საზოგადოება
რამდენ მაჟორიტარულ ოლქში გაიმარჯვა ოპოზიციამ და დამოუკიდებელმა კანდიდატმა სამეგრელოს რეგიონში
FaceBook Twitter
E-mail Print
ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტებს შორის ყველაზე მეტი ოპოზიციონერი და დამოუკიდებელი მაჟორიტარობის კანდიდატი მარტვილის საკრებულოს ეყოლება. თითო-თითო ზუგდიდსა და ჩხოროწყუს. მხოლოდ მმართველი პარტიის მაჟორიტარი დეპუტატებით იქნება წარმოდგენილი სენაკის, წალენჯიხის და ფოთის საკრებულოები.

< მარტვილი >

მარტვილის საკრებულოს 22 მაჟორიტარული ოლქიდან სულ ცხრა ოპოზიციონერი დეპუტატი ეყოლება. მათ შორის ხუთი „ნაციონალური მოძრაობის“, ორ-ორი კი „ევროპული საქართველოს“ და „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი.

მონაცემები ასე გადანაწილდა: ვარლამ ცეკვავა (ენმ) 45,89%, ბესიკ ხაინდრავა (ენმ) 45,11%, ზაურ ჯახუა (ენმ) 70,75%, ნათია ქაჯაია (ენმ) 42,86% და ავთანდილ ჯიქია (ენმ) 54,78%.

გიზო ხარებავა („ევროპული საქართველო“) 44,42%, დათო ხელაია („ევროპული საქართველო“) 57,6%.

ლაშა ქობალია („პატრიოტთა ალიანსი“) 61,77%, მიხეილ ნაჭყებია („პატრიოტთა ალიანსი“) 43,07%.

რაც შეეხება პროპორციულ სიას, მარტვილის საკრებულო სულ ხუთი პარტიის წევრით იქნება წარმოდგენილი. ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ამომრჩეველთა ხმების 40,09% მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ მიიღო. მას ენმ მოსდევს 27,78%-ით. მესამე პოზიციაზეა „ევროპული საქართველო“, რომელსაც მხარი 10,79%-მა დაუჭირა. წალენჯიხის, ჩხოროწყუს და თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოების მსგავსად, „პატრიოტთა ალიანსი“ მარტვილის საკრებულოშიც მოხვდა. პარტიამ ხმების 7,23% მიიღო. ამავე საკრებულოში იქნება „თავისუფლება - ზვიად გამსახურდიას გზა“, რომელმაც ბარიერი გადალახა და 6,47% აქვს.

< აბაშა >

აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულო „ნაციონალური მოძრაობის“ სამი და ერთი დამოუკიდებელი კანდიდატით იქნება წარმოდგენილი. ენმ-ის წევრების პროცენტული მაჩვენებლები ასეთია - მიხეილ დარცმელიძე - 47,89%, მერაბ მელია - 55,68% და კოხტა მელია - 27,45%.

რაც შეეხება დამოუკიდებელ კანდიდატ კახა ცანავას, მას ამომრჩეველთა 49,26%-იანი მხარდაჭერა აქვს.

აბაშაში სულ 17 მაჟორიტარული ოლქია.

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, აბაშის საკრებულო ექვსი პოლიტიკური სუბიექტით დაკომპლექტდება. უმრავლესობით იქნება წარმოდგენილი „ქართული ოცნება“, რომელმაც ამომრჩეველთა ხმების 51,35% მიიღო. მას მოსდევს ენმ 23%-ით. მესამე ადგილზეა „ევროპული საქართველო“ 7,93%-ით. სხვა მუნიციპალიტეტებისგან განსხვავებით, აბაშის საკრებულოში მოხვდა „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“. მას 4,02%-იანი მხარდაჭერა აქვს. ამავე საკრებულოში იქნება „დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა - დემოკრატიული მოძრაობა - თავისუფალი -საქართველო“, რომელსაც ნდობა მოსახლეობის 4,12%-მა გამოუცხადა. ბარიერი გადალახა „პატრიოტთა ალიანსმაც“. მას 4,86% აქვს.

< მესტია >

მესტიის საკრებულოს ერთი ოპოზიციონერი და ორიც დამოუკიდებელი დეპუტატი ეყოლება, ჯამში 16 მაჟორიტარული ოლქიდან. „პატრიოტთა ალიანსის“ კანდიდატმა ანზორ რატიანმა ხმების 54,36% მიიღო. ლერი კვიციანს ნდობა 50,12%-მა გამოუცხადა, ჯიმშერ ფილფანს კი 58,78%-მა.

