სამართალი
გიორგი ფოჩხუას მკვლელობის საქმეზე სხდომა ბრალდებულის მოთხოვნით დაიხურა
FaceBook Twitter
E-mail Print

ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში დღეს, 23  ოქტომბერს, მსახიობ გიორგი ფოჩხუას მკვლელობის საქმეზე სასამართლო სხდომა გაიმართა. 

გიორგი ფოჩხუას მკვლელობაში ეჭვმიტანილი ბექა ცობეხიას მიმართ სისხლის სამართლის საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით (საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი) არის აღძრული, რაც 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. ცობეხიას მეგობარ ნიკოლოზ ბაძაღუას დანაშაულის შეუტყობინებლობაში ედება ბრალი, რაც ითვალისწინებს ჯარიმას, ან თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4 წლამდე.

 

სხდომის დაწყებამდე ბრალდებულის ადვოკატმა ბაჩუკ ყურაშვილმა სასამართლოს სხდომის დახურვის შუამდგომლობით მიმართა, რაც მოსამართლის ნატრული აკობიას გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა.

 

გიორგი ფოჩხუას წარმომადგენელმა ადვოკატმა ლონდა შამუგიამ, რომელიც დახურულ სხდომას ესწრებოდა, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სასამართლოს ჰქონდა უფლება სხდომა დახურულად გამოეცხადებინა და ნაწილობრივ დახურა კიდეც.

 

ნიკოლოზ ბაძაღუას ადვოკატის მთვარისა ბიგვავას განცხადებით, ბაძაღუასთან საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე, მან ზუგდიდის რაიონულ პროკურატურას უკვე მიმართა. „მიმდინარეობს მოლაპარაკების პროცესი, საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. ჩევნ ვითხოვთ, რომ ნიკოლოზ ბაძაღუას შეეფარდოს პირობითი სასჯელი“, – განაცხადა ადვოკატმა.

 

26 წლის მსახიობის და რეჟისორის გიორგი ფოჩხუას ცხედარი 14 ივლისს ანაკლიის ზღვამ სასტუმრო „ანაკლიის“ ტერიტორიაზე გამორიყა. ცხედარს აღენიშნებოდა მრავლობითი სახის დაზიანებები სახისა და ყელის არეში. ასევე არ აღმოაჩნდა კუთვნილი ნივთები: ფოტოაპარატი, ძვირფასეულობა და მობილური ტელეფონი. სამართალდამცავებმა გიორგი ფოჩხუას კუთვნილი ფოტოაპარატი განსასჯელისგან მას შემდეგ ამოიღეს, როდესაც ის პოლიციას ჩაბარდა.

 

გიორგი ფოჩხუას მკვლელობის საქმეზე მომდევნო სასამართლო სხდომა 20 ნოემბერს ჩაინიშნა. 

 

ამავე თემაზე


გიორგი ფოჩხუას მკვლელობის საქმეზე სასამართლო სხდომა გაიმართა


მსახიობ გიორგი ფოჩხუას მკვლელობის საქმეზე სასამართლო მოსმენები დაიწყო


გიორგი ფოჩხუას მკვლელობაში ეჭვმიტანილი პოლიციას ჩაბარდა


სამართალდამცავები გიორგი ფოჩხუას მკვლელობის ვერსიაზე მუშაობენ


შსს: გიორგი ფოჩხუას მკვლელობაში ეჭვმიტანილმა დანაშაული აღიარა

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ზუგდიდში, საქართველოს ბანკის დაყაჩაღებიდან 4 დღე გავიდა,
13:31 / 24.10.2020
ზუგდიდში, საქართველოს ბანკის დაყაჩაღებიდან 4 დღე გავიდა,
19 მაისს ოთხი წელი შესრულდა აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან 30 წლის
გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან.
00:02 / 20.05.2020
19 მაისს ოთხი წელი შესრულდა აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან 30 წლის გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან.
ზუგდიდის სოფელ ახალსოფლის მცხოვრები ვახტანგ მაქაცარია
სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის, ნარაზენის
17:30 / 24.12.2018
ზუგდიდის სოფელ ახალსოფლის მცხოვრები ვახტანგ მაქაცარია სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის, ნარაზენის
ლგბტ ადამიანები ყოველდღიური წნეხის და სიძულვილის გარემოში
განაგრძობენ ცხოვრებას.
15:08 / 17.05.2018
ლგბტ ადამიანები ყოველდღიური წნეხის და სიძულვილის გარემოში განაგრძობენ ცხოვრებას.
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.