სამართალი
ზუგდიდის სასამართლომ პოლიციელების ცრუ დასმენაში ბრალდებულს გირაო შეუფარდა
FaceBook Twitter
E-mail Print
ზუგდიდის რაინოულმა სასამართლომ პოლიცილეების ცრუ დასმენაში ბრალდებულ ოდენა ბარამიას აღმკვეთის ღონისძიების სახით 5000 ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა. შესაბამისი გადაწყვეტილებით, მოსამართლე შოთა ბიჭიამ პროკურორ დავით პაპავას მოთხოვნა ნაწილობრივ დააკმაყოფილა. პროკურატურა ბრალდებულის დაკავებას ითხოვდა, რადგან მისი განმარტებით, არსებობს საფრთხე, რომ ოდენა ბარამია ხელს შეუშლის გამოძიების მიმდინარეობას. ამასთან, დავით პაპავას განცხადებით, ოდენა ბარამია მანამდე ხუთჯერ იყო ნასამართლევი. მათ შორის, მსგავსი ბრალდებითაც, რაც დღეს აქვს წაყენებული.

ოდენა ბარამიას ბრალი 22 ნოემბერს წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 373-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის სესახებ ცრუ დასმენას გულისხმობს. დანაშაული ითვალისწინებს 4-დან 6-წლამდე პატიმრობას.

სხდომას თავად ბრალდებულიც ესწრებოდა, რომელმაც პირი პროტესტის ნიშნად ამოიკერა, თუმცა საუბარს ახერხებს. მან აღნიშნა, რომ თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს და პროკურატურამ „ცრუ ბრალდება წაუყენა იმ პოლიციელების გამართლების მიზნით, რომლებმაც მას 8 თვის წინ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს“.

ბრალდების მიერ საქმის მიზანმიმართულად გადაკვალიფიცირებაზე საუბრობს ბრალდებულის უფლება დამცველი ადვოკატი ნუგზარ ჩუხუა. მისი თქმით, პროკურატურამ რეალურად პოლიციელების მიერ ნაცემი და დაზარალებული ოდენა ბარამია ბრალდებულად წარმოაჩინა.

ოჯახის განცხადებით, მათ არ გააჩნიათ გირაოს გადახდის შესაძლებლობა, დარწმუნებული არიან საკუთარ სიმართლეში და ზუგდიდის სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ.

პროკურატურის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 4 აპრილს ოდენა ბარამია ნასვამ მდგომარეობაში მართავდა მანქანას, საჭე ვერ დაიმორჩილა და მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა. ადგილზე მისულ პოლიციელებს ბესიკ გოროზიანს და ედიკ სიჭინავას, რომლებმაც მას კანონდარღვევისთვის ავტომანქანის მართვის უფლება 3 წლის ვადით ჩამოართვეს, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. შედეგად ის გადაიყვანეს განყოფილებაში. როგორც პროკურორი აღნიშნავს, არსებობს მოწმეების შესაბამისი ჩვენებები და ექსპერტიზის დასკვნა.

თავის მხრივ, ბრალდებული აცხადებს, რომ ნასვამი არ ყოფილა, მას ავტომობილი გაუფუჭდა და პოლიციელებმა, რომლებიც თითქოს დასახმარებლად იყვნენ მისული სიტყვიერი შეურაცხოფა მიაყენეს, რაც ვერ მოითმინა და თავადაც გინებით უპასუხა. ამის შემდეგ როგორც ოდენა ბარამია აცხადებს, მას სცემეს, გადაიყვანეს სენაკის სოფელ ნოსირის პოლიციის განყოფილებაში, სადაც კვლავ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რის შემდეგაც მას სამედიცინო დახმარება დასჭირდა და გადაიყვანეს საავადმყოფოში.

7 აპრილს, ოდენა ბარამიამ პოლიციელებს უჩივლა მისი ცემის გამო, რაზევ გამოძიება დაიწყო, თუმცა როგორც ბრალდების მხარე ირწმუნება, გამოძიების პროცესში გამოიკვეთა, რომ ოდენა ბარამიამ პოლიციელების მხრიდან განხორციელებულ ძალადობასთან დაკავშირებით იცრუა და მას შესაბამისად ბრალიც წაუყენეს.

ბრალდებული აცხადებს, რომ გააგრძელებს პროტესტს და არ გაიხსნის ნაკერს, სანამ სასამართლოთი არ დადასტურდება მისი უდანაშაულობა. საქმესთან დაკავშირებით არსებითი განხილვა 27 დეკემბერს ჩაინიშნა.

სხდომას სახალხო დამცველის სამეგრელო-ზემო სვანეთის წარმომადგენელიც დაესწრო.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ზუგდიდში, საქართველოს ბანკის დაყაჩაღებიდან 4 დღე გავიდა,
13:31 / 24.10.2020
ზუგდიდში, საქართველოს ბანკის დაყაჩაღებიდან 4 დღე გავიდა,
19 მაისს ოთხი წელი შესრულდა აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან 30 წლის
გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან.
00:02 / 20.05.2020
19 მაისს ოთხი წელი შესრულდა აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან 30 წლის გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან.
ზუგდიდის სოფელ ახალსოფლის მცხოვრები ვახტანგ მაქაცარია
სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის, ნარაზენის
17:30 / 24.12.2018
ზუგდიდის სოფელ ახალსოფლის მცხოვრები ვახტანგ მაქაცარია სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის, ნარაზენის
ლგბტ ადამიანები ყოველდღიური წნეხის და სიძულვილის გარემოში
განაგრძობენ ცხოვრებას.
15:08 / 17.05.2018
ლგბტ ადამიანები ყოველდღიური წნეხის და სიძულვილის გარემოში განაგრძობენ ცხოვრებას.
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.