საზოგადოება
პრემიერის სამეგრელოში ვიზიტის და ჩაშლილი სპექტაკლის კვირა [Video]
FaceBook Twitter
E-mail Print
მიმდინარე კვირა წინას მსგავსად საპროტესტო აქციებით და პოლიტიკური მოვლენებით დატვირთული აღმოჩნდა. ორშაბათი წალენჯიხაში ორი სხვადასხვა შინაარსის საპროტესტო აქციით დაიწყო. ნაკიფუს მოსახლეობამ განაახლა შეკრება გზის შეკეთების მოთხოვნით. მათ ამჯერად გამგებელი გოგა გულორდავა შეხვდა და პრობლემის მოგვარების იგივე პირობა მისცა, რაც გასულ კვირას სამეგრელო-ზემო სვანეთი სამხარეო ადმინისტრაციაში რეგიონული პროექტების კოორდინატორმა დათო კოდუამ, რომ გეგმის მიხედვით გზის რეკონსტრუქცია მომავალი წლის იანვარში უნდა განხორციელდეს, მაგრამ თანხების მოძიების შემთხვევაში მისი მოასფალტება მიმდინარე წელსაც დაიწყება. მანამდე, დროებით გზა დამუშავდება, რათა ტრანსპორტს გადაადგილება გაუადვილდეს. პასუხად აქციის მონაწილეებმა ხელისუფლებას ორკვირიანი ვადა მისცეს პრობლემის მოსაგვარებლად, წინააღმდეგ შემთხვევაში ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციებით დაიმუქრნენ.

ნაკიფუს პარალელურად, შეიკრიბნენ წალენჯიხის ზღვაიას დასახლების მცხოვრებლები. აქციის მონაწილეთა თქმით, იანვრის თვიდან ჭაბურღილის წყლით ვერ სარგებლობენ, რომელიც 150 ოჯახს ამარაგებს. აღნიშნეს, რომ ინდივიდუალური ჭები აქვთ, თუმცა ზაფხულის სიცხის პირობებში ეს ჭები შრება და წყლის გარეშე რჩებიან. გამგებელი გოგა გულორდავა მათ პრობლემის უახლოეს მომავალში მოგვარებას ჰპირდება. მისი თქმით, ჭაბურღილში წყლის საქაჩია ჩავარდნილი, რომლის ამოღებასაც სპეციალური ტექნიკა სჭირდება, ის კი სულ რამდენიმეა საქართველოში. გამგებელი ირწმუნება, რომ შეთანხმება არსებობს და საკითხი მალე ამოიწურება.

მიმდინარე კვირას გაუმჯობესდა ანაკლიაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზარალებულის მდგომარეობა, თუმცა ის ამ დრომდე ქუთაისში, რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.

ამავე კვირას გახდა ცნობილი, რომ „ზუგდიდის“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე შესაძლოა ხელმეორედ ოთარ გაბელია დაინიშნოს. კლუბის დირექტორმა გელა ინალიშვილმა „ლაივპრესს“ განუცხადა, რომ ამ ეტაპზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს და მწვრთნელთან ერთად რამდენიმე ახალი ფეხბურთელის ვინაობა რამდენიმე დღეში დასახელდება.

გასულ კვირაში ქართველი ახალგაზრდების აფხაზებისთვის მისალმების - „ მშიბზიას“ აქციის აფხაზებმა სოციალურ ქსელ „ფეისბუკში“ „აბზიარაზით“ უპასუხეს. შექმნეს ამავე სახელწოდების ჯგუფი, რაც დამშვიდობებას ნიშნავს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ამავე კვირას საარჩევნო სუბიექტებს საგანგებო განცხადებით მიმართა და პოლიტიკურ ძალთა ქცევის კოდექსის უმოკლეს დროში მიღებისკენ მოუწოდა. გიორგი კვირიკაშვილის მიმართვის ადრესატები ასევე იყვნენ „ქართული ოცნების“ მომხრეებიც. მათ პრემიერმა უთხრა, რომ არავის უნდა გაუჩნდეს კითხვის ნიშნები ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასთან დაკავშირებით. მიმართვა შეეხებოდა პოლიციასაც, რომ წინასაარჩევნო პერიოდში ყველაფერი უნდა გაკეთდეს არამარტო წესრიგის უზრუნველსაყოფად, არამედ დაძაბულობისა და ესკალაციის ნებისმიერი გამოვლინების პრევენციისთვის. განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს რეგიონებს და ყველგან, სადაც დაპირისპირების რისკი მაღალია, უნდა მოხდეს მაქსიმალური მობილიზება.

კვირების მანძილზე განხილვის მიუხედავად, ვერც ამჯერად მოხერხდა შეთანხმების მიღწევა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების მხრიდან საქართველოსთვის სავიზო ლიბერალიზაციის თაობაზე.

