საზოგადოება
გზა გალიდან ზუგდიდამდე [Photo]
FaceBook Twitter
E-mail Print
გალის რაიონის მცხოვრებლები შიშით ელოდებიან დე-ფაქტო ხელისუფლების გადაწყვეტილების აღსრულებას. ამ გადაწყვეტილების მიხედვით, აფხაზეთ-სამეგრელოს ადმინისტრაციულ საზღვარზე არსებული ხუთი საკონტროლო-გამშვები პუნქტიდან სამი უნდა გაუქმებულიყო. პირველი საგუშაგო უკვე ერთი კვირის წინ დაიხურა. როდის გაუქმდება სხვა პუნქტები და რომელი მათგანი დარჩება ღია, გალში ჯერ არ იციან. ამჟამად მოქმედი ენგურის ხიდის, ხურჩა-ნაბაკევის, საბერიო-ფახულანისა და ოტობაია-ორსანტიას საგუშაგოებს კი ყოველდღიურად 100-ობით ადამიანი კვეთს.

ცვლილებების მოლოდინში

საკონტროლო გამშვები პუნქტები დე-ფაქტო ხელისუფლების კონტროლირებადი გალის რაიონის სოფლებშია განთავსებული და ზუგდიდისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებს ესაზღვრება. ამ გადასასვლელებით სარგებლობენ ის მოქალაქეები, რომლებსაც აფხაზური ან რუსული პასპორტები, დე-ფაქტო მთავრობის მიერ გაცემული ვადიანი საშვები და ფორმა #9 აქვთ.

დე-ფაქტო მთავრობის გადაწყვეტილებით 15 აპრილს შამგონა-თაგილონის პუნქტი გაუქმდა. გალის ადმინისტრაციის უფროსმა თემურ ნადარაიამ აღნიშნა, რომ „თაგილონის“ გადასასვლელიდან წლების განმავლობაში ტერორიზმის საფრთხე და დიდი რაოდენობით კონტრაბანდა მოდიოდა“.

შამგონა-თაგილონის გაუქმებული საგუშაგო. ფოტო: გალის დე ფაქტო ადმინისტრაცია

ზუგდიდის სოფელ შამგონას მოსაზღვრე „თაგილონის“ გაუქმებამ, მგზავრებს დამატებითი პრობლემები უკვე შეუქმნა. მათ ახლა 10-20 კილომეტრის დაშორებით მდებარე ოტობაია-ორსანტიის პუნქტით სარგებლობა უწევთ.

გალელები შიშობენ, რომ თუ დე-ფაქტო მთავრობა დაპირებას შეასრულებს და ოფიციალურ საგუშაგოებს ორამდე შეამცირებს, გადაადგილება, უკიდურესი აუცილებლობის გარდა, შეუძლებელი გახდება. მათივე ინფორმაციით, ერთი გზა, დაბალი ზონიდან ენგურის ხიდის გავლით დანარჩენ საქართველოში მოსახვედრად, საშუალოდ, 10 ლარი დაუჯდებათ, ისიც იმ შემთხვევაში თუ რამდენიმე საზოგადოებრივ ტრანსპორტს შეიცვლიან. ტაქსით მგზავრობის შესაძლებლობა მათ უმრავლესობას არ აქვს. ახლა მოსახლეობა გალის სოფლებიდან ზუგდიდის სოფლებში ფეხით გადმოდის, რაც დანახარჯებთან არ არის დაკავშირებული.

„ძალიან პრობლემური იქნება თუ დაიხურა სოფლის გადასასვლელები. დაბალი ზონის სოფლებიდან ენგურის ხიდამდე დიდი მანძილია. ფიჩორიდან, ოტობაიიდან კი იქნება 18-24 კილომეტრი. დადიან კერძო ტაქსები, მაგრამ ძალიან ძვირია, 20-25 ლარი ღირს“, - ამბობს „ლაივპრესთან“ სატელეფონო საუბარში ნაბაკევში მცხოვრები მამაკაცი, რომელსაც ვინაობის გამხელა არ სურს.

მიმოსვლის ფასი

როგორც მოსახლეობა ამბობს, ცვლილებები მათ ორ ძირითად პრობლემას შეუქმნის - დამატებითი მანძილი და დამატებითი ხარჯები. მაგალითად, დღეს გალის რაიონის სოფელ ოტობაიას მცხოვრებს ადმინისტრაციული საზღვრის გადმოკვეთა ოტობაია-ორსანტიას პუნქტის გავლით, ფეხით შეუძლია. ამ საგუშაგოს გაუქმების შემთხვევაში მას ენგურის ხიდით სარგებლობა მოუწევს, რაც დამატებით 18-20 კილომეტრს და ტრანსპორტის ხარჯებს ნიშნავს. ეს თანხა საშუალოდ 200 რუბლია, შესაბამისად ერთი გზა ენგურამდე სულ მცირე 7 ლარი ჯდება.

დანახარჯები ამით არ ამოიწურება - ენგურის ხიდთან მისულებს, დამატებით 1,50 ლარის გადახდა უწევთ ოთხთვალაშიც, რომლსაც მოქალაქეები ენგურის ხიდიდან სოფელ რუხის ქართულ საგუშაგომდე მიჰყავს. იგივე თანხაა საჭირო რუხიდან ზუგდიდის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსისთვისაც.

