საზოგადოება
ოლიმპიელების ჩამოსვლის, „ღამის სერენადების“ სამზადისის და საოლქო კომისიაში დაპირისპირების კვირა
FaceBook Twitter
E-mail Print
მიმდინარე კვირა რიოს 2016-ის ოლიმპიური თამაშების დასრულებით დაიწყო. საქართველოს ოლიმპიური დელეგაცია 7 მედლით დაბრუნდა ქვეყანაში, საიდანაც 2 ოქრო, 1 ვერცხლიდა 4 ბრინჯაოსია. სპორტსმენებს საზეიმო ვითარებაში დახვდნენ საკუთარ ქვეყანაში.

მთელი საქართველო ამაყობს თითოეული თქვენგანით; ჩვენ გვყავს იმდენი ჩემპიონი, რამდენიც გვყავდა ოლიმპიელი

- ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ქართველ ოლიმპიელებს, რომლებსაც რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადაზე მიღწეული წარმატებები კიდევ ერთხელ მიულოცა. მთავრობის მეთაურმა ყველა მათგანს მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ მათ ასპარეზობას მთელი საქართველო ერთი ამოსუნთქვით, სულშეკავებული ადევნებდა თვალს. ოლიმპიადიდან დაბრუნებული ქართველი სპორტსმენების შეხვედრის ღონისძიება ლისის ტბაზე გაიმართა.

სპორტული მოვლენების პარალელურად მიმდინარე კვირაში განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია სამეგრელოში ერთ-ერთმა მთავარმა კულტურულმა მოვლენამ - ლიანა ისაკაძის ანაკლიაში დაგეგმილმა კონცერტმა.

30 აგვისტოს ანაკლიის ციხესიმაგრეში ცნობილი მევიოლინეს და დირიჟორის კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები“ გაიმართება. კონცერტის დეტალებზე საუბრისას გუბერნატორის ადმინისტრაციის თანამშრომლმა, კულტურის კურატორმა, ლალი ჯანჯღავამ „ლაივპრესს“ უთხრა, რომ კონცერტს რიგითი მსმენელები ვერ დაესწრებოდნენ. განცხადებას საზოგადოების ნაწილის გაღიზიანება მოჰყვა სოციალურ ქსელებში. მეორე დღეს კი სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბენატორის ადმინისტრაციამ გააკეთა განმარტება, რომ კონცერტზე დასწრება თავისუფალი იქნება.
„ღამის სერენადები“ 1982 წელს, ლიანა ისაკაძის ინიციატივით, აფხაზეთში, ბიჭვინთაში დაარსდა. ფესტივალი აღდგენის შემდეგ, წელს პირველად ანაკლიაში გაიმართება. ფესტივალის სლოგანია - „ღამის სერენადები - ყველაზე ახლო აფხაზეთთან“. კონცერტი სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინიციატივით ტარდება.

სპორტული-კულტურული ღონისძიებების პარალელურად გრძელდება აქტიური საარჩევნო კამპანია. პარლამენტის არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური სუბიექტები სულუფრო ხშირად მართავენ მოსახლეობასთან შეხვედრებს. პარალელურად აქტიურდება მათი მონიტორინგი თვითმმართველობასა და საოლქო საარჩევნო კომისიების მუშაობაზე.

მიმდინარე კვირაში „ირაკლი ალასანია - თავისუფალი დემოკრატების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი ჩიქოვანმა გააკეთა განცხადება თითქოს საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების შერჩევა მმართველი გუნდის წარმომადგენელთა მითითებით ხორციელდება, რაც ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიამ უარყო.

იგივე ბრალდება დაპირისპირების მიზეზი გახდა მარტვილის # 65-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში. საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა შერჩევასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრაზე სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. კომისიის წევრი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აბაშა-მარტვილის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ზაალ გოროზიას მეუღლე ოლგა ჩურკანოვა, კოლეგებს დაუპირისპირდა. საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გრიგოლ ბართაიამ „ლაივპრესს“ განუცხადა, რომ ოლგა ჩურკანოვამ გამოთქვა ეჭვი, თითქოს კომისია ხელისუფლების მიერ შეთავაზებული სიებით ხელმძღვანელობს, მან კომისიის წევრს „ქართული ოცნებიდან“ ელგა ცანავას წაართვა სია, სადაც გრიგოლ ბართაიას თქმით, რეალურად მონიშნული იყო კანდიდატები ვისთვისაც კომისიის წევრი ხმის მიცემას გეგმავდა. მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 125-ემუხლით არის აღძრული რაც ცემას გულისხმობს.
საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა შერჩევასთან დაკავშირებით განცხადება „სამართლიანმა არჩევნებმა“ და „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამაც“ გააკეთა. არასამთავრობო სექტორში აცხადებენ, რომ მათი დამკვირვებლებისთვის ცნობილი გახდა ინფორმაცია შესაძლო წინასწარი სიების არსებობის შესახებ. ინფორმაციის თანახმად, საუბნო საარჩევნო კომისიების პროფესიული ნიშნით შესარჩევი წევრების არჩევის დროს, ოლქის წევრებს უნდა ეხელმძღვანელათ სწორედ ამ სიებით.

მიმდინარე კვირაში მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა. უწყების ცნობით, აღკვეთა ტერორისტული აქტი საქართველოს ტერიტორიაზე. განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ 5 მოქალაქე სოფელ საგურამოს მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე არაგვზე გამავალი რუსეთ-სომხეთის დამაკავშირებელი გაზსადენიმ ილის ღია მონაკვეთზე აფეთქებას ამზადებდა. ასევე, ამავე საქმესთან დაკავშირებით, სამსახურებრივი უფლებ ამოსილების გადამეტების ფაქტზე დააკავეს საპატრულო პოლიციის მოქმედი თანამშრომელი და კიდევ ერთი მოქალაქე დააკავეს დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე. თბილისის საქალაქო სასამართლომ ტერაქტის მომზადების საქმეზე ბრალდებულ პირებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
კვირის ბოლოს განსაკუთრებითა ქტუალური გახდა 24 აგვისტოს გავრცელებული ვიდეო სადაც თბილისის მერიაში გამართულ შეხვედრაზე მერმა დავით ნარმანიამ სამოქალაქო აქტივისტ ირაკლი კუპრაძეს „მაიმუნივირიშვილი” უწოდა, რასაც საზოგადოების მხრიდან მერის კრიტიკა მოყვა. რამდენიმე პოლიტიკურმა გაერთიანებამ და სამოქალაქო ჯგუფმა კი მერს თანამდებობის დატოვებისაკენ მოუწოდეს. ნარმანიამ ინციდენტის გამო საზოგადოებას ბოდიში მოუხადა.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ერნა პეპანიანი 21 წლისაა და წალკაში, სოფელ დაშბაშში საოჯახო ბიზნესს
მართავს.
18:32 / 04.11.2022
ერნა პეპანიანი 21 წლისაა და წალკაში, სოფელ დაშბაშში საოჯახო ბიზნესს მართავს.
თეა ადიკაშვილსა და დარეჯან ცირამუას თბილისიდან 28
კილომეტრში,
02:06 / 02.09.2022

თეა ადიკაშვილსა და დარეჯან ცირამუას თბილისიდან 28 კილომეტრში,

გიგა დოღონაძეს ქუთაისის ცენტრალურ არქივში შევხვდით.
17:45 / 25.06.2022
გიგა დოღონაძეს ქუთაისის ცენტრალურ არქივში შევხვდით.
22:08 / 15.04.2022
"როცა საზოგადოებას ნაკლები ინფორმაცია აქვს, დეზინფორმაციას მარტივად იჯერებს.
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.