ამავე საკრებულოში ყველაზე მეტი დეპუტატი სხვა მუნიციპალიტეტების მსგავსად „ქართულ ოცნებას“ ეყოლება, რომელმაც მოსახლეობის 59,28%-იანი მხარდაჭერა მიიღო. მეორე პოზიციაზე სხვა საკრებულოებისგან განსხვავებით „პატრიოტთა ალიანსია“. პარტიას 12,91% აქვს და ამ მონაცემებით უსწრებს მესამე პოზიციაზე მყოფ „ევროპულ საქართველოს“ - 12,55% და ენმ-ს 7,59%.

< ხობი >

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 22 მაჟორიტარული ოლქიდან მხოლოდ ორი ოპოზიციონერი დეპუტატი იქნება. ერთი კობა გოქაძეა „პატრიოტთა ალიანსიდან“, ვისაც მხარი ამომრჩევლის 43,58%-მა დაუჭირა, მეორე კი „შენების მოძრაობის“ წარმომადგენელი ლაშა ცატავაა 33,72%-ით.

პროპორციულ სიას რაც შეეხება, ადგილობრივი საკანონმდებლო ორგანო ოთხი პარტიით დაკომპლექტდება. ხმების უმრავლესობა ამ შემთხვევაშიც მმართველ პოლიტიკურ ძალას აქვს, რაც 52,61%-იან მხარდაჭერაში გამოიხატა. მეორე პოზიციაზე „ნაციონალური მოძრაობაა“ 17,02%-ით. მესამე ადგილზე „ევროპული საქართველო“ - 13,78%-ით. „ლეიბორისტულ პარტიას“ ხმების 4,22% აქვს.

< ზუგდიდი >

ზუგდიდის საკრებულოს მხოლოდ ერთი მაჟორიტარი ეყოლება ოპოზიციიდან. ანაკლიის უბანზე მმართველი პოლიტიკური პარტიის კანდიდატი ენმ-ის წევრ დათა შელიასთან დამარცხდა. მან ამომრჩეველთა ხმების 44,4% მიიღო.

აქ სულ 35 მაჟორიტარული ოლქია.

ადგილობრივი საკრებულო სულ სამი პარტიით იქნება წარმოდგენილი. მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ რეგისტრირებულ პოლიტიკურ სუბიექტებს შორის აქ ყველაზე მეტი მხარდაჭერა მიიღო. მას მხარი დაუჭირა ამომრჩეველთა 56,99%-მა. „ნაციონალურ მოძრაობას“ ხმების 24,67% აქვს, „ევროპულ საქართველოს“ კი 11,05%.

< ჩხოროწყუ >

ზუგდიდის მსგავსად ერთი ოპოზიციონერი დეპუტატით დაკომპლექტდება ჩხოროწყუს საკრებულოც, სადაც სულ 13 მაჟორიტარული ოლქია. „შენების მოძრაობის“ წევრ კორნელი წურწუმიას ხმების 54,34% აქვს.

ამავე საკრებულოში, პროპორციული სიის მიხედვით პირველ სამ ადგილს „ქართული ოცნება“ - 53,65%-ით, ენმ - 23,89%-ით და „ევროპული საქართველო“ ინაწილებენ 6,79%-ით.

ჩხოროწყუს წინა მოწვევის საკრებულოს მსგავსად, ახლად არჩეულ საკრებულოშიც ეყოლება წევრი „პატრიოტთა ალიანსს“, უფრო შესუსტებული მხარდაჭერით. პარტიას ხმა მისცა მოქალაქეთა 4,35%-მა, როცა 2014 წელს ამ მონაცემმა 6,22% შეადგინა. ადგილობრივ საკანონმდებლო ორგანოში იქნება ახლადშექმნილი „შენების მოძრაობაც“, რომელმაც ამომრჩეველთა 4,32% მიიღო.

ჩამოთვლილი მუნიციპალიტეტებისგან განსხვავებით, მხოლოდ „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი კანდიდატებით დაკომპლექტდება საკრებულოები ფოთში, სენაკსა და წალენჯიხაში.

რაც შეეხება ამ მუნიციპალიტეტებში ცესკოს წინასწარ შედეგებს პროპორციული სიის მიკხედვით, მონაცემები ასე გადანაწილდა:

ფოთის საკრებულოში პირველ სამ ადგილს წინა მუნიციპალიტეტების მსგავსად, აქაც „ქართული ოცნება - 51,48%-ით, ენმ - 15,26%-ით და „ევროპული საქართველო“ ინაწილებენ 11,59%-ით.

მეოთხე პოზიციაზეა „შენების მოძრაობა“, რომელმაც მოსახლეობის 6,47%-იანი მხარდაჭერა მიიღო. მას მოსდევს „პატრიოტთა ალიანსი“ 5,49%-ით, როცა ამ პარტიას წინა მოწვევის საკრებულოში ამომრჩევლის 14,66%-მა მისცა ხმა.

