებში. ომბუდსმენის ოფიციალური ვებ–გვერდის თანახმად, ქუთაისის #2 საპყრობილეში პატიმართა უფლებები ადმინისტრაციის მხრიდან პერმამენტულად ირღვევა. სპეციალური ჯგუფის წარმომადგენლებმა მსჯავრდებულებთან გასაუბრების შემდეგ გაარკვიეს, რომ დაწესებულების თანამშრომლები მათ უხეშად, გამომწვევად და დამამცირებლად ეპყრობიან. პატიმრები აცხადებენ, რომ ისინი ცდილობენ თავი აარიდონ ნებისმიერი სახის კონტაქტს ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან და საპყრობილის სხვა თანამშრომლებთან, რადგან შიშობენ, რომ შესაძლოა ნებისმიერი მსგავსი ქმედება ახალი კონფლიქტის და შეურაცხყოფის მიზეზი გახდება.

მსახიობ გიორგი ფოჩხუას მკვლელობის საქმეზე სასამართლო მოსმენები დაიწყო
16:44 / 07.09.2012
მსახიობ გიორგი ფოჩხუას მკვლელობის საქმეზე სასამართლო მოსმენები დაიწყო

გიორგი ფოჩხუას მკვლელობის საქმის არსებითი განხილვა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში დღეს, 7 სექტემბერს დაიწყო. მოსამართლის, ნატრული აკობიას განცხადებით, მკვლელობაში ეჭვმიტანილ ბექა ცობეხიას მიმართ სისხლის სამართლის საქმე, განზრახ მკვლელობის მუხლით არის აღძრული (საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი), რაც 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. ცობეხიას მეგობარ ნიკოლოზ ბაძაღუას დანაშაულის შეუტყობინებლობაში ედება ბრალი, რაც ითვალისწინებს ჯარიმას, ან თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4 წლამდე.

 

გიორგი ფოჩხუას მკვლელობაში ეჭვმიტანილმა ბექა ცობეხიამ განაცხადა, რომ ის თავს უდანაშაულოდ ცნობს. მისმა ადვოკატმა ბაჩუკი ყურაშვილმა სასამართლოს განუცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფმა 13 ივლისს, ანაკლიაში გიორგი ფოჩხუას სცემა და არ მოუკლავს. მისი თქმით, გიორგი ფოჩხუა წყალში დაიხრჩო.

 

ყურაშვილისგან განსხვავებით, ბაძაღუას ადვოკატი მთვარისა ბიგვავა ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი დანაშაულს აღიარებს.

 

სასამართლომ დღეს, ბრალდების მხარის მოწმეები გიორგი ფოჩხუას მეუღლე და მეგობრები დაკითხა. გიორგი ფოჩხუას მეგობრებმა დეტალურად გაიხსენეს 13 ივლისის ღამე.

 

დაიკითხა განსასჯელის ნათესავი, მერაბ ცობეხია. მან სასამართლოს განუცხადა, რომ ღამის საათებში მასთან სახლში ბექა ცობეხია მეგობარ ნიკოლოზ ბაძაღუასთან ერთად მივიდა ტაქსით და ფული სთხოვა. მერაბ ცობეხიას თქმით, ბექა ცობეხიამ მას უთხრა, რომ დანაშაული ჰქონდა ჩადენილი. მეგობრის მიერ ჩადენილი დანაშაულის შესახებ მას ბაძაღუამაც უამბო.

 

“ბაძაღუამ მითხრა ბექას კაცი ჰყავს მოკლული და სოფელში გავუშვიო. ვკითხე ვინ–მეთქი და მითხრა ფოჩხუაო“, – განუცხადა სასამართლოს განსასჯელის ნათესავმა.

 

სასამართლო სხდომაზე, მოწმის სახით გამოცხადებულმა შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსმა სერჟანტმა, ლაშა თორდიამ, რომელიც 14 ივლისს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურჩის საგუშაგოზე სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებდა განაცხადა, რომ იმ დღეს ბექა ცობეხიამ სამეგრელო–აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვარი გადაკვეთა.

