საზოგადოება
საარჩევნო გარემო ზუგდიდში კეჭისყრამდე ოთხი დღით ადრე
FaceBook Twitter
E-mail Print
ზუგდიდში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელებიც წინასაარჩევნო პროცესების მონიტორინგს აწარმოებენ, ვითარებას აფასებენ, როგორც მეტ-ნაკლებად „მშვიდს და სტაბილურს“.

მათივე შეფასებით, გასული წლებისგან განსხვავებით, ზუგდიდში, სადაც ყოველთვის სჭარბობდა ემოციები და ხშირად იყო ფიზიკური დაპირისპირებები, ამ დროისთვის საარჩევნო გარემო გაცილებით გაუმჯობესებულია.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ზუგდიდის ოფისის კოორდინატორი არჩილ თოდუა იმედს გამოთქვამს, რომ მშვიდი გარემო შენარჩუნდება არჩევნების დასრულებლამდე.

„ჩვენი ორგანიზაცია აკვირდება წინასაარჩევნო გარემოს და სულ ერთი საჩივარი დავწერეთ საოლქო საარჩევნო კომისიაში, აგიტაციისთვის. სოფელ ყულიშკარის გამგებელმა, რომ სია გააგზავნა საარჩევნო შტაბში ამ საკითხზე არის საჩივარი დაწერილი. მან გააგზავნა სია, სადაც ჩამოთვლილი იყო ამ სოფლის მცხოვრები საჯარო მოხელეები“, - განაცხადა არჩილ თოდუამ.

მისივე განმარტებით, საყურადღებოა ასევე, საჯარო მოხელეთა თუ საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულთა მობილიზების ფაქტები მმართველი პარტიის კანდიდატების მოსახლეობასთან შეხვედრებისას.

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატების საარჩევნო შეხვედრებზე ამახვილებს ყურადღებას „საქართელოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაც“. საიას ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელი ჯემალ ჭკადუა იხსენებს მმართველი პარტიის წარმომადგენლის შეხვედრას პედაგოგებთან, სადაც რესურსცენტრის ხელმძღვანელმა მათი კანდიდატის მხარდაჭერისკენ მოუწოდა:

„ჩვენ არ ვამბობთ, რომ ეს არის საარჩევნო კოდექსის დარღვევა, მაგრამ მნიშვნელოვანი ხასიათის დარღვევას წარმოადგენს ის, რომ უშუალოდ რესურსცენტრის ხელმძღვანელმა მოუწოდა პედაგოგებს მხარი დაეჭირა „ქართული ოცნების“ კანდიდატისთვის“, - განაცხადა ჯემალ ჭკადუამ.

საიას შეფასებით, ზუგდიდის #67 საოლქო საარჩენო კომისიამ, საუბნო კომისიის წევრების შერჩევისას არ გაითვალისწინა კანდიდატების პროფესიული გამოცდილება, და საბოლოო ჯამში დაკომპლექტებულ კომისიებში მოხვდნენ პირები, ვისაც წინა არჩევნებზე დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა ჰქონდათ დაკისრებული.

წინასაარჩევნო გარემოს შეფასებისას, პარტიების საარჩევნო პლაკატების ჩამოხევის ფაქტს იხსენებს არასამთავრობო ორგანიზაცია „საუნჯეს“ ხელმძღვანელი იაგო ფასანძე:

„ჩამოხიეს ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის შტაბში ბანერი, ჩამოხიეს რამდენიმე პოლიტიკური სუბიექტის პლაკატი და ასევე, გადაკრული იყო კერძო კომპანიების მიერ მათი პოსტერები, რაც დაუშვებელია. თუმცა ვერ ვიტყვით, რომ ზუგდიდში, სადაც საარჩევნოდ ცეცხლი ინთება ხოლმე, ეს სიტუაცია ამჟამად არ არის. იმედი გვაქვს, რომ არჩევნების დღეც იქნება ასეთივე მშვიდი“, - განაცხადა იაგო ფასანძემ.

საარჩევნო გარემოს შეფასებისას კანდიდატების მიმართ მოსახლეობის ნიჰილისტურ დამოკიდებულებაზე საუბრობს, არასამათავრობო ორგანიზაცია „თანაზიარის“ ხელმძღვანელი ხათუნა ბეჭვაია.

მისმა ორგანიზაციამ ზუგდიდის სოფლებში 50-ზე მეტი შეხვედრა გამართა, სადაც თვითმმართველობისა და არჩევნების შესახებ ინფორმაციას ავრცელებდნენ. როგორც ხათუნა ბეჭვაია ამბობს, შეხვედრებიდან გამოიკვეთა, რომ კანდიდატების მიმართ ამომრჩევლების ნდობა დაბალია.

„თანაზიარის“ ხელმძღვანელის შეფასებით, ეს შესაძლოა გამოწვეული იყოს წლების განმავლობაში, სხვადასხვა კანდიდატის მიერ წინასაარჩევნოდ გაკეთებული დაპირებების შეუსრულებლობით, რომლებიც თვითმმართველობის კომპეტენციას სცილდება:

„როცა კანდიდატებთან გვქონდა ურთიერთობა, ზოგიერთი მიფიქსირებდა, რომ იმყოფება არათანაბარ გარემოში, რომ მმართველი პარტიის კანდიდატების მხრიდან ხდება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, მაგრამ როცა კონკრეტულად ვეკითხებოდით ინფორმაციას არ გვაწვდიდნენ. გვქონდა სურვილი შეგვესწავლა თუნდაც ერთი ასეთი ფაქტი და შემდეგ საზოგადოებისთვის მიგვეწოდებინდა ინფორმაცია, მაგრამ თავს იკავებდნენ, და მე ამის უარყოფა ან დადასტურება არ შემიძლია“, - განაცხადა ხაუთუნა ბეჭვაიამ.

ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, რომ ჯერჯერობით საჩივარი არ მიუღიათ. ხოლო რაც შეეხება „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ საჩივარს, რომლის თანახმად, ორგანიზაცია ადმინისტრაციული სამმართალდარღვევის აქტის შედგენას ითხოვდა, საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მირანდა მესხი განმარტავს, რომ ამ საქმის შესწავლა მათი კომპეტენცია არ არის.

„ყულიშკარის გამგებელმა გადასცაო სია, ჯერ ეს ერთი ის ბეჭედი დამზადებული იყო ფოტოშოპით, იმ პირების სიაც, ვინც გადაეცა არ არიან ახლა საჯარო სამსახურებში დასაქმებულები. ანუ გამგებლის ზემდგომი ჩვენ არ ვართ, ამიტომ წერილობითი განმარტება გავაკეთეთ. მაგასთან დაკავშირებით განკარგულება აღარ გამოგვიცია. სხდომის ოქმი არ გაფორმებულა და არაფერი“, - განაცხადა მირანდა მესხმა.

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნები 21 ოტომბერს გაიმართება. ზუგდიდის #67 საოლქო საარჩევნო კომისიაში მერობის შვიდი კანდიდატი დარეგისტრირდა, აქედან ერთმა, „დემოკრატიული მოძრაობა - თავისუფალი საქართველოს“ ზუგდიდის მერობის კანდიდატმა ზურაბ ჯინჯოლავამ კანდიდატურა დომენტი სიჭინავას სასარგებლოდ მოიხსნა. რაც შეეხება მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს, სულ 129 დარეგისტრირდა, აქედან ოთხმა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ კანდიდატურა მოიხსნა. პარტიაში აცხადებენ, რომ მათი წარმომადგენლები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მოისყიდა, რისთვისაც 100 ათასი ამერიკული დოლარი გადაუხადეს.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ერთ პატარა, მშვიდ ქალაქში, რომელიც გერმანიის უკიდურეს სამხრეთ
რეგიონში,
14:01 / 24.08.2019
ერთ პატარა, მშვიდ ქალაქში, რომელიც გერმანიის უკიდურეს სამხრეთ რეგიონში,
2008 წლის 10 აგვისტო, დილის შვიდი საათია, თუმცა სოფელს ღვიძავს,
11:34 / 07.08.2019
2008 წლის 10 აგვისტო, დილის შვიდი საათია, თუმცა სოფელს ღვიძავს,
ჭკადუაშში, დადიანების ყოფილ სანადირო რეზიდენციასთან მიახლოებისას
უზარმაზარ მწვანე მინდორზე,
19:04 / 05.08.2019
ჭკადუაშში, დადიანების ყოფილ სანადირო რეზიდენციასთან მიახლოებისას უზარმაზარ მწვანე მინდორზე,
საბჭოთა რეპრესიები
ვიდეო
თხილი ხარისხით ფასდება [ვიდეო]
სამეგრელოში თხილის მოსავლის აღება აქტიურად მიმდინარეობს.
27 წლის თვითნასწავლი ოსტატი ურთიდან [ვიდეო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ურთაში
კოსმოსში გაფრენაზე მეოცნებე პლანეტების მოყვარული 9 წლის ბიჭი [ვიდეო]
კოსმოსი, პლანეტები, გალაქტიკა, უჩვეულო ღრუბელი
ვლაქერნობა ზუგდიდში [ვიდეო]
ვლაქერნობის დღესასწაულის აღნიშვნა ზუგდიდში ტრადიციულად მსვლელობით დაიწყო.
ფოტო
ფოტოამბავი ოკუპირებული გალიდან
როგორ გამოიყურება ოკუპირებული ქალაქ გალის ცენტრი დღეს,
სახიფათო ორმოები საჯიჯაო-ნარაზენის გზაზე [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ნარაზენის და ხობის მუნიციპალიტეტის
მესტიელი გიდი ტურისტებს ქორულდის ტბებზე ეპატიჟება [ფოტო]
სოციალურ ქსელში დაწყებული კამპანიის „გაატარე ზაფხული
იდლიანი - სოფელი სვანეთში [ფოტო]
იდლიანი 150-კომლიანი თემია მესტიის მუნიციპალიტეტში.
გამოცდიდან გამოსული აბიტურიენტების ემოციები [ფოტო]
საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეიდან დაიწყო.
მზარეულის მაგიდა
მარტივად და სწრაფად მოსამზადებელი ჭვიშტარი [ვიდეო]
ჭვიშტარს მეგრულ სამზარეულოში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს.
პასკები იასამნებით მხატვრისგან [ვიდეო]
მაგიდაზე ფუნჯებით სავსე ქილა დგას. მხატვარი მარიკა კორკელია
ფუჩხოლია [ვიდეო]
ფუჩხოლია მეგრული სიტყვაა და ქართულად ნიშნავს - დაფშვნილს,
როგორ მოვამზადოთ წელვადი ელარჯი [ვიდეო]
ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მეგრული კერძის მოსამზადებლად
გებჟალია ნადუღით [ვიდეო/ფოტო]
ზუგდიდის სოფელ ახალსოფელში მცხოვრები ბელა კვარაცხელიას
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.