სამართალი
ბაჩო ახალაია: რამდენ კონტექსტში მახსენეს უარყოფითად! სად არის მტკიცებულებები?
FaceBook Twitter
E-mail Print

საქართველოს ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ბაჩო ახალაია ბრალდების ჩვენებებზე, სასამართლო პროცესზე, ციხის კადრებზე, ბუნტზე, კანონიერ ქურდებთან ბრძოლასა და ლაფანყურის ოპერაციაზე „ლიბერალთან“ საუბრობს. ახალაიას თქმით, მისი დაკავება წმინდა პოლიტიკური მოტივითაა ნაკარნახევი. ამბობს, რომ იმ ბრალდებების გარდა, რის საფუძველზეც დააკავეს, სხვა დანარჩენზე კონკრეტული პასუხი აქვს.

 

„რამდენ კონტექსტში მახსენეს უარყოფითად! ალასანიამ უშიშროების საბჭოს გადასცა სიები, - თითქოს უკანონო ბანდფორმირებების. ეს ერთ-ერთი უმსხვილესი ბრალდება იყო. სად არის ახლა ის სიები? იქ კონკრეტული გვარები იყო ჩამოთვლილი. გეხსომებათ ბრალდება, რომ ბინებში გატანილი გვაქვს იარაღი და სისხლისღვრას ვაპირებდით. სად არის ის ბინები? სად არის სისხლისღვრა? სად არის მტკიცებულებები?“, – აცხადებს ბაჩო ახალაია.

 

ყოფილი მინისტრი მიესალმება სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც გიორგი კალანდაძე და ზურაბ შამათავა გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს, თუმცა არ ეთანხმება ქმედებას, რომელიც მის მიმართ განახორციელეს.

 

„ რა აუცილებელი იყო პატიმრობის შეფარდება იმ პირობებში, როდესაც მე არსად გაქცევას არ ვაპირებდი? ის ერთთვიანი პერიოდი ყველა ვარიანტში უნდა გავსულიყავი, იმ მიზეზის გამო, რომ დამატებითი პროვოკაციები არ მომხდარიყო. ავრცელებდნენ ხმებს, რომ თითქოს რაღაც იარაღი გვქონდა სადღაც გადამალული და ბანდფორმირებები გვქონდა შექმნილი. და რადგან ამ ყველაფრის უკან მე მოვიაზრებოდი, მარტივად გადავწყვიტე და ქვეყნიდან გავედი. ამის შემდეგ ეს საუბრები შეწყდა და თემები შეიცვალა, რომ თითქოს ფული გავიტანე და ბრაზილიაში წავედი“, – საუბრობს ახალაია.

 

მისი განცხადებით, საქართველოში იმ მიზეზით დაბრუნდა, რომ ყველა კონკრეტულ კითხვაზე არგუმენტირებული პასუხი აქვს. ამბობს, რომ გადაწყვეტილება არა პოლიტიკურ მიზანს, არამედ „შინაგან წუხილს და საზოგადოებასთან დეტალებზე საუბრის სურვილს ეყრდნობოდა“.

 

ბაჩო ახალაიას თქმით, მისი მისამართით იმდენი ტყუილი გავრცელდა, რომ „კინაღამ თავადაც დაიჯერა“. ყოფილი მინისტრი ამბობს, რომ იმ პერიოდის განმავლობაში, როცა ქვეყანა დატოვა, თურქეთში იმყოფებოდა.

 

„ბრაზილია კი არის ჩემი ოცნების ქვეყანა, მაგრამ საერთოდ ამერიკის კონტინეტზეც არასდროს ვყოფილვარ. სტამბოლში ვიყავი“, – განაცხადა ახალაიამ.

 

მისი თქმით, როცა საქართველოში დაბრუნება გადაწყვიტა, იცოდა, რომ დაკავება გარდაუვალი იყო, თუმცა ასე „სწრაფად და უნიათოდ“ თუ მოხდებოდა ყველაფერი, ვერ იფიქრებდა.