ბარიერი გადალახა და ახლად არჩეულ საკრებულოში მოხვდება „ლეიბორისტული პარტიაც“. საარჩევნო სუბიექტს ნდობა მოქალაქეების 4,3%-მა გამოუცხადა. ფოთის საკრებულოში იქნება ასევე წარმოდგენილი „დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა - დემოკრატიული მოძრაობა - თავისუფალი საქართველო“ - 4,4%-ით.

სენაკის საკრებულო ოთხი პარტიით იქნება წარმოდგენილი. აქ ხმათა 51,07% „ქართულ ოცნებას“ აქვს. მეორე ადგილზეა ენმ 25,03%-ით. მესამე პოზიციაზე „ევროპული საქართველო“, რომელმაც 12,49%-იანი მხარდაჭერა მიიღო, „პატრიოტთა ალიანსმა“ კი ამომრჩევლის 4,31%-იანი მხარდაჭერა.

წალენჯიხის საკრებულო სულ ოთხი პარტიით დაკომპლექტდება. აქაც მმართველი პოლიტიკური ძალა ლიდერობს 52,89%-ით. მას მოსდევს ენმ - 22,93%-ით. მესამე ადგილზეა „ევროპული საქართველო“. მას ხმების 12,2% აქვს. რაც შეეხება მეოთხე პარტიას, წალენჯიხის საკრებულოს პირველად ეყოლება წევრები „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსიდან“. პარტიამ ამომრჩეველთა ხმების 5,01% მიიღო.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ეერთი, ოორი, საამი, - 3 წლის ილია კმაყოფილი და გახარებული ითვლის
ქაღალდზე მის მიერ დახატულ ჩიტებს.
18:23 / 08.11.2019
ეერთი, ოორი, საამი, - 3 წლის ილია კმაყოფილი და გახარებული ითვლის ქაღალდზე მის მიერ დახატულ ჩიტებს.
შემოდგომაზე მარტვილის სოფლებში ულამაზესი სანახაობა იშლება
16:21 / 05.11.2019
შემოდგომაზე მარტვილის სოფლებში ულამაზესი სანახაობა იშლება
ხანდაზმულთა კლუბი 2018 წელს ზუგდიდში გაეროს განვითარების ფონდის
მხარდაჭერით გაიხსნა.
13:07 / 19.10.2019
ხანდაზმულთა კლუბი 2018 წელს ზუგდიდში გაეროს განვითარების ფონდის მხარდაჭერით გაიხსნა.
ვიდეო
საახალწლო ქოხები მუყაოსგან [ვიდეო]
ზუგდიდელმა ხელოვანმა ირინა მიქავამ საახალწლო სამზადისი უკვე დაიწყო.
ქართული ყველის ძველი და ახალი სახეობების გამოფენა ზუგდიდში [ვიდეო]
ყველი წიწაკით, სხვდასხვა სუნელით, საფერავში ამოვლებული, კაკაოთი, როზმარინით
აფხაზური ნობათი კოლხური ღვინის ფესტივალზე [ვიდეო]
ზუგდიდში გამართულ კოლხური ღვინის ფესტივალზე ერთი კუთხე აფხაზეთსაც დაეთმო.
პოლიეთილენის საფრთხე [ვიდეო]
სამწუხაროდ, საქართველოში პოლიეთილენის გამოყენება კვლავ დიდი დოზით ხდება. ამის მიზეზი
ფოტო
ჩირის ფარდები მარტვილის სოფლებში [ფოტო]
მარტვილის მუნიციპალიტეტში ხურმა მნიშვნელოვანი სამეურნეო კულტურაა.
გაფერადებული სვანეთი
სვანეთი წელიწადის ყველა დროს ლამაზია.
სპორტული მოედნები ზუგდიდში [ფოტო]
ზუგდიდის ცენტრალურ უბნებში სპორტული მოედნების ნაწილი
ფოტოამბავი ოკუპირებული გალიდან
როგორ გამოიყურება ოკუპირებული ქალაქ გალის ცენტრი დღეს,
სახიფათო ორმოები საჯიჯაო-ნარაზენის გზაზე [ფოტო]
ზუგდიდის სოფელ ნარაზენის და ხობის მუნიციპალიტეტის
მზარეულის მაგიდა
მარტივად და სწრაფად მოსამზადებელი ჭვიშტარი [ვიდეო]
ჭვიშტარს მეგრულ სამზარეულოში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს.
პასკები იასამნებით მხატვრისგან [ვიდეო]
მაგიდაზე ფუნჯებით სავსე ქილა დგას. მხატვარი მარიკა კორკელია
ფუჩხოლია [ვიდეო]
ფუჩხოლია მეგრული სიტყვაა და ქართულად ნიშნავს - დაფშვნილს,
როგორ მოვამზადოთ წელვადი ელარჯი [ვიდეო]
ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მეგრული კერძის მოსამზადებლად
გებჟალია ნადუღით [ვიდეო/ფოტო]
ზუგდიდის სოფელ ახალსოფელში მცხოვრები ბელა კვარაცხელიას
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.