საზოგადოება
ზუგდიდის მერიის შლაგბაუმი, შეზღუდული გადაადგილება მოქალაქეებისთვის [ფოტო]
FaceBook Twitter
E-mail Print
ზუგდიდის მერიის და სამხარეო ადმინისტრაციის შენობის მიმდებარე ბავშვთა კლინიკასა და სავაჭრო ობიექტებში ტრანსპორტით მისვლა მოქალაქეებისთვის შეზღუდულია, იქვე დამონტაჟებული შლაგბაუმის გამო.

მერიამ შლაგბაუმი ავტოტრანსპორტის არასანქცირებული შესვლის შეზღუდვის უზრუნველყოფის მიზნით შარშან დაამონტაჟა.

სამოქალაქო აქტივისტი როსტომ ზარანდია მიიჩნევს, რომ ტერიტორია, რომელზეც საგზაო ბარიერი დამტაჟდა, არ არის მხოლოდ ადმინისტრაციის საკუთრება, ის არის ქუჩა და მისით სარგებლობის უფლება ნებისმიერ მოქალაქეს უნდა ჰქონდეს.

მან გვითხრა, რომ დაინტერესდა, თუ ვისი ნებართვის საფუძველზე მოხდა ბარიერის დამონტაჟება, რაზეც წერილობით მიმართა ქალაქის საკრებულოს და მერიას.

„პრობლემაა საკადასტრო კოდთან დაკავშირებითაც. შლაგბაუმი დამონტაჟდა გასული წლის აპრილში, როცა საკადასტრო ნახაზის მიხედვით, ის კოსტავას ქუჩა იყო. ნახაზში ცვლილებები შევიდა ამ თემაზე ჩემს მიერ გაკეთებული განცხადებების შემდეგ. საკრებულოდან ცხრადღიანი დუმილის შემდეგ, მეათე დღეს გამცეს ორწინადადებიანი პასუხი, რომ ამ ობიექტის მონტაჟის ნებართვა საკრებულოს არ გაუცია. მერიამ შემატყობინა, რომ შლაგბაუმი არაა ის ობიექტი, რომელსაც ნებართვა სჭირდება“, - გვითხრა როსტომ ზარანდიამ.

მერიაში „ლაივპრესს“ განუცხადეს, რომ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარედ შლაგბაუმის განთავსების შესახებ გადაწყვეტილება ტერიტორიაზე ავტომანქანების პარკირების რეგულირების მიზნით და კანონის დაცვით იქნა მიღებული.

„შლაგბაუმის მართვის პულტი მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებულ ყველა ობიექტს გააჩნია. ქალაქ ზუგდიდის მერიისთვის რაიმე სახის პრეტენზიით ობიექტის მფლობელებს არ მოუმართავთ“, - გვითხრეს მერიაში.

მართალია მერიისთვის ოფიციალური პრეტენზიით არ მიუმართავს სამედიცინო ცენტრ „თანაზიარის“ ადმინიასტრაციას, თუმცა მისი ხელმძღვანელი ხათუნა ბეჭვაია მიიჩნევს, რომ კლინიკის პაციენტებისთვის შლაგბაუმი ბარიერია, რომლის გადალახვა ტრანსპორტით მისული პაციენტებისთვის შეუძლებელია.

„მერიიდან დამირეკეს და მითხრეს, რომ თანამშრომლების სია მიმეტანა, ვისაც მანქანა ქონდა. მივუტანე, მაინც ორი პულტი მოგვცეს ჩემთვის და მთავარი ექიმისთვის. ჩემი სამედიცინო ცენტრს გადავეცი. როცა შემოდიან და აფიქსირებენ, რომ მოჰყავთ ავადმყოფი ბავშვები, ჩვენი თანამშრომლები მყისიერად რეაგირებენ ამაზე, ეს დამატებითი ბარიერები არ უნდა იყოს. როცა უცხოელი სტუმრები ჩამოდიან, გაოცებულები არიან, რა მიზეზით არის იქ შლაგბაუმი. ამ შემთხვევაში წინასწარ ვრეკავ თანამშრომლებთან, რომ გააღონ შლაგბაუმი“, - უთხრა „ლაივპრესს“ ხათუნა ბეჭვაიამ.

ადმინისტრაციის ტერიტორიაზე მდებარე კაფეს მეპატრონე ელგუჯა ჭითანავა ამბობს, რომ მერიისთვის პრეტენზიით არც მას მიუმართავს, თუმცა განმარტავს, რომ შლაგბაუმი მისი ბიზნესისთვის ხელისშემშლელია.

„მეც მაქვს ეს პულტი, მაგრამ ჩემს კლიენტებს ხომ არ აქვს?! მათთვის პრობლემაა მანქანით ჩვენს ობიექტში მოსვლა, რა თქმა უნდა ეს ჩემთვის ხელის შემშლელია, თუმცა ამ საკითხთან დაკავშირებით მერიისთვის არ მიმიმართავს“, - გვითხრა ელგუჯა ჭითანავამ.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) ზუგდიდის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ჯემალ ჭკადუა ამბობს, რომ შლაგბაუმი ისე უნდა განთავსდეს, რომ სხვა ორგანიზაციებს და მოქალაქეებს არ შეეზღუდოთ თავისუფლად გადაადგილება.