 

„რაღაც - რაღაცებს ჭკვიანურად ალაგებენ. თუმცა, ეს ყველაფერი ჯერჯერობით მხოლოდ მოწმეების ჩვენებებს ეყრდნობა. მოწმეზე აგებული ჩვენებებით ამხელა ბრალის წაყენება ძალიან რთულია. პირდაპირ გეტყვით, ორშაბათს აღძრულ საქმეზე, რომელიც მხოლოდ მოწმეების ეყრდნობა, ორშაბათსვე ადამიანის დაკავება შეიძლება?“, – ყვება ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი.

 

ბაჩო ახალაიას თქმით, იგი ბრალის სერიოზულად დამძიმებას ელოდება, რადგან „კიდევ სხვა სისხლის სამართლებრივი საქმეები გამოჩნდება“. 

 

რაც შეეხება ციხის კადრებს, ყოფილი მინისტრი ამბობს, რომ მან იკისრა პოლიტიკური პასუხისმგებლობა და თანამდებობიდან საზოგადოების მკაცრი მოთხოვნის მიზეზით გადადგა. იმ მოსაზრების შესახებ, რომელიც მის მიერ სასჯელაღსრულების დაწესებულებების კონტროლს უკავშირდება, ამბობს, რომ ეს გამორიცხული იყო, რადგან დროს „ციხის კონტროლისთვის კი არა, საკუთარი ოჯახისთვის ეძებდა“.

 

„სასჯელაღსრულების სისტემიდან  თავდაცვის სამინისტროში  ძალიან რთულ დროს მივედი. ჯარი,  - არ მოვერიდები ამ სიტყვას, - მეტ-ნაკლებად დემორალიზებული იყო: რუსეთთან ნაომარი, მატერიალურ და რაც ყველაზე სამწუხაროა, ადამიანურ რესურს დაკარგული. ამ ჯარს ხელახლა ფეხზე დაყენება და მობილიზება სჭირდებოდა. თვეების განმავლობაში თავდაცვის სამინისტროში მეძინა. ასეთ პირობებში, ქუდიც რომ შეეგდოთ, ციხეში არ შევიხედავდი. მით უმეტეს ღრმად ვიყავი დარწმუნებული, რომ სისტემა უჩემოდაც გამართულად იმუშავებდა. ციხეში აღმოჩენილი კანონდარღვევების ჩემთან ასე მარტივად მოწებება ვერ გამოვა. როდესაც ჩემს მეგობრებთან ერთად ციხის კადრები ვნახე, ისეთი შოკირებული ვიყავი, ცოტა ხანი აზრზე ვერ მოვდიოდი. მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ თუ სულ ყველაფერი არა, 90% მაინც იმ კადრებში დადგმულია. ყველაფერზე თავს ვერ დავდებ, მაგრამ ეჭვი მეპარება, რომ ასეთ რაღაცებს აქ ვინმე ჭკუათმყოფელი აკეთებდა “, – აცხადებს ახალაია.

 

ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ციხის ცნობილ ბუნტთან დაკავშირებით ამბობს, რომ „შეუძლებელი ამოცანაა, ამ ყველაფრის ორგანიზატორი ყოფილიყო“, რადგან უწყებაში ორი თვის მისული იყო. ახალაიას თქმით, რაც მოხდა, მისთვისაც „შოკი იყო“. ახალაიას შეფასებით, ეს ციხეებზე კონტროლის დასაბრუნებლად ქურდების ბოლო გაბრძოლება იყო.

 

„ქურდული სამყარო არ დაგვიმარცხებია, ამის პრეტენზია ნუ გვაქვს. ჩვენ ქურდები მარსზე კი არ გადაგვისახლებია, ნაწილი აქ, საქართველოში გვიზის, ნაწილი კი მთელ მსოფლიოშია, სადაც გნებავთ. ჩვენ საქართველოში კრიმინალზე მათი გავლენა შევაჩერეთ“, – ამბობს ბაჩო ახალაია. რაც შეეხება ლაფანყურის ოპერაციას, ყოფილი მინისტრის თქმით, ამ ქმედებაზე დღესაც მხოლოდ ის იცის, რაც მინისტრობის დროს.

