საზოგადოება
ზუგდიდში პირველად გაიხსნა ცენტრი მოზარდების დასახმარებლად [ვიდეო]
FaceBook Twitter
E-mail Print
ზუგდიდში ბავშვთა და ახალგაზრდების ადვოკატირების ცენტრი მარტის თვეში გაიხსნა. მიზანი როგორც ძალადობის მსხვერპლი მოზარდების დახმარება, ასევე მსგავსი ფაქტების პრევენციის უზრუნველყოფაა. ამასთან, ცენტრის ფსიქოლოგები 21 წლამდე სხვადასხვა საჭიროების მქონე ახალგაზრდებთანაც მუშაობენ უნარების გამოსამუშავებლად, გარემოში ადაპტირებისთვის.

იმ ათამდე მოზარდს შორის, რომელთაც ცენტრის მომსახურებით უკვე ისარგებლეს, ქცევითი პრობლემების ახალგაზრდები სჭარბობენ. კერძოდ, მათ ხშირ შემთხვევაში უჭირთ ირგვლივ მყოფებთან კომუნიკაციის დამყარება, რაც საბოლოო ჯამში კონფლიქტით სრულდება.

ფსიქოლოგმა მარიამ ლემონჯავამ „ლაივპრესს“ უთხრა, რომ არიან ბავშვები, რომლებზეც ზრდასრული პირები ინტერნეტის მეშვეობით გარკვეული საფრთხისშემცევლი გავლენის მოხდენას ცდილობენ. აქვთ შემთხვევები, როცა მშობლები გამოთქვამენ სურვილს, ბევრად ეფექტურად შეძლონ საკუთარი შვილის ქცევის მართვა და ნაკლებად მკაცრები იყვნენ აღზრდის პროცესში.

მარიამ ლემონჯავა განმარტავს, რომ პრობლემას ასევე წარმოადგენს მოზარდების სუსტი უნარ-ჩვევები, სხვადასხვა სიტუაციაში დამოუკიდებლად მოახდინონ თავის დაცვა, რომლის გაუმჯობესებაზეც მუშაობენ.

ცენტრის კიდევ ერთ ფსიქოლოგს, ნინო კაკაჩიას უკვე მოუხდა მუშაობა რთული ქცევის ბენეფიციარებთან, რომლებსაც სკოლის პედაგოგებთან პრობლემები აქვთ. ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ამ პროცესში, როგორც განმარტავს, მოზარდების მოტივაციის ამაღლებაა, მათთვის ნებისყოფის გამომუშავების ხელშესაწყობად.

ფსიქოლოგის თქმით, ბავშვების აგრესიას ხშირ შემთხვევაში თავად მასწავლებლების მხრიდან მოსწავლეების მიმართ არაკორექტული მიმართვები განაპირობებს. ნინო კაკაჩიას სიტყვებით, გაღიზიანებაც მხოლოდ პასუხია ამ ყველაფერზე.

ახალგაზრდა ფსიქოლოგი ამბობს, რომ ზოგჯერ პედაგოგს პირადი უთანხმოება აქვს მოსწავლის მშობელთან, საბოლოოდ კი აგრესიას ბავშვზე ანთხევს და კონფლიქტური სიტუაციაც არასრულწლოვანს აზარალებს.

ცენტრის ფსიქოლოგისვე განმარტებით, ეს უფრო კონსერვატორ მასწავლებლებს ეხებათ, რომლებიც მშობლებისგან განსხვავებით სიახლეებს ძნელად ეგუებიან და ნაკლებად ითვალისწინებენ მათ რეკომენდაციებს.

ჯერჯერობით მსგავსი საჭიროებით ცენტრისთვის არავის მიუმართავს, თუმცა მათი საქმიანობის კიდევ ერთი მიმართულება, მართლმსაჯულების წინაშე წარსადგენი ბავშვების ფსიქოლოგიური დახმარებაა:

„მოზარს სჭირდება უფრო მეტი მხარდაჭერა, სჭირდება რაღაც კონკრეტული უნარების განვითარება, იმისთვის, რომ უფრო უკეთ იგრძნოს თავი, უფრო ადაპტური იყოს გარემოში [პოლიციაში, სასამართლოზე]“, - ამბობს მარიან ლემონჯავა.

მიუხედავად მუშაობის ხანმოკლე პერიოდისა, მომსახურების მენეჯერი ირმა ალასანია ამბობს, რომ ცენტრი წარმატებით ფუნქციონირებს, რასაც სერვისებით დაინტერესების მზარდი მაჩვენებელიც მოწმობს:

„საიდან გაიგეს და როგორ მოგვაგნეს, ნამდვილად საინტერესოა იმ თვალსაზრისით, რომ დაწყებული არ გვქონდა მუშაობა, ჩვენმა პირველმა ბენეფიციარმა როგორც აღმოჩნდა გაავრცელა ინფორმაცია, თავისი შედეგით კმაყოფილმა. მოგვმატა ცენტრს კიდევ რამდენიმე ბენეფიციარი“, - აღნიშნა მან.

