სამართალი
გაუპატიურების მცდელობისთვის ბრალდებული ყოფილი პოლიციელი: მე ვარ პიარის პატიმარი [Video]
FaceBook Twitter
E-mail Print

გაუპატიურების მცდელობისთვის ბრალდებული საპატრულო პოლიციის ყოფილი თანამშრომლის გოგა ანჩაბაძის წინასასამართლო სხდომა გაიმართა დღეს, 6 მარტს, ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში. სხდომას ბრალდებულიც ესწრებოდა, რომელიც სასამართლო დარბაზში ყავარჯნების დახმარებით შემოვიდა. 

წინასასამართლო სხდომისთვის გოგა ანჩაბაძის ტრანსპორტირება ქუთაისის სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან მოხდა, სადაც ის წინასწარ პატიმრობაში იმყოფება.

 

ბრალდებულის ადვოკატმა, ალექსანდრე თათელიშვილმა სხდომის დაწყებისთანავე დააყენე შუმადგომლობა მოსამართლის აცილებაზე.

 

 

„მიუხედავად პატივისცემისა მოსამართლის მიმართ, სასამართლო ვერ იქნება ობიექტური, რადგან არსებობს ამის კონკრეტული მიზეზები. კერძოდ, გოგა ანჩაბაძისთვის აღკვეთი ღონისძიების საკითხი მოსამართლე აბშილავამ განიხილა, რასაც ჩვენ არ დავეთანხმეთ. ვთვლით, რომ მოსამართლის გადაწყვეტილება არ იყო დასაბუთებული. მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობდა იმის საშიშროება, რომ ის მიიმალებოდა ან ხელს შეუშლიდა გამოძიებას, მან მიიღო აღკვეთი ღონისძიების შეფარდების გადაწყვეტილება, თან იმ ფონზე როცა ანჩაბაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე“, - განაცხადა სხდომაზე ადვოკატმა, თუმცა მისი შუამდგომლობა მოსამართლე ირაკლი აბშილავამ არ დააკმაყოფილა, იმ მიზეზით რომ ის არ არის გამყარებული კანონის შესაბამისი მუხლებით.

 

ირაკლი აბშილავა ასევე არ დაეთანხმა დაცვის მხარის მოსაზრებას, რომ ზუგდიდის სასამართლო ვერ იქნება ობიექტური, რადგან მასზე გავლენას იქონიებს გარემოება – „მოსახლეობის დიდმა ნაწილმა გოგა ანჩაბაძეს უკვე გამოუტანა განაჩენი“ და დაზარალებულ ანა ძაპტაშვილისა და მისი მეუღლის, გოგა ანჩაბაძის წამებაში ბრალდებულ კონსტანტინე გულორდავას მხარდამჭერები პერმამენტულად მართავენ აქციებს პროკურატურასთან.

 

ირაკლი აბშილავამ არ დააკმაყოფილა შუამდგიმლობა, რომ აღკვეთი ღონისძიების ნაცვლად მოხდეს ბრალდებულის 10 ათასი ლარის ოდენობის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება, რადგან არ არსებობს მიმალვის ან რაიმე სხვა საფრთხე. ასევე ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს დაზიანებული აქვს ჯანმრთელობა და საჭიროებს ოპერაციას.

 

„მისი მგზავრობა ასეთ პირობებში არის დაუშვებელი, რაც ამ პროცესების განმავლობაში ალბათ ხშირად მოხდება. ეს არის მის მიმართ არაადამიანური მოპყრობა“, - განაცხადა თათელიშვილმა.

 

მას არ დაეთანხმნენ და დაუსაბუთებლად მიიჩნიეს შუამდგომლობა პროკურორებმა დავით პაპავამ და მირანდა წერეთელმა. ამ უკანასკნელის განმარტებით, მოთხოვნა აუცილებლად უნდა ყოფილიყო გამყარებული შესაბამისი სამედიცინო ცნობით. მოსამართლე ირაკლი აბშილავამ არც ეს შუამდგომლობა დააკმაყოფილა, დაუსაბუთებლობის მიზეზით.

