სამართალი
ზუგდიდის სასამართლომ გაუპატიურების მცდელობისთვის ბრალდებული ყოფილი პოლიციელი დაკითხა
FaceBook Twitter
E-mail Print

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ დღეს, 26 ივნისს გაუპატიურების მცდელობისთვის ბრალდებული საპატრულო პოლიციის ყოფილი თანამშრომლის, გოგა ანჩაბაძის საქმეზე მოწმეების დაკითხვა და დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების გამოკვლევა დაასრულა. 

დღეს დაიკითხა თავად ბრალდებულიც, რომელმაც დეტალურად გაიხსენა 2013 წლის 10 ნოემბრის დღე.

 

გოგა ანჩაბაძე აცხადებს, რომ იგი უდანაშაულოა, მისი მხრიდან არ ყოფილა მოქალაქე ანა ძაპტაშვილზე ძალადობის მცდელობა, ეს არის „ჩვენებებით აგებული საქმე“ და რომ რეალურად დაზარალებული სწორედ თავად არის, რადგან მომჩივანის ქმარმა არა მხოლოდ ცემა, არამედ „სადისტურად აწამა“.

 

ყოფილი პოლიციელის თქმით, იგი ინციდენტის დღეს მეზობლისგან ნათხოვარი მანქანით ჩხოროწყუში მეჯვარის ოჯახში იმყოფებოდა, საიდანაც ზუგდიდში დაახლოებით ერთი ბოთლი ღვინის ნასვამი გამობრუნდა. გადაწყვიტა შეხმიანებოდა მეგობარს - კონსტანტინე გულორდავას, თუმცა მან სატელეფონო ზარებს არ უპასუხა, რის შემდეგაც მის ცოლს - ანა ძაპტაშვილს დაუკავშირდა და მოიკითხა. მივიდა მათთან, მამის სახლში, სადაც იგი იმჟამად იმყოფებოდა და შესთავაზა ჩხოროწყუდან წამოღებული ღვინის დალევა მეუღლესთან ერთად. გადაწყვიტა, თავდაპირველად კონსტანტინე გულორდავას საკუთარ სახლში სტუმრებოდა, შემდეგ თავისთან წასულიყვნენ და ექეიფათ. გოგა ანჩაბაძის მონაყოლის მიხედვით, გზად, როცა წერეთლის ქუჩის მიმართულებით გადაადგილდებოდა, შენიშნა ვერცხლისფერი „შკოდას“ ფირმის ავტომანქანა, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს ეკუთვნის. რადგან ნასვამი იყო, საყვედურის მიღების შიშით სვლას მკვეთრად აუჩქარა და პრეზიდენტის რეზიდენციის გვერდით მდებარე ყოფილი პოლიტექნიკური კოლეჯის ეზოში „გიჟივით შევარდა“. სამინისტროს ავტოსატრანსპორტო საშუალებას მისი თქმით, „ციმციმა არ ეყენა“, რის გამოც დადევნების უფლება არ ჰქონდა.

 

„არც მიფიქრია, რომ ვინმე სხვა იჯდა მანქანაში. მოულოდნელად ყურებში ჩამყვირეს - გააჩერე. მაშინვე დავამუხრუჭე. ანა ძაპტაშვილი გადმოვიდა მანქანიდან და ხმამაღლა მეუბნებოდა - შენ რა ქენი, რა ჩაიდინე, მოტყუებით შემომიყვანეო. ამაზე გავგიჟდი, ჩემზე ეს როგორ იფიქრე, ეჭვი როგორ შეიტანე მეთქი. არ ვიცი ხმა გაიგონა და იმიტომ, თუ... მაგრამ გამოვიდა შენობიდან ქალი წყლით სავსე ტაშტით, რომელსაც შეყვა შიგნით. მანამდე ერთსა და იამვეს იმეორებდა. მეც შევედი სადარბაზოში, ვამშვიდებდი, ვეხვეწე, შვილი ვიფიცე, ვეუბნებოდი - ხელი ხომ არ დამიკარებია შენთვის, გამომყევი, მაგრამ არ გამომყვა“, - განაცხადა სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა.

 

გოგა ანჩაბაძის თქმით, ის ეცადა ანა ძაპტაშვილთან დაკავშირებას ტელეფონით, თუმცა ვერ მოახერხა. მეორე დღეს მას ესაუბრა მეგობარი ირაკლი ალანია, რომლის ინიციატივითაც ის კონსტანტინე გულორდავას შეხვდა.