 

26 წლის მსახიობის და რეჟისორის გიორგი ფოჩხუას ცხედარი 14 ივლისს ანაკლიის ზღვამ სასტუმრო „ანაკლიის“ ტერიტორიაზე გამორიყა. ცხედარს აღენიშნებოდა მრავლობითი სახის დაზიანებები სახისა და ყელის არეში, ასევე არ აღმოაჩნდა კუთვნილი ნივთები, ფოტოაპარატი, ძვირფასეულობა და მობილური ტელეფონი. სამართალდამცავებმა გიორგი ფოჩხუას კუთვნილი ფოტოაპარატი განსასჯელისგან მას შემდეგ ამოიღეს, როდესაც ის პოლიციას ჩაბარდა.

 

გიორგი ფოჩხუას მკვლელობის საქმეზე მომდევნო სასამართლო სხდომა 20 სექტემბერს ჩაინიშნა.


ამავე თემაზე


გიორგი ფოჩხუას მკვლელობაში ეჭვმიტანილი პოლიციას ჩაბარდა


სამართალდამცავები გიორგი ფოჩხუას მკვლელობის ვერსიაზე მუშაობენ


შსს: გიორგი ფოჩხუას მკვლელობაში ეჭვმიტანილმა დანაშაული აღიარა



სამი თვის წინ გაუჩინარებულ რამაზ ლატარიას კვლავ უშედეგოდ ეძებენ [Video]
12:14 / 18.08.2012
სამი თვის წინ გაუჩინარებულ რამაზ ლატარიას კვლავ უშედეგოდ ეძებენ [Video]

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ორულუში სამი თვის წინ გაუჩინარებული 33 წლის რამაზ ლატარიას ადგილსამყოფელი დღემდე უცნობია. როგორც გაუჩინარებულის ძმები ამბობენ, ის, 5-7 წუთში, მათგან 100 მეტრის მოშორებით უკვალოდ გაუჩინარდა. ოჯახის წევრები ფიქრობენ, რომ იგი გატაცებულია.

მოქალაქე ამბობს, რომ პოლიციის თანამშრომლები დაჭერით დაემუქრნენ [Video]
18:28 / 15.08.2012
მოქალაქე ამბობს, რომ პოლიციის თანამშრომლები დაჭერით დაემუქრნენ [Video]

ზუგდიდში, სამეგრელოს ქუჩაზე მცხოვრები ნონა კურდღელია ამბობს, რომ მას პოლიციის თანამშრომლები დაჭერით დაემუქრნენ. მოქალაქემ „ლაივპრესს“ განუცხადა, რომ მასთან დღეს დილით, პოლიციის თანამშრომლები მივიდნენ და 13 წლის წინ გარდაცვლილი ბიძაშვილის, ბიძინა (კახა) ფიფიას ფოტოსურათი მოსთხოვეს. მას შემდეგ, რაც მოქალაქემ არ მისცა ფოტოსურათი, პოლიციელები უხეშად მოექცნენ და წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დაპატიმრებით დაემუქრნენ. ნონა კურდღელიას თქმით, პოლიციის თანამშრომლებს შორის ერთ-ერთი მისი მეზობელი, მიხეილ ბერიშვილიც იყო.

 

„მათ მითხრეს, რომ პოლიციის სამმართველოში იმყოფება რუსეთიდან ჩამოსული ქალი, რომელიც ამბობს, რომ კახა ფიფიასგან შვილი ჰყავს, ამიტომაც სჭირდებათ ჩემი ბიძაშვილის ფოტოსურათი“. ნონა კურდღელიას თქმით, მის ნათესავს მეუღლე არ ჰყავდა.

 

მოქალაქეს რომ პოლიციის თანამშრომლები უხეშად მოექცნენ და დაჭერით დაემუქრნენ, ამას ნონა კურდღელიას მეზობლებიც ადასტურებენ. თუმცა ამის შესახებ ვიდოკამერასთან არ საუბრობენ. 

