არასამთავრობო ორგანიზაცია „უფლებადამცველთა გაერთიანების“ ხელმძღვანელის ნიკოლოზ მჟავანაძის ინფორმაციით, მუხლი, რომლის საფუძველზეც ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე ველოტრასის მოწყობის მიზნით მრავალწლოვანი ხეების გაჩეხვის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობდა, ამნისტირებულია. მისივე თქმით, საუბარია არა კონკრეტული პირების სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებაზე, არამედ საქმის ვითარებას სხვა კუთხით მიეცა მსვლელობა.
ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული მესტიის გამგებლის მოადგილე ალექსანდრე ხერგიანის ადვოკატი ირმა ჭკადუა დაკავებულს რამდენიმე წუთის წინ შეხვდა და აცხადებს, რომ „ეს არის პროვოცირებული დანაშაული“.
ადამიანის წამებაში ბრალდებული, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის სამმართველოს ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას საქმეზე წინასასამართლო სხდომა გაიმართა დღეს, 10 სექტემბერს, ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში.
„პალიტრა ტვ-სა“ და ბეჭდურ მედიაში გამოქვეყნებული მასალის გამო ჟურნალისტ მაკა ქობალიას სასამარლოში უჩივიან. ციური კვარაცხელია აცხადებს, რომ ჟურნალისტმა ის 18 წლის წინ გარდაცვლილი შვილის ბალზამირებულ ცხედართან მოტყუებით ჩაიწერა. კვარაცხელია მასალის ინტერნეტიდან მოხსნას და ჟურნალ „გზის“ ჯიხურებიდან ამოღებას ითხოვს, რომელშიც მასალის ბეჭდური ვერსია გამოქვეყნდა.
ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში დღეს ზუგდიდის სასჯელაღსრულების #4 დაწესებულების ყოფილი დირექტორის, ამირან ჯანაშიას და მისი ყოფილი თანამშრომლის, რომეო როგავას საქმეზე სასამართლო პროცესი გაიმართა.
სამშენებლო კომპანია „სანის“ საქმეზე ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში დღეს, 11 ივნისს სხდომა გაიმართა. პროკურატურა კომპანიის დირექტორს, სერგო გვარამიას და ორ ბუღალტერს - ეკატერინე გოგოხიას და ეკა ჯაბუას ყალბი საბუღალტრო დოკუმენტების გამოყენებით ფულადი თანხების მითვისებაში ადანაშაულებს, რაც თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით ითვალისწინებს.
პროკურორ მირანდა წერეთლის განცხადებით, ბუღალტრებმა ეკა ჯაბუამ და ეკატერინა გოგოხიამ დირექტორის, სერგო გვარამიას დავალებით თანამშრომლების, თორნიკე ცხადაიას და მამუკა ყურაშვილის სახელზე სხვადასხვა დროს, ჯამში 7 მილიონ 254 ათასზე მეტი ლარის ღირებულების ყალბი სალარო გასავლის ორდერი გამოწერეს. პროკურორის თქმით, გამოძიებამ დაადგინა, რომ თანხა რეალურად დირექტორმა აიღო და არა თანამშრომლებმა.
თავის მხრივ, სერგო გვარამიას ადვოკატმა ედიშერ ქარჩავამ სასამართლოს განუცხადა, რომ პროკურატურის ბრალდება უსაფუძვლოა. მისივე თქმით, სერგო გვარამიას დაკავებით დაინტერესებული იყვნენ სამეგრელო-ზემო სვანეთში ფინანსური პოლიციის ყოფილი უფროსი ლევან კაკავა და ყოფილი გუბერნატორი ზაზა გოროზია.
„პროკურატურის მხრიდან გადმოგვეცა სატელეფონო საუბრების და ფარული მიყურადების ჩანაწერები, საიდანაც ირკვევა, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთის ფინანსური პოლიციის ყოფილი უფროსი ლევან კაკავა ზაზა გოროზიასთან დაახლოებული პირი იყო და თუ ამ მტკიცებულებას სარწმუნოდ მივიჩნევთ, მაშინ გამოდის, რომ ლევან კაკავა მფარველობდა სერგო გვარამიას კონკურენტ სამშენებლო კომპანია „დაგს“ , რომელსაც თავის მხრივ, გოროზია ლობირებს“, - განუცხადა ჟურნალისტებს სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ ადვოკატმა.
