საზოგადოება
მეგრული ოდა-სახლი და ქართული კულტურის ცენტრი საფრანგეთში [ფოტო]
FaceBook Twitter
E-mail Print
საფრანგეთში, ლევილის ქართულ მამულში, მეგრული ოდა-სახლი დაიდგმება. კონცეფციის თანახმად, ეს ადგილი იქნება ქართული კულტურის ცენტრი არა მხოლოდ საფრანგეთში, არამედ მთელ ევროპაში.

ქართული აკადემია - ლევილის ქართული მამული საქართველოს სახელმწიფოს საკუთრებად 2016 წლის ნოემბერში გადაეცა. მას შემდეგ კულტურის სამინისტროს თხოვნით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ მუშაობა დაიწყო მეგრული ოდა სახლის შერჩევაზე. ამ მიზნით სააგენტოს წარმომადგენლები სენაკისა და აბაშის მუნიციპალიტეტებში იმყოფებოდნენ, სადაც ძველი საცხოვრებელი სახლები დაათვალიერეს. სააგენტოს დირექტორის მოადგილე დავით ლომიტაშვილმა „ლაივპრესს“ უთხრა, რომ ადგილზე ჩასულებს ყველაზე ადრეული, დაახლოებით მე-19 საუკუნის სახლი დახვდათ საინტერესო აგებულების დეტალებით.

მისივე სიტყვებით, შესაძლოა მოხდეს ორი ოდის გადაწყობა, ერთი მეგრული კარგი სახლის მისაღებად. რესტავრატორების ჯგუფმა შეფასებები, თუ რომელ სახლს რა პრობლემა აქვს, ანგარიში კულტურის სამინისტროს უკვე გადაუგზავნა.

„აქ საუბარია თუნდაც ისეთ სახლებზე, სადაც ცხოვრობენ. ადამიანებს უნდა დაველაპარაკოთ. შევთანხმდეთ ფასებზე, ყველაფერზე. შემდეგ უნდა მოიძებნოს დონორი, ვინც გადაიხდის ამ თანხას. შეიძლება იქ არავინ არ ცხოვრობს, მისი მეპატრონე წასულია, მაგრამ გასაყიდად უნდა ეს სახლი. საკითხი მხოლოდ მოლაპარაკების და ურთერთშეთანხმების საფუძველზე შეიძლება გადაწყდეს“, - უთხრა „ლაივპრესს“ დავით ლომიტაშვილმა.

რატომ მაინცდამაინც მეგრული ოდა სახლი, ლომიტაშვილის სიტყვებით, იმიტომ, რომ ჯერ ერთი - ლამაზი ვიზუალი აქვს და მეორეც, ავთენტურობის და ქართული კულტურული მემკვიდრეობის ნაწილს წარმოადგენს.

ის აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს არ სურს ლევილში ქვითკირის, აგურის თუ სხვა თანამედროვე მასალებით და არქიტექტურით დაპროექტებული სახლის დადგმა, არამედ მისი მიზანია ქვეყნისთვის დამახასიათებელი, ტრადიციული ნაგებობის განთავსება. ასეთი სახლები კი, როგორც დავით ლომიტაშვილი განმარტავს, სწორედ დასავლეთ საქართველოშია გავრცელებული და შემორჩენილი.

საგარეო საქმეთა სამინისტროში „ლაივპრესს“ უთხრეს, რომ მთავრობის განკარგულებით შეიქმნა მმართველი საბჭო, რომელიც „ქართული აკადემია - ლევილის ქართული მამულის“ განვითარებაზე იმუშავებს. მის შემადგენლობაში არიან სამინისტროების წარმომადგენლები, ასევე საფრანგეთის დიასპორის წევრები. საბჭო სხვა საკითხებთან ერთად განვითარების კონცეფციის შექმნასაც განიხილავს.

ლევილის მამულის სარეკონსტრუქციო სამუშაოების დასრულება და მოწყობა 2017-2026 წლების პერიოდში მოხდება. პარალელურად იგეგმება ლევილის ფონდის დაფუძნებაც კერძო შემოწირულობებისთვის.

დაბა ლევილი პარიზიდან 37 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. სწორედ იქ გაიმართა ლევილის მამულის საქართველოსთვის დაბრუნების ცერემონიალი. აქტს ხელი მოაწერეს საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა გელა დუმბაძემ და საფრანგეთის მხრიდან საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის წევრთა ოჯახების - ნოე ჟორდანიას, ნოე რამიშვილის, აკაკი ჩხენკელის, სამსონ ფირცხალავას, ევგენი გეგეჭკორის შთამომავლებმა.

ხელმოწერის შემდეგ მინისტრმა განაცხადა, რომ დასრულდა 25-წლიანი ისტორიული პროცესი და მამული მის კანონიერ მემკვიდრეს, ქართველ ხალხს დაუბრუნდა.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ერნა პეპანიანი 21 წლისაა და წალკაში, სოფელ დაშბაშში საოჯახო ბიზნესს
მართავს.
18:32 / 04.11.2022
ერნა პეპანიანი 21 წლისაა და წალკაში, სოფელ დაშბაშში საოჯახო ბიზნესს მართავს.
თეა ადიკაშვილსა და დარეჯან ცირამუას თბილისიდან 28
კილომეტრში,
02:06 / 02.09.2022

თეა ადიკაშვილსა და დარეჯან ცირამუას თბილისიდან 28 კილომეტრში,

გიგა დოღონაძეს ქუთაისის ცენტრალურ არქივში შევხვდით.
17:45 / 25.06.2022
გიგა დოღონაძეს ქუთაისის ცენტრალურ არქივში შევხვდით.
22:08 / 15.04.2022
"როცა საზოგადოებას ნაკლები ინფორმაცია აქვს, დეზინფორმაციას მარტივად იჯერებს.
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.