სამართალი
მოქალაქე პოლიციისგან საგვარეულო იარაღის დაბრუნებას ითხოვს
FaceBook Twitter
E-mail Print
ზუგდიდის სოფელ ახალსოფლის მცხოვრები ვახტანგ მაქაცარია სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის, ნარაზენის სამმართველოს უფროსის გიორგი ყალიჩავას წინააღმდეგ გენერალურ ინსპექციას მიმართავს.

64 წლის ვახტანგ მაქაცარია ამბობს, რომ მონადირე არ არის, მაგრამ მამის დანატოვარ საგვარეულო სანადირო თოფებს საგულდაგულოდ ინახავს სახლის სეიფში, როგორც ოჯახის რელიქვიას.

მისი ნაამბობის მიხედვით ირკვევა, რომ მიმდინარე წლის აგვისტოში, ნარაზენის პოლიციის უფროსი გიორგი ყალიჩავა, რამდენიმე პოლიციელთან ერთად ვახტანგ მაქაცარიას სახლში მივიდა და წაიღო ოთხი თოფი. მაქაცარიას თქმით, პოლიციამ ოქმი მისი ძმის, გოგი მაქაცარიას სახელზე შეადგინა, რაც დარღვევა იყო. მოგვიანებით კი სასამართლომ გოგი მაქაცარია იარაღის ნებართვის გარეშე შენახვისთვის 300 ლარით დააჯარიმა. პოლიციის მიერ წაღებული იარაღებიდან მესაკუთრეს 3 დაუბრუნდა, ხოლო, ერთის - კარაბინის დაბრუნებას ვახტანგ მაქაცარია დღემდე ითხოვს.

გიორგი ყალიჩავა, ნარაზენის პოლიციის უფროსი / ფოტო: ფეისბუკიდან

„ზაფხულში როცა მთელი სამეზობლო თხილის მოგროვებაში გვეხმარებოდა, ხუთი პოლიციელი შემოვიდა, იარაღი მოიტანეთო. მე არ ვარ მონადირე, მაგრამ მამაჩემს ჰქონდა საგვარეულო იარაღი, 4 სანადირო თოფი, რომელიც სეიფში მქონდა ჩაკეტილი, ეს საგვარეულო რელიქვიაა. იარაღები ჩემი ხელით გამოვიტანე და პოლიციამ ძმის გოგი მაქაცარიას სახლში წაიღო, რომელიც გვერდით დგას. დაუწერეს ოქმი, რომ თითქოს ის ინახავდა საბრძოლო იარაღებს. საერთოდ ჩემი ძმა რა შუაში იყო, იარაღები ჩემს სახლში ინახებ,ა ჩემი ძმა კი ცალკე სახლში ცხოვრობს“, - გვითხრა ვახტანგ მაქაცარიამ.

მანვე გვაჩვენა ზუგდიდის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელშიც მხოლოდ სამი თოფია ნახსენები, ხოლო პოლიციამ მაქაცარიას სახლიდან ოთხი თოფი წაიღო.

„სასამართლომ საქმის ანალიზის საფუძველზე დადგენილად მიიჩნია, რომ გოგი მაქაცარია საცხოვრებელ სახლში შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ნებართვის გარეშე ინახავდა: საუერის ორლულიან თოფს, იჟ 54 მოდელის ორლულიან თოფს და ფრანც ნოიბერის წარმოების ორლულიან თოფს და დაეკისროს ჯარიმა 300 ლარის ოდენობით, იარაღის კონფისკაციის გარეშე“, - ნათქვამია სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

ცოტა ხანში ვახტანგ მაქაცარიამ მისი კუთვნილი მეოთხე თოფის - კარაბინის დაბრუნების მოთხოვნით, ოფიციალური განცხადებით მიმართა პოლიციის ზუგდიდის რაიონულ სამმართველოს, საიდანაც პასუხად მიიღო შემდეგი:

„2018 წლის 31 აგვისტოს მოხდა გოგი მაქაცარიას განრიდება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისაგან, დანაშაულის იარაღის „CKC -45“ მოდელის თვითდამმუხტავი კარაბინის HP 911 სიმონოვის კონსტრუქციის 7,62 მმ კალიბრის სახელმწიფოსთვის გადაცემით, რაც შეეხება მასალების გადმოცემას, კანონის შესაბამისად, მოკლებულები ვართ შესაძლებლობას გადმოგცეთ სისხლის სამართლის საქმეები“, - ნათქვამია პოლიციის განცხადებაში, რომელიც მაქაცარიამ 4 დეკემბერს მიიღო.

