სამართალი
დაზარალებული მოვაჭრეები - რეპორტაჟი ფოთის ბაზრიდან [ფოტო]
FaceBook Twitter
E-mail Print
სტატია ლაივპრესის თხოვნით მოამზადა იზა სალაყაიამ

ჩამოშლილი კედლები, სახურავი, დამწვარი დახლები, ცეცხლის შედეგად განადგურებული ნივთების ნარჩენები - ასე გამოიყურება ფოთის ბაზრის ნაწილი. ორშაბათს გაჩენილი ხანძრის შედეგად 38 მაღაზია დაიწვა.

ტერიტორია ამ დრომდე გაწმენდილი არ არის. შემთხვევის ადგილი არც შემოღობილია და გადაადგილება ნებისმიერ პირს შეუძლია. აქ ჯერ კიდევ მუშაობენ ექსპერტთა ჯგუფები. დაზარალებულები ტერიტორიის გაწმენდას ითხოვენ, რომ საკუთარი ძალებით ახალი დახლების განთავსება შეძლონ.

ხანძრის შედეგად დაიწვა ტანსაცმელი, ჭურჭელი და სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთი.

<   მოვაჭრეები კომპენსაციის სახით 5-5 ათას ლარს ითხოვენ   >

38 ადამიანი ვართ, ვინც ხანძრის შედეგად ვერაფერი ვერ გადავარჩინეთ. წლების განმავლობაში, ჩვენი შრომით დაგროვილი ყველა თეთრი დაიწვა. დამრჩა მხოლოდ დამწვარი მაღაზიის გასაღები და ნისიების რვეული“, - უთხრა ერთ-ერთმა დაზარალებულმა „ლაივპრესს“.

მოვაჭრეები, რომლებიც ბაზართან ყოველდღიურად იკრიბებიან, ამბობენ, რომ მცირე ბიზნესის ხელახლა დასაწყებად თითოეულს 5 ათასი ლარი დასჭირდება.

„ზოგს ბევრად უფრო მეტი ღირებულების საქონელი ქონდა, მაგრამ პირველ ეტაპზე, საშუალოდ ეს თანხა თავიდან ხელის მოსამართად საკმარისია“, - განმარტა შუახნის ქალმა.

როგორც დაზარალებულები ამბობენ, რამდენჯერმე შეხვდნენ ფოთის მერს, მხარის გუბერნატორს და ბაზრის ადმინისტრაციას. ისინი დახმარებას დაჰპირდნენ, თუმცა კონკრეტული წინადადებები ამ დრომდე არ შეუთავაზებიათ.

<   მოვაჭრეები, რომლებიც დახმარების სახით 150 ლარს მიიღებენ   >

ერთ-ერთი მოვაჭრე, რომელიც აფხაზეთიდან დევნილია, ამბობს, რომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაიას შეხვდა.

„ძალიან დიდი ყურადღება გამოიჩინა. თურმე ანაკლიაში მიდიოდა და ამ ამბის გამო შემოიარა ჩვენთან. გვითხრა, რომ ბიუჯეტში თანხა არაა. გვითხრა, რომ მხოლოდ ის შეუძლია, 150 ლარამდე მოგვცეს, ესეც მისი პირადი ფულია. საკუთარი სურვილით.როგორც მოქალქე ისე დაგვეხმარება“.

<   ხელისუფლების შუამდგომლობა ბანკებთან   >

დაზარალებული მოვაჭრეების უმრავლესობა განმარტავს, რომ მცირე ბიზნესს ბანკიდან აღებული სესხებით ამუშავებდნენ.

ფოთის მერი, ირაკლი კაკულია მათ ბანკებთან შუამდგომლობას ხანძრის გაჩენის დღესვე დაჰპირდა. მერმა განაცხადა, რომ რამდენიმე ბანკს უკვე შეხვდა და დახმარება აღუთქვეს.

„ჯერ საბოლოოდ არაფერი არაა გარკვეული. ალბათ ბანკები უფრო ინდივიდუალურ გრაფიკებს შეადგენენ, მაგრამ ჩვენ გვინდა 1 წლით შეგვიჩერდეს გადასახადი“, - განმარტავს მოვაჭრე.

<   ხანძრის გაჩენის ვერსიები   >

ფოთის აგრარული ბაზრის სიახლოვეს ხანძარი, როგორც მოვაჭრეები ამბობენ, დილით, დაახლოებით 6-7 საათისთვის გაჩნდა.

„8- ის წუთებზე მოვედი ბაზარში და უკვე თითქმის ყველაფერი დამწვარი იყო. მოვაჭრეები რაღაცების გადარჩენას მაინც ვცდილობდით, თუმცა უშედეგოდ. ყველაფერი ისეა დაზიანებული, სარეალიზაციოდ არ გამოდგება“, - იხსენებს დაზარალებული.

ელექტროსადენებით ცეხცლის გაჩენას და შემთხვევითობას ცალსახად გამორიცხავს ყველა მოვაჭრე.

დაზარალებულების ნაწილი ხელისუფლებას ადანაშაულებს და მომხდარს „წინასწარ დაგეგმილს“, „განზრახ მოწყობილს“ უწოდებს. ნაწილი კი აგრარული ბაზრის მფლობელს ადანაშაულებს.

