სამართალი
გალის შეხვედრები გაგრძელების იმედით [Video]
FaceBook Twitter
E-mail Print
ოთხწლიანი წყვეტის შემდეგ, გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში პირველი შეხვედრა შედგა. ქალაქ გალში, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის ოფისში კვლავ შეიკრიბნენ საქართველოს ხელისუფლების, აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის, რუსეთის, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის და გაეროს წარმომადგენლები.

საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა, ირაკლი ბერაიამ ენგურის ხიდთან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ შეხვედრამ მშვიდ და კონსტრუქციულ გარემოში ჩაიარა. მათ დააყენეს საკითხი გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებულის გადმოცემის შესახებ და გადასცეს სოხუმს ხურჩაში მომხდარი მკვლელობის ამსახველი ვიდეო და ფოტო მასალა:

„ჩვენ მათი მხრიდან მივიღეთ ინფორმაცია, რომ საქმეს იძიებს დე ფაქტო ხელისუფლების ე.წ. სამხედრო პროკურატურა. მათ არ დაგვიდასტურეს ინფორმაცია ბრალდებულის დაკავების შესახებ. რაც შეეხება მისი გადმოცემის საკითხს, გვითხრეს, რომ ამას სჭირდება სამართლებრივი ბაზა და ბუნებრივია ამაზე საუბარი არის ნაადრევი. ჩვენთვის ეს თავისთავად არის მიუღებელი. ენგურს გაღმა არ არსებობს საერთაშორისო სამართლის არანაირი სუბიექტი, არსებობს ოკუპირებული ტერიტორია, რომელზეც კონტროლი ხორციელდება საოკუპაციო ძალის მიერ. ამ მიმართულებით ჩვენი მთავარი მიზანი იქნება უცვლელი, ჩვენი პოზიცია პრინციპული. ჩვენი მოთხოვნები არ შეიცვლება და მას დავაყენებთ ყველა ფორმატში, რათა გიგა ოთხოზორიას მკვლელი წარსდგეს ქართული მართლმსაჯულების წინაშე“.

ირაკლი ბერაიას განცხადებითვე, დაისვა კონკრეტული კითხვები მკვლელობაში ბრალდებულის ადგილსამყოფელის შესახებ რაზეც პასუხი ვერ მიიღეს. მისი სიტყვებით, დე ფაქტო მთავრობის წარმომადგენლებმა უპასუხეს, რომ ისინი არ არიან სამხედრო პროკურატურის წარმომადგენლები და არ ფლობენ შესაბამის ინფორმაციას.
საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელის თქმით, საუბარი ასევე შეეხო ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ უსაფრთხოების ნორმებს:

„ვისაუბრეთ ცხელი ხაზის გამართულად უზრუნველყოფის საკითხზე, რაც მნიშვნელოვანია საოკუპაციო ხაზის გასწვრივ და მიმდებარე ტერიტორიებზე, ინციდენტების პრევენციისთვის და ამ ინცინდეტნების დარეგულირებისთვის... საქართველოს ადმინისტრაციული საზღვრის მთელს პერიმეტრს აკონტროლებენ შესაბამისი სტრუქტურები“.

ირაკლი ბერაიას სიტყვებით შეხვედრა ჟენევის მოლაპარაკებაზე მიღწეული შეთანხმების თანახმად ივნისში უნდა გამართულიყო, თუმცა გიგა ოთხოზორიას მკვლელობის გამო, საქართველოს ხელისუფლების დაჟინებული თხოვნით დღეს შედგა.

