სამართალი
პარტიული დავალებები საჯარო მოხელეებს და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტები
FaceBook Twitter
E-mail Print

შორენა ღლონტი, ოზურგეთი, გურია

 

როგორ იყენებენ ადმინისტრაციულ რესურს ოზურგეთში, როგორ ავალდებულებს გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი საჯარო მოხელეებს "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერთა სიის შეგროვებას, რატომ გავიდნენ ოზურგეთელი საჯარო მოხელეები მასობრივ შვებულებაში და რატომ ამშვენებს სოფლის რწმუნებულის კაბინეტს პრეზიდენტის ფოტოები და მმართველი პარტის საარჩევნო ნომერი ხუთი.

რა დავალებები მისცა გამგებელმა თანამშრომლებს


გურიაში საჯარო მოხელეებს "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერთა სიის შედგენა დაავალდებულეს. ფარულ აუდიოჩანაწერში, რომელიც „მეცხრე არხს“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომელმა მიაწოდა, კარგად ისმის, როგორ ავალდებულებს ოზურგეთის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ილია ვაშაყმაძე თანამშრომლებს, "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერთა შეხვედრაზე სიაში ჩაწერილი ადამიანები გამოიყვანონ. გამგეობის ანონიმი თანამშრომელი იმასაც ამბობს, რომ აპრილიდან საარჩევნო კამპანიის დასრულებამდე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის შენობაში ათობით ასეთი შეხვედრა გაიმართა.


ფარულ ჩანაწერში ვაშაყმაძე მიმართავს თანამშრომლებს: „მიდიხართ თქვენთვის ყველაზე სანდო ადამიანთან, პირველ რიგში, ოჯახის წევრებთან, ყველაზე სანდო მეგობართან, ნათესავთან, ნათლულთან, რა ვიცი. ვინც გინდათ, არაა აუცილებელი, დავუშვათ 20 და 50 კაცი, მაქსიმუმ 10 კაცის ჩაწერა, მინიმუმ, რამდენიც შეგიძლიათ.“ ვაშაყმაძე ასევე აფრთხილებს თანამშრომლებს, რომ შეხვედრა არის ძალიან კონფიდენციალური და მისი ოფიციალური მიზანი არის ვითომ „დისკუსია, თუნდაც ქალაქში მიმდინარე პროექტებთან დაკავშირებით“.


როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ოფისში განმარტავენ პარტია არ უნდა იყოს აღრეული სახელმწიფოსთან და ხელისუფლება ვალდებულია უზრუნველყოს სახელმწიფოს და პოლიტიკურ პარტიის მკაფიო გამიჯვნა.


„გამჭვირვალობაში“ მიაჩნიათ, რომ გამგებლის ამ ქმედებით შესაძლოა ასევე დაირღვა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 61–ე მუხლი, რომლის მიხედვითაც, „სახელმწიფო მოსამსახურეს არ აქვს უფლება თავისი სამსახურებრივი მდგომარეობა გამოიყენოს პარტიული საქმიანობისათვის.“ შესაბამისად, ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, დამრღვევ პირზე უნდა გატარდეს ამავე კანონის 79–ე მუხლით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა.


„ოზურგეთის გამგებლის ქმედებაში, შესაძლებელია იყოს სისხლისსამართლებრივი დანაშაულის ნიშნებიც. კერძოდ,საქართველოს „სისხლის სამართლის კოდექსის“ 332-ე მუხლის თანახამად, დასჯადია საჯარო მოხელის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენება, რაც გულისხმობს მოხელის მიერ საკუთარი საჯარო უფლებამოსილების გამორჩენისათვის (თავისთვის ან სხვისთვის) გამოყენებას. მოცემულ შემთხვევაში, ოზურგეთის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელითავის დაქვემდებარებულ პირებს სთხოვს პარტიისათვის ხმების მოპოვებას, რასაც ახორციელებს გამგებლის უფლებამოსილების ფარგლებში, დაქვემდებარებულ პირთა ნების საწინააღმდეგოდ და „საჯარო სამსახურის შესახებ“კანონით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობების გადაჭარბებით.