„ეს შლაგბაუმი რომ მხოლოდ ადმინისტრაციული შენობის წინ იყოს არ არის პრობლემა. აქედან გამომდინარე იმ ტერიტორიაზე შლაგბაუმის დადგმა მიზანშეწონილი არ არის. გასაგებია, რომ თანამშრომლებს აქვთ სამართავი პულტები, მაგრამ იმ კლინიკაში მოქალაქეები მიდიან, პაციენტებს ხომ არ აქვთ ეს პულტები?! ბუნებრივია, რომ იზღუდება მათი თავისუფლად გადაადგილების უფლება“, - უთხრა „ლაივპრესს“ ჯემალ ჭკადუამ.

სამოქალაქო აქტივისტმა როსტომ ზარანდიამ გაიხსენა, თუ როგორ „გადალახა“ შლაგბაუმი, როცა სამედიცინო კლინიკაში ნათესავი მიიყვანა:

ფოტო: როსტომ ზარანდია

„ხშირად დამყავს ბავშვები იმ პედიატრიულ კლინიკაში, ადრე მიწევდა მოშორებით პარკირება, რადგან ამ შლაგმაუმმა ფაქტიურად მიმდებარე ტერიტორიაზე პარკირება შეუძლებელი გახადა. საჯარო მოხეელებმა აითვისეს ტერიტორია. იყო შემთხვევები, როცა მოქალაქეებმა დაამტვრიეს ეს წინაღობა, მაგრამ მალევე აღადგენდნენ ხოლმე.

მე, როცა მიწევდა მისვლა კლინიკაში, ჯიუტად დავდგებოდი შლაგბაუმთან და სანამ არ გამიღებდნენ, მანამ არ შევწყვეტდი გამაყრუებელ სიგნალს. ბოლოს მაგალითად, ორი სიცხიანი ბავშვი მიმყავდა ერთდროულად, მივატოვე შლაგბაუმთან მანქანა და ბავშვები კლინიკაში ხელში აყვანილი წავიყვანეთ, ჩვენს გვერდით ორ მამაკაცს, ხელში აყვანილი მოხუცი მიყავდა კლინიკაში“.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ერთ პატარა, მშვიდ ქალაქში, რომელიც გერმანიის უკიდურეს სამხრეთ
რეგიონში,
14:01 / 24.08.2019
ერთ პატარა, მშვიდ ქალაქში, რომელიც გერმანიის უკიდურეს სამხრეთ რეგიონში,
2008 წლის 10 აგვისტო, დილის შვიდი საათია, თუმცა სოფელს ღვიძავს,
11:34 / 07.08.2019
2008 წლის 10 აგვისტო, დილის შვიდი საათია, თუმცა სოფელს ღვიძავს,
ჭკადუაშში, დადიანების ყოფილ სანადირო რეზიდენციასთან მიახლოებისას
უზარმაზარ მწვანე მინდორზე,
19:04 / 05.08.2019
ჭკადუაშში, დადიანების ყოფილ სანადირო რეზიდენციასთან მიახლოებისას უზარმაზარ მწვანე მინდორზე,
საბჭოთა რეპრესიები
ვიდეო
თხილი ხარისხით ფასდება [ვიდეო]
სამეგრელოში თხილის მოსავლის აღება აქტიურად მიმდინარეობს.
27 წლის თვითნასწავლი ოსტატი ურთიდან [ვიდეო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ურთაში
კოსმოსში გაფრენაზე მეოცნებე პლანეტების მოყვარული 9 წლის ბიჭი [ვიდეო]
კოსმოსი, პლანეტები, გალაქტიკა, უჩვეულო ღრუბელი
ვლაქერნობა ზუგდიდში [ვიდეო]
ვლაქერნობის დღესასწაულის აღნიშვნა ზუგდიდში ტრადიციულად მსვლელობით დაიწყო.
ფოტო
ფოტოამბავი ოკუპირებული გალიდან
როგორ გამოიყურება ოკუპირებული ქალაქ გალის ცენტრი დღეს,
სახიფათო ორმოები საჯიჯაო-ნარაზენის გზაზე [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ნარაზენის და ხობის მუნიციპალიტეტის
მესტიელი გიდი ტურისტებს ქორულდის ტბებზე ეპატიჟება [ფოტო]
სოციალურ ქსელში დაწყებული კამპანიის „გაატარე ზაფხული
იდლიანი - სოფელი სვანეთში [ფოტო]
იდლიანი 150-კომლიანი თემია მესტიის მუნიციპალიტეტში.
გამოცდიდან გამოსული აბიტურიენტების ემოციები [ფოტო]
საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეიდან დაიწყო.
მზარეულის მაგიდა
მარტივად და სწრაფად მოსამზადებელი ჭვიშტარი [ვიდეო]
ჭვიშტარს მეგრულ სამზარეულოში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს.
პასკები იასამნებით მხატვრისგან [ვიდეო]
მაგიდაზე ფუნჯებით სავსე ქილა დგას. მხატვარი მარიკა კორკელია
ფუჩხოლია [ვიდეო]
ფუჩხოლია მეგრული სიტყვაა და ქართულად ნიშნავს - დაფშვნილს,
როგორ მოვამზადოთ წელვადი ელარჯი [ვიდეო]
ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მეგრული კერძის მოსამზადებლად
გებჟალია ნადუღით [ვიდეო/ფოტო]
ზუგდიდის სოფელ ახალსოფელში მცხოვრები ბელა კვარაცხელიას
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.