სამართალი
ზუგდიდის გამგეობიდან გათავისუფლებულები სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ [ვიდეო]
FaceBook Twitter
E-mail Print
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, რომელიც გამგეობიდან გათავისუფლებული 8 თანამშრომლის ინტერესებს იცავს, გეგმავს გაასაჩივროს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც ნაწილობრივ დააკმაყოფილა სარჩელი. ამ საკითხზე უცნობია მუნიციპალიტეტის გამგეობის პოზიცია. მოპასუხე მხარის წარმომადგენლებმა - გამგეობის და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის იურისტებმა სასამართლო კომენტარის გარეშე დატოვეს.

სასამრთლოს მიერ დღეს, 15 მაისს გამოცხადებული გადაწყვეტილების მიხედვით, დაკმაყოფილდა საიას ერთი სარჩელი სრულად და მოსამართლე ლაურა მიქავამ ბათილად ცნო ის აქტები, რომლითაც საკონკურსო-საატესტაციო კომისიამ უარი უთხრა ორგანიზაციას დასწრებოდა ატესტაციის პროცესს. ეს კი საიას იურისტის განცხადებით, ნიშნავს იმას, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ატესტაციის პროცესი წარმართა საჯაროობის პრინციპის დარღვევით. რაც შეეხება გამგეობიდან გათავიუფლებულთა სარჩელს, ის ნაწილობრივ იქნა დაკმაყოფილებული.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, კომისიას დაევალა ბათილად ცნოს ყველა ის აქტი, რომლის საფუძველზეც გამგებლის ყოფილი წარმომადგენლები გათავისუფლდნენ, დაევალა ხელახლა ჩაატაროს გასაუბრება და თავიდან გასცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები. ეს არ ეხება გამგეობის შემოსავლების განყოფილების ყოფილ ხელმძღვანელს კახა კვარაცხელიას, რადგან მისი პოზიცია რეორგანიზაციის შედეგად უკვე გაუმქებულია. მოსამართლემ არ დააკმაყოფილა მოსარჩელეების მოთხოვნა განაცდურის ანაზღარებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება სარჩელის ნაწილს, სადაც საუბარია გამგეობის თანამშრომლების პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებაზე, ლაურა მიქავამ თქვა, რომ ამ თვალსაზრისით საკმარისი მტკიცებულებები არ იყო წარმოდგენილი.

საია-ს ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელის, ჯემალ ჭკადუას განცხადებით, გადაწყვეტილება გასაჩივრდება იმ ნაწილში, რა ნაწილშიც არ დაკმაყოფილდა, მათ შორის პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციის ნაწილში.

„საკმაო ნიშნები იყო იმისთვის, რომ დისკრიმინაცია დაედგინა სასამართლოს. დაიკითხა არაერთი მოწმე, რომლებმაც აღიარეს, რომ აღნიშნულ პირებზე ხდებოდა ზეწოლები, დაბარებები. ასევე აღინიშნა, რომ კომისიის წევრთა უმრავლეობა იყო „ქართული ოცნების“ წევრი. სასამართლომ არც ის გაითვალისწინა, რომ აღნიშნული გასაუბრება ჩატარდა არჩევნების შემდეგ. აღნიშნულმა პირებმა განმარტეს, რომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მათზე ხდებოდა ზეწოლები და ამაზეც არაერთი მტკიცებულებები იქნა გამოკვლეული. ეს იმას ნიშნავს, რომ აღნიშნული პირების მიმართ მიღებული გადაწყვეტილება იყო დისკრიმინაციული სახის. აქედან გამომდინარე ჩვენ რა თქმა უნდა გავასაჩივრებთ აღნიშნულ გადაწყვეტილებას“, - განაცხადა ჯემალ ჭკადუამ.

სასამართლოს გადაწყვეტილებას არ იზიარებენ გამგეობიდან გათავისუფლებული პირებიც. მათი განმარტებით, მოლოდინი, რომ სასამართლო მათ მოთხოვნებს სრულად დააკმაყოფილებდა თავიდანვე არ ქონდათ, რადგან ის დამოუკიდებელი არ არის. მოსარჩელეების თქმით, აბსურდულია ლაურა მიქავას გადაწყვეტილება, რომლითაც მან იმ საკონკურსო-საატესტაციო კომისიას დაავალა ჩაატაროს ხელახალი გასაუბრება, რომელმაც ისინი უკანონოდ დაითხოვა.

თავის მხრივ, მოსამართლე ლაურა მიქავამ გადაწყვეტილების გამოცხადებისას განმარტა, რომ მან იხელმძღვანელა საქმეში არსებული წერილობითი მტკიცებულებებით და სხდომაზე დაკითხული მოწმეების ჩვენებებით. მისი განცხადებით, სასამართლოს შესაძლებლობა ჰქონდა გაცნობოდა ატესტაციის მხოლოდ წერითი დავალების შედეგებს, თუმცა ვერ შეისწავლა გასაუბრების ეტაპი, ვინაიდან არ იყო წარმოდგენილი არც აუდიო და არც ვიდეო ჩანაწერები.

