საზოგადოება
„ვეფხისტყაოსნის“ ზეპირად მცოდნე მასწავლებელი ახალკახათიდან [ვიდეო/ფოტო]
FaceBook Twitter
E-mail Print
საქართველოში მხოლოდ რამდენიმემ იცის შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“ ზეპირად. ერთ-ერთი მათგანი ზუგდიდის სოფელ ახალკახათში მცხოვრები 72 წლის ქალია. პოემის მიმართ განსაკუთრებული სიყვარული ლუარა ჯალაღონიას ცხოვრებაში ორი ადამიანის გამოჩენას უკავშირდება - მამიდის ეთერ ჯალაღონიას და პოეტ იოსებ ნონეშვილს. რა საერთო აქვთ მათ ერთმანეთთან, ამაზე ცოტა მოგვიანებით...

ლუარა ჯალაღონია პროფესიით ფილოლოგია და მშობლიური სოფლის სკოლაში ქართულ ენას და ლიტერატურას ასწავლის. დღესაც „ვეფხისტყაოსანს“ ბავშვებს ზეპირად, წიგნის მოშველიების გარეშე უხსნის.

„რა საკითხს არ ეხება შოთა?! რომელი ერთი უნდა ჩამოვთვალო. მეგობრობა-ამხანაგობა, ქველმოქმედება... რუსთაველისეული სიყვარული დღესაც ხომ დომინირებს. ისეთი საკვანძო ადგილებია, რომელი ერთი უნდა დაიწუნო“, - პოემასა და მის ავტორზე პედაგოგს ემოციების გარეშე საუბარი უჭირს.

პირველი, ვინც „ვეფხისტყაოსნის“ მნიშვნელობაზე დააფიქრა, მამიდა იყო, რომლის ბიბლიოთეკაში 1712 წელს გამოცემული ილუსტრირებული წიგნი ინახებოდა. ამბობს, რომ ზოგჯერ სახლშიც ატანდნენ. ხშირად ადგილზე კითხულობდა. მაშინ პოემის შესწავლას მერვე კლასში იწყებდნენ. თუმცა ბევრად ადრე 200-მდე სტროფი უკვე იცოდა.

მეორე მთავარი ეპიზოდი მის ცხოვრებაში, რამაც კიდევ უფრო გაუღვივა სიყვარული „ვეფხისტყაოსნის“ მიმართ, ქართველ პოეტს, იოსებ ნონეშვილს უკავშირდება. იმ დროს, როგორც ლუარა ჯალაღონია ამბობს, ზუგდიდი აქტიური იყო და გამოირჩეოდა სხვადასხვა ღონისძიებებით, სადაც კითხულობდა ლექსებს, ნაწყვეტებს პოემებიდან.

ამბები, რაზეც ახლა გიყვებით, 50 წელზე მეტი ხნის წინ ხდებოდა.

„ერთ-ერთ შეხვედრაზე იმყოფებოდა იოსებ ნონეშვილი. მაშინ მეათე კლასში ვიყავი. მისი ლექსები წავიკითხე. ძალიან მოეწონა. თან მოჰქონდა „ვეფხისტყაოსანი“, რომელიც მაჩუქა და წააწერა - „ჩემს პატარა მეგობარს ლუარა ჯალაღონიას“. მქონდა მასთან მიმოწერები, ურთიერთობა“, - იხსენებს პედაგოგი.

პოემაში განსაკუთრებული ემოციური დატვირთვა ლუარა ჯალაღონიასთვის გენდერული თანასწორობის ხაზს აქვს. ამბობს, რომ ჯერ კიდევ მაშინ, როცა „შუშანიკის წამებამ“ ყველა მამაკაცის მიმართ დროებით ერთგვარი აგრესიით განაწყო, „ვეფხისტყაოსანმა“ სხვა კუთხით დაანახა ეს თემა, პრობლემის გადაჭრის გზა.

პედაგოგმა პოემის მეგრული ვერსიიდან - „ყილოშტყებამიდან“ ამონარიდებიც იცის. მისი თქმით, რუსთაველის შემოქმედება რთულია. მუდმივად უნდა იმეორო, გადაავლო თვალი, თორემ დავიწყება იცის.

„ჩემი მიზანი იყო მესწავლა თავიდან ბოლომდე. იმდენი ბრძნული გამონათქვამია მასში, იმდენი აფორიზმი... ზეპირსიტყვიერების ნიმუშია და მინდა ჩემმა ბავშვებმაც მომბაძონ“, - გვითხრა ლუარა ჯალაღონიამ.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ერნა პეპანიანი 21 წლისაა და წალკაში, სოფელ დაშბაშში საოჯახო ბიზნესს
მართავს.
18:32 / 04.11.2022
ერნა პეპანიანი 21 წლისაა და წალკაში, სოფელ დაშბაშში საოჯახო ბიზნესს მართავს.
თეა ადიკაშვილსა და დარეჯან ცირამუას თბილისიდან 28
კილომეტრში,
02:06 / 02.09.2022

თეა ადიკაშვილსა და დარეჯან ცირამუას თბილისიდან 28 კილომეტრში,

გიგა დოღონაძეს ქუთაისის ცენტრალურ არქივში შევხვდით.
17:45 / 25.06.2022
გიგა დოღონაძეს ქუთაისის ცენტრალურ არქივში შევხვდით.
22:08 / 15.04.2022
"როცა საზოგადოებას ნაკლები ინფორმაცია აქვს, დეზინფორმაციას მარტივად იჯერებს.
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.