საზოგადოება
ოჩამჩირესთან ახლოს შვლები დახოცეს - გარემოსთვის მიყენებული ზიანი თუ „გმირობა"
FaceBook Twitter
E-mail Print
აფხაზეთის ტყეში სოხუმის მცხოვრებმა ვინმე მაკა ჟიბამ ორი შველი დახოცა და ნანადირევთან ერთად გადაღებული ფოტო სოციალურ ქსელში, ფეისბუკზე განათავსა. ფოტოს გადაღების ადგილად ოჩამჩირის რაიონის მიმდებარე ტერიტორიაა მითითებული.

აფხაზური მედია მომხდარით არ დაინტერესებულა. ფაქტზე არც დე ფაქტო სამართალდამცავ სტრუქტურებს, ეკოლოგიის და ბუნების დაცვის კომიტეტს ჰქონიათ რეაქცია. ამ მიმართულებით მომუშავე სამინისტრო „აფხაზეთის რესპუბლიკაში“ არ ფუნქციონირებს. საზოგადოების ნაწილი კი, ვინც ფოტოს ქვეშ მინაწერით გამოხატა პოზიცია, ნადირობის შედეგით კმაყოფილია:

„ჩვენც გაგვიმასპინძლდი“, - წერს ვინმე ალიას ცვიჟბა.

„არის ვიღაც მაინც ქვეყანაში, ვინც მამაცური, საგმირო საქმეებითაა დაკავებული“, - ამბობს ასტანდა ლადარია.

იყვნენ ისეთებიც, ვინც აღნიშნა, რომ შვლის მოკვლა საწყენია. „ასეთია ბუნების წესი“, - პასუხობს მათ მაკა ჟიბა.

ცხოველთა დაცვის ფედერაციის პრეზიდენტი თემურ ლაჭყეპიანი „ლაივპრესთან“ საუბარში აცხადებს, რომ ისინი ეწინააღმდეგებიან მსგავს შემთხვევებს, ქვეყნის კონტროლირებადი ტერიტორია იქნება ეს, თუ ოკუპირებული. მან მომხდარი შეაფასა, როგორც წარმოუდგენელი, და ქართული კანონმდებლობით დაუშვებელი.

„არ ვფიქრობ, რომ მათი ე.წ. კანონმდებლობითაც იყოს ეს ნებადართული. სამწუხაროდ, იქ როგორ რეგულირდება საკითხი, ვერაფერს გეტყვით. ჩვენ არ გვაქვს კომუნიკაცია ადგილობრივ ცხოველთა დამცველებთან. წითელ წიგნში შველი შეტანილი არ არის, მაგრამ ნადირობა აკრძალულია“, - გვითხრა თემურ ლაჭყეპიანმა.

მისივე განმარტებით, ქვეყნის მაღალმთიან რეგიონებში შველი თითქმის ყველგან გვხვდება და მათი რაოდენობა დაახლოებით 6-7 ათასამდე იქნება, თუმცა არ ნიშნავს, რომ ეს დიდი ციფრია და საკმარისი. მეტიც, ცხოველთა უფლებადამცველის თქმით, თუ ბრაკონიერობა შეუქცევად ხასიათს მიიღებს, მაჩვენებელი ირმის რაოდენობრივ მონაცემებს გაუთანაბრდება.

ორგანიზაციის წარმომადგენლის აზრით, შველი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზეც რომ მოეკლათ, შესაძლოა ამ ფაქტს რეაგირების გარეშე ჩაევლო, რადგან ხშირ შემთხვევაში ვერ ხერხდება პირის იდენტიფიცირება, ბევრი კი პასუხისმგებლობის თავიდან ასარიდებლად ამბობს, რომ ცხოველს მოკლულს წააწყდნენ.

თემურ ლაჭყეპიანისვე თქმით, პირი ვინც შვლები მოკლა, თუ ადმინისტრაციულ საზღვარს გადმოკვეთს, მასზე ქვეყნის კანონმდებლობით განსაზღვრული სანქციები უნდა გავრცელდეს:

„შვლის პოპულაციას ხელს უშლის ერთი გარემოებაც - გამგელებული ძაღლი და მგელ ძაღლი. როცა მოსახლეობა იშორებს ძაღლებს, ტოვებენ ტყეში, ერთი-ორი თაობის მერე მათში მგლური ინსტიქტი იღვიძებს და მგელ-ძაღლებს ეძახიან. ესეც მოსახლეობის ბრალია და რომ ნადირობენ, ისიც. ყველა შემთხვევაში საზოგადოებაა დამნაშავე, ეკოლოგიური კატასტროფების წინაშე რომ ვდგავართ“, - გვითხრა თემურ ლაჭყეპიანმა.

სახეობათა კონსერვაციის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის „ნაკრესის“ კონსერვაციების პროგრამების დირექტორ ბეჟან ლორთქიფანიძის თქმით, საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, შველი ნადირობის ობიექტი შესაძლოა მხოლოდ სამონადირო მეურნეობებში გახდეს, გაცემული კვოტების მიხედვით:

„იქ არის თუ არა სამონადირო მეურნეობა, არ ვიცი. სავარაუდოდ არ არის შექმნილი“, - აღნიშნა მან.

თავის მხრივ, გარემოს დაცვის სამინისტროში „ლაივპრესს“ უთხრეს, რომ ისინი ოკუპირებულ ტერიტორიაზე კონტროლს ვერ ახორციელებენ და შესაბამისად არ აქვთ ინფორმაცია მომხდართან ერთად, უკანონო ნადირობის დინამიკაზე.

