სამართალი
გაუპატიურების მცდელობისთვის ბრალდებული ყოფილი პოლიციელის საქმეზე დაზარალებულის სტატუსით ანა ძაპტაშვილი დაიკითხა [Video]
FaceBook Twitter
E-mail Print

გაუპატიურების მცდელობისთვის ბრალდებული საპატრულო პოლიციის ყოფილი თანამშრომლის, გოგა ანჩაბაძის სასამართლო პროცესი გაიმართა დღეს, 27 მარტს ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში, სადაც ბრალდების მხარის ორი მოწმე, დაზარალებულად ცნობილი ანა ძაპტაშვილი და მისი დედა, რუსუდან ლომაია დაკითხეს.

სხდომის პირველი ნაწილი სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის მთავარი პროკურორის მოთხოვნით დახურულად გამოცხადდა.

 

 

გოგა ანჩაბაძის ადვოკატმა ალექსანდრე თათელიშვილმა სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, რომ ანა ძაპტაშვილმა გასცა გარკვეულ კითხვებს პასუხი, თუმცა დაცვის მახრის შეკითხვებზე მისი მხრიდან პასუხები ბუნდოვანი იყო.

 

„დღეს ნათქვამს და გამოძებისთვის მიცემულ ჩვენებებს შორის სერიოზული ურთიერთსააწინაააღმდეგო გარემოებები გამოიკვეთა. გაირკვა, რომ განცხადება, ვითომდა გაუპატიურების მცდელობაზე, ძაპტაშვილმა მხოლოდ მას შემდეგ დაწერა, როცა ჯერ მეუღლის სისხლის სამართლის საქმეზე დაიკითხა. ამას გამოიკვლებს სასამართლო. ვფიქრობ ჩვენთვისაც სასარგებლო იყო დღეს მისი ჩვენება“, - აღნიშნა ადვოკატმა.

 

რაც შეეხება რუსუდან ლომაიას დაკითხვას, მან სხდომაზე განაცხადა, რომ 2013 წლის 10 ნოემბერს, საღამოს, დაახლოებით 20:15 წუთზე, ანა ძაპტაშვილს, რომელიც მასთან სახლში იმყოფებოდა, ტელეფონით დაუკავშირდა მეუღლის მეჯვარე გოგა ანჩაბაძე. ის დაინტერესდა, იყო თუ არა მასთან კახა გულორდავა. როცა გაიგო, რომ არა, „ჩხოროწყუდან მოვდივარ და გამოგივლიო“, - უთხრა.  

 

„რომ მოვიდა ჩვენთან, შენ ჩემი დაიკო ხარო და ხელი გადახვია. მე მითხრა, ცოტა ნასვამი ვარო. კახა დიდი ხანია არ მინახავს, სიურპრიზი გავუკეთოთ, მასთან წავალთ მე და ანა და მალევე დავბრუნდებითო. დაახლოებით ორმოცი წუთის შემდეგ ზალის კარი გაიღო და ანა შემოვიდა თმებაწეწილი, აგლეჯილი, თვალები ნამტირალევი და ჩასისხლიანებული ჰქონდა. ფეხსაცმლის ქუსლები მომძვრალი იყო. მამამისს და ძმას უთხრა, კინაღამ ავარია მოგვივიდა და ძალიან შევშინდიო. მე მომიყვა ყველაფერი. გოგა ანჩაბაძეს მოუმატებია მანქანის სვლისთვის. სარკიდან ხედავდა, თვალები როგორ გადმოატრიალა, თან არაფერს ამბობდა, ნასვამი იყო და შეშინებია, ცუდად ხომ არ არისო. მერე იცით რაც მოხდა. ანჩაბაძე დაემუქრა ჩემს შვილს, თუ ამ ყველაფერს გაახმაურებ, ქმარს მოგიკლავ, სისხლს დავღვრიო“, - განუცხადა სასამართლოს ანა ძაპტაშვილის დედამ.

 

„თქვენ ადასტურებთ, რომ თებერვლის თვეში ტელეფონით დამიკავშირდით და ზეწოლა გინდოდათ ჩემზე მოგეხდინათ? მითხარით - პროცესს ჩამოვშორებოდი, რადგან მორალურად არ გაქვთ ამის უფლებაო“, - მიმართა ბრალდებულის ადვოკატმა რუსუდან ლომაიას, რაზეც ამ უკანასკნელმა აღნიშნა, რომ ალექსანდრე თათელიშვილი სასამართლოს შეცდომაში შეყვანას ცდილობს, ფაქტისადმი არასწორი მიმართულების მიცემით.

 

„ცრუობს. სიმართლე არაფერი უთქვამს. ზღაპრებს ყვება“, - ამ რეპლიკით გამოეხმაურა ბრალდებული გოგა ანჩაბაძე ანა ძაპტაშვილის დედის მონაყოლს.

 

პროკურორმა მირანდა წერეთელმა რამდენჯერმე მსგავსი წამოძახილის შემდეგ მოსამართლე ნატრული აკობიას მიმართა ანჩაბაძის დარბაზიდან გაძევების შუამდგომლობით, რაც არ დაკმაყოფილდა.

 

მომდევნო სასამართლო სხდომა 14 აპრილს ჩაინიშნა.

 

გაუპატიურების მცდელობისთვის ბრალდებულ საპატრულო პოლიციის ყოფილ თანამშრომელ გოგა ანჩაბაძეს ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ წინასწარი პატიმრობა 21 დეკემბერს შეუფარდა. დაცვის მხარე ითხოვდა ბრალდებულის 7 000 ლარის ოდენობის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას, თუმცა მოსამართლემ ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

 

ანჩაბაძის მიმართ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 19, 137-ე მუხლის მესამე ნაწილითაა აღძრული, რაც გაუპატიურების მცდელობას გულისხმობს და ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9-დან 12 წლამდე ვადით.

