სამართალი
ბრალდებულის ნათესავები დაზარალებულის მხარდამჭერი აქციის მონაწილეებს დაუპირისპირდნენ [Video]
FaceBook Twitter
E-mail Print

ზუგდიდის რაიონულ სასამართლოსთან გამართულ სოლიდარობის აქციაზე, სადაც ქალთა მოძრაობის წევრებმა თანადგომა გამოუცხადეს მარიამ ხოჯავას,

ცემასადა გაუპატიურებაში ბრალდებული დავით ჟორჟოლიანის ცოლის, სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ბრალდებულის ნათესავებმა გააპროტესტეს ის მიზეზი, რის გამოც დღეს, 24 აგვისტოს ქალთა მოძრაობის წევრები შეიკრიბნენ. ადგილზე სამართალდამცველებიც იყვნენ მობილიზებული. ბრალდებულის ნათესავების მხრიდან ისმოდა შეურაცხმყოფელი სიტყვები აქციის მონაწილეთა მისამართით. ბრალდებულის დის, ნესტან ჟორჟოლიანის თქმით, ის თავადაც ეწინააღმდეგება ქალთა მიმართ ძალადობას, თუმცა მისთვის გაუგებარია ის ბრალდებები, რასაც მის ძმას უყენებენ, რადგან როგორც განმარტა, მსგავს ფაქტებს ადგილი არ ქონია.
„რაში გვდებენ ბრალს? მე საზოგადოებას ვეკითხები, ასეთ რძალს დაიტოვებს ვინმე? ის ხომ ჩვენ რძლად გვინდოდა. ჩვენგან მის ნაცემი, ჩვენგან ის ძალადობის მსხვერპლი არ ყოფილა. მე მაქვს ყველა ფაქტი, რომელიც მის უღირს ქმედებას დაადასტურებს“, - აღნიშნა მან და დასძინა, რომ ყოფილი რძალი არ იყონ ქალიშვილი, როცა ის მისმა ძმამ შეირთო ცოლად.

 

ქალთა მოძრაობის წევრის, ბაია პატარაიას განცხადებით, ისინი დღეს დაზარალებულის, მარიამ ხოჯავას და მისი ოჯახის მხარდასაჭერად შეიკრიბნენ, რომელიც „გახდა ძალადობის მსხვერპლი მისი მეუღლის მხრიდან“. მისი თქმით, მსგავსი შემთხვევები საქართველოში არაერთია და ქვეყანაში მნიშვნელოვნად ირღვევა ქალთა უფლებები“.

 

„დღემდე ამ ოჯახზე ხორციელდება ფსიქოლოგიური ზეწოლა და ძალადობა. საქალწულე აპკზე საუბარი, მისი შემოწმება, იქნება ის საძინებელში თუ იქნება ის ექსპერტიზის ბიუროში, არის ძალადობა ქალზე, ეს არის შეურაცხყოფა ქალის“.

 

ამავე მოძრაობის წევრის, ნინო დანელიას განმარტებით, ქვეყანაში არ არსებობს სქესობრივი განათლება, რაც არაერთი მსგავსი პრობლემის გამომწვევი მიზეზია. დღვანდელი აქციით კი სურთ პრევენცია მოახდინონ მსგავსი ფაქტების:

 

„ჩვენ გვინდა პრევენცია მოვახდინოთ იმის, რაც ხდება საქართველოში. როცა ძალადობენ ქალზე, როცა ცდილობენ აკონტროლენ ის, როცა უმოწმებენ ქალიშვილია თუ არა, როცა არ ჯერათ მისი. მე ვფიქრობ, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ გაუნათლებლობის ბრალი და თუ ქალებს და კაცებს სკოლის ასაკში მოამზადებენ სექსუალური განათლებისთვუის, მსგავსი ტიპის პრობლემები ნაკლები იქნება“.

 

დავით ჟორჟოლიანს ზუგდიდის სასამართლომ აღკვეთის სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა ყოფილი ცოლის ცემის და გაუპატიურების ბრალდების გამო. სასამართლო სხდომები დაზარალებული მხარის მოთხოვნით დახურულია. დავით ჟორჟოლიანის მიმართ საქმე საქართველოს სისხლის სამართლის 121-ე (ძალადობა) და 138-ე მუხლებით (სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედება გაუკუღმართებული ფორმით) არის აღძრული და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ექვსიდან რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს. ბრალდებულის ნათესავების მტკიცებით, დავით ჟორჟოლიანი უდანაშაულოა და რეალურად ქალის შურისძიების მსხვერპლია. ბრალდებულის დის, ნესტან ჟორჟოლიანის განცხადებით, ძმა ცოლს შერთვიდან მალევე გაშორდა, „მას შემდეგ რაც შეიტყო, რომ ქალიშვილი არ იყო“.

 

ამავე თემაზე


ბრალდებულის ნათესავებმა ზუგდიდის სასამართლოსთან აქცია გამართეს [Video]

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ზუგდიდში, საქართველოს ბანკის დაყაჩაღებიდან 4 დღე გავიდა,
13:31 / 24.10.2020
ზუგდიდში, საქართველოს ბანკის დაყაჩაღებიდან 4 დღე გავიდა,
19 მაისს ოთხი წელი შესრულდა აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან 30 წლის
გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან.
00:02 / 20.05.2020
19 მაისს ოთხი წელი შესრულდა აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან 30 წლის გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან.
ზუგდიდის სოფელ ახალსოფლის მცხოვრები ვახტანგ მაქაცარია
სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის, ნარაზენის
17:30 / 24.12.2018
ზუგდიდის სოფელ ახალსოფლის მცხოვრები ვახტანგ მაქაცარია სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის, ნარაზენის
ლგბტ ადამიანები ყოველდღიური წნეხის და სიძულვილის გარემოში
განაგრძობენ ცხოვრებას.
15:08 / 17.05.2018
ლგბტ ადამიანები ყოველდღიური წნეხის და სიძულვილის გარემოში განაგრძობენ ცხოვრებას.
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.