მუხურის ფუტკარი - ერთერთი გამორჩეული მსოფლიოში [Video]
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურს მეფუტკრეობის დიდი ტრადიცია
აქვს.
მიუხედავად ამისა გლეხებს სახლში დამზადებული თაფლი ევროპის ბაზარზე
ვერ გააქვთ, რადგან მისი ხარისხი ევროპულ სტანდარტს არ
შეესაბამება.
სწორედ ამიტომ, კოოპერატივმა „მუხურის თაფლი“ სოფელში საბჭოთა საქართველოში არსებული ფუტკრის საჯიშე მეურნეობის და თაფლის ლაბორატორიის აღდგენა დაიწყო. მისმა დირექტორმა ბონდო აბაშიძემ „ლაივპრესს“ უთხრა, რომ უნიკალური ფუტკრის გენოფონდი სავალალო მდგომარეობაში აღმოჩნდა.
მეფუტკრე ამბობს, რომ შარშან სოფლის მეურნეობის სამინისტრო მუხურში მეფუტკრეობის განვითარებით დაინტერესდა და გამოიკვლია 1000 ოჯახი ფუტკარი, საიდანაც ვარგისი მხოლოდ 15 აღმოჩნდა.
„სწორედ ამ 15 ოჯახიდან უნდა გავაშენოთ საჯიშე მეურნეობა, ალპურ ზონაში, მუხურიდან 35 კილომეტრის მოშორებით, მთაზე, მას სახელად „ჸოროფა“ ერქმევა, რაც ქართულად „სიყვარულს“ ნიშნავს“, - ამბობს ბონდო აბაშიძე.
მერი შენგელია მუხურში ცხოვრობს და მეცნიერების მიერ შერჩეული ფუტკრის ოჯახებს უვლის. უფრო ადრე ასობით ოჯახიც ჩაუბარებიათ, მაგრამ ახლა მხოლოდ „ჸოროფაში“ წასაყვან ფუტკრებზე ზრუნავს. ამბობს, რომ პატარა ბავშვივით სათუთები არიან.
„ფუტკარს არ უყვარს, როცა მასთან მოუწესრიგებელი ადამიანი მიდის, ჯერ უნდა დაიბანო, სუფთად ჩაიცვა და მერე მიხვიდე მასთან, როგორც ფუტკარი არ ისვენებს, ისე შენც არ უნდა დაისვენო, სულ მის გარშემო უნდა იტრიალო“, - ამბობს 80 წელს მიღწეული მერი შენგელია.
დედაფუტკრის მოშენება და ბიოლოგიურად სუფთა თაფლის მიღება ლაბორატორიებში მოხდება, რომლის მშენებლობა მუხურში უკვე დაწყებულია და აგვისტოში დასრულდება.
„ლაბორატორიებში მოხდება ფუტკრის მოშენება, მისი ჯანმრთელობის და გენეალოგიის კვლევა. ლაბორატორიის ბაზაზე სასწავლო ცენტრიც გაიხსნება, სადაც ახალგაზრდები მეფუტკრეობის საფუძვლებს დაეუფლებიან“, - ამბობს ბონდო აბაშიძე და შენიშნავს, რომ ლაბორატორიის გახსნის შემდეგ მუხური ევროპული დონის მეფუტკრეობის ცენტრად იქცევა.
„მუხურს გააჩნია იმის პოტენციალი რომ ის საუკეთესო ცენტრად იქცეს, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ გვაქვს ამბიცია, რომ იყოს ევროპაშიც“, - ამბობს მეფუტკრე.
ქართული მთის რუხი ფუტკარი (მეგრული პოპულაციით), რომელიც მხოლოდ მუხურში შემორჩა, 15 ოჯახის სახით, გამოირჩევა მაღალპროდუქტიულობით, ამტანობით, კარგი ორიენტაციით, ხორთუმის სიგრძით და კიდევ ბევრი სხვა პარამეტრით. ის აღიარეს 1961 წელს, როცა გერმანიის მეფუტკრეობის საერთაშორისო გამოფენაზე სხვა ფუტკრებთან შედარებით ყველაზე მეტი თაფლი მოიტანა. ქართული მთის რუხი ფუტკარი დაჯილდოებულია სამი ოქროს მედლით.