დაუსჯელი დამნაშავე და ბოლო იმედი - 4 წელი გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან
19 მაისს ოთხი წელი შესრულდა აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან 30 წლის
გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან.
მიუხედავად იმისა, რომ სასამართლომ მის მკვლელობაში ბრალდებულ ე.წ.
მესაზღვრე რაშიდ კანჯი ოღლის 14 წლით პატიმრობა შეუფარდა, დე ფაქტო
რესპუბლიკაში ის არავის დაუსჯია.
გიგა ოთხოზორიას ოჯახი მკვლელობიდან 4 წლის თავზე ამბობს, რომ დროის ამ მონაკვეთში არაფერი შეცვლილა და დამნაშავეები კვლავ დაუსჯელები არიან. გარდაცვლილის ცოლის, ნინო ოთხოზორიას თქმით, დაუსჯელია როგორც რაშიდ კანჯი ოღლი, ასევე, მასთან ერთად მყოფი სხვა ე.წ. მესაზღვრეები, რომლებიც მკვლელობისას ადგილზე იმყოფებოდნენ:
„4 წელი გავიდა და ამ საქმეზე ოთხი პირიდან არცერთი დაკავებული არ არის. მათ შორის არც მკვლელი. საქართველოს მხრიდან რეაგირება იყო, რომ მიუსაჯეს 14 წელი, მაგრამ შესრულებადი ეს ჯერ არ არის...
შეცვლით მხოლოდ ის შეიცვალა, რომ იმ ხურჩის ხიდზე უკვე გადასვლა აღარ არის. მხოლოდ ეს. სხვა მხრივ სიტუაცია ისევ მძიმეა. ჩვენ ბევრი გვყავს იქ (ოკუპირებულ ტერიტორიაზე) ნათესავი და ვიცით, როგორი მძიმეა მათთვის იქ ცხოვრება. პირიქით კიდევ უფრო ძნელია“, - განუცხადა ნინო ოთხოზორიამ "ლაივპრესს". ის დღეს გიგას საფლავზე 2 შვილთან ერთად იმყოფებოდა. 19 მაისს, უკვე ტრადიციად იქცა, რომ საოკუპაციო ხაზთან მოკლულს იხსენებენ პოლიტიკოსებიც.

გიგა ოთხოზორიას ცოლ-შვილი. ფოტო: რწმუნებულის ადმინისტრაცია
გიგა ოთხოზორიას ხსოვნას პატივი მიაგეს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა და ზუგდიდის მერმა. „სამწუხაროდ, ჩვენი მოქალაქეები საოკუპაციო ხაზს მიღმა დღესაც არ არიან დაცულნი, მაგრამ უახლოეს მომავალში მოვა ის დრო, როდესაც საოკუპაციო ხაზი და ეკალ-ხლართები აღარ იქნება ჩვენს ტერიტორიაზე და ჩვენ ყველანი ერთად ვიზეიმებთ ერთიან, მთლიან საქართველოში ცხოვრებას“, - განაცხადა სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდე მოწერელიამ.
ფაქტს გამოეხმაურა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი. მისი სიტყვებით, ის შემზარავი მკვლელობა და ის ფაქტი, რომ მკვლელი დღემდე დაუსჯელია, არის ოკუპაციის რეალური სახე.
"რთულია რამით ანუგეშო მისი ოჯახის წევრები, დედა ქალბატონი ჯულიეტა, მისი მეუღლე ნინო და ძალიან ნიჭიერი და საყვარელი პატარები, ქეთი და აკაკი. მინდა კიდევ ერთხელ გამოვხატო თანაგრძნობა მათ მიმართ. მათ იციან, რომ გიგა არის გმირი და მქონდა პატივი, მისი ოჯახისათვის საქართველოს პრეზიდენტთან ერთად გადამეცა მედალი სამოქალაქო თავდადებისთვის. იმისთვის, რომ აღარასოდეს განმეორდეს, აღარ დაობლდეს არცერთი ოჯახი და მივაღწიოთ იმ მიზნებს, რასაც გიგა და არაერთი გმირი შეეწირა, აუცილებლად გავაგრძელებთ ძალისხმევას ოკუპაციის დასრულებისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის", - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

