ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე ველოტრასის მოწყობის მიზნით მრავალწლოვანი ხეების გაჩეხვის ფაქტებზე არასამთავრობო ორგანიზაცია „უფლებადამცველთა გაერთიანების“ განცხადების საფუძველზე გამოძიება დაიწყო.
ორგანიზაციის თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძემ „ლაივპრესს“ განუცხადა, რომ რამდენიმე დღის წინ შსს-ს ზუგდიდის საგამოძიებო სამსახურს ფაქტობრივი მასალებიც მიაწოდა.
„ხეების გაჩეხვიდან დაახლოებით ერთი კვირაში საქართველოს მთავარ პროკურატურას მივმართე, რომ ეს საქმე გამოეძიებინათ, მაგრამ მიხეილ სააკაშვილის პირობებში ადექვატური რეაგირება არ ყოფილა. ბოტანიკური ბაღის საქმე მთავარმა პროკურატურამ სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურას გადაუგზავნა, მას ექვემდებარება შსს-ს ზუგდიდის საგამოძიებო სამსახური, რომელსაც დაეწერა ფაქტის გამოძიება“, - ამბობს მჟავანაძე.
ნიკოლოზ მჟავანაძე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომელთა პასუხისგებაში მიცემას და გაჩეხვის ფაქტებზე ადექვატურ რეაგირებას ითხოვს.
„დადიანისეული ბაღი მუნიციპალიტეტის ბალანსზეა. მათ ველოტრასის მოსაწყობად სამუშაოები კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოდან მისაღები საგანგებო ნებართვის გარეშე დაიწყეს, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია. გამოძიება დაადგენს, ვისი პასუხსიმგებლობის საკითხი გამოიკვეთება“, - განმარტა ორგანიზაციის თავმჯდომარემ.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში „ლაივპრესს“ განუცხადეს, რომ დღეს დგინდება ბოტანიკური ბაღის სიახლოვეს ველოტრასის მოწყობის მიზანშეწონილობის საკითხი. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, ნათია მურაჩაშვილის თქმით, ამ მიზეზით ზუგდიდში იურიდიული სამსახურის უფროსი ნიკოლოზ ანთიძე იმყოფება, რომელიც კომენტარს თბილისში დაბრუნების შემდეგ გააკეთებს.
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს იურიდიული სამსახურის უფროსმა, ნიკოლოზ ანთიძემ შარშან მაისში „ლაივპრესს“ განუცხადა, რომ სამშენებლო სამუშაოებისთვის ნებართვა მის სამსახურს არ ჰქონდა გაცემული. მისივე თქმით, ველოტრასის მოსაწყობად სამუშაოები ძეგლის ტერიტორიის და წითელი ხაზების, ისტორიულ-კულტურული ობიექტის გარეთა პერიმეტრზე მიმდინარეობს და მოჭრითაც ბოტანიკური ბაღის ტერიტორიის ხეები არ მოუჭრიათ.
ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში, ყოფილი საფეხბურთო სტადიონის გასწვრივ მრავალწლოვანი ხეები ერთკილომეტრიანი ველოტრასის მოსაწყობად 2012 წლის მაისში გაიჩეხა, რამდენიმე დღის შემდეგ კი შეჩერდა. ბოტანიკურ ბაღში სამუშაოების დამკვეთი კომპანია შპს „ანაკლია-განმუხური რესორტია“. სამუშაოებს კომპანია „სანი“ ასრულებდა.
ვიდეო არქივი
ამავე თემაზე
ველოტრასის მოსაწყობად ხეები გაიჩეხა ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში
მჟავანაძე: ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში ველოტრასის მშენებლობა უკანონოა
ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში ველოტრასის მშენებლობა შეჩერდა [Video]
ავტორი: სოფო გედენიძე, ხონი
ხონის სამხედრო ნაწილის კაპრალის, 42 წლის ვალერი მამარდაშვილის თვითმკვლელობის მიზეზად ოჯახის წევრები ალკოჰოლის ხშირად მიღებას ასახელებენ, მეზობლები კი სხვა ვერსიაზეც საუბრობენ. ოჯახის მოთხოვნით გამოძიებამ საქმე უკვე დახურა.
ანაკლიაში მოქალაქეთა ნაწილს 2008-2009 წელს მიწის ნაკვეთები სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პრკურატურის წარმომადგენლების ზეწოლის შედეგად მიატოვებინეს, - უთხრა ჟურნალისტებს ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ზუგდიდის ოფისის იურისტმა ანა ქოჩუამ დღეს, 11 თებერვალს გამართულ პრესკონფერენციაზე.
სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურაში, დღეს 1 თებერვალს ყოფილი პატიმრები მალხაზ და ლაშა არქანიები დაიკითხეს. მათ 2011 წელს, 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ ნარკოტიკების და იარაღის შენახვისათვის.
ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში დღეს, 29 იანვარს კვლავ განახლდა შპს „ანაკლია პორტის“ საქმეზე სასამართლო პროცესი. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო შპს-სგან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობისთვის 100 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ჯარიმის დაკისრებას მოითხოვს.