ირმა ალასანიას თქმით, ბევრად მეტი ეფექტურობის მისაღწევად მუშაობის გაგრძელებას სხვადასხვა სტრუქტურასთან თანამშრომლობის გზით და კოორდინაციით გეგმავენ. ამბობს, რომ მოსახლეობამ მათი სერვისების მიმართ დიდი ინტერესი გამოხატა, რაც პირად საუბრებშიც არაერთხელ უთქვამთ - „კარგი იქნებოდა მისი უფრო ადრე ამოქმედებაც, რადგან თავის დროზე როცა დასჭირდათ, მაშინ ვერავის მიმართეს“.

ზუგდიდში ბავშვთა და ახალგაზრდების ადვოკატირების ცენტრი ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით გაიხსნა. სამწლიან პროექტს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდი ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაცია „თანაზიართან“ ერთად ახორციელებს, „სთეფ ფორვარდთან“ და „ბიგესთან“ თანამშრომლობით.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ერთ პატარა, მშვიდ ქალაქში, რომელიც გერმანიის უკიდურეს სამხრეთ
რეგიონში,
14:01 / 24.08.2019
ერთ პატარა, მშვიდ ქალაქში, რომელიც გერმანიის უკიდურეს სამხრეთ რეგიონში,
2008 წლის 10 აგვისტო, დილის შვიდი საათია, თუმცა სოფელს ღვიძავს,
11:34 / 07.08.2019
2008 წლის 10 აგვისტო, დილის შვიდი საათია, თუმცა სოფელს ღვიძავს,
ჭკადუაშში, დადიანების ყოფილ სანადირო რეზიდენციასთან მიახლოებისას
უზარმაზარ მწვანე მინდორზე,
19:04 / 05.08.2019
ჭკადუაშში, დადიანების ყოფილ სანადირო რეზიდენციასთან მიახლოებისას უზარმაზარ მწვანე მინდორზე,
საბჭოთა რეპრესიები
ვიდეო
თხილი ხარისხით ფასდება [ვიდეო]
სამეგრელოში თხილის მოსავლის აღება აქტიურად მიმდინარეობს.
27 წლის თვითნასწავლი ოსტატი ურთიდან [ვიდეო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ურთაში
კოსმოსში გაფრენაზე მეოცნებე პლანეტების მოყვარული 9 წლის ბიჭი [ვიდეო]
კოსმოსი, პლანეტები, გალაქტიკა, უჩვეულო ღრუბელი
ვლაქერნობა ზუგდიდში [ვიდეო]
ვლაქერნობის დღესასწაულის აღნიშვნა ზუგდიდში ტრადიციულად მსვლელობით დაიწყო.
ფოტო
ფოტოამბავი ოკუპირებული გალიდან
როგორ გამოიყურება ოკუპირებული ქალაქ გალის ცენტრი დღეს,
სახიფათო ორმოები საჯიჯაო-ნარაზენის გზაზე [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ნარაზენის და ხობის მუნიციპალიტეტის
მესტიელი გიდი ტურისტებს ქორულდის ტბებზე ეპატიჟება [ფოტო]
სოციალურ ქსელში დაწყებული კამპანიის „გაატარე ზაფხული
იდლიანი - სოფელი სვანეთში [ფოტო]
იდლიანი 150-კომლიანი თემია მესტიის მუნიციპალიტეტში.
გამოცდიდან გამოსული აბიტურიენტების ემოციები [ფოტო]
საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეიდან დაიწყო.
მზარეულის მაგიდა
მარტივად და სწრაფად მოსამზადებელი ჭვიშტარი [ვიდეო]
ჭვიშტარს მეგრულ სამზარეულოში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს.
პასკები იასამნებით მხატვრისგან [ვიდეო]
მაგიდაზე ფუნჯებით სავსე ქილა დგას. მხატვარი მარიკა კორკელია
ფუჩხოლია [ვიდეო]
ფუჩხოლია მეგრული სიტყვაა და ქართულად ნიშნავს - დაფშვნილს,
როგორ მოვამზადოთ წელვადი ელარჯი [ვიდეო]
ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მეგრული კერძის მოსამზადებლად
გებჟალია ნადუღით [ვიდეო/ფოტო]
ზუგდიდის სოფელ ახალსოფელში მცხოვრები ბელა კვარაცხელიას
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.