მოქალაქე აცხადებს, რომ სამართალდამცავების მხრიდან დანაშაულებრივი ქმედების გამოკვლევისთვის გენერალურ ინსპექციას მიმართავს.

ვახტანგ მაქაცარია ოჯახთან ერთად წლებია სოფლის მეურნეობას ეწევა. წურავს თაფლს და მოჰყავს თხილი, რითიც ოჯახს არჩენს.

ყვება, რომ იარაღები ოფიციალურად მამის სახელზე იყო და მათი გადაფორმება არც უფიქრია, რადგან მამის კანონიერი მემკვიდრეა. ხოლო, რაც შეეხება იარაღის შენახვა-ტარების უფლებას, მას ნებართვა მიმდინარე წლის მარტიდან ჰქონდა.

„იმ პერიოდში, ფული არ მქონდა, რომ გადამეხადა და გადამეფორმებინა იარაღი ჩემს სახელზე. ერთი თოფის გადაფორმებას 86 ლარი უნდა, ვერ მოვახერხე, მითუმეტეს, რომ ეს იყო მამაჩემის ქონება, რომლის მემკვიდრეც ვარ მე კანონიერად“, - ამბობს ვახტანგ მაქაცარია.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
19 მაისს ოთხი წელი შესრულდა აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან 30 წლის
გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან.
00:02 / 20.05.2020
19 მაისს ოთხი წელი შესრულდა აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან 30 წლის გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან.
ლგბტ ადამიანები ყოველდღიური წნეხის და სიძულვილის გარემოში
განაგრძობენ ცხოვრებას.
15:08 / 17.05.2018
ლგბტ ადამიანები ყოველდღიური წნეხის და სიძულვილის გარემოში განაგრძობენ ცხოვრებას.
ზუგდიდში მოქმედ თურქულ საწარმო BNH-ს უკვე ყოფილი თანამშრომლები
დამამცირებელ
22:46 / 05.05.2018
ზუგდიდში მოქმედ თურქულ საწარმო BNH-ს უკვე ყოფილი თანამშრომლები დამამცირებელ






ზუგდიდის სოფელ დარჩელში მცხოვრები ჯუმბერ კორკელია, თვალის
მიკროქირურგიის ჯავრიშვილის კლინიკა
14:14 / 24.07.2017
ზუგდიდის სოფელ დარჩელში მცხოვრები ჯუმბერ კორკელია, თვალის მიკროქირურგიის ჯავრიშვილის კლინიკა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები
ვიდეო
აფხაზეთში მიმავალი ხიდი გზავრების გარეშე [ვიდეო]
აფხაზეთ-სამეგრელოს დამაკავშირებელ ენგურის ხიდზე
საყიდლებზე და რესტორანში ახალი წესებით [ვიდეო/ფოტო]
მუშაობა განაახლეს პანდემიის გამო 3 თვის წინ დახურულმა
მუნიციპალურმა ტრანსპორტმა ახალი წესებით მუშაობა განაახლა [ვიდეო/ფოტო]
პანდემიის გამო 2 თვის წინ გაჩერებული საზოგადოებრივი
ზუგდიდში სილამაზის სალონების უმრავლესობამ მუშაობა განაახლა [ვიდეო/ფოტო]
საქართველოში დღეიდან, 18 მაისიდან განაახლეს მუშაობა
ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი გაიხსნა [ვიდეო]
საგანგებო მდგომარეობის გამო, დაახლოებით 2 თვის წინ დაკეტილი
ფოტო
როგორ ხედავენ ბავშვები კორონავირუსს [ფოტოამბავი]
კოვიდ-19 მხოლოდ უფროსებს არ ეხებათ და მასზე ბავშვებმაც
ზუგდიდი კარანტინში [ფოტოამბავი]
კორონავირუსის გავრცელების შეჩერების მიზნით, სამეგრელო
ზუგდიდში რესტორნები გატანის სერვისზე გადავიდნენ [ფოტო]
კორონავირუსის გავრცელების რისკების პრევენციისთვის
მგზავრებისგან დაცლილი ენგურის ხიდი [ფოტო]
ოკუპირებული აფხაზეთის და დანარჩენი საქართველოს
მზარეულის მაგიდა
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია, რომლის მთავარი ინგრედიენტი
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი მეგრული კერძი,
ესპანური სასმელი საახალწლოდ [ვიდეო]
ესპანური სანგრია, რომელიც სასიამოვნო გემოვნური თვისებებით
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.