 

ირაკლი აბშილავამ ასევე არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის კიდევ ერთი შუამდგომლობა, რომ საქმე არ უნდა გადავიდეს არსებით განხილვაზე, რადგან არ არსებობს მისი დაცვის ქვეშ მყოფის დანაშაულის დამადასტურებელი მტკიცებულებები, გარდა ანა ძაპტაშვილის ჩვენებისა.

 

„არცერთი სამედიცინო ექსპერტიზა არ ადასტურებს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის ბრალეულობას“, - განაცხადა ადვოკატმა.

 

მოგვიანებით, მან „ლაივპრესის“ კითხვის საპასუხოდ იგეგმება თუ არა სასამართლოსთვის გოგა ანჩაბაძის ჯანმრთელობის ცნობის წარდგენა, სადაც იქნება დადსტურებული, რომ ის საჭიროებს ოპერაციას, ალექსანდრე თაეთელიშვილმა განაცხადა, რომ „უკვე გაგზავნილი გვაქვს სასჯელაღსრულების სამინისტროში შესაბამისი მიმართვა, ველოდებით  პასუხს და ამის შემდეგ შესაძლებელია კიდევ დავსვა ეს საკითხი“.

 

მხარეებმა დღევანდელ სხდომაზე წარადგინეს მტკიცებულებები და დასაკითხ მოწმეთა სია. მიუხედავად იმისა, რომ მათი ცნობის შესახებ დაცვისა და ბრალდების მხარეებს შორის იყო აზრთა სხვადსხვაობა, მოსამართლე ირაკლი აბშილავამ ორივე მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები მიიღო და არცერთი მათგანი არ იქნა ბათილად ცნობილი.

 

დღევანდელ სხდომაზე ბრალდებულმა გოგა ანჩაბაძემ განაცხადა, რომ „ის რაშიც მე მედება ბრალი არის აბსურდული, შეთითხნილი, როგორ შეიძლება ადამიანს ბრალდება წაუყენო და არ არსებობდეს შესაბამისი სამედიცინო დასკვნები“.

 

გოგა ანჩაბაძის განმარტებითვე, ამ საქმეზე ძალიან ბევრი ითქვა მედიის საშუალებით და თავიდანვე ის წარიმართა არასწორად: „ეს იყო პიარკამპანია და მე ვარ პიარის მსხვერპლი, პიარის პატიმარი“.

 

გაუპატიურების მცდელობისთვის ბრალდებულ საპატრულო პოლიციის ყოფილ თანამშრომელ გოგა ანჩაბაძეს ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ წინასწარი პატიმრობა 21 დეკემბერს შეუფარდა. დაცვის მხარე ითხოვდა ბრალდებულის 7 000 ლარის ოდენობის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას, თუმცა მოსამართლემ ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

 

ანჩაბაძის მიმართ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 19, 137-ე მუხლის მესამე ნაწილითაა აღძრული, რაც გაუპატიურების მცდელობას გულისხმობს და ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9-დან 12 წლამდე ვადით.

 

გოგა ანჩაბაძეს მეგობრის ცოლის, ანა ძაპტაშვილის გაუპატიურების მცდელობისთვის ამ უკანასკნელის ქმარმა კონსტანტინე გულორდავამ სცემა და მრავლობითი დაზიანებები 12 ნოემბერს მიაყენა. მკურნალობის კურსს ანჩაბაძე ჯერ ზუგდიდში, შემდეგ კი ქუთაისის კლინიკურ საავადმყოფოში გადიოდა.