 

ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ საარჩევნი კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილი კრძალავს თანამდებობის პირის მიერ საარჩევნო მიზნებისთვის თანამდებობრივი მდგომარეობის გამოყენებას. სამწუხაროდ ეს ნორმა, როგორც საარჩევნო კოდექსის სხვა მსგავსი ნორმები, ეხება მხოლოდ არჩევნების დანიშვნის დღიდან განვითარებულ მოვლენებს, თუმცა, რადგანაც პოლიტიკურ პარტიებს ფაქტობრივად უკვე დაწყებული აქვთ წინასაარჩევნო კამპანია, მსგავსი მაგალითები ადმინისტრაციული რესურსების საარჩევნო მიზნებისთვის გამოყენებად უნდა ჩაითვალოს. ასეთი ქმედებები სერიოზულ ზიანს აყენებს თანასწორი და კონკურენტული წინასაარჩევნო გარემოს არსებობას“, - ეს განცხადება „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ოფისმა გაავრცელა.


ამ ფაქტის გამო აღნიშნულმა ორგანიზაციამ, საქართველოს ხელისუფლებას და საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოსთან არსებულ უწყებათაშორის კომისიას რეკომენდაციით მიმართა.


საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოსთან არსებულმა უწყებათაშორისმა კომისიამ შეისწავლა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის ილია ვაშაყმაძის ფარული აუდიო ჩანაწერი.


„კომისიასთან საუბარში ილია ვაშაყმაძემ განმარტა, რომ ის დანიშვნის დღიდან რეგულარულ შეხვედრებს მართავს, როგორც მოსახლეობასთან, ასევე პარტიულ აქტივთან. აღნიშნულ საქმიანობას ის, კანონმდებლობის საფუძველზე, როგორც გამგებელი და მეორე მხრივ, როგორც ნაციონალური მოძრაობის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ეწევა.ილია ვაშაყმაძემ ჩანაწერის ზუსტი თარიღი ვერ დააზუსტა, თუმცა განმარტა, რომ საქმე შეეხებოდა პარტიის ოფისში გამართული ერთ-ერთი შეხვედრას, რომელსაც პერიოდულად პარტიის რაიონული ორგანიზაციის ფორმირების, მომავალი საარჩევნო ტაქტიკის და სხვა საორგანიზაციო საკითხების შესახებ მართავდა. გამგებლის ცნობით, სიების შევსება მათი პარტიული აქტივისტების მიერ მხარდამჭერების მობილიზებას უკავშიდებოდა და მხოლოდ შიდა პარტიული მოხმარებისთვის იყო განკუთვნილი. კომისიის აზრით, ლეგიტიმური ეჭვის საფუძველს ბადებდა გამგებლის თხოვნა შეხვედრის მონაწილეებისადმი, არ გაეხადათ მათი საუბრის შინაარსი საჯარო. კომისიასთან საუბარში გამგებელმა მისი ეს განცხადება განმარტა იმით, რომ არ სურდათ წინასაარჩევნო რეჟიმში გადასვლის შესახებ ინფორმაცია კონკურენტებისთვის ხელმისაწვდომი გამხდარიყო.“, - ნათქვამია კომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


მაგრამ ის, რომ ეს პარტიული შეხვედრა არ იყო, „მეცხრე არხისთვის“ გადაცემულ აუდიოჩანაწერში დასტურდება. რადგან გარკვევით ისმს, როგორ ახსენებს ვაშაყმაძე გამგეობის საფინანსო სამსახურის თანამშრომლის სახელსა და გვარს.
მიუხედავად ამისა, კომისიამ მხოლოდ რეკომენდაცია მისცა ოზურგეთის გამგეობას: განუმარტოს გამგეობის ყველა თანამშრომელს, რომ სამსახურებრივი საქმიანობის მიღმა საარჩევნო კამპანიაში ჩართვა ნებაყოფლობითი უნდა იყოს და რომ არავის აქვს უფლება, საკუთარი სურვილის წინააღმდეგ, ისინი დაავალდებულოს, რომელიმე პარტიის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ იმოქმედოს.


ყოველდღიური შეკრებები პარტიის ოფისში


გასაიდუმლოებული და გახშირებული შეხვედრები „ნაციონალების“ ოფისში სისტემატიურად იმართებოდა. საჯარო მოხელეები და საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულები, ოზურგეთში მმართველი პარტიის ოფისში შეკრებას სამუშაო საათებში იწყებდნენ.