სოფელ ანაკლიის მკვიდრმა თორნიკე ბუბუტეიშვილმა სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურაში „წართმეული“ მიწის სანაცვლოდ კომპენსაციის მისაღებად სარჩელი შეიტანა.
სამშენებლო კომპანია „სანის“ დირექტორის ადვოკატი, ედიშერ ქარჩავა ამბობს, რომ სერგო გვარამიას დაკავებით ერთ-ერთი მაღალი თანამდებობის პირი იყო დაინტერესებული, რომელიც დღეს ხელისუფლების წარმომადგენელია.
დასრულდა სასამართლო სხდომა, სადაც ზუგდიდის #4 სასჯელაღსრულების დაწესებულების ყოფილი უფროსის, ამირან ჯანაშიას საქმე განიხილებოდა. ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ, ჯანაშიას აღკვეთი ღონისძიების სახით, 30 ათას ლარიანი გირაო შეუფარდა, რომლის გადახდის შემდეგ გაათავისუფლებენ. მას ბრალი ედება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და არჩევნების პროცესის ხელშეშლაში.
მოსამართლე ირაკლი აბშილავამ ბრალდების მხარის მოთხოვნა, რომ ციხის ყოფილი უფროსისთვის ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ, არ დააკმაყოფილა.
ამირან ჯანაშიას ადვოკატი, იოსებ ჯანაშია გირაოს სახით 5 ათასი ლარის დაკისრებას ითხოვდა, რაც მოსამართლემ 30 ათასი ლარით განსაზღვრა.
მოსამართლის გადაწყვეტილებას სასამართლო დარბაზში მყოფი ბრალდებულის მეგობრები და ნათესავები აპლოდისმენტებით შეხვდნენ.
ციხის ყოფილი უფროსის ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დანაშაულს არ აღიარებს და წარდგენილ ორივე ბრალდებაში თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.
„ის მოთხოვნა, რაც აღმკვეთი ღონისძიების - დაპატიმრების სტანდარტია, ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა დასაბუთებული. ეს შეეხება მიმალვას, გამოძიებისთვის ხელისშეშლას და განაჩენის აღსრულებაზე ხელშეშლას“, - განუცხადა ჟურნალისტებს ამირან ჯანაშიას ადვოკატმა და აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე სასამართლოს გადაწყვეტილება მათთვის მისაღებია.
სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ კომენტარზე უარი განაცხადა ზუგდიდის პროკურატურის პროკურორმა, დავით პაპავამ.
ამირან ჯანაშიას საქმეზე წინასასამართლო სხდომა მოსამართლემ 15 მარტისთვის ჩაინიშნა.
ზუგდიდის #4 სასჯელაღსრულების დაწესებულების ყოფილი უფროსი ამირან ჯანაშია სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურამ დაკითხვის შემდეგ, 17 იანვარს დააკავა.
სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურორმა, ვალერიან იოსავამ, 18 იანვარს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ამირან ჯანაშიას დაკავებას წინ უძღოდა იმ პატიმრების დაკითხვა, რომლებიც ამხელდნენ ციხის ყოფილ უფროსს სამსახურებრივი უფლება-მოსილების გადამეტებაში.
"სისტემატურად ჩადიოდა ამ გადამეტებას. ის დავაკავეთ წუხელი 11 საათზე. ეს პიროვნება 2011 წლიდან მუშაობდა და გათავისუფლებულ იქნა 2012 წლის 19 სექტემბერს. ამ ხნის განმავლობაში ის პატიმრებს აწამებდა სხვა პირებთან ერთად (ამაზე გამოძიება მიმდინარეობს). ატიტვლებდა პატიმრებს, მოკლედ ყველაფერი ის ხდებოდა, რაც თბილისის ციხეებში. აბსოლიტურად ყველაფერი ხდებოდა ზუგდიდის ციხეში, რა თქმა უნდა იმ ცოცხების გამოკლებით, დანარჩენი ყველაფერი - ადამიანების წამება, ცემა, დილის ექვსი საათიდან. ეს იყო რაღაც სისტემა, რომელსაც თბილისიდან ხელმძღვანელობდნენ. მე ჩემს კოლეგებთანაც მაქვს საუბარი და თითქმის ყველგან ერთნაირად ხდებოდა ყველაფერი. ეს იმისთვის კეთდებოდა, რომ პატიმარი ყოფილიყო დათრგუნილი. თავს ვერ აწევდნენ, თვალებში ვერ შემოგხედავდნენ. ამას გეუბნებით დაკითხვებიდან გამომდინარე, საგამოძიებო სამუშაოებიდან გამომდინარე. დაკითხულია 70 ადამიანი, მაგრამ აქედან 25 რაც მე გითხარით იმაში ამხელს თვითონ ამ პიროვნებას და სხვებსაც, გამოძიება ამასაც დაადგენს. სახელი და გვარები ვიცით, მაგრამ მტკიცებულებები მხოლოდ ამ ადამიანის მიმართ გვაქვს.