გიგა ოთხოზორიას დედა. ფოტო: რწმუნებულის ადმინისტრაცია
მეოთხე წელია შვილის საფლავს ყოველ დღე აკითხავს ჯულიეტა ჭანტურია. სათქმელი არაფერი აქვს, მხოლოდ სურვილი, რომ საოკუპაციო ხაზი, რომელმაც მისი შვილის მსგავსად არაერთი სიცოცხლე იმსხვერპლა, ერთ დღესაც აღარ იქნება.
„მიუხედავად ამდენი ახალგაზრდის სიკვდილისა, ამდენი ოჯახის გაუბედურებისა, ქართველს და აფხაზს გვერდიგვერდ ერთმანეთის მხარდაჭერა ჰქონოდეთ. გათენებულიყოს ის დღე, როცა ვიტყვით, რომ ჩვენი ახალგაზრდების სისხლი ტყუილუბრალოდ არ დაღვრილა“, - უთხრა ჟურნალისტებს შვილის საფლავზე მყოფმა ჯულიეტა ჭანტურიამ.
რაშიდ კანჯი ოღლის, რომელმაც გიგა ოთხოზორია რამდენიმე გასროლით, თვითმხილველების თვალწინ მოკლა, აფხაზეთის ე.წ. სასამართლომ 2017 წელს, სასჯელის ზომად მხოლოდ შინაპატიმრობა განუსაზღვრა. თუმცა, იმავე წელს საქართველოს ხელისუფლებისთვის ცნობილი გახდა, რომ დე ფაქტო სამხედრო პროკურატურამ მტკიცებულებების არარსებობის მიზეზით შეწყვიტა საქმის გამოძიება და რაშიდ კანჯი-ოღლის სისხლის სამართლებრივი დევნა. თბილისმა არაერთხელ მოითხოვა როგორც ჟენევის მოლაპარაკებებზე, ასევე ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე მსჯავრდებული კანჯი ოღლის ცენტრალური ხელისუფლებისთვის გადმოცემა, თუმცა შეთახმებას ვერ მიაღწია. ეს საკითხი გამოიყენა მიზეზად სოხუმმა გალში 2018 წლის 27 ივნისს შეხვედრების ჩაშლის მიზეზად, რომელიც მას შემდეგ არ განახლებულა.
მოკლულის ოჯახს სამართლის აღსრულების მხოლოდ ერთი იმედი დარჩა. ელოდებიან ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც დაასრულა გიგა ოთხოზორიას მკვლელობასთან დაკავშირებით საქმის არსებითი განხილვა.
კერძოდ, 2018 წლის იანვარში, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ პარტნიორ „ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ ცენტრთან“ თანამშრომლობით, სტრასბურგის სასამართლოს მიმართა საჩივრით რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ. საჩივარში ნათქვამია, რომ პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიაზე კონტროლის განმახორციელებელ სახელმწიფოს.
018 წლის იანვარში, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ პარტნიორ „ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ ცენტრთან“ თანამშრომლობით, სტრასბურგის სასამართლოს მიმართა საჩივრით რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ. საჩივარში ნათქვამია, რომ გიგა ოთხოზორიას მკვლელობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთს, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიაზე კონტროლის განმახორციელებელ სახელმწიფოს.
„ჩვენ წარვადგინეთ წერილობით არგუმენტაცია. ასევე რუსეთის ფედერაციამაც. ჩვენი მხრიდან ყველაფერი გაკეთებულია და ველოდებით ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას. რუსეთის ფედერაცია უნდა იქნეს მიჩნეული პასუხისმგებლად ევროპული კონვენციის მეორე მუხლის დარღვევაზე, ანუ უშუალოდ გიგა ოთხოზორიას მკვლელობაზე. იმიტომ, რომ ეს ჩადენილი იყო ე.წ. მესაზღვრეების მიერ, რომლებზეც ეფექტურ კონტროლს ახორციელებს რუსეთის ფედერაცია. ჩვენი მოთხოვნაა ასევე, რომ დადგინდეს პროცედურულ ნაწილშიც ეს დარღვევა, რაც გულისხმობს იმას, რომ საქმესთან დაკავშირებით რუსეთის ფედერაციამ არ აწარმოა გამოძიება. გამოძიება, რაც აფხაზეთის ე.წ. სამხედრო პროკურატურამ აწარმოა, არ იყო ეფექტიანი, სრულყოფილი. მათ გაათავისუფლეს რაშიდ კანჯი ოღლი, რომელიც ცოტა ხანს იმყოფებოდა შინაპატიმრობაში“, - უთხრა „ლაივპრესს“ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტმა გიორგი ტაბატაძემ.
მისი ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დასვა შეკითხვები როგორც გიგა ოთხოზორიას სიცოცხლის უფლების დარღვევასთან, ასევე რუსეთის იურისდიქციასთან დაკავშირებით. კერძოდ, აქვს თუ არა რუსეთს იურისდიქცია ე.წ. აფხაზი მესაზღვრეების მიერ ჩადენილ ქმედებებსა და ოკუპირებულ ტერიტორიაზე. რუსეთმა ამ შეკითხვებზე წერილობითი არგუმენტაცია 2019 წლის 7 მარტს წარადგინა.

ოთხოზორიას მკვლელობის ადგილი ხურჩაში
„რუსეთის ფედერაციამ მხოლოდ იურისდიქციასთან დაკავშირებით გასცა პასუხი, რომ აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება არის დამოუკიდებელი რუსეთის მთავრობისგან, აფხაზეთი არის დამოუკიდებელი სახელმწიფო. მათ დამოუკიდებლობა მოიპოვეს ქართველების აგრესიისგნ თავის დახსნის და თვითგამორკვევის გზით. ამიტომ რუსეთის ფედერაციამ განაცხადა, რომ არ არის პასუხისმგებელი აფხაზეთის, მათი აზრით, დამოუკიდებელ ტერიტორიაზე ჩადენილ მკვლელობებზე“, - გვითხრა გიორგი ტაბატაძემ.
სტრასბურგის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღების ვადას იურისტი ვერ ასახელებს. გიორგი ტაბატაძის განმარტებით, რუსეთის მოთხოვნა იყო, რომ ევროპულ სასამართლოს გადაედო გადაწყვეტილების მიღება, სანამ საქართველო-რუსეთის წინააღმდეგ სახელმწიფოთაშორისი დავა არ გადაწყდებოდა. საუბარია 2008 წლის აგვისტოს ომის დროს და მის შემდგომ პერიოდში რუსეთის მიერ საქართველოსა და მისი მოქალაქეების მიმართ ჩადენილი დარღვევების საქმეზე, რომელზეც არსებითი განხილვა ასევე დასრულებულია და მხარეები გადაწყვეტილების მოლოდინში არიან.
თავის მხრივ, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ მოითხოვა, რომ ამ საქმეების განხილვა მოხდეს ცალ-ცალკე, რათა პროცესი კიდევ უფრო არ გაჭიანურდეს. ამ მოთხოვნაზე ორგანიზაციას პასუხი ჯერ არ მიუღია.