სამართალი
ზუგდიდის სასამართლო ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებულის საქმეს განიხილავს
FaceBook Twitter
E-mail Print
ზუგდიდის რაიონული სასამართლო აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო საზღვართან მოკლულის გიგა ოთხოზორიას საქმეს განიხილავს. დღევანდელ სხდომაზე დისტანციური წესით, „სკაიპის“ საშუალებით დაიკითხა სახელმწიფო ექსპერტიზის ოთხი ექსპერტი და ერთი თვითმხილველი.

მკვლელობაში ეჭვმიტანილ რაშიდ კანჯი ოღლის, რომელიც ძებნაშია, სახაზინო ადვოკატი, მთვარისა ბიგვავა იცავს.

მან „ლაივპრესს“ განუცხადა, რომ საქმესთან დაკავშირებით მტკიცებულებები ძირითადად ბრალდების მხარეს აქვს. სწორედ პროკურატურის მიერ წარმოდგენილი 40-მდე მოწმეა უკვე დაკითხული, მათ შორის თვითმხილველებიც.

სხდომას ესწრებოდა გიგა ოთხოზორიას ცოლი და დედა. ოჯახი სასამართლოს განაჩენს უახლოეს პროცესებზე ელოდება. მანამდე კი კომენტარის გაკეთება არ სურთ.

გიგა ოთხოზორიას საქმის განხილვა ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ოქტომბერში დაიწყო. მოსამართლეა შოთა ბიჭია. ბრალდების მხარეს პროკურორი ლევან ფიფია წარმოადგენს.

რაშიდ კანჯი ოღლის მიმართ საქმე აღძრულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით: 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და 236 მუხლის მეორე და მესამე ნაწილით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარებას, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღებას გულისხმობს.

გალის რაიონიდან დევნილი გიგა ოთხოზორია 19 მაისს აფხაზეთ-სამეგრელოს ადმინისტრაციულ საზღვართან, თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურჩაში რამდენიმე გასროლით მოკლეს.

ბრალდების მხარის მტკიცებით, მას ე.წ. მესაზღვრემ რაშიდ კანჯი ოღლიმ ესროლა, რომელზეც საქართველოს მასშტაბით ძებნაა გამოცხადებული.

გარდაცვლილის ახლობლების და ოჯახის წევრთა ინფორმაციით, გასროლა დე ფაქტო რესპუბლიკის მესაზღვრეს და გარდაცვლილს შორის შელაპარაკებას მოჰყვა. გიგა ოთხოზორია გალში პროდუქტების შეტანას ითხოვდა, რაზეც ვერ შეთანხმდნენ.

სოხუმი იუწყება, რომ გიგა ოთხოზორიას ე.წ. საზღვრის გადმოსალახად საჭირო დოკუმენტები არ ჰქონდა და კონფლიქტიც ამან გამოიწვია.

ოთხოზორიას მკვლელობა გახდა ოკუპირებულ ქალაქ გალში ხუთმხრივი შეხვედრების აღდგენის მიზეზი. გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის ოფისში ოთხწლიანი წყვეტის შემდეგ, გიგა ოთხოზორიას დაკრძალვიდან მეორე დღეს, 27 მაისს შეიკრიბნენ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების, აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის, რუსეთის, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის და გაეროს წარმომადგენლები.

მას შემდეგ ადმინისტრაციულ საზღვართან მომხდარი მკვლელობა შეხვედრების მთავარ თემად რჩება. 11 ნოემბერს გამართულ ბოლო, რიგით მეექვსე შეხვედრაზე სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, კახაბერ ქემოკლიძემ განაცხადა, რომ მიმდინარეობს აქტიური საუბრები, რათა ბრალდებული რაშიდ კანჯი-ოღლი საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას გადმოსცენ და ამ კუთხით ცენტრალური ხელისუფლების პოზიცია არის მყარი.

მანამდე კი შერეულ შეხვედრაზე თბილისმა დე ფაქტო სამხედრო პროკურატურის წარმომადგენლებს გიგა ოთხოზორიას მკვლელობასთან დაკავშირებით მასალები გადასცა, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ დე ფაქტო ხელისუფლება მასალების ხელახლა გადაგზავნას ითხოვს.

საქართველოს ხელისუფლება გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საკითხს არ განიხილავს პოლიტიკურ ჭრილში და იმედს იტოვებს, რომ ოთხოზორიას მკვლელი აუცილებლად წარსდეგბა ქართული მართლმსაჯულების წინაშე. ამასთან, გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმე, ჟენევის მოლაპარაკებების ერთ-ერთი საკითხია.

გალის რაიონიდან დევნილი გიგა ოთხოზორია 7-სულიან ოჯახთან ერთად ზუგდიდში, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა. მისი დაკრძალვიდან ორ თვეში, მთავრობის გადაწყვეტილებით, დევნილთა და განსახლების სამინისტრომ ოჯახს ზუგდიდის ცენტრალურ უბანში კერძო სახლი გადასცა.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ზუგდიდში, საქართველოს ბანკის დაყაჩაღებიდან 4 დღე გავიდა,
13:31 / 24.10.2020
ზუგდიდში, საქართველოს ბანკის დაყაჩაღებიდან 4 დღე გავიდა,
19 მაისს ოთხი წელი შესრულდა აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან 30 წლის
გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან.
00:02 / 20.05.2020
19 მაისს ოთხი წელი შესრულდა აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან 30 წლის გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან.
ზუგდიდის სოფელ ახალსოფლის მცხოვრები ვახტანგ მაქაცარია
სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის, ნარაზენის
17:30 / 24.12.2018
ზუგდიდის სოფელ ახალსოფლის მცხოვრები ვახტანგ მაქაცარია სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის, ნარაზენის
ლგბტ ადამიანები ყოველდღიური წნეხის და სიძულვილის გარემოში
განაგრძობენ ცხოვრებას.
15:08 / 17.05.2018
ლგბტ ადამიანები ყოველდღიური წნეხის და სიძულვილის გარემოში განაგრძობენ ცხოვრებას.
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.