 

„მინდოდა ყველაფრის ახსნა, მაგრამ ვინ მოგისმინა. მივიღე სხვადასხვა სახის დაზიანებები. ეს არ იყო უბრალოდ ცემა, ეს იყო წამება, სადისტური საქციელი. ფაქტია, ერთი და ორი კაცი ვერ გამისწორდებოდა. ვინც იყო და რამდენიც იყვნენ, ღმერთმა განსაჯოს. ჩემს წინააღმდეგ ბრალდება შეთითხნილია. გაუპატიურება რომ მდომოდა, ტყე-ღრე გამოვიარეთ კოლეჯამდე. სად გამექცეოდა. ჩემში ეჭვი რომ შეიტანა და ასე იფიქრა, ეს ანა ძაპტაშვილის პრობლემაა“, - აღნიშნა გოგა ანჩაბაძემ.

 

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალდებულის გარდა, დაცვის მხარის სამი მოწმე დაიკითხა.

 

ექსპერტმა მამუკა ნოსერიძემ განაცხადა, რომ წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის მიხედვით, მოქალაქე ანა ძაპტაშვილს აღენიშნებოდა მხოლოდ „ზოგადი დაბეჟილობა“ და არა სისხლჩაქცევები, ნაჭდევები და ჭრილობა, რაც მექანიკური დაზიანებისთვისაა დამახასიათებელი.

 

„დაბეჟილობას ვერ მივიღებთ დაზიანების ხარისხად", - განმარტა მან.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო კრიმინალისტური ექსპერტიზის მთავარმა ექსპერტმა სოფიო ეხვაიამ აღნიშნა, რომ გოგა ანჩაბაძის და ანა ძაპტაშვილის ტანსაცმელზე გამოკვლევის შედეგად არ დაფიქსირდა ურთიერთგარდამავალი ბოჭკოს ნაწილაკები, რასაც შეხება და ხახუნი იწვევს. მისივე თქმით, ეს ნაწილაკები არც მანქანის სავარძლებზე აღმოჩნდა.

 

ტანსაცმელზე მექანიკური დაზიანებების კვალი არც ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს წარმომადგენელმა თამარ შოშიტაშვილმა დაადასტურა.

 

გოგა ანჩაბაძის საქმეზე მორიგი სასამართლო სხდომა ხვალ, 27 ივნისს ჩაინიშნა, სადაც მხარეები დასკვნით სიტყვას წარმოთქვამენ.

 

გაუპატიურების მცდელობისთვის ბრალდებულ საპატრულო პოლიციის ყოფილ თანამშრომელ გოგა ანჩაბაძეს ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ წინასწარი პატიმრობა 21 დეკემბერს შეუფარდა. დაცვის მხარე ითხოვდა ბრალდებულის 7 000 ლარის ოდენობის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას, თუმცა მოსამართლემ ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

 

ანჩაბაძის მიმართ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 19, 137-ე მუხლის მესამე ნაწილითაა აღძრული, რაც გაუპატიურების მცდელობას გულისხმობს და ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9-დან 12 წლამდე ვადით.

 

გოგა ანჩაბაძეს მეგობრის ცოლის, ანა ძაპტაშვილის გაუპატიურების მცდელობისთვის ამ უკანასკნელის ქმარმა კონსტანტინე გულორდავამ სცემა და მრავლობითი დაზიანებები 12 ნოემბერს მიაყენა. მკურნალობის კურსს ანჩაბაძე ჯერ ზუგდიდში, შემდეგ კი ქუთაისის კლინიკურ საავადმყოფოში გადიოდა.

 

ამავე თემაზე


გაუპატიურების მცდელობაში ბრალდებული ყოფილი პოლიციელის საქმეზე მოწმეები დაიკითხნენ


გაუპატიურების მცდელობისთვის ბრალდებული ყოფილი პოლიციელის საქმეზე დაზარალებულის სტატუსით ანა ძაპტაშვილი დაიკითხა [Video]


გაუპატიურების მცდელობისთვის ბრალდებულის საქმეზე დაზარალებულს სასამართლო დახურულ სხდომაზე დაკითხავს


გაუპატიურების მცდელობისთვის ბრალდებული ყოფილი პოლიციელი: მე ვარ პიარის პატიმარი [Video]

 

გოგა ანჩაბაძის ადვოკატი ზუგდიდის სასამართლოს გადაწყვეტილებას დღეს გაასაჩივრებს

 

