საზოგადოება
სამი ამბავი იმაზე, რაც „გოგოს საქმე არ არის“
FaceBook Twitter
E-mail Print
ნინო

- საქართველოს გაუ-მარ-ჯოს!

ამ შეძახილით იწყებენ რაგბის თამაშს გოგონები ზუგდიდის სოფელ დარჩელის სკოლის ეზოში.

„აქ ყველა სხვადასხვა მხრიდან მოვდივართ, ზოგი ძალიან შორიდან, ახლა ახალი გოგო გვყავს, არც ერთი ვარჯიში არ გაუცდენია, მიუხედავად იმისა, რომ რუხში ცხოვრობს, განმუხურიდანაც დადიან“, - მეუბნება ზუგდიდის რაგბის გოგონათა კლუბის კაპიტანი და ეროვნული ნაკრების 18 წლამდე გუნდის წევრი ნინო მიქანძე.

ამბობს, ბიჭებისგან განსხვავებით გაცილებით მეტი შრომა დაგვჭირდა, გარშემო მყოფებს ჩვენი შესაძლებლობების რომ ერწმუნათო.

„უბრალოდ ადამიანები სათანადოდ არ უყურებენ ერთმანეთის გადაწყვეტილებებს, მიზნებს. ეს განსაკუთრებით მაშინ ხდება, თუ გოგო ხარ და თამაშობ რაგბის, მაგრამ გარკვეული წარმატების შემდეგ გაფასებენ და პატივს გცემენ“.

გუნდის კაპიტანი ფიქრობს, რომ საკუთარი ცხოვრება და მიზნები სხვების აზრს არ უნდა შესწირო, თუმცა მშობლების უნდა გაითვალისწინო.

ნინო მიხსნის, რომ ზუგდიდის გოგონათა რაგბის გუნდმა შიდა შეჯიბრებში არერთი წარმატება იზეიმა და სიამაყით აღნიშნავს, რომ საქართველოს ნაკრებში 5 წევრი სწორედ ზუგდიდის კლუბიდანაა.

„როცა რამე ტრავმა მაქვს და სახლში დაბრუნებულს დედა დამხვდება, ძალიან ეშინია, მაგრამ შემომხედავს და როცა ჩემს თვალებში აღფრთოვანებას ნახავს, ყველაფერი ავიწყდება“, - მითხრა მორაგბე ნინომ.

ფატიმა

ფატიმა იოსელიანი სვანეთის სოფელ მულახში ცხოვრობს. მორაგბე ნინოს მსგავსად 18 წლის მეკლდეურსაც ხშირად ეუბნებიან, რომ ეს გოგოს საქმე არ არის.

„მეკლდეურობით 10 წლიდან დავინტერესდი. თავიდან ჩემმა უფროსმა დამ დაიწყო ამ სპორტზე სიარული. ერთ დღეს გადავწყვიტე გავყოლოდი, ძალიან მომეწონა, მასწავლებელსაც მოვეწონე და მას მერე არც შემიწყვეტია“, - იხსენებს ფატიმა.

უკვე მოახერხა ყველასთვის დაემტკიცებინა, რომ გოგოსაც შეუძლია, ფიზიკურად რთული ამოცანა დაძლიოს, თანაც ისე, რომ რამდენჯერმე გახდეს საქართველოს ჩემპიონი სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში.

„გოგო ხშირად შეზღუდულია უფლებებში. ბევრი ამბობს, გოგოსთვის ეს სპორტი შეუფერებელია, რა გოგოს საქმეაო. ბიჭები როცა იგებენ, რომ მეკლდეური ვარ, მეუბნებიან, აუ რა ჯანზე ხარ, მოდი ვიჭიდაოთო“, - ფატიმას ამაზე ხშირად ეცინება და კლდეზე ცოცვას თავს არ ანებებს.

მადონა

თანაბარ მოწინააღმდეგედ ბიჭები არც მოჭადრაკე გოგონებს აღიქვამენ, - ასე ფიქრობს ზუგდიდელი მოჭადრაკე მადონა ბოკუჩავა. ამბობს, რომ ღია ტურნირებზე თამაში ხშირად ბიჭებთან უწევს და წარმატება ორმაგად უხარია:

„როცა ბიჭს ვუგებ ეს ძალიან სასიამოვნო პროცესია. ბევრს თავი უმართლებია, რომ ჯენტლმენობა გამოიჩინა და ამიტომ დამარცხდა. ხშირად უთქვამთ, ასეთი ლამაზი გოგო, რომ დაგიჯდება, ჭადრაკზე როგორ უნდა იფიქროო, თუმცა აკრძალული მეთოდებისთვის, როგორიცაა მოკლე კაბა და დეკოლტე, არასდროს მიმიმართავს“.

მადონა ბოკუჩავა ამბობს, რომ ქართველმა ქალებმა არაერთხელ აჩვენეს, ჭადრაკის თამაში მხოლოდ კაცების საქმე რომ არ არის. ამის მიუხედავად, დღეს, ევროპის ჩემპიონატზე ასაკობრივ ტურნირებში, გოგონათა რაოდენობა მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება ბიჭებისას.

