სამართალი
გურამ ლაშქარავას საქმეზე სასამართლომ ბრალდების მხარის მოწმეების დაკითხვა დაასრულა
FaceBook Twitter
E-mail Print

იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების და ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვისთვის დაკავებული გურამ ლაშქარავას საქმე განიხილეს დღეს, 13 მარტს ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში, სადაც ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ორი მოწმე - დეტექტივ გამომძიებელი ჯონი ბაგათელია და ექსპერტი მადონა ჭელიძე დაკითხეს. 

ამ უკანასკნელის თქმით, ლაშქარავას დაკავებისას ამოღებული ნივთმტკიცების ქიმიური ექსპერტიზის შედეგად გაირკვა, რომ ერთჯერადი მოხმარების შპრიცში 0,8 მილიგრამი მოყვითალო შეფერილობის სითხე, კუსტარულად დამზადებული ნარკოტიკული საშუალება აღმოჩნდა.

 

ექსპერტის განცხადებით, მისთვის უცნობია, რა მინარევების სინთეზით მიიღეს ნარკოტიკი, თუმცა „ფაქტია, რომ ის დამოუკიდებლად დამზადდა“.

 

დეტექტივ გამომძიებელ ჯონი ბაგათელიამ აღნიშნა, რომ ფოთში, ჭავჭავაძის ქუჩაზე დაკავებული გურამ ლაშქარავა სამხარეო მთავარი სამმართველოდან ნარკოლოგიურ კაბინეტში გადაიყვანეს, სადაც მას ნარკოტიკული საშუალებით თრობა დაუდგინდა.

 

მისივე თქმით, ბრალდებულის განცხადება მკლავზე ინექციის გაკეთების შესახებ აბსურდია.

 

ჯონი ბაგათელიამ სასამართლოს განუცხადა, რომ ფოთში სხვა დავალებისთვის ზუგდიდიდან წარგზავნილმა ჯგუფმა ოპერატიული ინფორმაციის მიღებიდან ვიდრე ლაშქარავას დაკავებამდე, უკვე იცოდა დაკითხული მოწმეების შესახებ, რომლებიც ამბობდნენ, რომ ამ უკანასკნელმა დანაშაული ნამდვილად ჩაიდინა.

 

დეტექტივ გამომძიებლის თქმით, ბრალდებულს იმთავითვე განუმარტეს, რომ მისი დაკავება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას უკავშირდებოდა, ნარკოტიკული საშუალების შესახებ კი მხოლოდ ჩხრეკისას შეიტყვეს.

 

დღევანდელ სასამართლო პროცესზე ორი მოწმის დაკითხვით დასრულდა ბრალდების მხარის მოწმეების წარმოდგენა.

 

მომდევნო სხდომა 8 აპრილისთვის ჩაინიშნა, სადაც წერილობით და ნივთიერ მტკიცებულებებს განიხილავენ.

 

გურამ ლაშქარავა სამართალდამცავებმა მიმდინარე წლის 20 სექტემბერს ფოთში დააკავეს. მას ბრალი 260-ე მუხლის მეორე „ა“ ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშუალებებისთვის ედება, რაც იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას და ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვას გულისხმობს.

 

ოჯახმა სამართლიანი და მიუკერძოებელი გამოძიების მოთხოვნით საპროტესო აქციაც რამდენჯერმე გამართა. ბრალდებულის მეუღლე აცხადებს, რომ ფოთის პოლიციის თანამშრომლები გურამ ლაშქარავას 19 წლიანი პატიმრობის მოხდის დღიდან უთვალთვალებენ. ეს მას შემდეგ, როცა დაკავებული მათ მიერ შემოთავაზებულ თანამშრომლობას არ დათანხმდა. წინააღმდეგ შემთხვევაში მას ქვეყანა უნდა დაეტოვებინა, ან კვლავ ციხეში დააბრუნებდნენ.

 

ამავე თემაზე


ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში გურამ ლაშქარავას მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართა


გურამ ლაშქარავას სასამართლო პროცესზე ორი მოწმე დაიკითხა


ზუგდიდში გურამ ლაშქარავას მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართა


ბრალდებულის ადვოკატი: ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი წარსული დანაშაულისთვის არ უნდა გასამართლდეს [Video]


ბრალდებულის ცოლი პოლიციას იარაღის და ნარკოტიკის ჩადებაში ადანაშაულებს  

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ზუგდიდში, საქართველოს ბანკის დაყაჩაღებიდან 4 დღე გავიდა,
13:31 / 24.10.2020
ზუგდიდში, საქართველოს ბანკის დაყაჩაღებიდან 4 დღე გავიდა,
19 მაისს ოთხი წელი შესრულდა აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან 30 წლის
გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან.
00:02 / 20.05.2020
19 მაისს ოთხი წელი შესრულდა აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან 30 წლის გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან.
ზუგდიდის სოფელ ახალსოფლის მცხოვრები ვახტანგ მაქაცარია
სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის, ნარაზენის
17:30 / 24.12.2018
ზუგდიდის სოფელ ახალსოფლის მცხოვრები ვახტანგ მაქაცარია სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის, ნარაზენის
ლგბტ ადამიანები ყოველდღიური წნეხის და სიძულვილის გარემოში
განაგრძობენ ცხოვრებას.
15:08 / 17.05.2018
ლგბტ ადამიანები ყოველდღიური წნეხის და სიძულვილის გარემოში განაგრძობენ ცხოვრებას.
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.