გარდაცვლილი მეტყევე-რეინჯერის, დავით ცინდელიანის და დაზვერვის ოფიცრის ოჯახის წევრებმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის საარჩევნო შტაბის მიმდებარე ტერიტორია სამ საათიანი პროტესტის შემდეგ დატოვეს. ასეთი გადაწყვეტილება ცინდელიანის მშობლებმა „ნაციონალური მოძრაობის“ გამგებლობის კანდიდატ თენგიზ გუნავასთან შეხვედრის შემდეგ მიიღეს. რაზე ისაუბრეს შეხვედრაზე, რომელიც თენგიზ გუნავას ინფორმაციით, „ოჯახში“ შედგა, არ გაასაჯაროვა გარდაცვლილის ოჯახმა და არც გამგებლობის კანდიდატმა. თენგიზ გუნავამ საპროტესტო აქციას ხელისუფლების მართული უწოდა და განაცხადა, რომ მზად არის საჭიროების შემთხვევაში ყველა კითხვას გასცეს პასუხი. მან ასევე აღნიშნა, რომ აქციაზე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები „შორიახლო“ შენიშნა, თუმცა ვერ დააკონკრეტა მათი ვინაობა. თენგიზ გუნავას თქმით, საარჩევნო შტაბში დაადგენენ მათ ვინაობას და მოგვიანებით გასაჯაროვდება. გარდაცვლილი რეინჯერის დედის განცხადებით, თუ ოჯახის მოთხოვნა არ შესრულდება აქციები პერმამენტულ სახეს მიიღებს და მისი მასშტაბები გაიზრდება. „დღეს აქ ჭუბერი მოვიდა, ხვალ და ზეგ მთელი სვანეთი მოვა“, - თქვა თამარ არღვლიანმა.
„თავისუფლება უკანონო პატიმარს“, „შეწყდეს უკანონო დევნა“ ამ ტრანსფარანტებით ფოთში, „ქართული ოცნების“ ოფისის წინ, პატიმარ გურამ ლაშქარავას ახლობლებმა კარვები გაშალეს და უვადო შიმშილობა დაიწყეს. ისინი ზუგდიდის სასამართლოს გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვით ლაშქარავას 8 წლიანი პატიმრობა მიესაჯა. ადვოკატის თქმით, სასამართლო იძულებული იყო მსგავსი განაჩენი გამოეტანა, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში სამხარეო პოლიციის უფროსის, მისი მოადგილისა და ზედამხედველი პროკურორის პასუხისმგებლობის საკითხი დადგებოდა. აქციაზე მოშიმშილეებს, პატიმრის ადვოკატსა და „ქართული ოცნების“ წევრებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
აფხაზეთში ყაჩაღური დაჯგუფების მიერ გატაცებული ზაზა ტაბაღუა თბილისის კონტროლირებად ტერიტორიაზე ორი დღის წინ გადმოვიდა. ის ზუგდიდში ოჯახთან ერთად ცხოვრობს. ტაბაღუას გატაცება გალის რაიონის სოფელ ოტობაიაში მაშინ მოხდა, როცა მშობლიურ სახლში თხილნარს ამუშავებდა. გატაცების დროს მასთან ერთად დედა იმყოფებოდა.
გაუპატიურების მცდელობისთვის ბრალდებული საპატრულო პოლიციის ყოფილი თანამშრომლის, გოგა ანჩაბაძის სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარის ექვსი მოწმე დაიკითხა. საქმის მორიგი განხილვა დღეს, 7 მაისს ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში ჩატარდა.
ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში მოქალაქის ძარცვაში ბრალდებულ ლევან დარასელიას საქმის მორიგი განხილვა გაიმართა. პროკურატურა მას კინოთეატრ „ატრიუმის“ დაცვის წევრის, რობერტ გამისონიასთვის 30 ლარის გამოძალვას ედავება. ბრალდებულის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ დაკავება არარსებული ბრალდების საფუძველზე მოხდა, რადგან რობერტ გამისონიას მხრიდან გასროლის ფაქტის ნაცვლად, გამოძიება ცრუ ძარცვაზე დაიწყო. მათივე თქმით, დაცვის წევრს სამართალდამცველები ლობირებენ. თავის მხრივ, ბრალდებას უარყოფს მომჩივანი.
ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში დღეს, 8 აპრილს, იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების და ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვისთვის დაკავებული გურამ ლაშქარავას სასამართლო პროცესი განახლდა. სხდომაზე ბრალდების და დაცვის მხარეებმა წარმოადგინეს ნივთიერი და წერილობითი მტკიცებულებები, რომელიც თან ერთვის აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეს. მათ შორის არის ნაგანის ტიპის იარაღი ოთხი ვაზნით და სამედიცინო-საინექციო შპრიცი. ეს საგნები ბრალდებულს პროკურატურის მტკიცებით, დაკავებისას განხორციელებული პირადი ჩხრეკის დროს აღმოაჩნდა.
ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში დღეს, 1 აპრილს განახლდა მოქალაქის ძარცვაში ბრალდებულ ლევან დარასელიას საქმის განხილვა, რომელსაც პროკურატურა კინოთეატრ „ატრიუმის“ დაცვის წევრის, რობერტ გამისონიასთვის 30 ლარის გამოძალვას ედავება. თავის მხრივ, ბრალდებას უარყოფს ბრალდებული.
გაუპატიურების მცდელობის და ძარცვის ბრალდებით დაკავებული შამგონის მკვიდრი არასრულწლოვნის, ლ.ქ-ს სისხლის სამართლის საქმე განიხილეს დღეს, 27 მარტს, ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში.
გაუპატიურების მცდელობისთვის ბრალდებული საპატრულო პოლიციის ყოფილი თანამშრომლის, გოგა ანჩაბაძის სასამართლო პროცესი გაიმართა დღეს, 27 მარტს ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში, სადაც ბრალდების მხარის ორი მოწმე, დაზარალებულად ცნობილი ანა ძაპტაშვილი და მისი დედა, რუსუდან ლომაია დაკითხეს.
გაუპატიურების მცდელობისთვის ბრალდებული საპატრულო პოლიციის ყოფილი თანამშრომლის გოგა ანჩაბაძის სასამართლო პროცესი ნაწილობრივ დახურული იქნება, - ეს გადაწყვეტილება მიიღო დღეს, 19 მარტს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, ნატრული აკობიამ.
ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში დღეს, 17 მარტს მოქალაქის ძარცვაში ბრალდებულ ლევან დარასელიას საქმეზე წინასასამართლო სხდომა გაიმართა. დანაშაულს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ და „დ“ პუნქტი მოიცავს და ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 8 წლამდე. კერძოდ, საქმე შეეხება ზუგდიდში, კინოთეატრ „ატრიუმის“ დაცვის წევრის, რობერტ გამისონიასთვის 30 ლარის გამოძალვას, როგორც ამას თავად მომჩივანი მხარე აცხადებს. თავის მხრივ, ბრალდებას უარყოფს დაკავებული.
იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების და ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვისთვის დაკავებული გურამ ლაშქარავას საქმე განიხილეს დღეს, 13 მარტს ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში, სადაც ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ორი მოწმე - დეტექტივ გამომძიებელი ჯონი ბაგათელია და ექსპერტი მადონა ჭელიძე დაკითხეს.