გოგა ანჩაბაძის საქმეზე სასამრთლო სხდომა ჩაინიშნა

 

გოგა ანჩაბაძის საქმეზე პროკურატურა აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობას მოითხოვს

 

გაუპატიურების მცდელობისთვის გოგა ანჩაბაძეს ბრალი წარუდგინეს

 

გაუპატიურების მცდელობისთვის ბრალდებული პოლიციელი დააკავეს

 

გაუპატიურების მცდელობისთვის ბრალდებული პოლიციელის საქმე პროკურატურას გადაეცა

 

უცნობია დაიკითხა თუ არა გაუპატიურების მცდელობისთვის ბრალდებული პოლიციელი

 

გაუპატიურების მცდელობისთვის ბრალდებულ პოლიციელს საავადმყოფოდან მომავალ კვირაში გაწერენ

 

შსს: გაუპატიურების მცდელობისთვის ბრალდებული პოლიციელი სრულფასოვნად ვერ დაიკითხა

 

ვიდეომასალა პოლიციელის დაჭრაში ბრალდებულის სასამართლო პროცესიდან [Video]

 

კონსტატინე გულორდავას სასამართლოს ეზოში მხადამჭერები შეხვდნენ

 

ზუგდიდში პოლიციელის დაჭრაში ბრალდებული სასამართლომ გაათავისუფლა

 

ზუგდიდში პოლიციელის დაჭრაში ბრალდებულის სასამართლო პროცესი დაიწყო

 

საია: ზუგდიდში პოლიციელის ცემაში ბრალდებულ პირს წინასწარი პატიმრობა არ უნდა შეეფარდოს

 

ადვოკატის ინფორმაციით, პოლიციელის დაჭრაში ბრალდებულის სასამართლო დღეს უნდა გაიმართოს

 

დავით ნარმანია პოლიციელის დაჭრაში ბრალდებულის სიდედრს შეხვდა [Video]

 

პოლიციის დაჭრაში ეჭვმიტანილის ცოლი საავადმყოფოში მოათავსეს [Video]

 

ინციდენტი მოხდა ზუგდიდში თვითმმართველობის რეფორმის განხილვისას

 

პოლიციის დაჭრაში ბრალდებულის დაკითხვა დასრულდა [Video]

 

ადვოკატის თქმით, კონსტანტინე გულორდავას დაკავების საფუძველი არ არსებობს [Video]

 

კონსტანტინე გულორდავას სიდედრის თქმით, პოლიციელს დანაშაული წინასწარ ქონდა დაგეგმილი [Video]

 

გაუპატიურების მცდელობისთვის ბრალი წაუყენეს საპატრულო პოლიციის თანამშრომელს

 

ზუგდიდში მომხდარ ინციდენტზე სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს

 

პოლიციელის დაჭრაში ბრალდებულის ნათესავები საპროტესტო აქციას მართავენ [Video]

 

პოლიციელის დაჭრაში ბრალდებული სამართალდამცავებს ჩაბარდა [Video]

 

დაკავებულია პოლიციის დაჭრაში ეჭვმიტანილი პირი

 

ზუგდიდში დაჭრილი პოლიციელი იპოვეს [Video]

 

სტაბილურად მძიმეა დაჭრილი პოლიციელის ჯანმრთელობის მდგომარეობა

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ზუგდიდში, საქართველოს ბანკის დაყაჩაღებიდან 4 დღე გავიდა,
13:31 / 24.10.2020
ზუგდიდში, საქართველოს ბანკის დაყაჩაღებიდან 4 დღე გავიდა,
19 მაისს ოთხი წელი შესრულდა აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან 30 წლის
გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან.
00:02 / 20.05.2020
19 მაისს ოთხი წელი შესრულდა აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან 30 წლის გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან.
ზუგდიდის სოფელ ახალსოფლის მცხოვრები ვახტანგ მაქაცარია
სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის, ნარაზენის
17:30 / 24.12.2018
ზუგდიდის სოფელ ახალსოფლის მცხოვრები ვახტანგ მაქაცარია სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის, ნარაზენის
ლგბტ ადამიანები ყოველდღიური წნეხის და სიძულვილის გარემოში
განაგრძობენ ცხოვრებას.
15:08 / 17.05.2018
ლგბტ ადამიანები ყოველდღიური წნეხის და სიძულვილის გარემოში განაგრძობენ ცხოვრებას.
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.