საზოგადოება
სვანური არდადეგები - რას გვთავაზობს ზამთრის კურორტი წელს [ვიდეო/ფოტო]
FaceBook Twitter
E-mail Print
სვანეთის სამთო-სათხილამურო კურორტები დამსვენებლების მისაღებად უკვე მზად არის.

როგორც „ლაივპრესს“ მესტიის მთის კურორტების განვითარების კომპანიის დირექტორმა მალხაზ უდესიანმა განუცხადა, ახალი სეზონისთვის დამსვენებლები უკვე ჩამოდიან სვანეთში, ტურისტების განსაკუთრებულ მატებას კი ახალი წლის დღეებში ელოდებიან.

თეთნულდი. ფოტო: მესტიის მერია

მისი ინფორმაციით, სიახლე რაც ამ სეზონზე სვანეთში ჩამოსულებს დახვდებათ, მესტია-ჰაწვალის დამაკავშირებელი საბაგიროა, რომელიც 23 დეკემბერს გაიხსნება. მომავალ კვირაში გაიხსნება ასევე თეთნულდის საბაგირო.

სვანეთში ტურისტებს ელოდებიან თითქმის ყველა ქვეყნიდან. მეტწილად კი რუსეთიდან, უკრაინიდან, ჩეხეთიდან, პოლონეთიდან და გერმანიიდან.

ფოტო: თამარ კანკავა

„ყველანაირად მზად არის კურორტი ტურისტების მისაღებად. ტრასები გამზადებულია, დამცავი ბადეები გაკეთებულია, თოვლი საკმარისია. დამატებით ეს არის, რომ ახალი საბაგირო გზა ემატება. ანუ მესტიიდან ჰაწვალში მანქანებით ასვლა დამსვენებლებს არ მოუწევთ. მათ საბაგირო გზა მოემსახურება. საახალწლო დღეებისთვის უკვე დაჯავშნილია სასტუმროები, თითქმის აღარ არის დარჩენილი ადგილები“, - განაცხადა მალხაზ უდესიანმა.

სვანეთში სასტუმროების პარალელურად ჰოსტელები და საოჯახო სასტუმროები ფუნქციონირებს, სადაც ოთახის ღირებულება გაცილებით დაბალ ფასადაა შესაძლებელი. თუ სასტუმროს ნომერი 150 ლარიდან იწყება, კერძო სახლებსა და მცირე ზომის ჰოსტელებში 20 ლარადაც იქირავებ. ფასი იზრდება მომსახურების მიხედვით: კვება, ტრანსპორტით უზრუნველყოფა, ცხენით გასეირნება და სხვა სერვისი.

ფოტო: სახლი მესტიაში"

საოჯახო სასტუმროში „სახლი მესტიაში“, რომელიც მესტიის ცენტრთან ახლოს მდებარეობს, 1 ადამიანისთვის ღამისთევა 20 ლარიდან - 40 ლარამდე ღირს. სასტუმროს აქვს ლუქსის ტიპის ნომრებიც: ორადგილიანი 80 ლარად, 3-ადგილიანი 100 ლარად. საუზმე 10 ლარი, ხოლო ვახშამი 15 ლარი ღირს.

„სახლი მესტიაში“ დირექტორის, ირმა ჯაჭვლიანის თქმით, ნომრების დიდი ნაწილი დაჯავშნილია 25 დეკემბრიდან. მისი თქმით, ნელ-ნელა, მაგრამ თანდათანობით ტურისტების მატება შეიმჩნევა.

„მინდა სვანური ფეჩები შევიძინო, ზამთარსა და ყინვაში შუქზე პრობლემების შემთხვევაში რომ გათბობა უზრუნველყოფილი იყოს. მინდა ეს შეშის ფეჩები ალტერნატიული გათბობის სახით ყველა ოთახში დავდგა.

