საზოგადოება
შეზღუდვები მოსწავლეებისთვის - რეკომენდაცია თუ იძულება [Video]
FaceBook Twitter
E-mail Print
ზუგდიდის საჯარო სკოლებს ქვეყნის ტერიტორიაზე მოქმედი სხვა სასწავლო დაწესებულებების მსგავსად საკუთარი შინაგანაწესი აქვთ, რომლითაც მოსწავლე-მასწავლებლის, დირექტორის ჩაცმულობა და ქცევა რეგულირდება. ეს წესები თითქმის ყველა სკოლისთვის ერთია, მეტ-ნაკლები განსხვავებებით და მათ დარღვევას როგორც წესი მსუბუქი სადამსჯელო ღონისძიებები ახლავს თან.

მაგალითად, ზუგდიდის #4-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები დამრიგებლებმა გააფრთხილეს, თავი აარიდონ დახეული ჯინსებით და გაშლილი თმებით სასწავლო დაწესებულებაში სიარულს. მოზარდები ამბობენ, რომ მსგავსი აკრძალვები არახალია და წლებია სკოლაში მოქმედებს. მაგრამ ამ წესებს მკაცრად არც არავინ იცავს. ეზოში არა დახეულ, მაგრამ ჯინსისშარვლიან მოსწავლეებს, გოგონებს გაშლილი თმით მრავლად ნახავთ.

„სკოლებში ზოგადად ყოველთვის იყო აკრძალვები ჩაცმულობასთან დაკავშირებით. ჩემი მოსაზრებაა, რომ უნდა იყოს ფორმები, რადგან განვასხვავოთ ერთმანეთისგან მოსწავლე, მასწავლებელი, ან მშობელი. თმის გაშლაზე არაფერი მსმენია. მე თუ მეტყვიან თმა შეიკარიო, შევიკრავ“, - გვითხრა მე-11 კლასელმა ა.კ-მ.

სკოლის დირექტორ ნათია ხუფაცარიას თქმით, განსაკუთრებული აკრძალვები მათთან არ მოქმედებს, აქვთ მხოლოდ ცალკეული რეკომენდაციები. შინაგანაწესის მიხედვით განსაზღვრულია - მოსწავლე-პედაგოგი არ უნდა იმოსებოდეს გამომწვევად, რადგან სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას მთელი ყურადღება მხოლოდ საქმეს დაეთმოს. დირექტორის თქმით, სუნამოც კი არ უნდა ჰქონდეს დაპკურებული ისეთი მძაფრი მასწავლებელს, რომ მოსწავლის ყურადღება გამახვილდეს.

„ძალიან გახეული ჯინსებით მოსწავლე სათევზაოდ წამსვლელს არ უნდა გავდეს, იმიტომ, რომ ადამიანი თავისი ჩაცმულობით ბევრ რამეს ამბობს, თუ რამდენად პატივს სცემს ის საზოგადოებას, რომელშიც არის, რამდენად სერიოზულად აკეთებს თავის საქმეს“, - უთხრა ნათია ხუფაცარიამ „ლაივპრესს“.

მე-4 საჯარო სკოლის დირექტორის თქმით, სარეკომენდაციო ხასიათისაა თმების შეკვრაც, ესეც მოსწავლის ინტერესებიდან გამომდინარე, რათა მას გაკვეთილზე კითხვის დროს ხელი არ შეეშალოს. თუმცა, ამბობს, რომ შინაგანაწესის დარღვევის გამო ბავშვი შინ არასდროს მიუბრუნებიათ.

თითქმის მსგავსი ვითარებაა #1 საჯარო სკოლაშიც. აქაც მოსწავლეებმა გვითხრეს, რომ წესების დასაცავად რაიმე ტიპის აკრძალვები არ მოქმედებს. მხოლოდ იმას ეუბნებიან, რომ სასურველია დახეული ჯინსებით და გაშლილი თმით არ იარონ:

„თუ ბავშვს მაინცდამაინც უნდა ასე, და თავს კომფორტულად გრძნობს, მაშინ გვაქვს ამის საშუალება“, - ამბობენ მოსწავლეები.