მოსამართლე დავით გელაშვილმა მტკიცებულებების გამოკვლევა 21 ივნისამდე გადადო.
სამართალდამცავებმა შპს „სანის“ დირექტორი სერგო გვარამია შარშან 8 დეკემბერს დააკავეს. მას ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, რომელიც ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ 50 ათასი ლარის ოდენობის გირაოს დაკისრებით შეცვალა.
შპს „სანი“ სამშენებლო საქმიანობას ეწევა და მას 2010-2012 წლებში სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული აქვს 52 მილიონი ლარი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში სხვადასხვა საამშენებლო სამუშაოების საწარმოებლად.
კერძოდ, ჩხოროწყუ-ტალერის გზის მონაკვეთის, ზუგდიდი-ჯიხაშკარი-ჩხოროწყუს გზის მონაკვეთის მშენებლობისთვის, ზუგდიდის შიდა ქუჩების, ფოთში იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის თვრამეტი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობის და ანაკლიის და განმუხურის ბულვარის და სხვა ობიექტების მშენებლობისთვის.
კომპანია „სანის“ საკუთრებაშია ანაკლიაში სასტუმრო „ოქროს საწმისი“ და იახტკლუბი.
ამავე თემაზე
კომპანია „სანის“ საქმეზე წინა სასამართლო სხდომა გაიმართა
სერგო გვარამიას საქმე - თანხების მითვისება თუ მაღალჩინოსნის ინტერესი [Video]
„სანიმ“ ყოფილი ხელისუფლება ზეწოლაში დაადანაშაულა და ახალს თანამშრომლობა შესთავაზა [Video]
ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში დღეს ზუგდიდის სასჯელაღსრულების #4 დაწესებულების ყოფილი დირექტორის, ამირან ჯანაშიას და მისი თანამშრომლის, რომეო როგავას საქმეზე სასამართლო პროცესი გაიმართა.
სამშენებლო კომპანია „სანის“ საქმეზე ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში დღეს, 28 მაისს წინა სასამართლო სხდომა გაიმართა. პროკურატურა კომპანიის დირექტორს, სერგო გვარამიას და ორ ბუღალტერს - ეკატერინე გოგოხიას და ეკა ჯაბუას ყალბი საბუღალტრო დოკუმენტების გამოყენებით ფულადი თანხების მითვისებაში ადანაშაულებს, რაც თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით ითვალისწინებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნების მიერ დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართალდამცავთა დაცვის ლიგა“ დღეს, 20 მაისს, ზუგდიდში 1 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნების შემდეგ სამსახურიდან გათავისუფლებულ პოლიციელებს შეხვდა და მათ უფასო საადვოკატო მომსახურების გაწევა შესთავაზა.
სამეგრელო-ზემო სვანეთის საგანგებო ოპერატიულ დავალებათა სამსახურის ყოფილი თანამშრომლის, ბაჩანა ახალაიას განცხადებით, ის სამსახურიდან მხოლოდ იმიტომ გაათავისუფლეს, რომ ყოფილი თავდაცვის მინისტრის სეხნია იყო.
„არჩევნების შემდეგ ყველაზე პირველად მე გამიშვეს სამსახურიდან მხოლოდ იმიტომ, რომ ბაჩანა ახალაია ვარ. ვამაყობ რომ ამ სახელს და გვარს ვატარებ“, - განაცხადა ყოფილმა პოლიციელმა და არასამთავრობო ორგანიზაციას სთხოვა, დაეხმაროს მისი სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზის დადგენაში.
ზუგდიდის საპატრულო პოლიციის ყოფილმა პატრულ-ინსპექტორმა დავით ყოლბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მისი სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზი „ქართული ოცნების“ აქტივისტის დაჯარიმება გახდა.