რაც შეეხება საქართველოს კანონმდებლობით საკითხის რეგულირებას, განმარტეს - ნადირობა შვლის მსგავსად სხვა გარეულ ცხოველზე, „ცხოველთა სამყაროს შესახებ“ კანონის 28-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, დაიშვება მხოლოდ სპეციალურად საამისოდ გამოყოფილ ტერიტორიებზე. ამიტომ, შველზე ნადირობაც უნდა მოხდეს შესაბამისი ლიცენზიის მქონე სამონადირეო მეურნეობებში. ისიც მაშინ, თუ ამ მეურნეობისთვის დამტკიცებული ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის კვოტის ფარგლებში, შველის მოპოვებაა გათვალისწინებული.

სამინისტროსვე ცნობით, თუ პირი მოიპოვებს შველს სამონადირეო მეურნეობის გარეთ, ქმედება უკანონოა. ტექნიკური რეგლამენტის და მთავრობის დადგენილების შესაბამისად, ერთი ინდივიდი შველის უკანონოდ მოპოვების შემთხვევაში, გარემოზე მიყენებული ზიანი 5 ათას ლარს შეადგენს. ამავე რეგლამენტის მიხედვით, ცხოველთა სამყაროს ობიექტების უკანონოდ მოპოვებით გარემოსთვის მიყენებული მნიშვნელოვანი ზიანი განისაზღვრება ორი ათასი ლარით და მეტით.

„შესაბამისად, შველზე უკანონოდ ნადირობის შედეგად სახეზეა გარემოზე მიყენებული მნიშვნელოვანი ზიანი და ქმედება კვალიფიცირდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 301-ე მუხლის პირველი ნაწილით“, - განმარტეს სამინისტროში.

ეს მუხლი უკანონო ნადირობას გულისხმობს, სათანადო ნებართვის გარეშე, აკრძალულ დროს ან ადგილას, ასევე აკრძალული საშუალებით, რაც მნიშვნელოვანი ზიანის მიზეზი გახდა. ასეთ შემთხვევაში ქმედება ისჯება ჯარიმით, ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე, ან ერთი წლით თავისუფლების აღკვეთით, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით სამ წლამდე, ან უამისოდ.

იგივე მუხლის მიხედვით, ნადირობა სახელმწიფო ნაკრძალში ან სხვა დაცულ ტერიტორიაზე, სადაც ეს საქმიანობა სრულად აკრძალულია, ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე, თავისუფლების აღკვეთით სამ წლამდე, იგივე ხანგრძლივობით თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ერთ პატარა, მშვიდ ქალაქში, რომელიც გერმანიის უკიდურეს სამხრეთ
რეგიონში,
14:01 / 24.08.2019
ერთ პატარა, მშვიდ ქალაქში, რომელიც გერმანიის უკიდურეს სამხრეთ რეგიონში,
2008 წლის 10 აგვისტო, დილის შვიდი საათია, თუმცა სოფელს ღვიძავს,
11:34 / 07.08.2019
2008 წლის 10 აგვისტო, დილის შვიდი საათია, თუმცა სოფელს ღვიძავს,
ჭკადუაშში, დადიანების ყოფილ სანადირო რეზიდენციასთან მიახლოებისას
უზარმაზარ მწვანე მინდორზე,
19:04 / 05.08.2019
ჭკადუაშში, დადიანების ყოფილ სანადირო რეზიდენციასთან მიახლოებისას უზარმაზარ მწვანე მინდორზე,
საბჭოთა რეპრესიები
ვიდეო
თხილი ხარისხით ფასდება [ვიდეო]
სამეგრელოში თხილის მოსავლის აღება აქტიურად მიმდინარეობს.
27 წლის თვითნასწავლი ოსტატი ურთიდან [ვიდეო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ურთაში
კოსმოსში გაფრენაზე მეოცნებე პლანეტების მოყვარული 9 წლის ბიჭი [ვიდეო]
კოსმოსი, პლანეტები, გალაქტიკა, უჩვეულო ღრუბელი
ვლაქერნობა ზუგდიდში [ვიდეო]
ვლაქერნობის დღესასწაულის აღნიშვნა ზუგდიდში ტრადიციულად მსვლელობით დაიწყო.
ფოტო
ფოტოამბავი ოკუპირებული გალიდან
როგორ გამოიყურება ოკუპირებული ქალაქ გალის ცენტრი დღეს,
სახიფათო ორმოები საჯიჯაო-ნარაზენის გზაზე [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ნარაზენის და ხობის მუნიციპალიტეტის
მესტიელი გიდი ტურისტებს ქორულდის ტბებზე ეპატიჟება [ფოტო]
სოციალურ ქსელში დაწყებული კამპანიის „გაატარე ზაფხული
იდლიანი - სოფელი სვანეთში [ფოტო]
იდლიანი 150-კომლიანი თემია მესტიის მუნიციპალიტეტში.
გამოცდიდან გამოსული აბიტურიენტების ემოციები [ფოტო]
საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეიდან დაიწყო.
მზარეულის მაგიდა
მარტივად და სწრაფად მოსამზადებელი ჭვიშტარი [ვიდეო]
ჭვიშტარს მეგრულ სამზარეულოში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს.
პასკები იასამნებით მხატვრისგან [ვიდეო]
მაგიდაზე ფუნჯებით სავსე ქილა დგას. მხატვარი მარიკა კორკელია
ფუჩხოლია [ვიდეო]
ფუჩხოლია მეგრული სიტყვაა და ქართულად ნიშნავს - დაფშვნილს,
როგორ მოვამზადოთ წელვადი ელარჯი [ვიდეო]
ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მეგრული კერძის მოსამზადებლად
გებჟალია ნადუღით [ვიდეო/ფოტო]
ზუგდიდის სოფელ ახალსოფელში მცხოვრები ბელა კვარაცხელიას
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.