გვაქვს დიდი ეზო, სამწვადე ადგილი. ვფიქრობ, იმიტომ გვყავს მუდამ მომხმარებელი, რომ სხვადასხვა სეგმენტზე ვართ გათვლილი და სხვადასხვა შეთავაზებები გვაქვს.

ზაფხულში სულ სავსე ვართ, შემდეგ გვეწყება ჩავარდნა და ზამთარში ისევ ვმუშაობთ“, - ამბობს ირმა ჯაჭვლიანი. მის სასტუმროში ამ ეტაპზე ოთახები ძირითადად რუსეთის და უკრაინის მოქალაქეებმა დაჯავშნეს.

ფოტო: საოჯახო სასტუმრო მესტიაში

იგივე ქვეყნებიდან ელოდება ტურისტებს სოფელ მულახის საოჯახო სასტუმროც. მასაც ზაფხულში გაცილებით მეტი დამსვენებელი ჰყავს, ვიდრე ზამთარში. საოჯახო სასტუმროს მესაკუთრის, ირინა კვიციანის თქმით, ჯერ-ჯერობით ტურისტები არ ჰყავთ, თუმცა 23 დეკემბრიდან ელოდებიან.



„ზაფხულში თითქმის ყველა ქვეყნიდან გვყავს სტუმრები. არიან გერმანელებიც, ფრანგებიც, ინგლისელებიც. ჩვენთან, მულახში ძირითადად ზაფხულშია სეზონი, მაგრამ შეკვეთები ახლაც გვაქვს რა თქმა უნდა“, - უთხრა „ლაივპრესს“ ირინა კვიციანმა.

მის სასტუმროში ორსაწოლიანი ოთახი ერთი ღამით 50 ლარი ღირს. ამ შემთხვევაშიც საუზმე 10, ხოლო ვახშამი 15 ლარი ღირს. კვება უფასოა ბავშვებისთვის.

მესტიის აეროპორტი. ფოტო: საქაერონავიგაცია

რაც შეეხება მგზავრობას სვანეთის მიმართულებით, ზუგდიდიდან ტაქსების პარალელურად, რომელიც 180 ლარი ღირს, ე.წ. სვანური კოშკის სადგურიდან მიკროავტობუსი ყოველ საათში ერთხელ გადის. მგზავრობა 15 ლარი ღირს.

მუშაობს თბილისი-მესტია-თბილისი მიკროავტობუსი, სადაც ერთი გზის ღირებულება 25 ლარია. დედაქალაქიდან მესტიის მიმართულებით ხორციელდება ფრენებიც.

მესტიის აეროპორტის ინფორმაციით, ნატახტარის აეროდრომიდან მესტიის აეროპორტამდე და პირიქით კვირაში ექვსჯერ სრულდება რეისი: ორშაბათს, სამშაბათს, ოთხშაბათს, ხუთშაბათს, პარასკევსა და კვირას. ბილეთის ფასი ზრდასრულთათვის 65, ბავშვებისთვის კი 45 ლარია, 3 წლამდე ბავშვებისთვის კი უფასოა.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ერნა პეპანიანი 21 წლისაა და წალკაში, სოფელ დაშბაშში საოჯახო ბიზნესს
მართავს.
18:32 / 04.11.2022
ერნა პეპანიანი 21 წლისაა და წალკაში, სოფელ დაშბაშში საოჯახო ბიზნესს მართავს.
თეა ადიკაშვილსა და დარეჯან ცირამუას თბილისიდან 28
კილომეტრში,
02:06 / 02.09.2022

თეა ადიკაშვილსა და დარეჯან ცირამუას თბილისიდან 28 კილომეტრში,

გიგა დოღონაძეს ქუთაისის ცენტრალურ არქივში შევხვდით.
17:45 / 25.06.2022
გიგა დოღონაძეს ქუთაისის ცენტრალურ არქივში შევხვდით.
22:08 / 15.04.2022
"როცა საზოგადოებას ნაკლები ინფორმაცია აქვს, დეზინფორმაციას მარტივად იჯერებს.
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.