სამართალი
განსასჯელი: სერგო თეთრაძე მეგის ქარდავამ მოკლა [Video]
FaceBook Twitter
E-mail Print

ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში დღეს, 16 ნოემბერს, შოთა სადუნიშვილის და თამაზ აბრალავას საქმეზე სასამართლო სხდომა გაიმართა. სადუნიშვილს ბრალი თაღლითობაში ედება, ხოლო თამაზ აბრალავას დანაშაულის შეუტყობინებლობაში.

 

მოწმის სახით დაკითხულმა გელა ჩაბალუხამ განაცხადა, რომ მას შოთა სადუნიშვილი ავტომობილის შეძენაში დახმარებას დაჰპირდა და ფული გამოსძალა. მოწმის განცხადებით, ფულის გადაცემის დროს, სადუნიშვილთან ერთად იმყოფებოდა მისი ნათესავი თამაზ აბრალავა. ჩაბალუხას თქმით, როცა ის დარწმუნდა, რომ მოატყუეს, მან აბრალავას კუთვნილი ავტომობილი წამოიყვანა და განუცხადა, რომ მანქანას თანხის დაბრუნების შემთხვევაში დააბრუნებდა.

 

ვინაიდან განსასჯელ სადუნიშვილს ადვოკატი არ იცავს, მოსამართლე ნატრული აკობიამ მისცა მას უფლება, მოწმისთვის კითხვების დაესვა, თუმცა სადუნიშვილმა განაცხადა, რომ მას არ აქვს კითხვები, რადგან მიაჩნია, რომ საქმის გამოძიება თავიდან უნდა დაიწყოს.

 

„გლდანის საპყრობილეში გავატარე წელიწადზე მეტი, სადაც გავხდი სერგო თეთრაძის მკვლელობის მოწმე. ვაცხადებ საჯაროდ, რომ სერგო თეთრაძის მკვლელი არის მეგის ქარდავა. ჩემზე ხორციელდებოდა საშინელი ზეწოლა გლდანში და შემდეგ აქ, ზუგდიდის #4 ციხეში მეგისის ძმის, ლევან ქარდავას დაკავებამდე“, – განაცხადა შოთა სადუნიშვილმა.

 

თამაზ აბრალავას ადვოკატის, თანდილა ჯოლოგუას თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს 8 თვის წინ, ჯუმბერ ჩაბალუხამ და სერგო ჯიქიამ წაართვეს „მერსედესის“ მარკის ავტომანქანა, რის შემდეგაც თბილისის საქალაქო სასამართლომ აბრალავა ცნო დაზარალებულად, თუმცა ორი თვის შემდეგ აბრალავას ბრალი დასდეს დანაშაულის შეუტყობინებლობაში. მის მიმართ წაყენებული ბრალდების დადგენილებაში წერია, თამაზ აბრალავამ იცოდა, რომ შოთა სადუნიშვილის მიერ ჩადენილი იყო მძიმე დანაშაული, კერძოდ ჯუმბერ ჩაბალუხას კუთვნილი 18 890 ლარის თაღლითურად დაუფლება და არ შეატყობინა სამართალდამცავ ორგანოებს.

 

ადვოკატი აცხადებს, რომ შოთა სადუნიშვილმა ფიზიკური ზეწოლის შედეგად მისცა აღიარებითი ჩვენება, სადაც მან აბრალავას დანაშაული დაადასტურა. აბრალავას ადვოკატის განცხადებით, სადუნიშვილს ზეწოლის შედეგად კიდევ ბევრი აღიარებითი ჩვენება დააწერინეს, რის საფუძველზეც საპატიმროებში უდანაშაულო ადამიანები იმყოფებიან. მისივე თქმით, სადუნიშვილი თავს უსაფრთხოდ არც ახლა გრძნობს და ის ზუგდიდის ციხეში სახალხო დამცველის რწმუნებულთან შეხვედრას ითხოვს.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, სადუნიშვილის და აბრალავას საქმის განხილვა 21 ნოემბერს განახლდება.

 

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ზუგდიდში, საქართველოს ბანკის დაყაჩაღებიდან 4 დღე გავიდა,
13:31 / 24.10.2020
ზუგდიდში, საქართველოს ბანკის დაყაჩაღებიდან 4 დღე გავიდა,
19 მაისს ოთხი წელი შესრულდა აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან 30 წლის
გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან.
00:02 / 20.05.2020
19 მაისს ოთხი წელი შესრულდა აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან 30 წლის გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან.
ზუგდიდის სოფელ ახალსოფლის მცხოვრები ვახტანგ მაქაცარია
სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის, ნარაზენის
17:30 / 24.12.2018
ზუგდიდის სოფელ ახალსოფლის მცხოვრები ვახტანგ მაქაცარია სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის, ნარაზენის
ლგბტ ადამიანები ყოველდღიური წნეხის და სიძულვილის გარემოში
განაგრძობენ ცხოვრებას.
15:08 / 17.05.2018
ლგბტ ადამიანები ყოველდღიური წნეხის და სიძულვილის გარემოში განაგრძობენ ცხოვრებას.
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.