ცინარა აბულაძეს კვლავ არ მიეცა საშუალება პრეზიდენტს შეხვედროდა [Video]
11:17 / 15.08.2012
ცინარა აბულაძეს კვლავ არ მიეცა საშუალება პრეზიდენტს შეხვედროდა [Video]

7 თვის წინ გაუჩინარებული გოგიტა აბულაძის დედამ, ცინარა აბულაძემ გუშინ, 14 აგვისტოს ანაკლიაში ჩასულ პრეზიდენტთან შეხვედრა უკვე მეექვსედ სცადა, თუმცა ამჯერადაც მისი მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა. აბულაძის ნათესავებმა მობილური ტელეფონის ვიდეოკამერით ფარულად გადაიღეს კადრები, რომელშიც ჩანს, თუ როგორ არ აძლევენ ცინარა აბულაძეს და მისი ოჯახის წევრებს ქუჩაში გასვლის უფლებას, მათივე თქმით, სამართალდამცავი პირები, სადაც პრეზიდენტმა უნდა გაიაროს. 

ჰიბრიდული სიმინდის პროგრამით დაზარალებულთა საქმეს სასამართლო განიხილავს
19:39 / 02.08.2012
ჰიბრიდული სიმინდის პროგრამით დაზარალებულთა საქმეს სასამართლო განიხილავს

ჰიბრიდული სიმინდის პროგრამით დაზარალებული ხობელი ფერმერების, დავით კუკავას და დავით გრიგოლიას სასამართლო პროცესი ხობის მაგისტრატ სასამართლოში დღეს დაიწყო. “ საქართველოს ბანკი“ დავით კუკავას 15 ათას ლარს ედავება. კუკავას თქმით, მისი ქონება უკვე დაყადაღებულია და სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ, ბანკი მის საკუთრებას რამდენიმე კვირაში გაყიდის. დაზარალებულ ფერმერს სასამართლო პროცესის მოგების იმედი არ აქვს.

 

„პრეზიდენტმა როცა თქვა, ეს თანხები ჩამოწერილი იქნებაო, ფერმერებმა ერთმანეთს მიულოცეთ და შევწყვიტეთ ბანკში თანხების შეტანა. მან გარკვევით განაცხადა, რომ ეს თანხები და გაწეული დანახარჯები ჩამოწერილი იქნებოდა, მაგრამ მაინც მიწევს სასამართლოზე სიარული და როცა პროცესი დამთავრდება, ალბათ ჩემს ქონებას გაყიდიან“, – ამბობს დავით კუკავა.

 

სასამართლო პროცესს ესწრებოდა არასამთავრობო ორგანიზაცია „ჰიბრიდული სიმინდის წარმოების ხელშეწყობის პროგრამით დაზარალებულთა კავშირი“. მისი ხელმძღვანელის, ელიზავეტა ფეოდოროვა–ქორიძის თქმით, რომელიც ასევე არის ამ პროგრამით დაზარალებული ფერმერი, პრეზიდენტი მხოლოდ სიტყვიერად დაჰპირდა ფერმერებს თანხების ჩამოწერას, თუმცა შესაბამისი დოკუმენტი დღემდე არ არსებობს.

 

“ჩვენ იმ სახელმწიფო პროგრამის მსხვერპლი აღვმოვჩნდით, რომელსაც რეკლამას მინისტრები და პრეზიდენტიც კი უწევდა. ბანკი სრულიად სამართლიანად ითხოვს გადასხდელ თანხას, მაგრამ ჩვენ რა მდგომარეობაში ვართ? იქნებ ამაზე პასუხი ვინმემ გაგვცეს,“– ამბობს ელიზავეტა ფეოდოროვა-ქორიძე.

 

დაზარალებული ფერმერების მომდევნო სასამართლო პროცესი 21 აგვისტოს არის დაგეგმილი.

7 თვის წინ დაკარგული შვილი და პრეზიდენტთან შეხვედრის უშედეგო მცდელობები [Video]
11:36 / 30.07.2012
7 თვის წინ დაკარგული შვილი და პრეზიდენტთან შეხვედრის უშედეგო მცდელობები [Video]

ანაკლიის მკვიდრი ცინარა აბულაძე მიმდინარე წლის 18 იანვარს დაკარგული შვილის, 43 წლის გოგიტა აბულაძის საქმეზე ზუგდიდის რაიონულ პროკურატურაში 27 ივლისს დაიბარეს. ცინარა აბულაძის თქმით, ოჯახის წევრები შვიდი თვის განმავლობაში უკვე რამდენჯერმე დაიკითხნენ, თუმცა ძალოვანი უწყების წარმომადგენლებს მისი ვაჟიშვილის, შესახებ არანაირი ცნობები არ აქვთ. 

სხვა სტატიები
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.