„აქეთ, ჩვენკენ რაც არის იმ სოფლებში თუ დაიხურა ეს გადასასვლელები და ენგური დატოვეს მარტო, გამოდის, რომ ჩვენ ზუგდიდში ვერ ვივლით. ახლა წარმოიდგინეთ იქეთ და აქეთ რამდენი დაგვჭირდება?! თუ დაბალ ზონაში, მაგალითად ხურჩა-ნაბაკევის საზღვარი მაინც დატოვეს, მაშინ დაბალი ზონის ხალხი იქედან ივლის. კი ზოგიერთებისთვის ისიც შორია, მაგრამ ენგურის ხიდამდე წასვლას მაინც ჯობია“, - ამბობს „ლაივპრესის“ კიდევ ერთი რესპონდენტი, ოტობაიელი რევაზ ძაძუა.

გარდა არსებული პუნქტებისა, მგზავრები შემოვლითი გზებითაც სარგებლობენ. ასეთ ხერხს მიმართავენ ისინი, ვისაც საჭირო დოკუმენტები არ აქვთ. ადმინისტრაციულ საზღვარზე „არაოფიციალურად“ გადამსვლელები ძირითადად რუსი და აფხაზი სამხედროების პატრულირების განრიგს აკვირდებიან და ცდილობენ მათ თავი აარიდონ, თუმცა ამას ხშირად ვერ ახერხებენ. არის შემთხვევები, როდესაც მათ პირობითი საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით აკავებენ. ასეთ დროს მოქალაქეები იხდიან ჯარიმას, რომელიც 100-დან 500 ლარამდე მერყეობს.

სად გადის „საზღვარი“

საკონტროლო-გამშვები გადასასვლელებიდან, პირველი და ყველაზე ხალხმრავალი ენგურის ხიდია, რომელიც ზუგდიდის სოფელ რუხს ოკუპირებულ ჭუბურხინჯთან აკავშირებს.

მგზავრთა სიმრავლით მეორე ადგილზეა ნაბაკევის საგუშაგო, რომელსაც ზუგდიდის სოფელ ხურჩისგან პატარა ღელე, ხურჩია აშორებს. ხურჩელების ნაწილის ყანებიც ორად არის გაყოფილი. ნაკვეთებს მავთულხლართები ჰყოფს.

ხურჩა-ნაბაკევის საკონტროლო-გამშვები პუნქტი. ფოტო:

ყოველდღიურად ათობით ადამიანი კვეთს საბერიო-წყოუშის პირობით საზღვარსაც, რომელიც წალენჯიხის სოფელ ფახულანის სკოლიდან რამდენიმე მეტრში მდებარეობს. მას სხვა მგზავრებთან ერთად ყოველდღიურად კვეთენ ის მოსწავლეები, რომლებსაც განათლების მიღება ქართულენოვან სკოლებში სურთ.

საკონტროლო-გამშვები პუნქტი „ოტობაია“ ზუგდიდის სოფელ ორსანტიას ესაზღვრება. ეს ორი სოფელი ერთმანეთს ძველი რკინა-ბეტონის ხიდით უკავშირდება. ასეთივე ხიდით უკავშირდებოდა ზუგდიდის სოფელ შამგონას მოსაზღვრე ოკუპირებულ თაგილონს, რომლის საგუშაგოც 15 აპრილს გაუქმდა.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
სახლის აივანი წიწაკის ფარდით, თბილისში ტურისტებისთვის ერთ-ერთი
მიმზიდველი ადგილია.
14:19 / 11.01.2021
სახლის აივანი წიწაკის ფარდით, თბილისში ტურისტებისთვის ერთ-ერთი მიმზიდველი ადგილია.
პანდემიის მიზეზით ჩაკეტილ ოკუპირებულ გალში, ადგილობრივი
18:20 / 09.01.2021
პანდემიის მიზეზით ჩაკეტილ ოკუპირებულ გალში, ადგილობრივი
მთავრობის მიერ შემუშავებულ ანტიკრიზისულ გეგმაში მოქალაქეთა
17:00 / 22.12.2020
მთავრობის მიერ შემუშავებულ ანტიკრიზისულ გეგმაში მოქალაქეთა
გოგოები მძიმე ტომრებს ეზიდებიან. წონიან და დიდ პარკებში ანაწილებენ.
14:31 / 11.12.2020
გოგოები მძიმე ტომრებს ეზიდებიან. წონიან და დიდ პარკებში ანაწილებენ.
ვიდეო
უნდა იბრძოლო სიცოცხლისთვის - 97 წლის ვეტერანმა კორონავირუსი დაამარცხა [ვიდეო]
შიშმა არ უნდა ჩაგითრიოს. უნდა ებრძოლო. შენ უნდა იბრძოლო
საახალწლო სათამაშოები პირბადით  [ვიდეო]
18 წლის დათო მიქავა ბავშვობიდან ხატავს.
ჩიჩილაკების იმედად პანდემიაში [ვიდეო]
ახალი წელი ნაძვის ხესთან და ჩიჩილაკთან
პანდემიით დაზარალებული ბიზნესი
კორონავირუსის პანდემიამ არაერთი ბიზნესი, მათ შორის
ფოტო
დათოვლილი მესტია და ჰეშკილი [ფოტო]
სვანეთი განსაკუთრებით ლამაზია ზამთარში, როცა მთები
საშობაო „ალილო“ მრევლის გარეშე [ფოტო]
პანდემიის გამო, ტრადიციული საშობაო „ალილოს" მსვლელობა
სვანეთი შემოდგომის ფერებში [ფოტოამბავი]
სვანეთი წელიწადის ნებისმიერ დროს გამოირჩევა
ჭურია [ფოტორეპორტაჟი]
ფოტოები გადაღებულია მდინარე ჭურიის ხეობაში.
როგორ ხედავენ ბავშვები კორონავირუსს [ფოტოამბავი]
კოვიდ-19 მხოლოდ უფროსებს არ ეხებათ და მასზე ბავშვებმაც
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია, რომლის მთავარი ინგრედიენტი
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.