საზოგადოება
სენაკელი მოსწავლეები მშვიდობისთვის დიალოგის ენას სწავლობენ [ვიდეო]
FaceBook Twitter
E-mail Print
გაკვეთილი მისალმებით იწყება, მისალმებას თან სდევს მოკლე, მარტივი წინადადებები ქართული აქცენტით, და დიდი მონდომებით - „წიგნი აიღე“, „მე ქართველი ვარ“, „მე აფხაზი ვარ“...

სენაკში მოქმედი აფხაზეთის თემურ ბოკუჩავას სახელობის საჯარო სკოლაში აფხაზური ენა არჩევით საგნად უკვე მეორე წელია ისწავლება. მეათე და მეთერთმეტე კლასის 45 მოსწავლე ამ ენის სირთულის მიუხედავად, მის საფუძვლებს, ელემენტარულ საკომუნიკაციო ლექსიკას და წერას ეუფლება.

სურვილი ენის არჩევით საგნად შემოღების ბევრად ადრე გაჩნდა, ჯერ კიდევ მაშინ, როცა ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის მხარდაჭერით, ბათუმსა და ქობულეთში ახალგაზრდები აფხაზეთიდან გადმოსულ თანატოლებს ხვდებოდნენ, მათ შორის ეთნიკურად აფხაზებს. მოგვიანებით კი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილ მთავრობასთან შეთანხმებით, ბავშვებმა ენის შესწავლაც დაიწყეს. სკოლის დირექტორი ელისო სიჭინავა გვიყვება, რომ ენის სირთულის გათვალისწინებით, პედაგოგს ხანგრძლივი, დატვირთული მუშაობა უწევს, მათ შორის შესაბამისი ლიტერატურის მოძიებისთვის.

მასწავლებელი ეთნიკურად აფხაზია. მშობლიურ მხარეში ხშირად ჩადის, ამიტომ კამერასთან სახის გამოჩენას ერიდება. ვინაობის დასახელებაზეც უარი ამ მიზეზით გვითხრა. სწავლების პროცესში ძირითადად პროგრამულ მასალებს იყენებენ, რომელიც დევნილი მთავრობის განათლების სამინისტრომ სკოლას გადასცა. მასში ნახავთ პატარა ტექსტებს ქართული შესატყვისით, სავარჯიშოებს. სახელმძღვანელოები ჯერ არ აქვთ, ამიტომ დავალებებს ხშირად თავად ადგენენ, ხაზავენ, ხატავენ. თვალსაჩინოებისთვის აქვთ სამინისტროსგან მიღებული კომპაქტ დისკიც აფხაზური საუბრებით.

„მოსწავლეები ცდილობენ სწავლას და აქვთ სურვილი აფხაზ ბავშვებთან ურთიერთობის. მეორე წელია ამ ენას ვასწავლი. ამ ყველაფრის შემდეგ მათ ეცოდინებათ წერა და კითხვა აფხაზურად“, - გვითხრა პედაგოგმა და შენიშნა, რომ ეს ენა კონსტიტუციითაა დაცული და კარგი იქნება, თუ მას ყველა აფხაზურ სკოლაში შეასწავლიან.

თავის მხრივ, მოსწავლეებიც ამბობენ, რომ აფხაზური რთული ენაა, თუმცა იმდენად დიდია მათში სურვილი თანატოლებს უცხო, მესამე, ენის გარეშე ესაუბრონ, ურთიერთობების დასამყარებლად გამოიყენონ, იქნება ეს სოციალური ქსელით კონტაქტი თუ პირადი შეხვედრები, სიძნელეებს მონდომებას უპირისპირებენ:

„ქართველებს ყველას ერთნაირი მოწოდება გვაქვს, რომ სამწუხაროდ დღეს ორად ვართ გაყოფილი, ეს ტერიტორიაც ზოგისთვის ხელმისაწვდომია, ზოგისთვის არა. კარგი იქნება ცოტა მეტი სითბო, მეტი ყურადღება რომ გამოვიჩინოთ ორივე მხარემ და გვქონდეს მეტი სიახლოვე. აფხაზები ჩვენი მოსისხლე ერია, მოსისხლე ხალხია და ყველა მათგანს მოკითხვას შემოვუთვლი და გაერთიანების სურვილს მომავალში“, - ასეთია მეთერთმეტე კლასელის, შოთა დიხამინჯიას გზავნილი ენგურს გაღმა მცხოვრებლებისთვის.

სკოლის ბაზაზე ფუნქციონირებს საფეხბურთო გუნდი „ცხუმი“, და ქორეოგრაფიული ანსამბლი „ოცნება“. მის რეპერტუარში ყველაზე მეტი აფხაზური ცეკვაა. ანსამბლი სხვადასხვა, ადგილობრივ თუ გასვლით ფესტივალებში მოაწილეობს და წარმატების ნიშნად დიპლომებიც ჩამოაქვს.

აფხაზურ ენას სენაკის გარდა ზუგდიდსა და აჭარის რეგიონშიც ეუფლებიან.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ერნა პეპანიანი 21 წლისაა და წალკაში, სოფელ დაშბაშში საოჯახო ბიზნესს
მართავს.
18:32 / 04.11.2022
ერნა პეპანიანი 21 წლისაა და წალკაში, სოფელ დაშბაშში საოჯახო ბიზნესს მართავს.
თეა ადიკაშვილსა და დარეჯან ცირამუას თბილისიდან 28
კილომეტრში,
02:06 / 02.09.2022

თეა ადიკაშვილსა და დარეჯან ცირამუას თბილისიდან 28 კილომეტრში,

გიგა დოღონაძეს ქუთაისის ცენტრალურ არქივში შევხვდით.
17:45 / 25.06.2022
გიგა დოღონაძეს ქუთაისის ცენტრალურ არქივში შევხვდით.
22:08 / 15.04.2022
"როცა საზოგადოებას ნაკლები ინფორმაცია აქვს, დეზინფორმაციას მარტივად იჯერებს.
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.