მათ ნათქვამს სკოლის დირექტორიც ადასტურებს.

„ამიტომ არ დაგიშვებ, მსგავსი რამ არ ყოფილა. როცა მოსწავლე სკოლაში მოდის, მე ვარ მასზე პასუხისმგებელი. მაგრამ არ უარვყოფ, რომ მითქვამს, უმჯობესია ცოტა ისეთნაირად ჩაიცვა და შეიცვალო შარვალი... შენიშვნა მიმიცია“, - განუმარტა ნინო გოგინავამ „ლაივპრესს“.

დირექტორი ამბობს, რომ მოსწავლეები კარგად იცნობენ საკუთარ უფლებებს, თუმცა რაც შეეხება მოვალეობებს, ამის შეხსენება ცალკეულ შემთხვევებში სკოლის ადმინისტრაციას მათთვის მაინც უწევს, და ეს მოვალეობა „ვიღაცის კაპრიზს“ სულაც არ ნიშნავს:

„მაგალითად, უხერხულად ჩაცმაში ვგულისხმობ თუნდაც იმ უაზროდ და ძალიან დიდი დოზით დაგლეჯილ ჯინსებს, საიდანაც მოსწავლეებს... მაპატიეთ, ზოგჯერ უხერხული სანახავიც კია“, - აღნიშნა ნინო გოგინავამ.

არის თუ არა რაიმე ზომა განსაზღვრული შინაგანაწესის დამრღვევებისთვის, ნინო გოგინავას თქმით კი, და ეს შემოიფარგლება ფორმებით, როგორიცაა შენიშვნის მიცემა, წერილობით და ზეპირი გაფრთხილება, საყვედური, მკაცრი საყვედური და მშობელთან შეთანხმებული სკოლისთვის სასარგებლო საქმე.

გარკვეული ტიპის შეზღუდვები რომ ზუგდიდის #2-ე საჯარო სკოლაშიც მოქმედებს, ამას „ლაივპრესს“ მოსწავლეები უდასტურებენ. მაგრამ, დასძენენ იმასაც, რომ საუბარი არა ახალ ნორმებს, არამედ იმ წესებს შეეხება, რომელიც აქ დიდი ხანია მოქმედებს.

„ასეა უკვე, რაც ამ სკოლაში ვსწავლობ. თმას ხშირად ვიშლი. მომწონს და იმიტომ. შენიშვნებს მაძლევენ, მაგრამ მაინც ვიშლი. გვაფრთხილებენ, რომ შინაგანაწესში წერია, მაგრამ დახეულ ჯინსიანებიც დადიან ჩვენთან“, - გვითხრა მოსწავლემ.

მათივე თქმით, კიდევ ერთი შეზღუდვა ზაფხულში ფერადი ტანსაცმლით სიარულს შეეხება. შარვლის ჩაცმის ნებას გოგონებს აქ მხოლოდ დეკემბრიდან რთავენ. მსგავსი მიდგომები ჩვენს რესპოდენტ მოსწავლეებსაც მოსწონთ. არგუმენტად იშველიებენ - „სკოლის მოსწავლე მოსწავლეს უნდა გავდეს და არა ქუჩაში სასეირნოდ გამოსულ ბავშვს“.

თავად სკოლის დირექტორმა კომენტარზე უარი გვითხრა.

ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურსცენტრში განმარტავენ, რომ სასწავლო დაწესებულებებში ისეთი არაფერი ხდება, რაც კანონის ჩარჩოებს ცდება. რესურსცენტრის უფროს კახა ფარცვანიას თქმით, შინაგანაწესს თავად სკოლა განსაზღვრავს, განათლების სამინისტროს, ან მათი მითითებისგან დამოუკიდებლად. ამბობს, რომ არც აქვს უფლება სკოლას, როგორც საჯარო სამართლის იურიდიულ პირს უკარნახოს რამე. რა დამოკიდებულება აქვს დახეული ჯინსებით სასწავლო დაწესებულებაში სიარულზე, განმარტა:

„მთელი ცხოვრება ჩემთვის ყველაზე მთავარი ატრიბუტი არის ჯინსის შარვალი. აქედან გამომდინარე, არანაირად არ ვუყურებ ამას ნეგატიურად. უბრალოდ, მართლაც ყველა შინაგანაწესში წერია, რომ ბავშვი არ უნდა იყოს გამომწვევად, ვულგარული. არის რაღაც ნორმები, რასაც უნდა იცავდეს, იმიტომ, რომ მოსწავლის ქცევის კოდექსში წერია ეს. არავის არ გამოეკიდება დირექტორი ან მასწავლებელი, რატომ გაცვიათ დახეული ჯინსი. შეიძლება მას სოციალური სტატუსი ქონდეს და არც გააჩნდეს მეორე“.

რაც შეეხება სკოლებში გაშლილი თმებით სიარულს, კახა ფარცვანიას მსგავსი შეზღუდვის შესახებ არ სმენია. ამბობს, რომ ასეთი რამ არც კანონით რეგულირდება და თუ კი მაინც ხდება, შესაძლოა ეს იყოს მხოლოდ კონკრეტული პედაგოგის ინიციატივა.

სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის განათლების სპეციალისტი თამარ მოსიაშვილი განმარტავს, რომ სკოლას აქვს უფლება, შემოიღოს გარკვეული შეზღუდვები, ოღონდ ეს შეთანხმებული უნდა იყოს სამეურვეო საბჭოსთან, სასკოლო საზოგადოებასთან. მისი თქმით, სკოლის შინაგანაწესში შესაძლოა ვნახოთ ჩანაწერი ჩაცმასთან და ვარცხნილობასთან დაკავშირებით და ამ კუთხით რეგულაციები, რომ მაგალითად იზღუდება არაეთიკურ წარწერიანი, სიმბოლოიანი მაისურის ტარება, ტატუირება, ან სხვადასხვა ტიპის ტანსაცმლით სიარული, როგორც მოსწავლისთვის, ასევე პედაგოგისთვის.

თუმცა, თამარ მოსიაშვილისთვის გაუგებარია შეზღუდვების ამოქმედება თმის გაშლასთან დაკავშირებით. ამბობს, რომ მსგავს ცვლილებას ის მხარს არ დაუჭერდა.

„რაც შეეხება დახეულ ჯინსებს, აქ სასკოლო საზოგადოება უნდა შეთანხმდეს. და თუ ჩემი აზრი გაინტერესებთ, ჩავთვლიდი, რომ კარგია რომ დახეული ჯინსებით მოსწავლემ სკოლაში არ იაროს. რაღაც ტიპის რეგულაციები აუცილებელია არსებობდეს, მაგრამ ამას სასკოლო საზოგადოებასთან შეთანხმება სჭირდება. იმიტომ, რომ ბევრი შეზღუდვა შეიძლება ჩემთვის იყოს მიუღებელი“, - უთხრა „ლაივპრესს“ თამარ მოსიაშვილმა.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ერნა პეპანიანი 21 წლისაა და წალკაში, სოფელ დაშბაშში საოჯახო ბიზნესს
მართავს.
18:32 / 04.11.2022
ერნა პეპანიანი 21 წლისაა და წალკაში, სოფელ დაშბაშში საოჯახო ბიზნესს მართავს.
თეა ადიკაშვილსა და დარეჯან ცირამუას თბილისიდან 28
კილომეტრში,
02:06 / 02.09.2022

თეა ადიკაშვილსა და დარეჯან ცირამუას თბილისიდან 28 კილომეტრში,

გიგა დოღონაძეს ქუთაისის ცენტრალურ არქივში შევხვდით.
17:45 / 25.06.2022
გიგა დოღონაძეს ქუთაისის ცენტრალურ არქივში შევხვდით.
22:08 / 15.04.2022
"როცა საზოგადოებას ნაკლები ინფორმაცია აქვს, დეზინფორმაციას მარტივად იჯერებს.
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.