„ნაციონალების“ ოფისიდან გამოსულები ადასტურებდნენ, რომ მხარდამჭერთა სიების დეტალური განხილვა მიმდინარეობდა. .
შეხვედრებს, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე პარტიულს უწოდებდა #60 ოლქის მიერ დანიშნული თანამშრომლებიც ესწრებოდნენ.


საკრებულოს დეპუტატის ლელა ნაცვალაძის ინფორმაციით, „ნაციონალების“ ოფისში შეკრებილი გამგეობის, საკრებულოს და საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომლები, მათ მიერვე შეგროვებულ ე.წ. ათ კაციან სიებს ნახულობდნენ და დეტალურად განიხილავდნენ რამდენად სანდო არიან ეს ადამიანები.


იურისტები მუდმვად ამბობდნენ, რომ საჯარო მოხელეებს ეკრძალებათ წინასააჩევნო კამპანიაში მონაწილეობა.

 

რატომ გადიან მასობრივ შვებულებაში საჯარო მოხელეები


რატომ გადიან მასობრივ შვებულებში საჯარო სამსახურებში დასაქმებულები წინასაარჩევნო პერიოდში და შვებულების სანაცვლოდ სად საქმდებიან თანამდებობის პირები.


გურიის გუბერნიის ადმინისტრაციაში მომუშავე თითქმის ყველა პასუხისმგებელი პირი სექტემბრის დასაწყისში ერთი თვით შვებულებაში გავიდა. მათი უმრავლესობა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო შტაბში მუშაობს, ნაწილი კი საოლქო თუ საუბნო საარჩევნო კომისიებში.


გურიის გუბერნატორი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოზურგეთის მაჟორიტარობის კანდიდატის საარჩევნო შტაბს ხელმძღვანელობს.


ასევე მმართველი პარტიის შტაბში აგრძელებს მუშაობს შვებულებაში გასული ვიცე-გუბერნატორიც.


გურიის გუბერნიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის ისაკ ლომთათიძის თქმით, იმის გამო, რომ თანამშრომლების უმრავლესობა შვებულებაში იმყოფება ეს ხელს არ უშლის ადმინისტრაციას მუშაობაში.


თუმცა, საპირისპიროს მოისმენთ ოზურგეთის გამგეობის მოქალაქეთა მისაღებში.


ოპოზიციონერებს კი უკვირთ, რა საჭიროა ამდენი ჩინოვნიკი, თუკი ადმინისტრაციული ორგანო მათ გარეშეც აგრძელებს მუშაობას. მათ მაჩნიათ, რომ მმართველი პარტია სახელისუფლებო რესურს იყენებს.


გურიის ხელისუფლებაში საარჩევნო შვებულებები და საჯარო მოხელეების მმართველი პარტიის საარჩევნო შტაბებში დასაქმება ტენდენციად იქცა. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს მონაცემებით, თვითმმართველობის არჩევნების წინ გამგეობაში დასაქმებულების 31% შვებულებაში იმყოფებოდა. მსგავსი მაჩვენებელი დაფიქსირდა სექტემბერშიც.

 

ნაციონალების საარჩევნო პლაკატი რწმუნებულის კაბინეტში


ხუთიანი და მმართველი პარტიის ძველი პლაკატი რწმუნებულის სამუშაო ოთახში.


ოზურგეთის რაიონის სოფელ კონჭკათის რწმუნებული ჯუმბერ მიქატაძე ვერ იხსენებს, როდის გამოიკრა მის სამუშაო ოთახში, გასული საპარლამენტო არჩევნების დროინდელი სლოგანი.


რწმუნებულმა ვერ გვიპასუხა, არის თუ არა კანონდარღვევა მმართველი პარტიის საარჩევნო ნომრის გამოკვრა ადმინისტრაციულ შენობაში და პასუხების მისაღებად „მეცხრე არხს“ პრესსამსახურთან დაკავშირება ურჩია.


„ნაციონალების“ საარჩევნო ნომრის ქვეშ მიმდინარეობდა ოზურგეთში, კიტა მეგრელიძის ქუჩაზე გზის დაგება. მძღოლს, რომელიც სპეციალურ ტექნიკას მართავდა, მმართველი პარტიის მიერ ჩამორიგებული კეპი ეხურა, თავად ასფალტის საფარის სატკნეპნ ტექნიკას კი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პლაკატი ამშვენებდა.