ამავე კვირაში პოლიტიკური პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ აბაშის ორგანიზაციის 5 წევრი „ქართულ ოცნებას“ შეუერთდა. ამის შესახებ ორგანიზაციის ყოფილმა ხელმძღვანელმა თამაზ შოთაძემ თანაგუნდელებთან ერთად „ოცნების“ აბაშის ოფისში ისაუბრა. მიზეზად მან მისი უკვე ყოფილი პარტიის ლიდერების „ბოლოდროინდელი განცხადებები“ დაასახელა, თუმცა მოკლე განმარტების შემდეგ ჟურნალისტების კითხვებს არ უპასუხა.

მიმდინარე კვირას გამართულ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე გახდა ცნობილი, რომ ჯგუფი „ქართუ“ განმუხურში ბოტანიკურ ბაღს გააშენებს. ბაღი 83 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე მოეწყობა. ეს მიწის ნაკვეთი, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე ირიცხებოდა, დამატებითი ქონების სახით, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს შესაბამისი ბრძანების საფუძველზე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტს გადაეცა. ჯერჯერობით უცნობია რა თანხა უნდა დაიხარჯოს საამისოდ, ან რა ვადებში უნდა გაშენდეს ბაღი.

ამავე კვირაში გამართულ ბრიფინგზე პროკურატურამ განაცხადა, რომ გამოძიებამ დაასრულა მუშაობა ეროსი კიწმარიშვილის საქმეზე, და რომ მათი ინფორმაციით, კიწმარიშვილი მიზანმიმართულად თვითმკვლელობამდე არავის მიუყვანია და არავის მოუკლავს, მან თავი მოიკლა. გამოძიება აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე შეწყდა.

კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის მოთხოვნით ზუგდიდში ქვეყნის სხვა ქალაქების მსგავსად მოძრაობა „ეროვნულებმა“ ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს. კითხვა შემდეგნაირადაა ფორმულირებული - „თანახმა ხართ თუ არა, რომ სამოქალაქო ქორწინება განისაზღვროს, როგორც ოჯახის შექმნის მიზნით კავშირი მამაკაცსა და ქალს შორის? „ლაივპრესის“ კითხვაზე აქვს, თუ არა აზრი ხელმოწერების შეგროვებას, როცა კონსტიტუციის 74-ე მუხლის თანახმად, არ შეიძლება რეფერენდუმის მოწყობა კანონის მისაღებად ან გასაუქმებლად, მოძრაობის წარმომადგენლებმა განაცხადეს რომ მათ მსგავსი აქციით „საზოგადოების გამოფხიზლება სურთ“.

ამავე კვირას, აფხაზეთის დე ფაქტო სამხედრო პროკურატურამ მიმართა სასამართლოს, გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებული რაშიდ კანჯი ოღლის აღკვეთის ღონისძიების სახით დაკავების შუამდგომლობით, რომელიც არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით შიდა პატიმრობა მიუსაჯა. მანამდე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა განაცხადა, რომ არსებობს ინფორმაციები იმის შესახებ, მოხდეს მკვლელის ლიკვიდაცია, და ეს გამოიყენონ საქართველოს წინააღმდეგ.

მიმდინარე კვირას, ზუგდიდში საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებმა და არასამთავრობო სექტორმა სახელმწიფო „ნარკოპოლიტიკაზე“ ისაუბრეს. აუდიტორიამ აღნიშნა, რომ კანონში დღეს არსებული ჩანაწერები დასახვეწია, და რომ აუცილებელია მკაცრი ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაცია, გაჰუმანურება, მოქალაქის ღირსების და პატივის მიმართ პატივისცემის გზით, მათ შორის მარიხუანას დეკრიმინალიზაცია.

კვირის სიახლეა ისიც, რომ ზუგდიდი-თბილისის მიმართულებით „საჰაერო ტაქსი“ ფრენებს განახორციელებს.სერვისის დანერგვა საზაფხულო სეზონზე იგეგმება. დამატებითი ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი.

ამავე კვირას ჟენევის მოლაპარაკებების 36-ე რაუნდი შეაფასა ზუგდიდში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე და ამ მოლაპარაკებების მონაწილე ვახტანგ ყოლბაიამ. ისაუბრა ყველა იმ საკითხზე, რაც შეხვედრებზე განიხილეს. მათ შორის გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმეზე, განათლების საკითხსა და დე ფაქტო ხელისუფლების მხრიდან ქართულის მეგრული ენით ჩანაცვლების კუთხით სერიოზულ მუშაობაზე.

მიმდინარე კვირაში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედაეწერის კოლეჯის დირექტორი და სოფელ კორცხელში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის ყოფილი კანდიდატი შუალედურ არჩევნებზე, ამირან ლაგვილავა თანამდებობიდან გათავისუფლდა. გამგეობაში აცხადებენ, რომ სამსახურიდან დათხოვნის საფუძველი აუდიტის დასკვნა გახდა, თუმცა დეტალების შესახებ მოგვიანებით ისაუბრებენ.

ამავე კვირის ერთ-ერთ გახმაურებული ფაქტი იყო ის, რომ რეგიონული ტურნეს ფარგლებში, ზუგდიდში ჩამოსულმა მარჯანიშვილის სახელობის თეატრმა სპექტაკლის გამართვა ღია ცის ქვეშ, დადიანების სასახლის ეზოში ვერ შეძლო, როგორც დაგეგმილი იყო. მათთვის ალტერნატიული ფართი ადგილობრივი ხელისუფლებიდან არავის შეუთავაზებია და მსახიობებმაც მესტიაში გადაინაცვლეს.