 

„შევამჩნიეთ შეიარაღებული ჯგუფი. როცა ეს გავიგე სენაკში ვიყავი, და სასწრაფოდ გადავფრინდი. კორდინატების მიხედვით მივხვდი, რომ ისინი რუსეთის საზღვართან ახლოს იყვნენ. რაც ალბათ, წარმოგიდგენიათ რა საფრთხის მატარებელი იყო. ჩვენ მოლაპარაკება შევთავაზეთ, მაგრამ არაფერი გამოვიდა. ის რომ თითქოს მძევლები არ აუყვანიათ, ტყუილია. ასეთი მასშტაბური ოპერაციის მიზეზი ის იყო, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში აქეთ დაგვხოცავდნენ“, – განაცხადა ახალაიამ.

 

სამხედრო ოპერაციის დროს დაღუპულ ქართველებზე საუბრისას ყოფილი მინისტრი ამბობს, რომ მათ თავდაპირველად არაფერი დაუმალავთ, რადგან იდენტიფიცირება მოგვიანებით მოხდა.

 

ბაჩო ახალაია ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო ხელისუფლება ჯერ კიდევ უცვლელია, იმედი მაინც არ აქვს, რადგან „ძალიან გაბედული მოსამართლე უნდა იყოს, ჩვეულებრივი გადაწყვეტილება რომ მიიღოს“.

 

საქართველოს ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ მისი ძირეული შეცდომა მედიასთან ნაკლები ურთიერთობის ქონა და იმ ქმედებების შესახებ, რომელსაც იგი ახორციელებდა, საზოგადოების არასაკმარისი ინფორმირებაა.

 

„თავდაცვის სფეროში რაც ხდებოდა, საზოგადოებას ყველაფერს ვერ მოვახსენებდი, ბევრ რამეს  ვერც ახლა ვიტყვი. რადგან ჩემი ქმედებები ემყარებოდა გეგმებს, თუ როგორ უნდა დაგვეცვა თავი ოკუპანტისგან. ვერც თქვენ და ვერც სხვა ჟურნალისტებს ვერ დაგიძახებდით და ვერ გეტყოდით, რომ აი, ბიჭებო, რა კარგი რამ გავაკეთეთ! რამის კეთებას რაღა აზრი ექნებოდა? - აბსურდამდე მივიდოდით. ჩემი საქმიანობის დიდი ნაწილი საიდომლო იყო. თუ არ ჩავთვლით აკადემიაში სტუმრობას, ცალკეულ საჩვენებელ წრთვნებს და სხვა საჯარო ღონისძიებებს, – განაცხადა ბაჩო ახალაიამ.

 

რაც შეეხება იზოლატორში მის მიმართ მოპყრობას, ყოფილი მინისტრი ამბობს, რომ ადმინისტრაციის მადლიერია, თავიანთ საქმეს „პროფესიონალურად აკეთებენ და ყველაფერი წესრიგშია“.

 

„რასაც ხედავთ, მეტ-ნაკლებად ეს ჩემი იზოლაციაა. ადმინისტრაცია ცდილობს ამას ხელი შეუწყოს, თუმცა ციხეში ჩემი იზოლაცია გარანტირებული ვერასოდეს იქნება“, – აღნიშნა ყოფილმა შინაგან საქმეთა მინისტრმა. 

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ზუგდიდში, საქართველოს ბანკის დაყაჩაღებიდან 4 დღე გავიდა,
13:31 / 24.10.2020
ზუგდიდში, საქართველოს ბანკის დაყაჩაღებიდან 4 დღე გავიდა,
19 მაისს ოთხი წელი შესრულდა აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან 30 წლის
გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან.
00:02 / 20.05.2020
19 მაისს ოთხი წელი შესრულდა აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან 30 წლის გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან.
ზუგდიდის სოფელ ახალსოფლის მცხოვრები ვახტანგ მაქაცარია
სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის, ნარაზენის
17:30 / 24.12.2018
ზუგდიდის სოფელ ახალსოფლის მცხოვრები ვახტანგ მაქაცარია სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის, ნარაზენის
ლგბტ ადამიანები ყოველდღიური წნეხის და სიძულვილის გარემოში
განაგრძობენ ცხოვრებას.
15:08 / 17.05.2018
ლგბტ ადამიანები ყოველდღიური წნეხის და სიძულვილის გარემოში განაგრძობენ ცხოვრებას.
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.