 

ამავე თემაზე


გოგა ანჩაბაძის ადვოკატი ზუგდიდის სასამართლოს გადაწყვეტილებას დღეს გაასაჩივრებს


გოგა ანჩაბაძის საქმეზე სასამრთლო სხდომა ჩაინიშნა


გოგა ანჩაბაძის საქმეზე პროკურატურა აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობას მოითხოვს

 

გაუპატიურების მცდელობისთვის გოგა ანჩაბაძეს ბრალი წარუდგინეს

 

გაუპატიურების მცდელობისთვის ბრალდებული პოლიციელი დააკავეს

 

გაუპატიურების მცდელობისთვის ბრალდებული პოლიციელის საქმე პროკურატურას გადაეცა

 

უცნობია დაიკითხა თუ არა გაუპატიურების მცდელობისთვის ბრალდებული პოლიციელი

 

გაუპატიურების მცდელობისთვის ბრალდებულ პოლიციელს საავადმყოფოდან მომავალ კვირაში გაწერენ

 

შსს: გაუპატიურების მცდელობისთვის ბრალდებული პოლიციელი სრულფასოვნად ვერ დაიკითხა

 

ვიდეომასალა პოლიციელის დაჭრაში ბრალდებულის სასამართლო პროცესიდან [Video]

 

კონსტატინე გულორდავას სასამართლოს ეზოში მხადამჭერები შეხვდნენ

 

ზუგდიდში პოლიციელის დაჭრაში ბრალდებული სასამართლომ გაათავისუფლა

 

ზუგდიდში პოლიციელის დაჭრაში ბრალდებულის სასამართლო პროცესი დაიწყო

 

საია: ზუგდიდში პოლიციელის ცემაში ბრალდებულ პირს წინასწარი პატიმრობა არ უნდა შეეფარდოს

 

ადვოკატის ინფორმაციით, პოლიციელის დაჭრაში ბრალდებულის სასამართლო დღეს უნდა გაიმართოს

 

დავით ნარმანია პოლიციელის დაჭრაში ბრალდებულის სიდედრს შეხვდა [Video]

 

პოლიციის დაჭრაში ეჭვმიტანილის ცოლი საავადმყოფოში მოათავსეს [Video]

 

ინციდენტი მოხდა ზუგდიდში თვითმმართველობის რეფორმის განხილვისას

 

პოლიციის დაჭრაში ბრალდებულის დაკითხვა დასრულდა [Video]

 

ადვოკატის თქმით, კონსტანტინე გულორდავას დაკავების საფუძველი არ არსებობს [Video]

 

კონსტანტინე გულორდავას სიდედრის თქმით, პოლიციელს დანაშაული წინასწარ ქონდა დაგეგმილი [Video]

 

 გაუპატიურების მცდელობისთვის ბრალი წაუყენეს საპატრულო პოლიციის თანამშრომელს

 

 ზუგდიდში მომხდარ ინციდენტზე სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს

 

 პოლიციელის დაჭრაში ბრალდებულის ნათესავები საპროტესტო აქციას მართავენ [Video]

 

 პოლიციელის დაჭრაში ბრალდებული სამართალდამცავებს ჩაბარდა [Video]

 

 დაკავებულია პოლიციის დაჭრაში ეჭვმიტანილი პირი

 

 ზუგდიდში დაჭრილი პოლიციელი იპოვეს [Video]

 

 სტაბილურად მძიმეა დაჭრილი პოლიციელის ჯანმრთელობის მდგომარეობა

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ზუგდიდში, საქართველოს ბანკის დაყაჩაღებიდან 4 დღე გავიდა,
13:31 / 24.10.2020
ზუგდიდში, საქართველოს ბანკის დაყაჩაღებიდან 4 დღე გავიდა,
19 მაისს ოთხი წელი შესრულდა აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან 30 წლის
გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან.
00:02 / 20.05.2020
19 მაისს ოთხი წელი შესრულდა აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან 30 წლის გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან.
ზუგდიდის სოფელ ახალსოფლის მცხოვრები ვახტანგ მაქაცარია
სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის, ნარაზენის
17:30 / 24.12.2018
ზუგდიდის სოფელ ახალსოფლის მცხოვრები ვახტანგ მაქაცარია სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის, ნარაზენის
ლგბტ ადამიანები ყოველდღიური წნეხის და სიძულვილის გარემოში
განაგრძობენ ცხოვრებას.
15:08 / 17.05.2018
ლგბტ ადამიანები ყოველდღიური წნეხის და სიძულვილის გარემოში განაგრძობენ ცხოვრებას.
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.