რაც შეეხება სარჩელის ნაწილს, სადაც საუბარია გამგეობის თანამშრომლების პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებაზე, ლაურა მიქავამ თქვა, რომ ამ თვალსაზრისით მტკიცებულებები აუცილებლად უნდა ყოფილიყო ცალსახა, რომლის საფუძველზეც სასამართლო იფიქრებდა, რომ ნამდვილად ჰქონდა ადგილი დისკრიმინაციას პოლიტიკური ნიშნით. მისი განმარტებით, ასეთი მტკიცებულებები არ იყო წარმოდგენილი:

„სასმართლო დაეჭვდა იმ თვალსაზრისით რა თვალსაზრისითაც საქმეზე დაიკითხნენ მოწმეები, მოუსმინა მხარეთა ახსნა-განმარტებებს. პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაცია იქნებოდა მაშინ, როცა ამას ექნებოდა მასიური ხასიათ. ამ თვალსაზრისით მოწმეება დაადასტურეს და უდაო ფაქტი იყო, რომ რიგ ადმინისტრაციულ ერთეულებში თანამდებოობებზე დარჩენენ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები. ცალსახა დისკრიმინაცია სასამართლომ ამ საქმეში ვერ დაადგინა. მოსარჩელეებმა თქვეს, რომ მათ დააწერინეს ახსნა-განმარტებები, თუმცა ვერცერთმა მათგანმა ვერ წარმოადგინა ასეთი სახის დოკუმენტები“, - აღნიშნა მოსამართლემ.

მოსარჩელე მხარე ითხოვდა გამგეობის საკონკურსო-საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილების ბათილად ცნობას, სამსახურში აღდგენას და გაცდენილ პერიოდში დაგროვილი ხელფასის და პრემიის, თუ სახელფასო დანამატის ანაზღაურებას.

სოფელ ყულიშკარის, ახალაბასთუმნის, ერგეტის, ოქტომბერის, ჩხოუშის, კოკის და შამგონის ყოფილი წარმომადგენლების, ასევე გამგეობის შემოსავლების განყოფილების ყოფილი უფროსის მტკიცებით, მათი გათავისუფლება პოლიტიკური მოტივით მოხდა. გამგეობაში ამ ბრალდებას თავიდანვე უარყოფდნენ და აცხადებდნენ, რომ გათავისუფლების მიზეზი კონკურსანტების არადამაკმაყოფილებელი შედეგებიდან გამომდინარე მიიღეს.

სასამართლომ მოწმის სახით დაკითხა მუნიციპალიტეტის საკონკურსო-საატესტაციო კომისიის ყველა წევრი. მათ შორის გამგებელი ლაშა გოგია, საკრებულოს თავმჯდომარე მაიზერ ნანავა, გამგებლის მოადგილე მამუკა წოწერია, პროფკავშირების წარმომადგენელი ლავრენტი ალანია, საზოგადოება „ზუგდიდელის“ წევრი მურმან ნაჭყებია, გამგეობის მრჩეველთა საბჭოს წევრი ბესიკ ჭეჟი და ვგამგეობის შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი ბაკურ კვეტენაძე.

ზუგდიდის გამგეობაში ატესტაცია 17, 18 და 19 ნოემბერს ჩატარდა. შედეგად 28 თანამშრომელი გათავისუფლდა, მათგან 11-მა ეს გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ზუგდიდში, საქართველოს ბანკის დაყაჩაღებიდან 4 დღე გავიდა,
13:31 / 24.10.2020
ზუგდიდში, საქართველოს ბანკის დაყაჩაღებიდან 4 დღე გავიდა,
19 მაისს ოთხი წელი შესრულდა აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან 30 წლის
გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან.
00:02 / 20.05.2020
19 მაისს ოთხი წელი შესრულდა აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან 30 წლის გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან.
ზუგდიდის სოფელ ახალსოფლის მცხოვრები ვახტანგ მაქაცარია
სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის, ნარაზენის
17:30 / 24.12.2018
ზუგდიდის სოფელ ახალსოფლის მცხოვრები ვახტანგ მაქაცარია სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის, ნარაზენის
ლგბტ ადამიანები ყოველდღიური წნეხის და სიძულვილის გარემოში
განაგრძობენ ცხოვრებას.
15:08 / 17.05.2018
ლგბტ ადამიანები ყოველდღიური წნეხის და სიძულვილის გარემოში განაგრძობენ ცხოვრებას.
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.