გალში ხუთმხრივი შეხვედრების აღდგენამ განსაკუთრებით გაახარა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები. „ლაივპრესს“ ენგურის ხიდთან განუცხადეს, რომ დიალოგი როგორიც არ უნდა იყოს ის ურთიერთობების აღდგების იმედს იძლევა:

„ასე, რომ იყოს უკეთესია. რაღაც მაინც იქნება უკეთესად. ახლა დღეს იქ კაცი თავისუფლად გადადიოდა. კაცისშვილი არ კითხულობდა არაფერს, პასპორტს უჩვენებდი და ვსიო. ასე უფრო მსუბუქია გადასვლა“,

„მე მაგალითად ამას მივესალმები. ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემი აზრით ადამიანის სიცოცხლეა, არ აქვს მნიშვნელობა ვინ არის ქართველია, აფხაზია, ოსია თუ რუსია“,
„გამიხარდა ძალიან. გუშინ მოვისმინე ამის შესახებ და გამიხარდა. იქნებ რამე წინ გადადგმული ნაბიჯი იყოს. ვნახოთ, ვნახოთ....“, - აცხადებენ რესპონდენტები.
გალის რაიონიდან ზუგდიდში გადმოსული მგზავრების ცნობითვე, ადმინისტრაციულ საზღვარზე გადაადგილების მხრივ ამდროისთვის განსაკუთრებული შეზღუდვები არ არსებობს. თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას ახერხებენ ის მოქალაქეები, რომლებსაც აფხაზური პასპორტი ან მისი შემცვლელი ფასიანი დოკუმენტი ე.წ. ფორმა ნომერი 9 გააჩნია.

გალში მორიგი ხუთმხრივი შეხვედრა 6 ივლის ჩაინიშნა. თუ მანამდე, სხვა ფორმატის შეხვედრებზე არ იქნა კონკრეტული შედეგები მიღწეული, ქართული მხარე კვლავ აპირებს გიგა ოთხოზორიას მკლელობაში ბრალდებული რაშიდ კანჯიოღლის გადმოცემის საკითხის დაყენებას. ბოლოს ამ მექანიზმის შეხვედრა გალში 2012 წელს გაიმართა.

გალის რაიონიდან დევნილი გიგა ოთხოზორია 19 მაისს აფხაზეთ-სამეგრელოს ადმინისტრაციულ საზღვართან რამდენიმე გასროლით მოკლეს. გარდაცვლილის ოჯახის წევრთა ინფორმაციით, გასროლა დე ფაქტო რესპუბლიკის მესაზღვრეს და გარდაცვლილს შორის შელაპარაკებას მოჰყვა. ახალგაზრდა მამაკაცი გალში პროდუქტების შეტანას ითხოვდა, რაზეც ვერ შეთანხმდნენ. სოხუმი კი იუწყება, რომ გიგა ოთხოზორიას საზღვრის გადმოსალახად საჭირო დოკუმენტები არ ჰქონდა და კონფლიქტიც ამან გამოიწვია. მკვლელობაში ბრალდებული ე.წ. მესაზღვრე რაშიდ კანჯიოღლიზე საქართველოს მასშტაბით ძებნაა გამოცხადებული. მთავარმა პროკურატურამ მიმართა ინტერპოლს რათა მასზე გამოცხადდეს საერთაშორისო მასშტაბით ძებნა.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ზუგდიდში, საქართველოს ბანკის დაყაჩაღებიდან 4 დღე გავიდა,
13:31 / 24.10.2020
ზუგდიდში, საქართველოს ბანკის დაყაჩაღებიდან 4 დღე გავიდა,
19 მაისს ოთხი წელი შესრულდა აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან 30 წლის
გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან.
00:02 / 20.05.2020
19 მაისს ოთხი წელი შესრულდა აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან 30 წლის გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან.
ზუგდიდის სოფელ ახალსოფლის მცხოვრები ვახტანგ მაქაცარია
სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის, ნარაზენის
17:30 / 24.12.2018
ზუგდიდის სოფელ ახალსოფლის მცხოვრები ვახტანგ მაქაცარია სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის, ნარაზენის
ლგბტ ადამიანები ყოველდღიური წნეხის და სიძულვილის გარემოში
განაგრძობენ ცხოვრებას.
15:08 / 17.05.2018
ლგბტ ადამიანები ყოველდღიური წნეხის და სიძულვილის გარემოში განაგრძობენ ცხოვრებას.
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.