„არჩევნების შემდეგ გავაჩერე პიროვნება, რომელიც საპატრულო პოლიციის რეგიონის ხელმძღვანელი შალვა შენგელიას მეგობარი აღმოჩნდა, რის გამოც შალვა შენგელიამ გამაფრთხილა, რომ მომავალში აღნიშნული პიროვნება არ დამეჯარიმებინა. ჩემი შემდეგი მორიგეობისას დარღვევით მოძრაობის გამო გავაჩერე ავტომანქანა, რომელშიც ისევ ეს პიროვნება აღმოჩნდა, ამის შემდეგ მართლაც გამათავისუფლეს და როგორც გავიგე ეს პირი არ დაუჯარიმებიათ. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მივმართე პროკურატურას, რომელმაც საქმე გენერალურ ინსპექციას გადაუგზავნა“, - განაცხადა დავით ყოლბაიამ.
თავის მხრივ, „სამართალდამცავთა დაცვის ლიგის“ იურიდიული ცენტრის ხელმძღვანელმა გრიგოლ კვინიტაძემ განაცხადა, რომ ყოლბაიას საქმეზე პასუხს გენერალური ინსპექციიდან ელოდებიან.
„ანალოგიური შემთხვევები არის სხვა რეგიონებშიც. ჩვენ ყველა იმ პრობლემას გავაანალიზებთ, რაც აწუხებთ სამსახურიდან გათავისუფლებულ, მოქმედ და ვეტერან პოლიციელებს. ვმუშაობთ კონკრეტულ პირთა წრის კანონით გარანტირებული უფლებების დაცვაზე, ვუწევთ მათ საადვოკატო მომსახურებას და იმედი გვაქვს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ჩვენი თანამშრომლობა კონსტრუქციული იქნება“, - განაცხადა გრიგოლ კვინიკაძემ.
„სამართალდამცავთა დაცვის ლიგის“ სამეგრელოს რეგიონის წარმომადგენელი ბახვა ჩიქობავაა, რომელიც შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო სამმართველოს უფროსი იყო. იგი შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2012 წლის 4 დეკემბერს დააკავა შსს-ს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის რამდენიმე მაღალჩინოსანთან ერთად. გამოძიება მიმდინარეობდა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთა, განზრახ მკვლელობა და დანაშულის შეუტყობინებლობის ფაქტზე.
თავის მხრივ, პოლიციის ყოფილმა მაღალჩინოსანმა „ლაივპრესს“ განუცხადა, რომ პროკურატურის მიერ წაყენებული ბრალდება ვერ დადასტურდა და ის მიმდინარე წლის თებერვალში გათავისუფლდა საპატიმროდან.
„სამართალდამცავთა დაცვის ლიგას“ შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე ლევან გვაზავა ხელმძღვანელობს, რომელიც შარშან დეკემბერში მთავარმა პროკურატურამ ბუტა რობაქიძის საქმეზე დაკითხა.
ორგანიზაციის წარმომადგენელთა განცხადებით, ლიგას დონორი არ ჰყავს და რეგიონებში ოფისებს საკუთარი სახსრებით გახსნიან.
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ, რომელიც მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან გათავისუფლებული ორი თანამშრომლის საქმეს იხილავდა, სარჩელი დააკმაყოფილა და ორივე მათგანი სამსახურში აღადგინა.
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ მესტიის გამგეობიდან გათავისუფლებული მაია სორდიას სარჩელის განხილვა დაიწყო. ყოფილი თანამშრმელი მაია სორდია მიიჩნევს, რომ ადგილობრივი ხელისუფლების შეცვლის შემდეგ სამსახურიდან უკანონოდ, პოლიტიკური ნიშნით დაითხოვეს.
„ჩვენ მოგვწონდა ის სიტუაცია, რაც იყო მესტიაში, ანუ მთავრობის მიერ გაკეთებული საქმეები, ამას აშკარად გამოვხატავდით. როგორც კი მოვიდნენ, "ნაციონალები" ხართო და გაგვათავისუფლეს. ახალ გამგებელს უთქვამს „დააშავესო“, - განაცხადა სორდიამ.
დღევანდელ სასამართლო პროცესში ვერ ჩაერთო გამგეობის წარმომადგენელი ვალერიან გელბახიანი, რადგან მესტიის გამგეობიდან შესაბამისი რწმუნება, უფლებამოსილების დამადასტურებელი ცნობა არ ქონდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ მესტიის გამგეობიდან რწმუნება გამოგზავნილი იყო, თუმცა ფოსტამ დააგვიანა.