ხანძრის გაჩენიდან რამდენიმე ხანში ადგილზე მისულმა ფოთის მერმა ირაკლი კაკულიამ ხანძრის „შემთხვევით გაჩენის“ ფაქტი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა და ტელეკომპანია „რუსთავი 2-ს“ განუცხადა:

„იწვის ყველაზე ძვირადღირებული საქონელი სადაც იყო, ის ადგილი, და მე მიკვირს უბრალოდ, კითხვა ჩნდება ალბათ, მთელ საქართველოში რატომ ჩნდება ეს ხანძრები აი ასე, და ალბათ დაადგენენ ამას ყველაფერს“.

ამ ინტერვიუს შემდეგ, ირაკლი კაკულიამ გამოძიების დასრულებამდე ვარაუდების და პოლიტიკური განცხადებების გაკეთებისგან ყველა მხარეს თავის შეკავება ურჩია.

ბაზრის ადმინისტრაციის, შპს „ლუკას“ დირექტორი, თეა ბელქანიას განმარტებით, დამწვარი მაღაზიების უმრავლესობა ბაზრის საკუთრება იყო. მისი განცხადებით, წლების განმავლობაში „ვითიბი ბანკთან“ ფინანსური დავის შედეგად ტერიტორია ბანკის საკუთრებას წარმოადგენდა და ის ბაზრის მფლობელ კომპანიას (ნოდარ კორსანტიას) რამდენიმე დღის წინ გადაეცა, თუმცა ბანკთან ფინანსური ვალდებულება ისევ დარჩათ.

ბაზრის ადმინისტრაციისა და მოვაჭრეების განმარტებით, საკუთრება დაზღვეული არცერთ მათგანს არ ჰქონდა.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ზუგდიდის სოფელ ახალსოფლის მცხოვრები ვახტანგ მაქაცარია
სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის, ნარაზენის
17:30 / 24.12.2018
ზუგდიდის სოფელ ახალსოფლის მცხოვრები ვახტანგ მაქაცარია სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის, ნარაზენის
ლგბტ ადამიანები ყოველდღიური წნეხის და სიძულვილის გარემოში
განაგრძობენ ცხოვრებას.
15:08 / 17.05.2018
ლგბტ ადამიანები ყოველდღიური წნეხის და სიძულვილის გარემოში განაგრძობენ ცხოვრებას.
ზუგდიდში მოქმედ თურქულ საწარმო BNH-ს უკვე ყოფილი თანამშრომლები
დამამცირებელ
22:46 / 05.05.2018
ზუგდიდში მოქმედ თურქულ საწარმო BNH-ს უკვე ყოფილი თანამშრომლები დამამცირებელ






ზუგდიდის სოფელ დარჩელში მცხოვრები ჯუმბერ კორკელია, თვალის
მიკროქირურგიის ჯავრიშვილის კლინიკა
14:14 / 24.07.2017
ზუგდიდის სოფელ დარჩელში მცხოვრები ჯუმბერ კორკელია, თვალის მიკროქირურგიის ჯავრიშვილის კლინიკა
საბჭოთა რეპრესიები
ვიდეო
კოსმოსში გაფრენაზე მეოცნებე პლანეტების მოყვარული 9 წლის ბიჭი [ვიდეო]
კოსმოსი, პლანეტები, გალაქტიკა, უჩვეულო ღრუბელი
ვლაქერნობა ზუგდიდში [ვიდეო]
ვლაქერნობის დღესასწაულის აღნიშვნა ზუგდიდში ტრადიციულად მსვლელობით დაიწყო.
ანაკლიაში „მომავლის ბანაკი 2019" გაიხსნა [ვიდეო]
„აფხაზეთი საქართველოა! რუსეთი ოკუპანტია!“ - ამ სიტყვებით
მეგრული ნავის ერთადერთი ოსტატი ანაკლიაში [ვიდეო]
მეგრულ ბრტყელძირიან ნავს ძველი, ტრადიციული ტექნიკით
სახლს მიღმა ბარიერია [ვიდეო]
53 წლის რუსლან საჯაიას დილა ჩვეულებრივ იწყება
ფოტო
მესტიელი გიდი ტურისტებს ქორულდის ტბებზე ეპატიჟება [ფოტო]
სოციალურ ქსელში დაწყებული კამპანიის „გაატარე ზაფხული
იდლიანი - სოფელი სვანეთში [ფოტო]
იდლიანი 150-კომლიანი თემია მესტიის მუნიციპალიტეტში.
გამოცდიდან გამოსული აბიტურიენტების ემოციები [ფოტო]
საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეიდან დაიწყო.
როგორი ეზოები აქვს ზუგდიდში კორპუსებს [ფოტო]
ზუგდიდში მრავალბინიანი კორპუსების ეზოები ის ადგილია,
ზუგდიდში აქციის მონაწილეებმა სოლიდარობის ნიშნად თვალი წითლად შეიღებეს [ფოტო]
ზუგდიდის ბულვარში დაწყებული აქცია "სირცხვილია", სადაც
მზარეულის მაგიდა
მარტივად და სწრაფად მოსამზადებელი ჭვიშტარი [ვიდეო]
ჭვიშტარს მეგრულ სამზარეულოში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს.
პასკები იასამნებით მხატვრისგან [ვიდეო]
მაგიდაზე ფუნჯებით სავსე ქილა დგას. მხატვარი მარიკა კორკელია
ფუჩხოლია [ვიდეო]
ფუჩხოლია მეგრული სიტყვაა და ქართულად ნიშნავს - დაფშვნილს,
როგორ მოვამზადოთ წელვადი ელარჯი [ვიდეო]
ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მეგრული კერძის მოსამზადებლად
გებჟალია ნადუღით [ვიდეო/ფოტო]
ზუგდიდის სოფელ ახალსოფელში მცხოვრები ბელა კვარაცხელიას
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.