კვირის დასასრულს სამეგრელოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სტუმრობდა. მან თავდაპირველად სენაკის სოფელ ნოსირში ცემენტის ქარხნის მშენებლობისთვის საფუძვლის ჩაყრაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ქართულ-ჩინური საინვესტიციო პროექტია. პროგრამა „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში ბიზნესმენ და მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორის, ცეზარ ჩოჩელის კომპანია შპს „შავი ზღვის ცემენტს“ 20 ჰექტარზე მეტი მიწის ნაკვეთი გადაეცა. ქარხანამ ყოველდღიურად 3 500 ტონა ცემენტი უნდა აწარმოოს. სამუშაოებზე 500-ზე მეტი ადგილობრივი დასაქმდება.

პრემიერი ასევე დაესწრო სენაკის იპოდრომზე „მარულა 2016-ს“. ღონისძიება სამეგრელოში არსებული საცხენოსნო ტრადიციების აღდგენას ემსახურება. გასული საუკუნის დასაწყისში მარულა სამეგრელოსა და აფხაზთში ტრადიციული და პოპულარული საცხენოსნო შეჯიბრი იყო. მარულას გარდა გაიმართა საცხენოსნო შეჯიბრებები სხვადასხვა სახეობაში, ასევე შეჯიბრი ქართულ ჭიდაობაში. ღონისძიების დაწყებამდე პრემიერ-მინისტრმა იქვე განთავსებული მეგრული ფაცხები, გამოფენილი რეწვის ნიმუშები, კერძები, სოფლის პროდუქტები დაათვალიერა. გიორგი კვირიკაშვილმა დააგემოვნა ელარჯი და მეგრული ტექნოლოგიით დამზადებული ღვინო. შეჯიბრში მონაწილეობა მიიღეს ცხენოსნებმა საქართველოს სხვადასხვა რაიონიდან.

ამასთან, გიორგი კვირიკაშვილი და კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე სენაკში აკაკი ხორავას სახელობის სახელმწიფო თეატრის სამშენებლო სამუშაოებს გაეცნენ. კულტურის მინისტრის თქმით, მომავალ წელს ქვეყანას კიდევ ერთი რეკონტრუირებული თეატრი შეემატება. მისივე განმარტებით, პირველი ეტაპი, რომელიც შენობის გამაგრებას ისახავდა მიზნად, უკვე დასრულდა, დღეს კი შიდა სამუშაოები ხორციელდება. თეატრის სარეკონსტრუქციო სამუშაოები „ქართუ ჯგუფის“ დახმარებით ხორციელდება, რისთვისაც 2 მილიონი ლარი დაიხარჯება.

მიხეილ გიორგაძემ ისაუბრა ზუგდიდის თეატრზეც და აღნიშნა, რომ ამ საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს. მისი განმარტებით, სამწუხაროდ ვერ მოხერხდა კორეულ კომპანიასთან მოლაპარაკების მიღწევა, რადგან საჭირო თანხები ამ კომპანიამ ვერ მოიძია, თუმცა თანხა კულტურის სამინისტრომ საკუთარ ბიუჯეტში მოიძია და პროექტი შემუშავების პროცესშია.

პრეიერმა ამის შემდეგ აბაშაში სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში დაფინანსებულ საკონდიტრო საწარმო დაათვალიერა.

კვირა დასრულდა პოზიტიური მოვლენით. ეკვადორელმა მუსიკოსმა ზუგდიდის ცენტრალურ ბულვარში კონცერტი გამართა. ის იქვე ყიდდა სამშობლოდან ჩამოტანილ ხელთაკეთ ნივთებს - სამაჯურებს, ყელსაბამებს, სუვენირებს, საკრავ ინსტრუმენტებს. მუსიკოსის მოსასმენად ადგილობრივი მცხოვრებლები შეიკრიბნენ.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ერნა პეპანიანი 21 წლისაა და წალკაში, სოფელ დაშბაშში საოჯახო ბიზნესს
მართავს.
18:32 / 04.11.2022
ერნა პეპანიანი 21 წლისაა და წალკაში, სოფელ დაშბაშში საოჯახო ბიზნესს მართავს.
თეა ადიკაშვილსა და დარეჯან ცირამუას თბილისიდან 28
კილომეტრში,
02:06 / 02.09.2022

თეა ადიკაშვილსა და დარეჯან ცირამუას თბილისიდან 28 კილომეტრში,

გიგა დოღონაძეს ქუთაისის ცენტრალურ არქივში შევხვდით.
17:45 / 25.06.2022
გიგა დოღონაძეს ქუთაისის ცენტრალურ არქივში შევხვდით.
22:08 / 15.04.2022
"როცა საზოგადოებას ნაკლები ინფორმაცია აქვს, დეზინფორმაციას მარტივად იჯერებს.
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.