„მე ვერ ვხედავ ჯერჯერობით არგუმენტს იმისა, რომ ამ საქმეში რაიმე პოლიტიკური ნიშანი იკვეთებოდეს. თუნდაც ის, რომ რომელიმე პარტიის წევრი იყო, ან სადმე ოპონირებდა და ეს გახდა საბაბი გათავისუფლებისა, ასეთი რამე საქმეში წარმოდგენილი არ არის“, - აცხადებს ვალერიან გელბახიანი.
სასამართლო სხდომას საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლები, ირმა ნადირაშვილი და სერგო რატიანი ესწრებოდნენ. სხდომას ასევე ესწრებოდა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი თენგიზ გუნავა და ზუგდიდის საკრებულოს აპარატის თანამშრომლები.
„ამ საქმეს მე კარგად არ ვიცნობ, მაგრამ ქალბატონი მაია თვლის, რომ ის პოლიტიკური ნიშნით არის გათავისუფლებული. საქართველოში ძალიან ბევრი ადამიანი მიიჩნევს, რომ პოლიტიკური ნიშნით არიან გათავისუფლებული, მათი რიცხვი უკვე 5 ათას გასცდა“, - უთხრა ირმა ნადირაშვილმა ჟურნალისტებს სხდომის დასრულების შემდეგ.
„ამ შემთხვევაში ისიც არის გასათვალისწინებელი, რომ მაია სორდია არის აფხაზეთიდან დევნილი და ეს არის უბრალოდ უმსგავსობა, როდესაც ჩვენ აფხაზეთიდან დევნილს ვექცევით, როგორც პოლიტიკურ მოწინააღმდეგეს, ეს არის სამარცხვინო“, - აცხადებს დეპუტატი სერგო რატიანი.
მაია სორდიას საქმეზე სამსამართლო პროცესი 18 აპრილს განახლდება. იმავე დღეს ზუგდიდის რაიონული სასამართლო მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან გათავისუფლებული კიდევ ერთი თანამშრომლის, სოფიო კვარაცხელიას საქმის განხილვას დაიწყებს.
საქართველოს პარლამენტის არჩევნების შემდეგ მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან და მის დაქვემდებარებაში არსებული სამსახურებიდან უკლებლივ ყველა თანამშრომელი თანამდებობიდან გათავისუფლდა. მათ შორის, ტერიტორიული ერთეულების რწმუნებულები - ჯამში 59 საჯარო მოსამსახურე, ყოფილი გამგებელი ილია ჯაფარიძე კი პოსტიდან საკრებულომ დაითხოვა.
დათხოვნილი თანამშრომლები აცხადებენ, რომ მათ გათავისუფლების მიზეზად რეორგანიზაცია დაუსახელეს.
ოფიციალური ცნობების თანახმად გამოირკვა, რომ გამოცხადებული რეორგანიზაციის და შტატების შემცირების მიუხედავად, მესტიის გამგებელმა თანამდებობაზე კვლავ 59 პირი დანიშნა, აქედან 9 - მუდმივად, 50 - დროებით მოვალეობის შემსრულებლად. უწყების ცნობით, პირები კონკურსის წესით შეირჩნენ.
მესტიის გამგებელი კაპიტონ ჟორჟოლიანი თანამდებობაზე 17 დეკემბერს საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით დაინიშნა. იგი ამ თანამდებობაზე მოვალეობის შემსრულებელი იყო 20 ნოემბრიდან.
ზუგდიდში, ენგურ-ქაღალდკომბინატის დასახლებაში ერთი თვის წინ მოკლული პაპუნა ფაცურიას ოჯახის წევრები საქმის წარმოებით უკმაყოფილო არიან და გამოძიებას უნდობლობას უცხადებენ. გარდაცვლილის მამიდა, თეა ფაცურია აცხადებს, რომ სამართალდამცავებმა მეორე დღეს დაკითხეს მკვლელის მეუღლე, დანაშაულის თანამონაწილე თამუნა ჩიტაია და გაათავისუფლეს, რის გამოც ეჭვი აქვს, რომ გამოძიების ინტერესებში არ შედის დამნაშავეების დაკავება.