 

გოგა ანჩაბაძეს მეგობრის ცოლის, ანა ძაპტაშვილის გაუპატიურების მცდელობისთვის ამ უკანასკნელის ქმარმა კონსტანტინე გულორდავამ სცემა და მრავლობითი დაზიანებები 12 ნოემბერს მიაყენა. მკურნალობის კურსს ანჩაბაძე ჯერ ზუგდიდში, შემდეგ კი ქუთაისის კლინიკურ საავადმყოფოში გადიოდა.

 

ამავე თემაზე


გაუპატიურების მცდელობისთვის ბრალდებულის საქმეზე დაზარალებულს სასამართლო დახურულ სხდომაზე დაკითხავს


გაუპატიურების მცდელობისთვის ბრალდებული ყოფილი პოლიციელი: მე ვარ პიარის პატიმარი [Video]

 

გოგა ანჩაბაძის ადვოკატი ზუგდიდის სასამართლოს გადაწყვეტილებას დღეს გაასაჩივრებს

 

გოგა ანჩაბაძის საქმეზე სასამრთლო სხდომა ჩაინიშნა

 

გოგა ანჩაბაძის საქმეზე პროკურატურა აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობას მოითხოვს

 

გაუპატიურების მცდელობისთვის გოგა ანჩაბაძეს ბრალი წარუდგინეს

 

გაუპატიურების მცდელობისთვის ბრალდებული პოლიციელი დააკავეს

 

გაუპატიურების მცდელობისთვის ბრალდებული პოლიციელის საქმე პროკურატურას გადაეცა

 

უცნობია დაიკითხა თუ არა გაუპატიურების მცდელობისთვის ბრალდებული პოლიციელი

 

გაუპატიურების მცდელობისთვის ბრალდებულ პოლიციელს საავადმყოფოდან მომავალ კვირაში გაწერენ

 

შსს: გაუპატიურების მცდელობისთვის ბრალდებული პოლიციელი სრულფასოვნად ვერ დაიკითხა

 

ვიდეომასალა პოლიციელის დაჭრაში ბრალდებულის სასამართლო პროცესიდან [Video]

 

კონსტატინე გულორდავას სასამართლოს ეზოში მხადამჭერები შეხვდნენ

 

ზუგდიდში პოლიციელის დაჭრაში ბრალდებული სასამართლომ გაათავისუფლა

 

ზუგდიდში პოლიციელის დაჭრაში ბრალდებულის სასამართლო პროცესი დაიწყო

 

საია: ზუგდიდში პოლიციელის ცემაში ბრალდებულ პირს წინასწარი პატიმრობა არ უნდა შეეფარდოს

 

ადვოკატის ინფორმაციით, პოლიციელის დაჭრაში ბრალდებულის სასამართლო დღეს უნდა გაიმართოს

 

დავით ნარმანია პოლიციელის დაჭრაში ბრალდებულის სიდედრს შეხვდა [Video]

 

პოლიციის დაჭრაში ეჭვმიტანილის ცოლი საავადმყოფოში მოათავსეს [Video]

 

ინციდენტი მოხდა ზუგდიდში თვითმმართველობის რეფორმის განხილვისას

 

პოლიციის დაჭრაში ბრალდებულის დაკითხვა დასრულდა [Video]

 

ადვოკატის თქმით, კონსტანტინე გულორდავას დაკავების საფუძველი არ არსებობს [Video]

 

კონსტანტინე გულორდავას სიდედრის თქმით, პოლიციელს დანაშაული წინასწარ ქონდა დაგეგმილი [Video]

 

გაუპატიურების მცდელობისთვის ბრალი წაუყენეს საპატრულო პოლიციის თანამშრომელს

 

ზუგდიდში მომხდარ ინციდენტზე სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს

 

პოლიციელის დაჭრაში ბრალდებულის ნათესავები საპროტესტო აქციას მართავენ [Video]

 

პოლიციელის დაჭრაში ბრალდებული სამართალდამცავებს ჩაბარდა [Video]

 

დაკავებულია პოლიციის დაჭრაში ეჭვმიტანილი პირი

 

ზუგდიდში დაჭრილი პოლიციელი იპოვეს [Video]

 

სტაბილურად მძიმეა დაჭრილი პოლიციელის ჯანმრთელობის მდგომარეობა

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ზუგდიდში, საქართველოს ბანკის დაყაჩაღებიდან 4 დღე გავიდა,
13:31 / 24.10.2020
ზუგდიდში, საქართველოს ბანკის დაყაჩაღებიდან 4 დღე გავიდა,
19 მაისს ოთხი წელი შესრულდა აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან 30 წლის
გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან.
00:02 / 20.05.2020
19 მაისს ოთხი წელი შესრულდა აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან 30 წლის გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან.
ზუგდიდის სოფელ ახალსოფლის მცხოვრები ვახტანგ მაქაცარია
სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის, ნარაზენის
17:30 / 24.12.2018
ზუგდიდის სოფელ ახალსოფლის მცხოვრები ვახტანგ მაქაცარია სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის, ნარაზენის
ლგბტ ადამიანები ყოველდღიური წნეხის და სიძულვილის გარემოში
განაგრძობენ ცხოვრებას.
15:08 / 17.05.2018
ლგბტ ადამიანები ყოველდღიური წნეხის და სიძულვილის გარემოში განაგრძობენ ცხოვრებას.
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.