მშობლებს მოწყვეტილი შვილები - აკრძალული გადაადგილების შედეგი [ვიდეო]
ხურჩა-ნაბაკევის და ორსანტია-ოტობაიის საკონტროლო-გამშვები პუნქტების
ჩაკეტვით,
გადაადგილება აეკრძალათ იმ მოსწავლეებსაც, რომლებიც ყოველდღიურად
კვეთდნენ საოკუპაციო საზღვარს, ზუგდიდის სკოლებში ქართულ ენაზე
განათლების მისაღებად.
ზუგდიდის სოფელ განმუხურის სკოლა ზოგიერთმა მოსწავლემ უკვე დატოვა, ნაწილი კი ნათესავებთან დარჩა. ისინი ოტობაიაში და ფიჩორში, საკუთარ სახლებს ენგურის ხიდის გავლით, მხოლოდ შაბათ-კვირას ესტუმრებიან. განმუხურის საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილემ, ზურაბ ჯოლოგუამ „ლაივპრესს“ უთხრა, რომ სულ 15 მოზარდიდან, ახლა 9 მოსწავლე დადის.
საოკუპაციო საზღვრის ჩაკეტვამდე დიდი ხნით ადრე წამოვიდა და ხურჩაში, ნათესავებთან დროებით ცხოვრობს ოკუპირებული ნაბაკევის მკვიდრი რამდენიმე მოსწავლე. დირექტორმა დალილა ჩიქავამ „ლაივპრესს“ განუცხადა, რომ მათ განათლების მიღება სოფელ კოკის სკოლაში ამჯობინეს.
ხურჩა-ნაბაკევის საკონტროლო-გამშვები პუნქტის დახურვის გამო, ცხრა აღსაზრდელი ვერ მივიდა ხურჩის ახლადგარემონტებულ საბავშვო ბაღში, ორი კი იძულებულია დროებით ნათესავებთან სოფელში დარჩეს.
შარშანდელი მონაცემებით, აფხაზეთის მოსაზღვრე სამეგრელოს სოფლების სამ სკოლაში 51 მოსწავლე სწავლობდა ოკუპირებული ტერიტორიიდან. ეს ის მოზარდები არიან, რომლებმაც საკუთარ რაიონში განათლების მიღებაზე უარი თქვეს სკოლებში ქართულად სწავლის შეზღუდვის გამო.
აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობამ ჯერ კიდევ გასულ წელს „ახალი კანონის“ თანახმად დაიწყო საკონტროლო-გამშვები პუნქტების შემცირება. აპრილში ჩაიკეტა პუნქტები ზუგდიდის სოფელ შამგონას მოსაზღვრე თაგილონთან და წალენჯიხის სოფელ ფახულანის მოსაზღვრე ლეკუხონაში. მიმდინარე წლის, 5 მარტს კი ხურჩა-ნაბაკევისა და ოტობაია-ორსანტიის ე.წ. გადასასვლელების დახურვით ადმინისტრაციულ საზღვარზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტთან მხოლოდ ენგურის ხიდი, ხოლო წაენჯიხასთან ფახულანი-საბერიოს ე.წ. გამშვები პუნქტი დარჩა.