ეს არის 333 მუხლის მესამე მუხლი, რომელიც ითვალისწინებს 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას. სამსახურეობრივი უფლება-მოვალეობის გადამეტება. ეს ხდებოდა წელიწადნახევრის განმავლობაში და არჩევნების წინა დღეებში ეს პიროვნება პირდაპირ გააფთრებული იყო", - განუცხადა ვალერიან იოსავამ ჟურნალისტებს.
ამავე თემაზე
ზუგდიდის საავადმყოფო „რესპუბლიკაში“ რეანიმაციის განყოფილებაში მოთავსებული პაციენტის, გუმბაზ შანავას ნათესავები საავადმყოფოს ექთანს, პაციენტის მძიმე მდგომარეობამდე მიყვანაში ადანაშაულებენ, ხოლო სავადმყოფოს ადმინისტრაციისგან მოითხოვენ ხელშეკრულება შეუჩეროს ყველა იმ მედპერსონალს, ვინც იმ დღეს მორიგე იყო.
სამხედრო პოლიციის სენაკის განყოფილების ყოფილმა თანამშრომლებმა დღეს, 17 იანვარს სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურაში „დაიცავი საქართველოს“ წევრის კახა მიქაიას და „ქალები მშვიდობისთვის“ წარმომადგენლის, ვერა (ლალი) ანთიას წინააღმდეგ განცხადება შეიტანეს.
სამხედრო პოლიციიდან გათავისუფლებულმა თანამშრომელთა ნაწილმა დღეს, 15 იანვარს ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის შენობაში პრესკონფერენცია გამართა.
საქართველოს სხვადასხვა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან დღეს, 13 იანვარს გათავისუფლდნენ პატიმრები, რომლებსაც საქართველოს პარლამენტმა 5 დეკემბერს მიღებული დადგენილების თანახმად, პოლიტპატიმრის სტატუსი მიაკუთვნა. მსჯავრდებულებმა თბილისის #1, #9, #12, გლდანის #8 და #18, ქსნის #15 და #19, ასევე რუსთავის #5, #6, #16, #17 და ბათუმის #3 სასჯელაღსრულების დაწესებულებები დატოვეს. მათ შორის არიან 26 მაისის საქმეზე, მუხროვანი ამბოხის, ოპერაცია "ენვერის", "ყინწვისის" და სხვა მსგავსი ფაქტის გამო დაპატიმრებული პირები, სულ 190 მსჯავრდებული, რომელთა სია სასჯელაღსრულების სამინისტრომ გუშინ გამოაქვეყნა. პოლიტპატიმრების გათავისუფლება საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული ამნისტიის შესახებ კანონის საფუძველზე განხორციელდა.
საკანონმდებლო ორგანომ ამნისტიის შესახებ კანონპროექტის V, VII, XI და XVI მუხლებს მეორე მოსმენით უყარა კენჭი და ხმათა უმრავლესობით მიიღო. საქართველოს პარლამენტმა ამნისტიის შესახებ კანონი 21 დეკემბერს დაამტკიცა, 28 დეკემბერს კი პრეზიდენტის ვეტო 91 ხმით დაძლია. კანონპროექტი ხელმოსაწერად მიხეილ სააკაშვილს ხელმეორედ გადაეგზავნა. არასამთავრობო სექტორთან შეხვედრის დროს კი პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ არ ეთანხმება ახალი მთავრობის ინიციატივას, ამ მიზეზით იგი ვეტოს დაადებს სახელმწიფო გადატრიალების, ჯაშუშების და პედოფილიის ნაწილს. სააკაშვილმა ვეტოს უფლება კანონზე ბოლო წლების განმავლობაში პირველად გამოიყენა და მისთვის განსაზღვრულ 7 დღის ვადაში კანონპროექტს ხელი არც ამჯერად მოაწერა.
ამის შემდეგ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა გამოიყენა საქართველოს კონსტიტუციის 68-ე მუხლით მისთვის მინიჭებული უფლება, რომელიც გულისხმობს, თუ პრეზიდენტი დადგენილ ვადაში არ აქვეყნებს პარლამენტის მიერ მიღებულ კანონს, მას ხელს აწერს და აქვეყნებს პარლამენტის თავმჯდომარე.
უსუფაშვილმა ამნისტიის შესახებ კანონს ხელი 12 იანვარს მოაწერა, რის საფუძველზეც სხვადასხვა დანაშაულისთვის მსჯავრდებულ ათასობით პატიმარს შეუმსუბუქდა სასჯელი, პოლიტპატიმრის სტატუსის მსჯავრდებულები დღეს დილით გათავისუფლდნენ, დანარჩენ პატიმართა ნაწილი სასჯელაღსრულების დაწესებულებებს მოგვიანებით, ეტაპობრივად დატოვებს.
ამნისტიის შესახებ კანონი, შინაგან საქმეთა მინისტრ ივანე მერაბიშვილის ყოფილ მოადგილეს, ყოფილ ვიცე-მერს შოთა ხიზანიშვილსაც შეეხება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას სამ წლამდე პატიმრობა, ან ჯარიმის გადახდა დაეკისრება.