მეგრელიძის ქუჩის მოასფალტებას შპს „გზამშენი 18“ ახორცილებს. აღნიშნულმა კომპანიამ გასულ არჩევნებზე „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ასი ათასი ლარი შესწირა.

 

ოპოზიციის შეფასებები


კოალიცია „ქართული ოცნების“ ოზურგეთის ერთ-ერთი ლიდერი მარინე სუნგულია ამბობს, რომ როგორც კი ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში მოსვლა დაანონსა მოხდა ახალი სამუშაო ადგილების შექმნა გაბერილი შტატების საფუძველზე. აბსურდული შტატები დაემატა სხვადასხვა საჯარო სამსახურებს, თუ მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირებს. ამ აიპიებში შტატები ზოგან 60%-ით, ზოგან 50 % -ით გაიზარდა, ამას ადასტურებს დოკუმენტები. მაგალითისთვის მოვიყვან პრესსამსახურის შტატებს, რომელიც 27 აიპიში შეიქმნა და ცოტა ხნის შემდეგ პრესამსახურის უფროსებს მოადგილეების შტატებიც დაემატა. გაუგებარია რაში სჭირდება დასუფთავების და გამწვანების სამსახურებს პრესსამახურები, და თუ სჭირდება ბიძინა ივანიშვილის განცხადებამდე სად იყვნენ? ეს ის თანამშრომლებია რომლებიც აქტიურად არიან გამოყენებული საუბნო საარჩევნო კომისიებსა თუ სააგიტაციო ჯგუფებში. ეს ნათელი მაგალითია იმისა თუ როგორ ხდება ადმინისტრაციული რესურსის მმართველი პარტიის სასარგებლოდ გამოყენება.


ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატის ლელა ნაცვალაძის თქმით, ოზურგეთის ხელისუფლება ადმინისტრცაციულ რესურს იყენებს და ისინი უკანონოდ ავალდებულებენ საჯარო მოხელეებს მმართველი პარტიის სასარგებლოდ ჩაერთონ აგიტაციაში, ასევე კანონის დარღვევით ატარებენ პარტიულ თათბირებს ადმინისტრაციულ შენობაში, მასობრივად გადიან შვებულებაში, ისინი კი ვინც შვებულებით არ სარგებლობენ სამუშაო საათებშო აგიტაციას ეწევიან. თუმცა, მე დარწმუნებული ვარ, რომ მათი ასეთი ქმედებები უარყოფიდად იმოქმედებს ამომრცეველლზე და თვით იმ საჯარო მოხელეებზეც, რომლებიც ამ ყველაფერს იძულებით აკეთებენ.


სტატია მომზადებულია გაეროს დემოკრატიის ფონდის მხარდაჭერით. სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი და მასში გამოთქმული მოსაზრებები, შესაძლოა, არ ასახავდეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციისა და გაერთიანებული ერების დემოკრატიის ფონდის შეხედულებებს.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ზუგდიდში, საქართველოს ბანკის დაყაჩაღებიდან 4 დღე გავიდა,
13:31 / 24.10.2020
ზუგდიდში, საქართველოს ბანკის დაყაჩაღებიდან 4 დღე გავიდა,
19 მაისს ოთხი წელი შესრულდა აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან 30 წლის
გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან.
00:02 / 20.05.2020
19 მაისს ოთხი წელი შესრულდა აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან 30 წლის გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან.
ზუგდიდის სოფელ ახალსოფლის მცხოვრები ვახტანგ მაქაცარია
სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის, ნარაზენის
17:30 / 24.12.2018
ზუგდიდის სოფელ ახალსოფლის მცხოვრები ვახტანგ მაქაცარია სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის, ნარაზენის
ლგბტ ადამიანები ყოველდღიური წნეხის და სიძულვილის გარემოში
განაგრძობენ ცხოვრებას.
15:08 / 17.05.2018
ლგბტ ადამიანები ყოველდღიური წნეხის და სიძულვილის გარემოში განაგრძობენ ცხოვრებას.
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.