საზოგადოება
გალის სოფლებში ციტრუსის უხარისხო მოსავალია
FaceBook Twitter
E-mail Print
სოკოვან დაავადებებთან ერთად მავნებელმა მწერმა აზიურმა ფაროსანამ დანარჩენი საქართველოს მსგავსად ზიანი მიაყენა აფხაზეთის სოფლის მეურნეობას. აქ სიმინდის, თხილის და ციტრუსის მოსავლის დიდი ნაწილი უვარგისია. განსაკუთრებით უხარისხოა მანდარინი და ლიმონი გალში, მდინარე ენგურისპირა სოფლებში.

ოკუპირებულ რეგიონში მცხოვრები რესპონდენტები „ლაივპრესთან“ სატელეფონო საუბარში აცხადებენ, რომ თხილის მსგავსად ვერც ციტრუსის რეალიზაციას ახერხებენ, რაც სოფლის მოსავალზე დამოკიდებული გლეხის ეკონომიკურ მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს:

„ნაყოფია წვრილი. ჩვენთან, დაბალი ზონის სოფლებში ალბათ ფაროსანას მიერაა ეს გაფუჭებული. არასდროს ყოფილა ასეთი. ძალიან წვრილი მარცვალია. შედარებით უკეთესი მდგომარეობაა იქეთ მთისკენ“, - ამბობს სოფელ ოტობაიაში მცხოვრები მამაკაცი.

„ყველაფერი გაფუჭებულია, ხილი, ფეიხო... მანდარინის და ლიმონის სეზონია ახლა და ქვასავითაა, არ იჭმევა. ტყავს ვერ გააძრობ, როგორც ქვა, ისეა. ვის რად უნდა. აქ რუსი იყო მოსული და ვუთხარი, რამდენიც გინდა წაიღე, და ვის რად უნდა შენი ქვაო მითხრა. წელს მარტო ტყემალი იყო კარგი. ტყემლის მერე რაც მოვიდა, ხილი და ბოსტნეული, ყველაფერი გაფუჭებულია“, - გვითხრა სოფელ ნაბაკევში მცხოვრებმა ქალმა.

გლეხების ინფორმაციით, მოსავლის გაფუჭება აზიურ ფაროსანასთან ერთად სოკოვანმა დაავადებებმა გამოიწვია. მათი თქმით, აფხაზეთში რამდენჯერმე შეიწამლა სასოფლო-სამეურნეო ყანები, თუმცა ჯერჯერობით დადებითი შედეგი არ არის:

„ეს ფაროსანამაც გამოიწვია და მერე გარემოცაა გაფუჭებული, მიწაა გამოფიტული. ჩემი აზრით, სოკოს პრობლემაა ძირითადად. ვერტმფრენით შეიწამლა, მაგრამ არ არის საკმარისი. მიწიდან უნდა დაიწყოს შეწამვლა. აგრონომებიც ამას ამბობენ, მიწაა დაავადებულიო“, - გვითხრა შუახნის ქალმა.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მთავრობაში აცხადებენ, რომ სოფლის მეურნეობის გადარჩენის მიზნით, საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით არაერთხელ შეიწამლა სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთები. როგორც გამოცემა „სპუტნიკ-აბხაზიასთან“ ინტერვიუში დე ფაქტო რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი აცხადებს, უკვე დაიხარჯა 8 მილიონი რუსული რუბლი. ვლადიმირ დაუროვის თქმით, დაგეგმილია კიდევ დამატებითი ღონისძიებების ჩატარება:

„აზიურ ფაროსანასთან საბრძოლველად შემოვიდა ჰუმანიტარული დახმარების მეორე ნაკადი. ეს არის დაახლოებით 2500 ლიტრი შხამ-ქიმიკატი და 2500-მდე ფერომონი (მავნებლის მოსაზიდი წებოვანი ხაფანგი)“, - განაცხადა ვლადიმირ დაუროვმა.

მისი ინფორმაციით, მიღებული მასალა სოფლებში დარიგდება და შეწამვლის სამუშაოები ზაფხულში განახლდება.

მავნებელმა მწერმა აზიურმა ფაროსანამ და სოკოვანმა დაავადებებმა აფხაზეთთან ერთად წელს სამეგრელოს მუნიციპალიტეტებში თხილის და სიმინდის მოსავლის მნიშვნელოვანი ნაწილი გაანადგურა. მიუხედავად იმისა, რომ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სპეციალური ტექნიკის გამოყენებით არაერთხელ შეწამლა ფართობები, მოსავლის ნაწილის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ერნა პეპანიანი 21 წლისაა და წალკაში, სოფელ დაშბაშში საოჯახო ბიზნესს
მართავს.
18:32 / 04.11.2022
ერნა პეპანიანი 21 წლისაა და წალკაში, სოფელ დაშბაშში საოჯახო ბიზნესს მართავს.
თეა ადიკაშვილსა და დარეჯან ცირამუას თბილისიდან 28
კილომეტრში,
02:06 / 02.09.2022

თეა ადიკაშვილსა და დარეჯან ცირამუას თბილისიდან 28 კილომეტრში,

გიგა დოღონაძეს ქუთაისის ცენტრალურ არქივში შევხვდით.
17:45 / 25.06.2022
გიგა დოღონაძეს ქუთაისის ცენტრალურ არქივში შევხვდით.
22:08 / 15.04.2022
"როცა საზოგადოებას ნაკლები ინფორმაცია აქვს, დეზინფორმაციას მარტივად იჯერებს.
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.