სამართალი
ზუგდიდის სასამართლომ ძარცვაში ბრალდებული უდანაშაულოდ ცნო
17:59 / 23.06.2014
ზუგდიდის სასამართლომ ძარცვაში ბრალდებული უდანაშაულოდ ცნო

მოქალაქის ძარცვაში ბრალდებული ლევან დარასელია 178-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ და „დ“ მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულში გაამართლა ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ და დარბაზიდან გაათავისუფლა. მოსამართლე დავით გელაშვილმა მომჩივანი და დაცვის მხარეების, ასევე ბრალდებულის დასკვნითი სიტყვის წარმოთქმის შემდეგ განაცხადა, რომ პროკურატურის მიერ წარმოდგენლი მტკიცებულებები არ აღმოჩნდა საკმარისი იმ მუხლით განსაზღვრული დანაშაულის დასადასტურებლად, რასაც ბრალდების მხარე მოქალაქეს ედავებოდა. მოსამართლის თქმით, სხდომებზე მოწმეების დაკითხვის მიხედვით, უფრო „რეალური შურისძიების მიზნით“ ცემა იყო, რაც არც თავად ლევან დარასელიამ უარყო. დავით გელაშვილმა განმარტა, რომ გადაკვალიფიცირდა ის მუხლი, რითაც საქმე აღიძრა და განაჩენი 125 მუხლის პირველი ნაწილით დადგა, რაც „ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლას“ გულისხმობს.

ზუგდიდის სასამართლომ მოქალაქის ძარცვისთვის ბრალდებულის საქმეზე მოწმეების დაკითხვა დაასრულა
16:09 / 20.06.2014
ზუგდიდის სასამართლომ მოქალაქის ძარცვისთვის ბრალდებულის საქმეზე მოწმეების დაკითხვა დაასრულა

ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში დღეს, 20 ივნისს, მოქალაქის ძარცვაში ბრალდებულ ლევან დარასელიას საქმის მორიგი განხილვა შედგა. პროკურატურა მას კინოთეატრ „ატრიუმის“ დაცვის წევრის, რობერტ გამისონიასთვის 30 ლარის გამოძალვას ედავება, რასაც თავად ლევან დარასელია უარყოფს. მისი ოჯახის წევრების განცხადებით, დაკავება არარსებული ბრალდების საფუძველზე მოხდა, რადგან რობერტ გამისონიას მხრიდან გასროლის ფაქტის ნაცვლად, გამოძიება ცრუ ძარცვის ფაქტზე დაიწყო. მათივე თქმით, დაცვის წევრს სამართალდამცველები ლობირებენ. თავის მხრივ, ბრალდებას უარყოფს მომჩივანი.

გარდაცვლილი მეტყევის და ოფიცრის ოჯახების პროტესტი „ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის შტაბთან [Video]
23:00 / 11.06.2014
გარდაცვლილი მეტყევის და ოფიცრის ოჯახების პროტესტი „ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის შტაბთან [Video]

გარდაცვლილი მეტყევე-რეინჯერის, დავით ცინდელიანის და დაზვერვის ოფიცრის ოჯახის წევრებმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის საარჩევნო შტაბის მიმდებარე ტერიტორია სამ საათიანი პროტესტის შემდეგ დატოვეს. ასეთი გადაწყვეტილება ცინდელიანის მშობლებმა „ნაციონალური მოძრაობის“ გამგებლობის კანდიდატ თენგიზ გუნავასთან შეხვედრის შემდეგ მიიღეს. რაზე ისაუბრეს შეხვედრაზე, რომელიც თენგიზ გუნავას ინფორმაციით, „ოჯახში“ შედგა, არ გაასაჯაროვა გარდაცვლილის ოჯახმა და არც გამგებლობის კანდიდატმა. თენგიზ გუნავამ საპროტესტო აქციას ხელისუფლების მართული უწოდა და განაცხადა, რომ მზად არის საჭიროების შემთხვევაში ყველა კითხვას გასცეს პასუხი. მან ასევე აღნიშნა, რომ აქციაზე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები „შორიახლო“ შენიშნა, თუმცა ვერ დააკონკრეტა მათი ვინაობა. თენგიზ გუნავას თქმით, საარჩევნო შტაბში დაადგენენ მათ ვინაობას და მოგვიანებით გასაჯაროვდება. გარდაცვლილი რეინჯერის დედის განცხადებით, თუ ოჯახის მოთხოვნა არ შესრულდება აქციები პერმამენტულ სახეს მიიღებს და მისი მასშტაბები გაიზრდება. „დღეს აქ ჭუბერი მოვიდა, ხვალ და ზეგ მთელი სვანეთი მოვა“, - თქვა თამარ არღვლიანმა.

შიმშილობის აქცია ფოთში „ქართული ოცნების“ ოფისთან [Video]
12:14 / 27.05.2014
შიმშილობის აქცია ფოთში „ქართული ოცნების“ ოფისთან [Video]

„თავისუფლება უკანონო პატიმარს“, „შეწყდეს უკანონო დევნა“ ამ ტრანსფარანტებით ფოთში, „ქართული ოცნების“ ოფისის წინ, პატიმარ გურამ ლაშქარავას ახლობლებმა კარვები გაშალეს და უვადო შიმშილობა დაიწყეს. ისინი ზუგდიდის სასამართლოს გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვით ლაშქარავას 8 წლიანი პატიმრობა მიესაჯა. ადვოკატის თქმით, სასამართლო იძულებული იყო მსგავსი განაჩენი გამოეტანა, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში სამხარეო პოლიციის უფროსის, მისი მოადგილისა და ზედამხედველი პროკურორის პასუხისმგებლობის საკითხი დადგებოდა. აქციაზე მოშიმშილეებს, პატიმრის ადვოკატსა და „ქართული ოცნების“ წევრებს  შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

დღის ფოტო
ცოცხალი ისტორიები
დემეტრე ლიპარტია - აგრარულ მეცნიერებათა დოქტორი
გრიგოლ დაგარგულია - აგვისტოს ომის რეზერვისტი
დიანა ქაჯაია - აბიტურიენტი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ  ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე. The views, opinions and statements expressed by the authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of Open Society Georgia Foundation. Therefore, the Open Society Georgia Foundation is not responsible for the content of the information material.