„ნონა გაფრინდაშვილმა, მაია ჩიბურდანიძემ და სხვა ქართველმა ქალებმა დაამტკიცეს, რომ ქალს შეუძლია მამაკაცის დონეზე ითამაშოს ჭადრაკი, მაგრამ ასეთი ქალების რაოდენობა მცირეა. უცხოელებიდან უნგრელ მოჭადრაკეს იუდიტ პოლგარს გამოვყოფდი, რომელმაც უარყო ქალთა ტურნირები და მხოლოდ კაცებს ეპაექრებოდა, თანაც ძალიან წარმატებით“, - ამბობს მოჭადრაკე გოგონა.

მადონამ პირველი გამარჯვება 9 წლის ასაკში მოიპოვა საბერძნეთის ევროპულ ჩემპიონატზე. არის საქართველოს ჩემპიონი, ფიდეს ოსტატი. გარდა ამისა, ფლობს იტალიურ, ინგლისურ, რუსულ და ფრანგულ ენებს, თარგმნის ლიტერატურულ ნაწარმოებებს უცხო ენებიდან.

ამ სტატიის რესპონდენტები ერთმანეთს არ იცნობენ, თუმცა სამივეს საერთო მიზანი და ინტერესი აქვს, ჩემთან საუბარსაც თითქმის ერთნაირად ასრულებენ: ყოველთვის უნდა აკეთო საყვარელი საქმე - ამის უფლება და შესაძლებლობა კი ქალსა და კაცს თანაბრად აქვს.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ერთ პატარა, მშვიდ ქალაქში, რომელიც გერმანიის უკიდურეს სამხრეთ
რეგიონში,
14:01 / 24.08.2019
ერთ პატარა, მშვიდ ქალაქში, რომელიც გერმანიის უკიდურეს სამხრეთ რეგიონში,
2008 წლის 10 აგვისტო, დილის შვიდი საათია, თუმცა სოფელს ღვიძავს,
11:34 / 07.08.2019
2008 წლის 10 აგვისტო, დილის შვიდი საათია, თუმცა სოფელს ღვიძავს,
ჭკადუაშში, დადიანების ყოფილ სანადირო რეზიდენციასთან მიახლოებისას
უზარმაზარ მწვანე მინდორზე,
19:04 / 05.08.2019
ჭკადუაშში, დადიანების ყოფილ სანადირო რეზიდენციასთან მიახლოებისას უზარმაზარ მწვანე მინდორზე,
საბჭოთა რეპრესიები
ვიდეო
თხილი ხარისხით ფასდება [ვიდეო]
სამეგრელოში თხილის მოსავლის აღება აქტიურად მიმდინარეობს.
27 წლის თვითნასწავლი ოსტატი ურთიდან [ვიდეო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ურთაში
კოსმოსში გაფრენაზე მეოცნებე პლანეტების მოყვარული 9 წლის ბიჭი [ვიდეო]
კოსმოსი, პლანეტები, გალაქტიკა, უჩვეულო ღრუბელი
ვლაქერნობა ზუგდიდში [ვიდეო]
ვლაქერნობის დღესასწაულის აღნიშვნა ზუგდიდში ტრადიციულად მსვლელობით დაიწყო.
ფოტო
ფოტოამბავი ოკუპირებული გალიდან
როგორ გამოიყურება ოკუპირებული ქალაქ გალის ცენტრი დღეს,
სახიფათო ორმოები საჯიჯაო-ნარაზენის გზაზე [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ნარაზენის და ხობის მუნიციპალიტეტის
მესტიელი გიდი ტურისტებს ქორულდის ტბებზე ეპატიჟება [ფოტო]
სოციალურ ქსელში დაწყებული კამპანიის „გაატარე ზაფხული
იდლიანი - სოფელი სვანეთში [ფოტო]
იდლიანი 150-კომლიანი თემია მესტიის მუნიციპალიტეტში.
გამოცდიდან გამოსული აბიტურიენტების ემოციები [ფოტო]
საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეიდან დაიწყო.
მზარეულის მაგიდა
მარტივად და სწრაფად მოსამზადებელი ჭვიშტარი [ვიდეო]
ჭვიშტარს მეგრულ სამზარეულოში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს.
პასკები იასამნებით მხატვრისგან [ვიდეო]
მაგიდაზე ფუნჯებით სავსე ქილა დგას. მხატვარი მარიკა კორკელია
ფუჩხოლია [ვიდეო]
ფუჩხოლია მეგრული სიტყვაა და ქართულად ნიშნავს - დაფშვნილს,
როგორ მოვამზადოთ წელვადი ელარჯი [ვიდეო]
ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მეგრული კერძის მოსამზადებლად
გებჟალია ნადუღით [ვიდეო/ფოტო]
ზუგდიდის სოფელ ახალსოფელში მცხოვრები ბელა კვარაცხელიას
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.